IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

IT ინდუსტრიის 5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო პოზიცია

999

მოტივაცია

18.09.2023

827 დათვალიერება

კარიერის შეცვლა და ახალ სფეროში გადასვლა შეიძლება საშიშ ქმედებად მოგეჩვენოთ, შეგაწუხებთ ის ფიქრიც, რომ IT-ში მუშაობის ნულიდან დაწყება დასაწყისში შეამცირებს თქვენს შემოსავალს, რაც დაუსრულებლად გაიწელება, თუმცა, რეალურად თუ შევხედავთ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მუშაობის ერთ-ერთი უპირატესობა მისი კონკურენციული ანაზღაურებაა, დამწყებთა დონეზეც კი. ამას დამატებული კარიერული ზრდის შესაძლებლობები და თქვენ მიიღებთ პროფესიული ზრდის ძალიან დიდ პოტენციალს

 

წლიდან წლამდე ტექნოლოგიური ინდუსტრია იზრდება და ვითარდება, IT სამუშაო პოზიციების ანაზღაურება ყველაზე მაღალია ევროპისა და ამერიკის კონტინენტზე. ამერიკის შეერთებული შტატების შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ამ სფეროში მომუშავე ადამიანების საშუალო წლიური შემოსავალი $129,860-ია, რაც დანარჩენი პოზიციბის 52%-ზე მაღალია. 

 

რომელი კარიერაა შენთვის სწორი? როდესაც საქმე ანაზღაურებას ეხება, არსებობს 5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამუშაო IT-ში. 

 

ქსელისა და კომპიუტერული სისტემების ადმინისტრატორები

ქსელისა და კომპიუტერული სისტემების ადმინისტრატორების ხელფასი

$112,250

ვინ არიან ქსელისა და კომპიუტერული სისტემების ადმინისტრატორები?

სისტემური ადმინისტრატორები კომპანიის IT სისტემებს ამუშავებენ. ისინი უზრუნველყოფენ, რომ თანამშრომლებს ექნებათ წვდომა რასთანაც სჭირდებათ და როცა სჭირდებათ. ისინი აინსტალირებენ აპლიკაციებს, აახლებენ სისტემებს და ინარჩუნებენ მომხმარებლის ანგარიშებსა და წვდომას. ქსელის სისტემური ადმინისტრატორი ამას ქსელის დონეზე აკეთებს, უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას თანამშრომლებისთვის. სისტემური ადმინისტრატორები კი ატარებენ ტესტებს და აგროვებენ მონაცემებს ოპტიმალური ოპერაციების შესასრულებლად. 

 

როგორ გავხდეთ ქსელისა და კომპიუტერული სისტემების ადმინისტრატორი?

ქსელისა და კომპიტერული სისტემების ადმინისტრატორი შეიძლება იყოს ტექნიკური მხარდამჭერის პოზიციის მომდევნო ეტაპი, მაგალითად, როგორიცაა „ჰელფ დესკის“ ტექნიკოსი. საგანმანათლებლო მოთხოვნები განსხვავებულია კომპანიების მიხედვით. ოგიერთი მოითხოვს ხარისხსს დაკავშირებულ სფეროში, მაგრამ ზოგმა შეიძლება IT სერტიფიკატებიც მიიღოს, როგორიცაა CompTIA A+ და CompTIA Network+.

 

პერსპექტიული სამუშაოები ქსელისა და კომპიუტერული სისტემების ადმინისტრატორებისთვის

აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიურო ვარაუდობს, რომ ამ მიმართულებით კომპიუტერული სისტემების ანალიტიკოსების დაქირავების დონე გაიზრდება 31%-ით 2021-2031 წლებში

 

სოფტვეარ დეველოპერები

სოფტვეარ დეველოპერის ხელფასი

$130,990

ვინ არის სოფტვეარ დეველოპერი?

მიუხედავად იმისა, რას ფიქრობ, Software Developer-ის მთავარი უნარია კრეატიულობა და პრობლემების გადაჭრა. დეველოპერები პრობლემების გადაჭრის გზებს აგნებენ სოფტვეარების საშუალებით, რომელიც სხვადასხვაა დაწყებული აპლიკაციებიდან, დასრულებულ მთლიან სისტემებამდე. ისინი აანალიზებენ მომხმარებლის მოთხოვნებს და მეთვალყურეობენ შექმნის, ტესტირებისა და განვითარების პროცესს სოფტვეარ დეველოპმენტში.

 

როგორ გავხდეთ სოფტვეარ დეველოპერი?

არაფერი კარგი არ არის მარტივი და ეს Software Development-ც ეხება. ძალიან ბევრი სამუშაოა ამ ეტაპამდე მისასვლელად, მაგრამ იგი ხარისხს აუცილებლად არ მოითხოვს. პირველ რიგში, აირჩიე ენა - როგორიცაა Java, Python, C++ ან Ruby - და ისწავლე იგი. არ აქვს მნიშვნელობა რომელს აირჩევ, მთავარია საფუძვლიანად შეისწავლო რომელიმე მათგანი, დანარჩენებს კი შემდეგ მარტივად გაუგებ. გარდა ამისა, ენის არჩევამ შეიძლება შენი კარიერული გზაც განსაზღვროს, ამიტომ არჩევისას კარგად დაფიქრდი, რაზე გსურს მუშაობა და შემდეგ ამის შესაბამისად გადაწყვიტე რომელ ენას ისწავლი. ეს შეიძლება მოხდეს წიგნების, ლექციების, ბუტკემპებისა და სხვა რამის საშუალებით. შემდეგ კი იმეცადინე რაც შეიძლება ბევრი. პრაქტიკაში არა მხოლოდ ენას ეცნობი, არამედ იმ ხელსაწყოებსაც, რომლებსაც დეველოპერები იყენებენ. 

 

ჩვენთან IT Academy Step-ში Python-ის პროგრამირება ღიაა ყველასთვის, მიუხედავად მათი პროფესიული ბექგრაუნდისა. საერთოდ არ არის აუცილებელი გქონდეს რაიმე გამოცდილება IT-ში. სწავლის დასაწყებად საკმარისია იყო მიზანდასახული და გქონდეს საკმარისი დრო სწავლისა და მიღებული ცოდნის გამყარებისთვის

 

სამუშაო შესაძლებლობები სოფტვეარ დეველოპერებისთვის

აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიურო ვარაუდობს, რომ სოფვტეარ დეველოპერებზე მოთხოვნა 2021-2031 წწ-ში 45%-ით გაიზრდება, რაც საშუალოზე ბევრად სწრაფი ტემპია.

 

როგორც ხედავ, ტექნოლოგიური სამყარო საინტერესო თავგადასავლებს გპირდება. სწორედ ახლა არის კარგი დრო, დაეუფლო მომავლის პროფესიას და წარმატებით განვითარდე კარიერულად. ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი შესაბამისი ცოდნის შეძენაა, რაც დღეს ძალიან მარტივია.

თუკი Front-end Development-ის შესწავლა გსურს, IT აკადემია სტეპში შენთვის ძალიან საინტერესო კურსი დაგხვდება, რომელიც განსაკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, Web Development 0-დან ისწავლოს. გარდა ამისა, სწავლება პრაქტიკაზე არის დაფუძნებული, რაც მოიცავს დავალებებსა და ინდივიდუალურ ფინალურ პროექტს. ეს კი მოგცემს შესაძლებლობას, დახვეწო და განივითარო შესაბამისი უნარები და დააგროვო პრაქტიკული გამოცდილება - დაეუფლე ახალ პროფესიას, დაიწყე სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

 

კომპიუტერული სისტემების ანალიტიკოსი

კომპიუტერული სისტემების ანალიტიკოსის ხელფასი

$102,210

ვინ არის კომპიუტერული სისტემების ანალიტიკოსი?

კომპიუტერული სისტემების ანალიტიკოსები უზრუნველყოფენ სისტემების გამართულ მუშაობას და ეძებენ გაუმჯობესების შესაძლებლობებს. ისინი იძიებენ უახლეს ტექნოლოგიებს და აანალიზებენ მათ ხარჯებსა და სარგებელს იმისათვის, რომ გაუწიონ კომპანიას საუკეთესო გადაწყვეტილების რეკომენდაცია. მათ უნდა ესმოდეთ კომპანიის საჭიროებები და ხელმისაწვდომი ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომ განსაზღვრონ, რა იქნება მათი სისტემებისთვის საუკეთესო

 

როგორ გავხდეთ კომპიუტერული სისტემების ანალიტიკოსი?

კომპიუტერის მხარეს, ხარისხი ამ სფეროში სასარგებლო იქნება, მაგრამ არა აუცილებელი. თუმცა დაგჭირდება საფუძვლიანი განათლება და გამოცდილება ქსელებსა და სისტემებში და ასევე უახლესი ტექნოლოგიური ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა. ბიზნესის მხარეს, ორგანიზაციის სამუშაო სფეროში გამოცდილება - მაგალითად, ფინანსებში ან ჯანდაცვაში - ან ხარისხი ამ კომპანიის ინდუსტრიაში, რათა გქონდეს ინფორმაცია რა ტექნოლოგიები დაეხმარება ყველაზე მეტად შენს სამსახურს. კარიერის შეცვლისას, პირველი სამუშაო შეიძლება სისტემურ ანალიტიკოსად ვერ დაიწყო, მაგრამ როდესაც დაიწყებ განვითარებას, გამოცდილება სხვა სფეროში წაგწევს ბევრად უფრო წინ

 

სამუშაო შესაძლებლობები კომპუტერული სისტემების ანალიტიკოსისთვის

აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიურო ვარაუდობს, რომ 2021-2031 წწ-ში კომპიუტერული სისტემების ანალიტიკოსების დაქირავება გაიზრდება 9%-ით, რაც საშუალოზე ბევრად მეტია. ჯანდაცვაში, კონკრეტულად, განსაკუთრებით იქნება შესამჩნევი ზრდა შესაბამის კადრებზე.

 

ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსი

ინოფრმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსის ხელფასი

$113,270

ვინ არის ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსი?

ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსი იცავს ორგანიზაციის სისტემებსა და მონაცემებს კიბერსაფრთხეებისგან. სხვაგვარად წოდებული უსაფრთხოების ან კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსი, აჩერებენ კიბერკრიმინალებს მონიტორინგისა და ქსელის მუშაობის ანალიზის საშუალებით, პოულობენ სუსტ მხარეებს და ახდენენ მათ განეიტრალებას. ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსები საჭიროებენ ტექნიკური, ანალიტიკური და კომუნიკაციური უნარების ნაკრებს. ისინი სთავაზობენ შეხედულებებს, კონტექსტსა და რეკომენდაციებს C-Suite-ს იმსიათვის, რომ დაიცვან ორგანიზაცია საფრთხეებისგან და აღიდგინონ ძალები კიბერთავდასხმები შემდეგ

 

როგორ გავხდეთ ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსი?

ბევრ ანალიტიკოსს აქვს გამოცდილება ქსელებში, სისტემებში, მონაცემთა ბაზების ადმინიტრირებაში ან პროგრამირებაში. მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებლების უმეტესობა ეძებს კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის ან ინჟინერიის ხარისხის მქონე კადრს, გამოცდილება არის მთავარი განმასხვავებელი უსაფრთხოების სფეროში. ამიტომ თუ ახლა იწყებ IT კარიერას, მაგრამ იცი, რომ გსურს გადახვიდე კიბერუსაფრთოებაში, ეძებე სამუშაო სადაც პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებ უსაფრთხოებაში და ისწავლი მათგან, ვინც უკვე ამაზე მუშაობს. IT სერტიფიცირებები, როგორიცაა CompTIA Security+, დაგეხმარება ისწავლო უსაფრთხოების საფუძვლები და გაიკვალო გზა ამ კარიერაში. 

სამუსაო შესაძლებლობები ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსისთვის

აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიურო ვარაუდობს, რომ 2021-2031 წწ-ში ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსებზე მოთხოვნა გაიზრდება 35%-ით, რაც სხვა ყველა პოზიციის საშუალოზე ბევრად სწრაფი ტემპია. ყოველდღიურად უფრო მეტი კიბერსაფრთხის წარმოჩენასთან  და უფრო მეტი ორგანიზაციის მიერ ტექნოლოგიურ სისტემებთან ადაპტაციასთან ერთად (ღრუბლები, ნივთების ინტერნეტი და სხვა), მოთხოვნა ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსებზე უნდა გაიზარდოს.

 

კომპიუტერული ქსელის არქიტექტორი

კომპიუტერული ქსელის არქიტექტორის ხელფასი

$120,650

ვინ არის კომპიუტერული ქსელის არქიტექტორი?

ქსელის არქიტექტორები არიან ორგანიზაციის ქსელის მთავარი შემოქმედები. ისინი ინარჩუნებენ თანამედროეობას ტექნოლოგიებში და ხედავენ უფრო ვრცელ სურათს, თუ როგორ შექმნან და მოაწყონ კომპანიის ქსელი საუკეთესოდ მისი მოთხოვნების შესაბამისად. მათ ასევე უნდა შეიმუშაონ ბიზნეს გეგმა, თუ რატომაა მათი რეკომენდაცია საუკეთესო და დაარწმუნონ ხელმძღვანელები პროექტის დაფინანსებაში.

როგორ გავხდეთ ქსელის არქიტექტორი?

ქსელის არქიტექტორობა არის სინიორ IT დონის სპეციალობა - ნამდვილად რთული პოზიცია, რომელსაც კარიერის შეცვლისთანავე ვერ დაიმკვიდრებ. მათ აქვთ 5-10 წლიანი გამოცდილება ქსელის შექმნაში, განვითარებასა და დანერგვაში მრავალფუნქციური გადაწყვეტილებებით. განვითარებასთან ერთად, IT სერტიფიკატები, როგორიცაა CompTIA Network+, დაგეხმარება, რომ მოიმზადო მყარი საფუძველი ქსელისა და IT-ის ინფრასტრუქტურის ცოდნაში. ქსელის არქიტექტორებს აქვთ გამოცდილება ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა ინჟინერია, ქსელის ინჟინერია ან სხვა პრაქტიკული სამუშაოები. როგორც ლიდერი IT-ში, ტექნიკური უნარების დახმარებით, ქსელის არქიტექოტრები საჭიროებენ, კომუნიკაციის, პროექტ მენეჯმენტისა და სხვა პროფესიულ უნარებს.

 

ჩვენთან IT Academy Step-ში ქსელებისა და კიბერუსაფრთხოების კურსი ღიაა ყველასთვის, მიუხედავად მათი პროფესიული ბექგრაუნდისა. საერთოდ არ არის აუცილებელი გქონდეს რაიმე გამოცდილება IT-ში. სწავლის დასაწყებად საკმარისია იყო მიზანდასახული და გქონდეს საკმარისი დრო სწავლისა და მიღებული ცოდნის გამყარებისთვის

 

სამუშაო შესაძლებლობები ქსელის არქიტექტორებისთვის  

აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიურო ვარაუდობს, რომ 2021-2031 წწ-ში ქსელის არქიტექტორებზე მოთხოვნა გაიზრდება 4%-ით, რაც სხვა პოზიციების საშუალოზე ბევრად სწრაფი ტემპია.

 

 

ეს მხოლოდ მცირეოდენია სხვა უამრავ ხელმისაწვდომ შესაძლებლობებს შორის, რომლებიც ინფორმაციულ ინდუსტრიაშია. კარიერულ ცვლილებებზე ფიქრისას, ცოდნა, თუ რა გელოდება წინ, დაგეხმარება შენი მიზნის დასახვასა და დაგეგმვაში

 

მათვის, ვისაც სურს IT სფეროში მუშაობის დაწყება

ჩვენი კურსები გათვლილია მათზე ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს IT სფეროში. თქვენ არ დაგჭირდებათ სპეციალური ცოდნა სწავლის დასაწყებად. ჩვენ მოგცემთ კარგ ბაზას და გაგივითარებთ აუცილებელ უნარებს, რათა დაიწყოთ მუშაობა სპეციალობით, IT აკადემია STEP თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან. ჩვენ რეგულარულად ვაახლებთ და ვაქვეყნებთ ვაკანსიებს ჩვენი პარტნიორებისგან და ვაძლევთ სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობებს.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რა სჭირდება თანამედროვე მარკეტერს ფსიქოლოგია, ხელოვნური ინტელექტი და სხვა

თანამედროვე მარკეტინგი უკვე მხოლოდ რეკლამა აღარ არის. წარმატებულ მარკეტერს სჭირდება ფსიქოლოგიის ცოდნა, AI ინსტრუმენტების გამოყენება, კონტენტის შექმნის უნარი და აუდიტორიის ქცევის ანალიზი. გაიგე, რატომ გახდა ეს უნარები დღეს აუცილებელი და როგორ ცვლის ტექნოლოგია მარკეტინგის სფეროს.

მარკეტინგი მხოლოდ რეკლამა აღარ არის დღეს მარკეტინგი მხოლოდ ლამაზი პოსტის ან რეკლამის შექმნას აღარ ნიშნავს. თანამედროვე მარკეტერს უკვე სჭირდება იმის ცოდნა, როგორ ფიქრობს ადამიანი, რა იწვევს ინტერესს, რატომ იღებს მომხმარებელი გადაწყვეტილებას და როგორ მოქმედებს ტექნოლოგია ამ პროცესზე. სწორედ ამიტომ, მარკეტინგი აერთიანებს ფსიქოლოგიას, ანალიტიკას, კონტენტს და ხელოვნურ ინტ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

განვითარდი და განავითარე: რატომ არის ცოდნის გაზიარება წარმატების გასაღები

რატომ არის ცოდნის გაზიარება თანამედროვე სამყაროში წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღები? გაიგე, როგორ ეხმარება გამოცდილების გაცვლა ადამიანებს განვითარებაში, პროფესიული ურთიერთობების შექმნასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში.

ცოდნა, რომელიც მხოლოდ შენთან რჩება - არ იზრდება დღეს სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები და პროფესიები მუდმივად იცვლება, მხოლოდ ინფორმაციის მიღება უკვე საკმარისი აღარ არის. თანამედროვე გარემოში განსაკუთრებით ფასდება ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ თავად სწავლობენ, არამედ საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და იდეებს სხვებსაც უზიარებენ. სწორედ ამიტომ, ცოდნის გაზიარება დღეს ერთ-ერ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

ზრდასრულთათვის

პროფესიები, რომლებიც ხვალ აღარ იარსებებს მზად ხართ ცვლილებებისთვის?

რომელი პროფესიები შეიცვლება მომავალში და როგორ მოვამზადოთ ბავშვები სამყაროსთვის, სადაც ცვლილება ყოველდღიურობად იქცა? წაიკითხეთ, რატომ აღარ არის მთავარი კონკრეტული პროფესიის არჩევა და რატომ გახდა მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც ნებისმიერ მომავალს მოერგება.

მომავალი უკვე შეიცვალა - უბრალოდ ბევრმა ჯერ ვერ შეამჩნია რამდენიმე წლის წინ თუ ვინმე გეტყოდათ, რომ ხელოვნური ინტელექტი ტექსტებს დაწერდა, დიზაინს შექმნიდა, ვიდეოებს დააგენერირებდა ან ადამიანების ნაწილ სამუშაოს ავტომატურად შეასრულებდა - ალბათ რთული დასაჯერებელი იქნებოდა. თუმცა დღეს ეს უკვე რეალობაა. დღეს სამყარო იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე ოდესმე. ტექნოლოგიები ყოველდღ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ინდუსტრია 5.0 უკვე აქ არის: რას ნიშნავს ადამიანის და ტექნოლოგიის თანაცხოვრება?

ინდუსტრია 5.0 უკვე რეალობაა - ეპოქა, სადაც ადამიანი და ტექნოლოგია ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ბლოგში გაიგებ, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე პროფესიებს, რატომ ხდება ტექნოლოგიური უნარები აუცილებელი თითქმის ყველა სფეროში და რა შესაძლებლობებს ქმნის მომავლის სამყაროში AI-სთან ერთად მუშაობა.

რამდენიმე წლის წინ ტექნოლოგიები ადამიანებისთვის უბრალოდ ხელსაწყო იყო. დღეს კი ისინი უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია - მუშაობაში, სწავლაში, კომუნიკაციაში და გადაწყვეტილებების მიღებაშიც კი. მსოფლიო სწრაფად გადავიდა Industry 4.0-დან ახალ ეტაპზე - Industry 5.0-ზე. თუ Industry 4.0 ძირითადად ავტომატიზაციასა და მანქანების ეფექტურობას ეხებოდა, Industry 5.0 უკვე ადამიანსა და ტექნოლოგიას შორის თანამშ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა