IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

9 ნიშანი, რომ სამსახურის შეცვლის ნაცვლად პროფესიის შეცვლის დროა!

ა

მოტივაცია

25.06.2022

990 დათვალიერება

  • ხშირად ფიქრობთ სამსახურიდან წამოსვლაზე?
  • ანაზღაურება არ არის საკმარისი?
  • არ გეძლევათ პროფესიული ზრდის შესაძლებლობა?
  • კარგი ხელფასი ერთადერთი მოტივატორია?
  • ხშირად აცდენთ?
  • არ გაქვთ სამომავლო გეგმები?
  • არ ამაყობთ იმით, რასაც აკეთებთ?
  • მუდმივად დაღლილი ხართ?
  • გეზიზღებათ თქვენი სამსახური?
  • სად ვეძებოთ გამოსავალი?
  •  

    Jooble-ს პორტალის გამოკითხვის თანახმად, ჩვენს რეგიონში, დასაქმებულ პირთა 85,6% სამსახურის შეცვლას გეგმავს მიმდინარე წლის განმავლობაში, 9% ჯერჯერობით მხოლოდ ფიქრობს ამაზე, მხოლოდ 5.4% აცხადებს რომ სამუშაო პირობებით კმაყოფილია

    ეს ნამდვილად არ არის დამამშვიდებელი სტატისტიკა. განვიხილოთ 9 საგანგაშო ნიშანი, რომლებითაც მივხვდებით, რომ სამსახურის შეცვლის ნაცვლად პროფესიის შეცვლის დროა!

     

    ხშირად ფიქრობთ სამსახურიდან წამოსვლაზე?

    თქვენ უკვე შეიცვალეთ რამდენიმე სამსახური, სადაც სამუშაო ერთი და იგივე იყო. თუ საქმე კოლეგებში, ხელმძღვანელობისგან წამოსულ ბულინგში და მცირე ანაზღაურებაში არ მდგომარეობს - მაშინ ეს ნიშნავს, რომ თქვენ კონკრეტული სფერო მოგბეზრდათ. დილის სიზარმაცე და უხასიათობა, გაღიზიანება, დაღლილობა - ესაა პირველი ნიშნები, რომ სიტუაცია კონტროლიდან გამოდის.

     

    ანაზღაურება არ არის საკმარისი?

    როგორ ძალიანაც არ უნდა გიყვარდეთ თქვენი საქმიანობა, ფულს მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. არსებობს პროფესიები, სადაც როგორც არ უნდა ეცადო, საკმარის ანაზღაურებას მაინც ვერ მიღებ. თუ ხვდებით, რომ თქვენი ანაზღაურება აკმაყოფილებს მხოლოდ აუცილებელ მოთხოვნებს და არ გრჩებათ თანხა დასვენების, განტვირთვისა და სხვა სურვილებისთვის, მაშინ იგი უკვე წარმოადგენს დაბრკოლებას რომელიც გართმევთ ძვირფას წლებს

     

    არ გეძლევათ პროფესიული ზრდის შესაძლებლობა?

    2, 5 ან მეტი წელია ერთსა და იმავე სამუშაოს ასრულებთ, მაგრამ ვერ ამჩნევთ პროფესიულ ზრდას ან პროგრესს. როცა ადამიანი ფიქრობს, რომ იზრდება, იგი მოთხოვნადია, შთაგონებულია, სწავლობს სიამოვნებით, მიყვება ტენდენციებს და ვითარდება. თუ ამჩნევთ რომ სამუშაო ამოცანები იქცა რუტინად და „ვალდებულებად“ - დროა დაფიქრდეთ თქვენი საქმიანობის სფეროს შეცვლაზე.

     

     

    კარგი ხელფასი ერთადერთი მოტივატორია?

    თუ მატერიალური პრობლემები უკვე დიდი ხანია გადალახეთ: გყავთ კარგი ავტომობილი, ბინა, აგარაკი, ხშირად დადიხართ დასასვენებლად და ა.შ. მაგრამ ყოველდშიურად თქვენი საქმიანობით სიამოვნებას ვეღარ იღებთ, ის უაზრო ისტორიები, რომლებსაც მეგობრები თავიანთი საქმიანობების შესახებ გიყვებიან, თქვენში მსუბუქ შურს და უხასიათობას იწვევს - დროა დაფიქრდეთ!

     

    ხშირად აცდენთ?

    ზოგჯერ მართლა ავადმყოფობთ, მაგრამ სამსახურისგან მოშორებით, სახლის კომფორტულ კედლებში ენერგიის ჯერ არ არსებულ მოზღვავებას გრძნობთ. ავადმყოფობის მიუხედავად, ენერგია ყველაფრისთვის გყოფნით: ახლობლებზე ზრუნვა, ჰობი, მეგობრებთან ონლაინ შეხვედრა - მაგრამ როგორც კი სამსახურში დაბრუნდებით - ყველაფერი იცვლება. ხდებით გადაღლილი, ზარმაცი, ყველაფერს სურვილის გარეშე აკეთებთ და მოუთმენლად ელით ისევ როდის დაწერთ ბიულეტენს

    მხოლოდ ამერიკაში, პროგრამისტებისთვის წლიურად 4 მილიონზე მეტი ღია ვაკანსიაა, დაიწყე  პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!

    → დარეგისტრირდი ახლავე!

     

    არ გაქვთ სამომავლო გეგმები

    გასაუბრებებზე უყვართ ამ კლასიკური კითხვის დასმა: „როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი 5 წელში?“. დროა შეიცვალოთ სამსახური თუ ამაზე ფიქრიც კი დეპრესიას აღძრავს თქვენში. ყველა საქმიანობის სფეროში არსებობს პერიოდები, როდესაც მონოტონური და რუტინული დავალებების შესრულება გიწევთ, მაგრამ თუ იგი დიდი ხანი გრძელდება, დროა ჰკითხოთ საკუთარ თავს: „სწორად ვფლანგავ ჩემს დროს?“.

     

    არ ამაყობთ იმით, რასაც აკეთებთ?

    ნაღვლიანად აკვირდებით თქვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს (ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს), რომლებსაც საინტერესო ცხოვრება აქვთ, აკეთებენ თავიანთ საყვარელ საქმეს და მის სანაცვლოდ კარგ ანაზღაურებასაც იღებენ. გგონიათ, რომ მათთან შეხვედრისას მოსაყოლიც კი არაფერი გაქვთ. იმიტომ, რომ სამუშაო არ არის პრესტიჟული, თქვენ, თქვენი აზრით, არ აკეთებთ არაფერს მნიშვნელოვანსა და სასარგებლოს, ანაზღაურება მცირეა, ამ სამსახურის შენარჩუნებას კი მხოლოდ დაზღვევები და სტაბილურობა გაიძულებთ. თქვენი საქმიანობის სფერო დიდი ხანია არ იწვევს არანაირ ემოციას, სევდისა და სასოწარკვეთის გარდა.

     

    მუდმივად დაღლილი ხართ?

    ელოდებით ყოველწლიურ შვებულებას ისე, როგორც გათავისუფლებას. აწყობთ გეგმებს, ისვენებთ და ერთობით მაქსიმალურად. ამ დროს უნდა განიტვირთოთ, აღიდგინოთ ენერგიები და ძალები, გაგიჩნდეთ კოლეგების ნახვისა და თქვენს საქმესთან დაბრუნების სურვილი. მაგრამ არა. შვებულების შემდეგ თქვენს სამუშაო ადგილზე უფრო დაღლილი ბრუნდებით, ვიდრე აქამდე იყავით.

     

    გეზიზღებათ თქვენი სამსახური?

    ეს არის გზა არსაითკენ, როცა მუშაობთ უკანასკნელი ძალებით, ანაზღაურება და უქმე დღეები დიდი ხანია აღარ გახარებთ. ასეთი მდგომარეობა არის პირდაპირი გზა გადაწვისა და საკუთარი თავის დაკარგვამდე. აუცილებელია სასწრაფოდ დაადგეთ ცვლილებების გზას

     

    სად ვეძებოთ გამოსავალი?

    თუ ჩამოთვლილიდან 2 ან 3 პუნქტი მაინც გახასიათებთ, დროა დაფიქრდეთ სამუშაო სფეროს შეცვლაზე. აქ უკვე საუბარი აღარ არის უბრალოდ სამსახურიდან წამოსვლაზე - აუცილებელია პროფესიის შეცვლა.

    როგორ იპოვოთ თქვენი მოწოდება და ოცნების სამსახური, როგორ აირჩიოთ პროფესია - სხვა სტატიის თემაა. მაგრამ თუ IT სფერო გაინტერესებთ, მაშინ გააგრძელეთ კითხვა.

    IT Academy STEP გაძლევთ შესაძლებლობას შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება, თანამედროვე, მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი და საინტერესო IT პროფესიების ათვისებით:

     

     

    თუ IT სფერო გიზიდავთ, მაგრამ ვერ გადაგიწყვიტავთ, რომელი პროფესიის ათვისება სჯობს - ჩაეწერეთ კონსულტაციაზე, დეტალების გაგება შესაძლებელია დარეკვით ნომერზე: +995 (32) 215-55-51

     

    დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში, ერთხელ მიღებული ცოდნით ძნელია მწვერვალების დაპყრობა. ყოველდღიურად სწავლა ისეთივე აუცილებელია, როგორც ყოველდღიურად საკვების მიღება, დრო კი ყველაზე ძვირფასია! - არ დაუთმოთ თქვენი ცხოვრება საძულველი საქმის კეთებას. ირგვლივ უამრავი შესაძლებლობაა გამოცადოთ თავი ახალი სპეციალობით.

     

    დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

    IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

    +995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

    +995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

    https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა