Apple-მა ყოველწლიურ Worldwide Developers Conference (WWDC) 2024 გრანდიოზული ცვლილებები წარადგინა, სავარაუდოდ, უკვე ვიცით მრავალი ახალი ფუნქციისა და განახლების შესახებ. ამიტომ, ახლა სწრაფად გადავავლოთ თვალი ყველა იმ სიახლეს, რომელზეც ბრენდმა კონფერენციაზე ისაუბრა
განახლებული მთავარი ეკრანი
მალე ნებისერი აპლიკაციის ხატულების ფერის შეცვლა და მათი ნებისმიერ ადგილას განთავსება შეგვეძლება, ასევე iOS 18-ზე ყველა აპლიკაციას Face ID-თ დავბლოკავთ!
ზარები
iOS 18-ში შეგვეძლება ჩავიწეროთ ყველა ზარი, როგორც ხმოვანის სახით ასევე ტექსტად
ემოჯებს ჩვენ თვითონ შევქმნით
ემოჯები (ღიმილაკები) მალე გენერაციული AI-ით გაკეთდება, რაც მომხმარებლებს საკუთარი თავის უფრო კრეატიულად გამოხატვის საშუალებას მისცემს, თუმცა, Unicode Consortium-მა ჩვენი ემოციების ციფრულ სამყაროში უფრო მკაფიოდ გამოსახატად, უკვე შეიმუშავა ემოჯების ახალი ნაკრები სადაც უდავოდ საუკეთესო მოწონებას დაიმსახურებს „სახე დაღლილი გამომეტყველებით“, თუ რატომ ვფიქრობთ ასე, გამოსახულების ნახვისას მიხვდებით
VisionOS 2
განახლებები Apple Vision Pro-ს ოპერაციულ სისტემასაც შეეხო. Vision Pro-ს მფლობელებს მალე შეეძლებათ 2D სურათების სივრცულ ფოტოებად გარდაქმნა, რათა პანორამული ხედებით დატკბნენ.
watchOS აკონტროლებს ჩვენს გულს
watchOS 11 წარმოგიდგენთ დატვირთვის გაზომვის ფუნქციას. საათი გაითვალისწინებს თქვენს გულისცემას, სიმაღლეს, ასაკს და წონას, რათა გამოთვალოს საჭირო ვარჯიშის დატვირთვა - აქტივობის რგოლები ახლა შეიძლება მორგებული იყოს კვირის დღის მიხედვით ან შეჩერდეს შვებულების დროს.
ახალი Vitals-ის აპლიკაცია მომხმარებლებს გულისცემის, სუნთქვის სიხშირის, მაჯის ტემპერატურის, ძილის ხანგრძლივობისა და ამ დროს სისხლში ჟანგბადის დონის მონიტორინგში დაეხმარება. WatchOS-ს კი დამატებითი ფუნქციები ახლავს ორსული და ფიტნეს მომხმარებლებისთვის.
შეტყობინების ადრეული დაგეგმვა
განახლების შემდეგ შესაძლებელი გახდება ტექსტური შეტყობინებების კონკრეტულ დროსა და თარიღში გაგზავნა - დღეს 2 დეკემბერია, ომარკო გილოცავ დაბადების დღეს!
ახალი პაროლის მენეჯერი
ახლა უკვე ეფლს საკუთარი პაროლების მენეჯერი აპლიკაციაც აქვს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, უსაფრთხოდ მიიღონ წვდომა პაროლებზე, მესამე მხარის ხელსაწყოების გარეშე.
Safari
თუ ეფლს დავუჯერებთ, საფარი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ბრაუზერია, რომელსაც ახლა Highlights ემატება — მარტივი გზა ინტერნეტში ინფორმაციების აღმოსაჩენად. Reader-იც განახლდება და მომხმარებლებს სტატიის გამარტივებულ ხედვას შესთავაზებს.
Maps
Maps-ის აპლიკაციას კი ტიპოგრაფიული რუკები ემატება, რითაც მომხმარებლებისთვის ნავიგაციისა და კვლევის პროცესი გაუმჯობესდება.
ზარებზე პასუხის განძრევის გარეშე AirPods-ის საშუალებით
AirPods-ით მომხმარებლებს უკვე თავის დაქნევით შეეძლებათ ზარზე პასუხი.
Smart Script
ახალი ფუნქცია Apple Pencil-ის გამოყენებისას თქვენს ნაწერს უფრო სუფთად აქცევს, ვიზუალურად დახვეწავს და მარტივად წაკითხვადს გახდის.
ახალი კალკულატორი
როგორც იქნა, iOS-ის კალკულატორის აპლიკაცია უფრო დიდ ეკრანს დაემატება. ამას თან ახლავს ახალი Math Notes-ის ფუნქცია, რომელიც თქვენთვის მათემატიკურ გამოთვლებს გაამარტივებს.
სატელიტი
შეტყობინების სატელიტით გაგზავნა თითქმის ისე მუშაობს, როგორც ეფლის SOS ფუნქცია. ოღონდ ამ შემთხვევაში, როცა სიგნალი არ იქნება, მომხმარებლებს დამატებითი შესაძლებლობა ექნებათ, რომ მონაცემების გადასაცემად თანამგზავრი იპოვონ, ამისთვის უბრალოდ ტელეფონი სწორი მიმართულებით უნდა გეჭიროთ.
ფოტოები
ახლა უკვე შეგიძლიათ წაშალოთ ადამიანები და ნივთები სურათიდან მარტივად და კვალის გარეშე, გარდა ამისა, მომავალ iOS-ში ფოტოების ორგანიზებისა და განაწილების ახალი ფუნქციები გველოდება, რომელიც თქვენი საყვარელი ფოტოების მოძებნის პროცესს გაამარტივებს.
ბატარეა
დატენვის ლიმიტის დაწესება iOS 18-ში ხელით შეგვეძლება თუნდაც 97%-ზე
დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები
დღევანდეი მსოფლიო AI-ისთან ერთად ჰიბრიდულ რეჟიმში ფუნქციონირებს, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ადამიანებს შეუძლიათ ფოკუსირება მოახდინონ მხოლოდ იმ ამოცანებზე, რომლებიც საჭიროებენ პირად ურთიერთობას, სხვა ყველა სამუშაოს მალე ხელოვნური ინტელექტი შეასრულებს, სწორედ ამიტომ, Apple-მა პარტნიორად OpenAI აირჩია, რადგან ის არის „პიონერი“ კონფიდენციალურობის სივრცეში და ამჟამად აქვს საუკეთესო ხელოვნური ინტელექტის მოდელი
მთავარი განახლება - სამყაროს Apple Intellingence მოევლინა
„ჩვენი მიზანია მნიშვნელოვან საკითხებში დაგეხმაროთ, Apple Intellingence იყოს ინტუიციური და მარტივი გამოსაყენებლად, მან უნდა, გაგიგოთ თქვენ და დაეფუძნოს თქვენსავე პერსონალურ კონტექსტს, იქნება ეს თქვენი რუტინა, ურთიერთობები, კომუნიკაციები თუ სხვა. რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა დაეფუძნოს უსაფრთხოებას. ეს სცილდება ხელოვნურ ინტელექტს, პერსონალური ინტელექტია და შემდეგი დიდი ნაბიჯი Apple-ისთვის,“ — აცხადებს ტიმ ქუქი, Apple-ის CEO.
კომპანია ხელოვნურ ინტელექტს თავისივე მრავალი საოპერაციო სისტემის ნაწილად აქცევს, იქნება ეს iOS, macOS თუ უახლესი visionOS. თქვენს პერსონალურ მონაცემებსა და კონტექსტს იყენებს, იმ ინფორმაციებს, რომლებიც მაგალითად Calendar-ისა და Maps-ის აპლიკაციებში შეგყავთ. Apple Intellingence დიდ ენობრივ და ჭკვიან მოდელებს ეფუძნება, რომელთაგანაც უმეტესობა ადგილობრივად მოწყობილობაშივე დამუშავდება.
Apple Intelligence გვთავაზობს
ენის დამუშავების ახალ უნარებს
ეს ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობებია წერისა და კომუნიკაციის უნარების გასაუმჯობესებლად. მომხმარებლებს შეუძლიათ ტექსტის დაწერა, შესწორება და შეჯამება თითქმის ყველგან, სადაც დაწერა შეიძლება, მათ შორის Mail, Notes, Pages და მესამე მხარის აპლიკაციები. Writing Tools-ით დაწერენ ყველაფერს, საკლასო ჩანაწერებით დაწყებული, ელ.ფოსტების შედგენით დამთავრებული.
Rewrite საშუალებას მისცემთ, ტექსტის განსხვავებული ვარიანტებიდან სასურველი ამოარჩიონ, საჭირო ტონის მიხედვით, იუმორიც შემატონ მას, ან კრეატიულობა. ახალი ფუნქცია ტექსტის გრამატიკულ მხარეზეც იქნება პასუხისმგებელი და მომხმარებლებს რედაქტირებებსაც შესთავაზებს. Summarize-ს დახმარება კი შერჩეული ტექსტის შეჯამებაში, საკვანძო საკითხების ამოწერასა და მსგავს საკითხებში იქნება შესაძლებელი
ხოლო Mail-ში Priority Messages-ს აცნობენ მომხმარებლებს, რომელიც გადაუდებელი ელ.ფოსტებისთვის იქნება განკუთვნილი. Smart Reply კი მათ სწრაფი პასუხების შედგენაში დაეხმარება. აქვეა Priority Notifications, რომელიც კონკრეტულ წერილებს შეტყობინებებში ეკრანზე პირველ ადგილზე გამოაჩენს.
რაც შეეხება Notes-ისა და Phone-ის აპლიკაციებს, მომხმარებლებს შეუძლიათ ჩაწერონ, ტრანსკრიფცია გააკეთონ და შეაჯამონ აუდიო. ჩანაწერის მიმდინარეობისას მონაწილეებს ავტომატურად ეგზავნებათ ეს ინფორმაცია, ხოლო ზარის დასრულების შემდგომ, Apple Intelligence საკვანძო საკითხებს აჯამებს.
სურათების გენერირების ახალ შესაძლებლობებს
Apple Intelligence სურათების შექმნის ახალ შესაძლებლობადაც შეგვიძლია ვთარგმნოთ. Image Playground-ით მომხმარებლებს სახალისო სურათების წამებში გენერირება შეუძლიათ, ოღონდ ჯერ 3 სტილიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიონ, იქნება ეს Animation, Illustration თუ Sketch.
Image Playground-ით შეუძლიათ სასურველი კონცეფციაც აარჩიონ თემების, კოსტიუმების, აქსესუარებისა და ადგილების კატეგორიებიდან. დაწერონ ტექსტი, რომელიც აღწერს სურათს, შემდგომ აირჩიონ თავიანთი ფოტო და სასურველი სტილი. Messages-ის აპლიკაციაშიც კი შეძლებენ მის გამოყენებას, ყველა სურათი მოწყობილობაშივე შეიქმნება, რაც მომხმარებლებს ექსპერიმენტების ჩატარებას გაუმარტივებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მეგობრებს სახალისო ფოტოებიც შეგიძლიათ, გაუგზავნოთ.
Notes-ში კი ახალი ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, უბრალო ჩანახატები ვიზუალურად მიმზიდველად აქციოთ. ამასთან, Image Playground Keynote-ში, Freeform-ში, Page-სა და სხვა მესამე მხარის აპლიკაციებშიც იქნება ხელმისაწვდომი.
Apple Intelligence ფოტოების აპლიკაციაში სასურველი სურათებისა და ვიდეოების პოვნის პროცესსაც გაამარტივებს, თქვენთვის ბუნებრივი ენით, პირდაპირ შეგიძლიათ საძიებო ველში ჩაწეროთ „ანა სახეზე სტიკერებით“, ის კი მსგავს ფოტოს შემოგთავაზებთ. ხოლო Clean Up-ის ხელსაწყო ფოტოების ფონზე არსებულ არარელევანტურ ობიექტებს გააქრობს.
ამასთან, Memories-ში მომხმარებლებს შეუძლიათ, Story საკუთარი აღწერის საფუძველზე შექმნან. საკუთარი ენობრივი და ფოტოების გააზრების უნარით Apple Intelligence მათ საუკეთესო კადრებსა და ვიდეოებს შესთავაზებს, სიუჟეტს შექმნის, რომელიც ვიზუალური მასალიდან მიღებულ ინფორმაციებს დაეფუძნება. ხოლო Apple Music მუსიკასაც შესთავაზებს მათ.
Siri-ს ChatGPT ემატება - ხმოვანი ასისტენტის ახალი შესაძლებლობები
AI ფუნქციებს კომპანია Siri-საც დაამატებს. განახლების შედეგად ხმოვანი ასისტენტი iPhone-ში უფრო საფუძვლიანად იქნება ინტეგრირებული და მოწყობილობის კიდეში პულსირებადი განათების სახით გამოჩნდება. Siri ავტომატურად განსაზღვრავს, რამდენად მოერგება თქვენი თხოვნა ChatGPT-ს. შემდეგ იგი ნებართვას გთხოვთ და თანხმობის შემთხვევაში შეკითხვას ჩატბოტს გაუგზავნის. Siri-ს გავლით შეგეძლებათ, ChatGPT სრულიად უფასოდ გამოიყენოთ.
ხმოვანი ასისტენტი უფრო მოქნილი, ბუნებრივი და პერსონალური გახდება, შესაბამისად, ყოველდღიური ამოცანების შესრულების პროცესიც გაუმჯობესდება. ის დაწერს მეილებს, გაასწორებს კალენდარს, უკეთ გაანალიზებს ეკრანზე არსებულ ინფორმაციას, მაგალითად, თუ მეგობარი მოგწერთ ახალ მისამართს შეტყობინებებში, შეგიძლიათ უთხრათ, ეს ინფორმაცია შეინახოს. შეგიძლიათ კონკრეტული სტატიის შენახვაც სთხოვოთ შემდგომში წასაკითხად ან მეგობრებისთვის გასული დღის წვეულების ფოტოების გადაგზავნა, იმ პოდკასტის ჩართვაც, რომელიც გუშინ გირჩიეს.
თუმცა, არსებული LLM-ები ქართულად კარგად არ საუბრობს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენს ენაზე ამ ფუნქციების გამოყენება გაგვიჭირდება
რომელ მოწყობილობებზე იმუშავებს Apple Intelligence და iOS 18?
Apple Intelligence ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ მოწყობილობებზე
- iPhone 15 Pro Max
- iPhone 15 Pro
- iPad Pro M1 ან უფრო ახალი ჩიპით
- iPad Air M1 ან უფრო ახალი ჩიპით
- MacBook Air M1 ან უფრო ახალი ჩიპით
- MacBook Pro M1 ან უფრო ახალი ჩიპით
- iMac M1 ან უფრო ახალი ჩიპით
- Mac mini M1 ან უფრო ახალი ჩიპით
- Mac Studio M1 Max ან უფრო ახალი ჩიპით
- Mac Pro M2 Ultra ან უფრო ახალი ჩიპით
ახალი iOS 18-ის გადმოწერა შესაძლებელი გახდება სექტემბერში. თუმცა თუ ცოტა ადრე გსურთ მისი გამოცდა, მომდევნო თვეში ბეტა ვერსია გახდება ხელმისაწვდომი, სადაც ზოგიერთი ფუნქცია ხელმისაწვდომი არ იქნება.
ახალი iOS 18-ის გადმოწერას
- iPhone 16
- iPhone 15, 15 Plus, Pro და Pro Max მოდელებიდან ქვევით
- iPhone 14, Plus, Pro, Pro Max
- iPhone SE-მდე ყველა მოდელზე შეძლებთ
დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე საერთაშორისო სერტიფიკატები
IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!
+995 577 538 549 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4
+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ
გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში