IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ჯეფ ბეზოსის დღეა

10.01.2022

617 დათვალიერება

ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანთა სამეულშია.

ის სიაში ისეთ ბიზნესმენებს უსწრებს, როგორებიც არიან Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი და ლეგენდარული ინვესტორი - უორენ ბაფეტი. დღეს მისი ქონება 196 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, თუმცა, ეს რიცხვი მუდმივად იცვლება. ასევე, სწორედ ჯეფ ბეზოსი იყო პირველი ადამიანი, რომლის ქონებამაც 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ყველაფერი კი ავტოფარეხში დაარსებული კომპანიიდან დაიწყო, რომელიც წიგნების ინტერნეტით გაყიდვით იყო დაკავებული.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი - ჯეფ ბეზოსი 1964 წლის 12 იანვარს დაიბადა.

 

 

ჯეფ ბეზოსი პატარაობაში

ბეზოსს ბავშვობიდანვე აინტერესებდა ელექტრონული ნივთები. ამიტომ, მშობლების ავტოფარეხში პატარა ლაბორატორია მოაწყო, სადაც ბევრ უცნაურ მოწყობილობას შეხვდებოდით. მოგვიანებით, კი ის პრინსტონის უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ელექტრონული ინჟინერიის ფაკულტეტზე აბარებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბეზოსის ინტერესი ინჟინერიის მიმართ არც ეხლა განელებულა, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ თავისი შესაძლებლობები ფინანსურ სამყაროში მოსინჯა. ის დიდი ხნის განმავლობაში უოლ-სტრიტზე მუშაობდა და 4 წელი საინვესტიციო კომპანა „D.E. Shaw-ის“ ვიცე-პრეზიდენტიც იყო.

სწორედ ამ პერიოდში ის ინტერნეტით ინტერესდება. XX საუკუნის 90-იან წლებში ინტერნეტ მომხმარებელთა რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდებოდა, ბეზოსმა კი მისი შესაძლებლობები თავიდანვე სწორად შეაფასა. წარმატებული კარიერის მიუხედავად, ის უოლ-სტრიტზე მუშაობას თავს ანებებს და ინტერნეტ-ვაჭრობის სამყაროს უერთდება, რომელიც სწორედ ამ პერიოდში იდგამდა ფეხს. სწორედ ბეზოსია იმ ადამიანებს შორის, რომელთა დამსახურებით ინტერნეტ-ვაჭრობა მსოფლიო ფენომენად იქცა.

ჯეფ ბეზოსმა ახალი კომპანია 1994 წლის 5 ივლისს, სიეტლში, აშშ-ში დააარსა.  ფირმის თავდაპირველი სახელი „Cadabra” იყო. მომავალმა მილიარდელმა ინსპირაცია ჯადოსნური სიტყვა „Abracadabra-დან“ აიღო. თუმცა მომდევნო წელს Amazon-ით შეცვალა - ამჯერად მსოფლიოში ყველაზე გრძელ მდინარის, ამაზონის სახელი გამოიყენა და ოფიციალურად კომპანია Amazon 1995 წლის 16 ივლისსდააარსა.  პირველი სათაო ოფისი ჯეფ ბეზოსის სახლის ავტოფარეხში მდებარეობდა.

ახალი კომპანია მხოლოდ 4 კაცს ითვლიდა - ჯეფ ბეზოსს, მის მაშინდელ ცოლს - მაკენზი ბეზოსს და 2 პროგრამისტს, რომლებიც საიტის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფდნენ.

Aაmazonის პირველი ოფისი

ჯეფ ბეზოსი Amazon-ის პირველ ოფისში, რომელმაც ავტოფარეხიდან სახლში გადაინაცვლა.

მიუხედავად იმისა, რომ ბეზოსის ეს წამოწყება ძალიან სარისკო იყო - ყველანაირი რეკლამის გარეშე, Amazon.com-მა მოახერხა და 30 დღეში 46 ქვეყანაში გაყიდა წიგნები. 2 თვეში კი ფირმის ყოველკვირეულმა შემოსავალმა 20 000 დოლარს მიაღწია. კომპანია კი ისე გაიზარდა, რომ 1997 წელს საფონდო ბირჟაზე გავიდა. მალევე კი ონლაინ-ვაჭრობის ლიდერი გახდა და ამ სტატუსს დღემდე უცვლელად ინარჩუნებს.

დროთა განმავლობაში ბეზოსმა პროდუქციის ჩამონათვალს მუსიკალური დისკები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ტექნიკა დაამატა. დღეს კი ინტერნეტსივრცეში არსებობს საიტი, სადაც ყველაფრის შეძენა არის შესაძლებელი. სწორედ ჯეფ ბეზოსის ამ მიგნებამ და კომპანიის უნივერსალურმა სახემ განაპირობა, რომ Amazon.com იყო პირველი კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულებამ 1 ტრილიონი დოლარი შეადგინა. დღეს ეს რიცხვი 1.728 ტრილიონ დოლარამდე არის გაზრდილი.  Amazon-მა სრულიად შეცვლა ვაჭრობისა და გაყიდვების ტრადიციები.

Amazon-ის ახლანდელი სათაო ოფისი. სიეტლი, ვაშინგტონი, ა.შ.შ.

ეს ავტოფარეხიდან დაწყებული ისტორია კარგი მაგალითია იმისა, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. და ახლა, ინტერნეტ-ვაჭრობის შემდეგ, ჯეფ ბეზოსი კოსმოსური ბიზნესის სამყაროს დაპყრობასაც ცდილობს.

მან 2000 წელს  საჰაერო-კოსმოსური კომპანია Blue Origin დააარსა. ჯერ კიდევ სკოლის დროინდელ ინტერვიუში ირკვევა, რომ ბეზოსი კოსმოსურ მოგზაურობაზე ოცნებოდა. მეტიც, 18 წლისას სურდა კოსმოსური სასტუმროების, გასართობი პარკებისა და ისეთი კოლონიების შექმნა, რომელთა საშუალებითაც 2 ან 3 მილიონ ადამიანს ორბიტაზე გაიყვანდა.

მიუხედავად იმისა, რომ Blue Origin ჯერ ამ მიზნების მიღწევისგან შორს არის, მათ უკვე შეძლეს ხომალდის შექმნა და კოსმოსში გაფრენა.

New Shepard-ის ეკიპაჟის წევრები: მარკ ბეზოსი, ჯეფრი ბეზოსი, ოლივერ დეიმენი და უოლი ფანკი.

კოსმოსური ხომალდი New Shepard, რომელსაც სახელი ალან შეპარდის (პირველი ამერიკელი კოსმონავტის, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა), პატივსაცემად დაერქვა, დედამიწიდან წელს, 20 ივლისს აფრინდა. ფრენა 11 წუთი გაგრძელდა, ხოლო მის ბორტზე ჯეფ ბეზოსიც იმყოფებოდა.

ბეზოსის ეს პატარა კოსმოსური ოდისეა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია კოსმოსური ტურიზმის განვითარებაში. ალბათ, სწორედ ჯეფ ბეზოსის წყალობით, კოსმოსის მონახულებას უამრავი ადამიანი შესძლებს.

მანამდე კი მილიარდელი დედამიწის გადარჩენით არის დაკავებული. ცოტა ხნის წინ ბეზოსმა ახალი საქველმოქმედო ფონდი - Bezos Earth Fund შექმნა, რომლის მთავარი მიზანიც გლობალურ დათბობასთან ბრძოლა და ადგილობრივი კულტურების გადარჩენაა. ფონდისთვის მან 10 მილიარდი დოლარი გაიღო.

ჯეფ ბეზოსი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ადამიანია. ხშირად მას „ელექტრონული ვაჭრობის მეფედაც“ მოიხსენიებენ, ზოგიერთისთვის კი უბრალოდ მდიდარი ადამიანია. მაგრამ მისი გავლენა ინტერნეტ სივრცისა და ბიზნესის განვითარებაზე შეუფასებელია. ის არასდროს ჩერდება. საინტერესოა, რა იქნება ბეზოსის შემდეგი წარმატებული ნაბიჯი - დედამიწაზე და კოსმოსში. 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა