IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ინტერიერის დიზაინის ტენდენციები 2023-24 წლებისთვის

221

დიზაინი

26.08.2023

720 დათვალიერება

სახლის დეკორაციის ტენდენციები ხშირად, ცხოვრების ახალი წესზე სტაბილურ გადასვლას გულისხმობს, ამიტომ მუდმივად უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება კომფორტულად მოვაწყოთ ახალი სივრცე. მოდით გაავხედოთ როგორია ინტერიერის დიზაინისა და სახლის დეკორაციის წამყვანი ტენდენციები 2023-24 წლებში.

ფოტო 1:  მომრგვალებული ფორმის ავეჯი. ინტერიერის ავტორი: Decorilla-ის დიზაინერი Anna Y. 

 

ჩვენ ვხვდებით ნათელი, თამამი და შთამაგონებელი ინტერიერის დიზაინის განახლებებს. ასევე ორგანული და მდგრადი დიზაინი სულ უფრო და უფრო მეტად ექცევეა ყურადღების ცენტრში. შესაძლოა ეს ყოველივე ახალ კონცეფციას არ წარმოადგენდეს, მაგრამ ბუნებრივი და ჯანსაღი სივრცის შექმნის გატაცება ნამდვილად მზარდი ტენდენციაა ინტერიერის დიზაინში. 

 

2023 წლის ინტერიერის დიზაინის ტრენდი

ლაუნჯი, რომელშიც წარმოდგენილია ინტერიერის ახალი ტენდენციები Decorilla-ს დიზაინერი - Dina H. 

 

მოძრაობა და ცვლილება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ასე, რომ ჩვენ ყოველ მომდევნო დღეს რაიმე ახალსა და საინტერესოს უნდა ველოდოთ. ინტერიერის დიზაინის ტენდენციები უცნობ ელემენტებს შეიძენენ. თანამედროვე დიზაინის სტილის იდეა, უფრო გააძლიერებს და დახვეწს იმას, რაც დიზაინის სამყაროში ახლა უყვართ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ სივრცეებისთვის, რომელიც იმაზე უკეთესია რაც აქამდე იყო. მოდით ერთად გავარკვიოთ რა არის ტენდენციური ახლა! 

 

ფოკუსირდით ჯანრთმელობასა და სიმშვიდეზე

ჯანმრთელობით შთაგონებული ინტერიერის დიზაინის ტენდნეცია - Decorilla, დიზაინერი : Raneem K.

 

"ველნეს" დიზაინი 2023 წლის ინტერიერის ტენდენციებიდან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. საკუთარ თავზე ზრუნვა კარგად ყოფნის ერთ-ერთი უმთავრესი გასაღებია, მაგრამ ჯასაღ გარემოსაც შეუძლია დიდი როლი ითამაშოს ამ ყველაფერში. "ველნეს" დიზაინს შეუძლია დადებითი ტონები შემოიტანოს ჩვენი ცნობიერების ამაღლებისას. ასე რომ, შეგიძლიათ დადოთ ფსონი, რომ ინოვაციები დაგეხმარებათ შექმნათ ლამაზი და ჯანსაღი სივრცეები უახლოეს მომავალში. 

 

 Art Deco Encore

ინტერიერის თამამი ტენდენციები Decorilla-ს დიზაინერის Sierra G. -ის მიერ. 

 

წარსულის საყვარელ სტილში დაბრუნება ინდუსტრიის მისწრაფებას წარმოადგენს. იმის გამო, რომ ინტერიერი ნელ-ნელა მკვეთრ მინიმალიზმს შორდება, არტ-დეკოს აღორძინება სულ უფრო და უფრო სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ჰიპერმაქსიმალიზმი ჯერ კიდევ არ გვაქვს, მაგრამ ინტერიერში დეტალების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია. ველით არტ-დეკოს უფრო კაშკაშა ფერებს, გეომეტრიულ ნიმუშებსა და სიმეტრიას.

 

მულტიფუნქციური სამუშაო ოთახი

დეკორის ტენდენციები - სახლის ოფისი Decorilla-ს დიზაინერი annieL.-ის მიერ. 

 

სამუშაო გარემო, არ აქვს მნიშვნელობა სახლში თუ ოფისში, ძალიან შეიცვალა, ბოლო წლების განმავლობაში. მოცემულ სივრცეებში დღესდღეობით ზედმიწევნით ინდივიდუალური დიზაინია წარმოდგენილი. ოფისში აუცილებლად უნდა იყოს ისეთი ელემენტები, რომლებიც თავს უფრო კომფორტულად გვაგრძნობინებენ. ავეჯის დიზაინის, განლაგებისა და გაფორმების ცვლილებით სამუშაო სივრცეები მულტიფუნციურ და უფრო მეტად პროდუქტიულ გარემოდ გარდაიქმნებიან. თუ სახლიდან მუშაობთ ინტერიერი მთლიანად თქვენს საჭიროებებს უნდა მოარგოთ, 

სახლიდან მუშაობის უნარის ზრდა სახლის მრავალფეროვნების ზრდას მოითხოვს. ბოლო წლებში ინტერიერის დიზაინის ტენდენციებში სულ უფრო და უფრო მეტი საცხოვრებელი ადგილია სამუშაო სივრცით წარმოდგენილი, სამზარეულოს ტენდენციებიც კი საშუალებას აძლევს პატარა სახლებს დააკმაყოფილონ ოფისის საჭიროებები. საკმარისია მხოლოდ მულტიფუნქციური ზედაპირი, რომელიც შესაძლოა დაიკეცოს სამუშაო დღის დასრულების შემდეგ. 

 

გასართობი დასვენების ზონა

სახლში სოციალიზაცია უკანასკნელ წლებში საკმაოდ გაძლიერებულია. ამ მიზეზის გამო, უნიკალური განლაგება და მოსასვენებელი ადგილები ინტერიერის დიზაინის ტენდენციებში დიდ ადგილს იკავებენ. მრგვალი სკამები და სავარძლები, ორმხრივი საზურგეებით საუკეთესო გამოსავალია. ყურადღება საიხლოვისა და ურთიერთობის გამტკიცებისკენ არის მიამრთული, რომელიც რაც შეიძლება მეგობრული ატმოსფეროს შექმნაზეა ორიენტირებული.

 

სამრეცხაოსა და შესასვლელის დიზაინი 

შესასვლელის ინტერიერის ტენდენციები - Decorilla-ს დიზაინერი Aida A. 

 

არც ერთი ოთახია შეუცვლელი. დიზაინერები მაცხოვრებლებლებზე მორგებული ინტერიერი შექმნით არიან დაკავავებულნი. სწორედ ამიტომ ყველა დეტალი მნიშვნელოვანია. სამრეცხაოსა და შესასვლესაც სჭირდებათ დიზაინერის ჩარევა. შედეგად მთელ სახლში ერთი ატმოსფერო გექნებათ, შესასვლელიდან დაწყებული, ყველაზე უტილიტარულ სივრცეებამდე. ინტერიერის დიზაინის ტენდენციები თქვენი სახლის ყველა კუთხეს გაანათებს. 

 

მაქსიმალურად გამოიყენეთ ბუნებრივი განათება 

ღია მისაღები ოთახის ინტერიერი დიზაინი, Decorilla-ს დიზაინერი Joyce R.-ის მიერ. 

 

რაც უფრო მეტი ვიცით ადამიანის ფუნქციონირების გასაზრდელად საჭირო ბენეფიტებზე, მით უფრო მეტად დავინახავთ ამისათვის საჭირო ელემენტებს ინტერიერში, რა თქმა უნდა, იქ სადაც ეს შესაძლებელია. ბუნებრივი სინათლე სწორედ ასეთი ელემენტია ინტერიერში. ახალი აქცენტები კეთდება ბუნებრივი განათების მაქსიმალურად გამოყენებაზე, დიდი ფანჯრებითა და თეთრი და ამრეკლავი ზედაპირებით. და რატომ არა? ბუნებრივ სინათლეს შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი ძილი, დეტალებზე ფოკუსირების უნარი და განწყობა.

 

კირი და თაბაშირი 

დამამშვიდებელი ფერები ინტერიერის დზიანში ,Decorilla-ს დიზაინერი Lauren O.-ს მიერ. 

 

კირისა და თაბაშირის ორგანული შეგრძნებები მნიშვნელოვნად მოქმედებს კედლის მოპირკეთებასა და ოთახის ატმოსფეროზე. მას ინტერიერის დიზაინის ნებისმიერი სტილის შევსება შეუძლია. მოცემული გაფორმება კარგად ერწყმის ამ სიაში არსებულ ინტერიერის დიზაინის სხვა ტენდენციებს. 

 

გარე ავეჯის ტენდენციები 

დიზაინის უამრავი ასპექტი ბუნებითაა შთაგონებული. მაგალითად, შენობის მდებარეობა, მთაშია თუ ბარში, გავლენას ახდენს მის ინტერიერზე. ესა იმითაა განპირობებული, რომ ხელოსნებისა და დიზაინერების უმეტესობა ადგილობრივ, ეკო-მეგობრულ მასალას ანიჭებს უპირატესობას. ასევე გარემო დიზაინერის შთაგონების წყაროდ იქცევა.

ადგილობრივი პროდუქტები განსაზღვრავენ ავეჯის, დეკორისა და იტნერიერის იერსახეს. მაგალითისთვის, მატყლი, ცხვრის ტყავი და ხე თოვლიან გარემოში უფრო ხშირია. მეორე მხრივ, მსგავსი მასალების მოპოვება ტორპიკულ გარემოში შესაძლოა პრობლემას წარმოადგენდეს. გარდა ამისა, შესაძლოა გარკვეული ქვის ნაირსახეობა ან სხვადასხვა ქსოვილი განსხვავებულ ლოკაციებზე არ მოიპოვებოდეს. შედეგად, როდესაც ადამინები ყიდულობენ ადგილობრივ მატერიალებს, ინტერიერი აუცილებლად მოდის გარემოსთან ჰარმონიაში. 

 

პოზიტიურად დამუხტული ოთახის განლაგება 

ორგანული ინტერიერის დიზაინის ფერის ტენდენციები, Decorilla-ს დიზაინერი Anna Y.- ს მიერ. 

განლაგებას იტნერიერში დიდი ცვლილებების შეტანა შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა დიდია თუ პატარა თქვენი ოთახი ,თავისუფალ მოძრაობას მაინც შეუძლია მასში პოზიტიური ატმოსფეროს შექმნა. სწორედ ამიტომ, ოთახის გეგმის ცვლილება კარგი იდეაა. ნაკლები მეტია (Less is More), მაგრამ არა მინიმალისტური გაგებით. ზონებს შორის უფრო დიდი მანძილი და გაუმჯობესებული სივრცეები გადაასდგილებლად კარგი იდეაა. 

პოზიტიური განლაგება არის 2023 წლის აღმოსავლეთის გავლენის მქონე ინტერიერის დიზაინის ტენდენციებიდან ერთ-ერთი. Feng Shui, wabi-sabi, ikigai და იაპონური ესთეტიკა დიდ გავლენას ახდენენ ინტერიერის დიზაინზე.

 

ხელახალი გამოყენება და სისუფთავე ინტერიერის დიზაინში

უკვე არსებულის პოვნა და ხელახალი გამოყენება სრულყოფს დიზაინის ფორმებს. შესაბამისად, ბუნებრივი და მკვეთრი ხაზებით შეგიძლიათ უფრო რთული ალტერნატივები უგულებელყოთ. ავეჯთან და მის ფორმებთან მიმართებაში შერჩევითმა ქცევამ შეიძლება სტრუქტურული დეტალები გამოავლინოს ინტერიერში. 2023-24 წლების ინტერიერის დიზაინის ტენდენციებში, რა თქმა უნდა, ბალანსი დაცულია, რადგან დეკორისკენაა მიდრეკილი, ზოგიც კი ესთეტიკურ სისუფთავეს ანიჭებს უპირატესობას. 

 

ფერების ახალი კომბინაციები 

ამ წლების ინტერიერის დიზაინში გვხვდება თამამი, ორგანული და ამაღელვებელი ფერთა კომბინაციები. უნიკალური ფერების კომბინაციებით შეგიძლიათ შთამაგონებელი სივრცეების შექმნა. შეგიძლიათ ძვირფას ტონალობაში არჩეული ქსოვილებით კედლის მიწიერი ფერები დააბალანსოთ. 

 

2023-24 წლების სახლის დეკორის ტენდნეციები 

 მყუდრო ინტერიერი სახლის დეკორაციის ტენდენციებით, Decorilla - Sierra G.

მომავალი წელი რბილ კიდეებს, დრამატულ აქცენტებსა და კოფორტულ ნაწილებს გვპირდება. როგორიც არ უნდა იყოს თქვენი სტილი, სახლის დეკორაციის ტენდენციები აუცილებლად აქცევს თქვენს სახლს უფრო მყოდრო სივრცედ. 

 

შავ-თეთერ სამყაროში დაბრუნება მდიდრული შავი დეტალებით

რამდენადაც სივრცეები უფრო პერსონალიზირებული და სახასიათო ხდება, ჩვენ ვიღებთ იმას, რასაც დიზაინი გვთავაზობს. გოთური დიზაინი ერთ-ერთი ასეთი მიმზიდველი ტენდენციაა. ის ნამდვილად დრამატულია. მაგრამ შესაძლოა ის გავახალისოთ და მდიდარი შრეებით გავაჯეროთ. გარად ამისა, გოთურ სტილს უფრო მეტი რაღაცის გადმოცემა შეუძლია ვიდრე შავი ჩრდილები და ხასიათია. ფართო ფარდები, თაღოვანი სარკეები, ქანდაკებები და მდიდრული ჭაღები -  ეს არის გოთურ სტილში ჩვეულებრივი მოვლენა. თანამედროვეობაში, ასეთი ინტერიერი აუცილებლად გახდება დასამახსოვრებელი და სახასიათო.

 

ვინტაჟური ავეჯისა და დეკორის ტენდენციების ნოსტალგია 

ვინტაჟური ავეჯის ტენდნეციები - Decorilla-ს დიზაინერი: Brooke S. 

ინტერიერის დიზაინს შეუძლია შექმნას ეპოქისათვის დამახასიათებელი ატმოსფერო ან გარემო, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ნოსტალგიას. ვინტაჟური ავეჯი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, 60-70-იანი წლების ნოსტალგიური გარემოს შექმნაში. ინტერიერისა და ავეჯის დიზაინის ეს ტენდენცია ასევე ხელს უწყობს ნივთების ხელახლა გამოყენებას. ანტიკვარ და ვინტაჟურ ნივთებს სასიამოვნო და არაჩვეულებრივი გარემოს შექმნა შეუძლიათ. 

ბოლო წლებში, საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა ინტერიერის დიზაინერის დაქირავება, როგორც კომერციულ, ასევე ინდივიდუალურ პროექტებზე, დაიწყე პროფესიის შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული!

დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

საინტერესო აქსესუარები

ძვირადღირებული საძინებელი, რომელშიც წარმოდგენილია სახლის დეკორაციის ტენდენციები Decorilla-ს დიზაინერის Farzaneh k.-ის მიერ. 

მიესალმეთ საინტერესო აქსესუარებსა და სიურეალიზმს! დროა ხელოვნების ნუმუშებსა და დეკორს მივაქციოთ ყურადღება, რომელიც თქვენთან რეზონანსშია. ელემენტები შესაძლოა იყოს სკულპტურული, ფერწერული ან რაიმე მრავალაფუნქციური ნივთი, რადგან ტენდენციებში ვცდილობთ ყველაფერს თავისი მნიშვნელობა მივცეთ. ინტერიერის ყველა ნაწილი რაღაცას უნდა ნიშნავდეთ თქვენთვის და გაბედნიერებდეთ. სურეალიზმს ახალი შტრიხები შეაქვს ინტერიერში, რომელიც ნამდვილად გასაოცარია. 

 

ქაღალდისა და ქსოვილის განათება 

სახლის დეკორაციის ტენდენციები - სასადილო ოთახი Decorilla-ს დიზაინერის Drew F.-ის მიერ. 

განათება დიზაინში ყოველწლიურად უფრო თამამი და ექსპერიმენტული ხდება. იგი სახლის დეკორაციის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც 2023 წლის ინტერიერის ტენდენციებში, უფრო მეტ ინოვაციურობას გვპირდება. ამჯერად განათება წარმოდგენილია ქაღალდისა და ქსოვილის გადასაფარებლებით. ის არა მარტო ესთეტიურად გამოიყურება, არამედ ეკო-მეგობრულიცაა! 

 

მომრგვალებული ავეჯი და დეკორი 

მომრგვალებული ავეჯისა და სახლის დეკორის ტენდენციები, Decorilla-ს დიზაინერის Vida N.-ს მიერ. 

დიდი ხანია რკალისებრ და მრუდ ფორმებს ვხვდებით ინტერიერში. ინტერიერში ასევე შევხვდებით ნახევარმთვარის ფორმის სავარძლებს, კვერცხის ფორმის სკამებსა და მრგვალ ფარდაგებს, რომელიც არც თუ ისე ახალი ტენდენციაა ინტერიერში. სახლის დეკორაციის ტენდენციები უბრალოდ მომრგვალებულ ავეჯს სცილდება. მიესალმეთ წაგრძელებულ სარკეებს, არქიტექტურულ დეტალებსა და სოკოს ფორმების მქონე განათებებს.

 

სრულყოფილი დარღვევები 

ინტერიერის დიზაინის ტენდენციებში ორგანული, ხელნაკეთი და ადგილობრივი ელემენტები ერთ-ერთი საუკეთესოა. იგი უნიკალურ და განუმეორებელ ნაწილებს წარმოადგენს ესთეტიკისთვის. ნედლი, მაგრამ დახვეწილი ხარისხი დეკორაციის მომავალია. დახვეწილი ხედვა და ხელნაკეთი ელემენტები თქვენს ავეჯს უფრო მიმზიდველს და მოდურს გახდის. 

 

თამამი, ტექსტურიანი გადასაკრავები 

გემოვნების დახვეწასთან ერთად, ინტერიერი ყოველწიურად უფრო თამამი და შთამაგონებელი ხდება. 2023 წლის ავეჯის ტენდენციებში ფერადი ნიმუშებია წარმოდგენილი. შესაბამისად თქვენი გემოვნებისამებრ შგიძლიათ შექმნათ გასაოცარი ვიზუალები. 

 

ხელნაკეთი ტექსტურირებული ფილები

ხელნაკეთი ტექსტურირებული Zellige ფილები მომავალ წელსაც აქტუალური იქნება, ეს ტაქტილური ფილა, რომელიც მაროკოში იღებს სათავეს და სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ეს გასაკვირი არც არის, რადგან იგი იდეალურად ერგება ორგანულ ინტერიერის დიზაინს. 

 

ფარდაგი, როგორც ხელოვნების ფუნქციური ნიმუში 

ფარდაგებისა და ავეჯის ტენდენციები, Decorilla-ს დიზაინერის Ceytana S.-ის მიერ. 

როდესაც არასაჭირო ელემენეტების დამატებას ვშორდებით, ხალიჩები ხელოვნების ფუნქციურ ნიმუშებად იქცევიან. რა თქმა უნდა, ნეიტრალური ფარდაგებიც კარგი გამოსავალია. სასიამოვნო დიზაინის დოზირებული გამოყენება, უზრუნველყოფს დეკორაციას ზედმეტი სივრცის შეწირვის გარეშე. 

 

თანამედროვე მაქსიმალიზმი 

სახლის დეკორაციის ტენდენციები, თანამედროვე მაქსიმალისტურ სივრცეში - Decorilla-ს დიზაინერის Ranim K.-ის მიერ. 

მიესალმეთ თვითგამოხატვას მაქსიმალიზის მეშვეობით! ცოცხალი, მაგრამ სტრუქტურირებული სახლის დეკორაციის ეს ტენდენცია, კოლექციებისა და სხვადასხვა საჭირო ნივთების კომბინაციების მრავალფეროვან ვარიანტებს გვთავაზობს. ავეჯი გამორჩეული ფორმებითაა წარმოდგენილი. თუმცა აქ მაინც შრეებია მთავარი. ფერებისა და ფორმების კომბინაციებით შეგიძლიათ შექმნათ ჰარმონიული გარემო. 

 

მდგრადი მატერიალების აქცენტი 

მდგრადობა, გადამუშავება და ეთიკა აქტუალურ თემებს წარმოადგენს ცხვორების ყველა ასპექტში, ამიტომ სახლის დეკორაციის ტენდენციებიც არ ჩამორჩება მას. ყოველწლიურად ვიგებთ ახალ პრაქტიკებს მდგრადობის შესახებ და ვცდილობთ ჩვენს პლანეტას სიცოცხლე შევუნარჩუნოთ. ასე, რომ ტენდენციური ინტერიერი ძველისაგან საგრძნობლად განსხვავდება. ასე, რომ თანამედროვე დიზაინში, იქნება ეს საცხოვრებელი თუ კომერციული ინტერიერი, სულ უფრო და უფრო იმატებს მწვანე მასალები და ორგანული ზედაპირები. იგი მოიცავს 2023 წლის ავეჯისა და დეკორის ყველა ტენდენციას.

 

რა გადადის მოდიდან?

ინტერიერის დიზაინის ფერების ტენდენციები Decorilla-ს დიზაინერის Marin H.-ის მიერ. 

ყოველთვის შეიმჩნება გარკვეული ჩავარდნები ინერიერის დიზაინში. ასე რომ, აქ არის ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ სახლის დეკორაციისა და ინტერიერის ყველაზე მოძველებული ტენდენციების შესახებ,არის ისეთი ნივთები და დეკორები, რომლებიც ფასს უკლებენ თქვენს სივრცეს.

 

ზემდეტ შრიანი საწოლები

საძინებლის ავეჯის ტენდენციების გათვალისწინებით, Decorilla-ს დიზაინერი: Ranim K. 

ოდესღაც პოპულარული, გაწყობილი საძინებლები საწოლებით, საბნებთა და ბალიშებით უკვე მოძველებულია. ეს არა მხოლოდ არაპრაქტიკული, არამედ გადაჭარბებულიცაა თანამედროვე გარემოში. აირჩიეთ საძინებლების უფრო მეტად მინიმალისტური მიდგომები. 

 

არამდგრადი ავეჯი 

სახლის დეკორაციის მდგრადი ტენდნეცია, Decorrilla-ს დიზაინერი - shasta P. 

მასიური და იაფფასიანი ნივთები, რომელთაც მხოლოდ 1 ან 2 სეზონით იყენებთ აქტუალობას კარგავენ. “სწრაფი მოდის” მსგავსად სწრაფ ავეჯსაც მოკლე სიცოცხლე აქვს, რადგან იგი გამიზნულად არ არის წარმოდგენილი. პლატმასის ანტერნატივები, რომელთა გადამუშავება და ხელახლა გამოყენება არ ხდება, სულ უფრო და უფრო სწრაფად გადის გამოყენებიდან. ხელახალი გამოყენება და ვინტაჟური სტილი, ამ ყოველივეს დასამარცხებლად საუკეთესო ალტერნატივაა. 

 

ღია-კონცეფციური განლაგება

შესაძლოა არ დაიჯეროთ, მაგრამ ღია-დაგეგმარებული ინტერიერი საგრძნობლად ჩამორჩება დაყოფილ ოთახებს. კარანტინის პერიოდის შემდეგ ადამიანებს ახალი მოთხოვნილება გაუჩნდათ ცალკეული ადგილების, საკუთარ თავთან განმარტოების გამო. საბედნიეროდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღია კონცეფცია საერთოდ უნდა დავივიწყოთ. ამის ნაცვლად საზღვრები უფრო მკაფიო უნდა გავხადოთ. ამაში წიგნების თაროები, ოთახის გამყოფები და ფარდაგები დაგეხმარებიან. 

 

მისაღები ოთახები ცენტრში ტელევიზორით 

სასადილო ოთახის ინტერიერის დიზანი, Decorilla-ს დიზაინერის Jamie C.-ს მიერ. 

ჩვენ ვხვდებით ინტერიერის დიზაინის მაგალითებს, სადაც ტელევიზორები და ელექტორნული მოწყობილობები “დამალულია”. სმარტ მონიტორების საშუალებით შეგიძლიათ ხელოვნების ნიმუშები გაუშვათ ეკრანზე, მაშინ როდესაც მას არ იყენებთ. მოდური საცხოვრებელი ოთახები ფოკუსირებულია მათ მთავარ ფუნქციაზე - კომუნიკაციასა და დასვენებაზე. 

 

არა-ფუნქციური ობიექტები 

ავეჯის დახვეწილი ტენდენციები, Decorilla-ს დიზაინერი: Casey H. 

წმინდა დეკორატიული ნივთები ნამდვილად შედიან ინტერიერის მოძველებული ტენდენციების სიაში. ცნობიერი სივრცეების შექმნაზე გადასვლასთან ერთად, აღარ რჩება სახლში ამ ნივთებისთვის ადგილი. გარდა ამისა ,ისნი ხშირად აფუჭებენ დიზაინს. ეს შეიძლება იყოს მინის საგნები, სხვადასხვა წვრილმანები, ყალბი წიგნები და ა.შ. სია ნადმვილად დიდია! 

 

გაანახლეთ თქვენი სახლი ჩვენი სტატიის დახმარებით, ან გაიგეთ კიდევ უფრო მეტი ამ უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე პროფესიაზე, შემოგვიერდით IT Step Academy-ში ინტერიერის დიზაინის კურსზე, ერთია აღფრთოვანდეთ ხვალინდელი ტენდნეციებით, მაგრამ მეორე საკითხია რამდენად გონივრულად გამოიყენებთ მათ და შექმნით ახალს

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა