IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

iOS 15 ბევრ სიახლეს გვპირდება!

29.06.2021

782 დათვალიერება

Apple-ს ოპერაციული სისტემების განახლება ყოველთვის შთამბეჭდავია. ამჯერად გიყვებით სუპერ კომფორტულ და ოპტიმიზირებულ iOS 15-ზე!

 

FaceTime-ი სივრცული აუდიო!

ზარის დროს ისეთი შეგრძნება დაგეუფლებათ, თითქოს თქვენს მოსაუბრესთან ერთად ოთახში ხართ, რადგან FaceTime-ს ემატება ზედმეტი ხმების ჩახშობის შესაძლებლობა. მაგალითად ძაღლის, რემონტის, მანქანების ხმა. როგორც ჩანს ეს ტექნოლოგია ისე მუშაობს როგორც AirPods Pro-ში და AirPods Max-ში.

ახლა უკვე FaceTime-ში შეგიძლიათ შექმნათ მოსაწვევი ბმულები, რისი საშუალებითაც მეგობრებს ყველაფერს მარტივად გაუზიარებთ.გვექნება შესაძლებლობა გავაზიაროთ მუსიკა, ვუყუროთ ფილმებს და ეს ყველაფერი ერთად განვიხილოთ iMessage-ში.

 

მეგობრებთან გაზიარების შესაძლებლობა მესამე მხარის აპლიკაციებსაც შეეძლებათ. მაგალითად მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ TikTok ვიდეოებსაც უყუროთ.

 

iMessage-ი გადაიქცა ოპტიმიზირებულ მესენჯერად

დროა iMessage-ი გახდეს ახალი თაობის, მრავალფუნქციურ მესენჯერი, როგორც ჩანს Apple-მა საბოლოოდ გადაწყვიტა ამ მიმართულების დახვეწა. პრეზენტაციაზე წარგვიდგინეს ფოტო კოლაჟების შექმნის ახალი ფუნქცია, რაც ფოტოების გაზიარებას ნამდვილად ამაღელვებელს გახდის. სხვა მესენჯერებს მსგავის ფუნქცია არასდროს არ ჰქონიათ.

iMessage-ი მრავალფუნქციურ სოციალურ ქსელად გადაიქცევა. იგი FaceTime-ის მსგავსად ონლაინ ფორმატში, სოციალური ცხოვრების ახალი კერა ხდება. iOS 15-ში iMessage-ით შეძლებთ მისიკის გაზიარებას, რომელსაც იმ კონკრეტულ მომენტში უსმენთ

 

ერთერთი უახლესი ფუნქცია ფოტოებიდან ტექსტების ამოღებაში დაგეხმარებათ

მნიშვნელოვანი კომფორტი იქნება, თუ ფოტოდან შესაძლებელი იქნება პირდაპირ ნომერზე დარეკვა და ნებისმიერი ტექსტის ამოღება. ასევე კარგია რომ ის არა მხოლოდ კამერიდან, არამედ ფოტო-გალერეაშიც იმუშავებს

შეგეძლებათ ხელით ნაწერი ტექსტები, ძალიან სწრაფად დაბეჭდილ ფორმატში გადაიტანოთ.

 

iPhone-ისა და AirPods-ის კიდევ უფრო დაახლოება

მნიშვნელოვანი აღინიშნოს რომ თუ ყურსასმენი სადმე დაგრჩებათ, ახლა უკვე ის ამის შესახებ შეგატყობინებთ. ეს ფუნქცია Find My-ს საშუალებით იმართება და როგორც კი მას დიდ მანძილზე დატოვებთ, iPhone-ი მაშინვე რეკვას დაიწყებს.

iOS 15-ზე ახლა უკვე AirPods-ი მოსასმენი ყურის აპარატის პრინციპით იმუშავებს, ის განსაზღვრავს თანამოსაუბრის მეტყველებას და მიკროფონი აქცენტს მხოლოდ მის ხმაზე გააკეთებს

 

ჩაერთეთ ჩვენს ონლაინ აკადემიაში, შეისწავლეთ ბრენდ დიზაინი მსოფლიო ბრენდისგან

             → დარეგისტრირდი ახლავე!

 

გაუმჯობესებული Health-ის აპლიკაცია

Health-ის აპლიკაცია ახლა უფრო მეტ რამეს შეისწავლის თქვენს შესახებ და უფრო მეტ რეკომენდაციებსაც მოგცემთ. როგორ უნდა იცხოვროთ ჯანსაღად და დაუბრუნდეთ აქტიურ მდგომარეობას. ეს აპლიკაცია გახდება სოციალურ ქსელი სამედიცინო დაწესებულებებთან და ინდივიდუალურ ექიმებთან. სამწუხაროდ, მხოლდო აშშ-ში იმუშავებს.

ჯანმრთელობის აპლიკაციის დახმარებით ახლა უკვე შეგეძლებათ თვალყური ადევნოთ მაგალითად მოხუც ნათესავებს.

 

iOS 15-ში ემატება და იხვეწება სხვა მცირე ფუნქციებიც

  1. განახლდა და უფრო დეტალური გახდება ამინდის კონტროლი
  2. iPhone-ის გამოყენების სხვადასხვა რეჟიმები („არ შემაწუხოთ“-ის რეჟიმის მსგავსად)
  3. ფოტოების გალერეაში ემატა ვიდეო მონტაჟის განყოფილება (ფოტოებისგან შეგიძლიათ შექმნათ ვიდეო, მოარგოთ საყვარელი მუსიკა და გაუზიაროთ მეგობრებს)
  4. ახალი ბარათები და გასაღებები Apple Wallet-ში (Apple-ის საფულეში ID ბარათის დამატებაც იქნება შესაძლებელი)
  5. ახალი შეტყობინებების ცენტრი (შეტყობინებები დაჯგუფდება, მნიშვნელოვანი და გასართობი შეტყობინებები სხვადასხვა ზოლში მოხვდება)
  6. მონაცემთა უსაფრთხოება (ახალი მექანიზმები კონფიდენციალურობისათვის)

 

iOS 15 – გაიზარდა და ოპტიმიზირდა iCloud Storage

არ გყოფნით iCloud  5GB მეხსიერება? iOS 15-ს ეს სიახლე თქვენთვისაა. ეფლი გვპირდება რომ საშუალებას მოგცემთ შეინახოთ იმ მოცულობის Backup რამდენიც დაგჭირდებათ ერთი მოწყობილობიდან მეორეში მასალის გადასატანად.

 

“ახალი მოწყობილობის შეძენისას შეგიძლიათ გამოიყენოთ iCloud Backup თქვენი მონაცემების ძველიდან ახალ მოწყობილობაზე გადასატანად, მაშინაც კი, თუ არსებული უფასო 5GB არაა საკმარისი. iCloud მოგცემთ იმდენ ადგილს, რამდენიც დაგჭირდებათ უფასოდ. ეს საშუალებას გაძლევთ ავტომატურად მიიღოთ თქვენი აპლიკაციები, პარამეტრები და მასალები თქვენი ერთი iPhone-დან, მეორეზე"

 

ამიერიდან “iCloud +” სერვისად იქნება ცნობილი ყველა სატარიფო გეგმა და დაემატება ახალი ფუნქციები რომლებიც მოიცავს თქვენი მოძიებული აქტივობის გასაიდუმლოებას, ელ-ფოსტის დამალვას და აიქლაუდის ელ. ფოსტის მისამართის მაგივრად სასურველი სახელის დარქმევას ოჯახის წევრებს შორის გასაზიარებლად.

 

აქვე, ჩამოტვირთეთ ახალი ფონები — iOS 15

ახალ საოპერაციო სისტემას აქვს როგორც ღია ასევე ბნელი რეჟიმისთვის განკუთვნილი ფონი.

 

დეველოპერებმა iOS 15 Beta უკვე მიიღეს და ორჯერ გაანახლეს კიდეც, ოფიციალურად მას ტრადიციულად სექტემბერში მივიღებთ ჩამოვტვირთავთ

ხელმისაწვდომი იქნება

  • iPhone 6s
  • iPhone 6s Plus
  • iPhone SE (2016)
  • iPhone 7
  • iPhone 7 Plus
  • iPhone 8
  • iPhone 8 Plus
  • iPhone X
  • iPhone XS
  • iPhone XS Max
  • iPhone XR
  • iPhone 11
  • iPhone 11 Pro
  • iPhone 11 Pro Max
  • iPhone SE (2020)
  • iPhone 12 mini
  • iPhone 12
  • iPhone 12 Pro
  • iPhone 12 Pro Max

 

მოცემულ ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ დეტალები

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა