IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

კრიტიკულად მნიშვნელოვანი 5 ელემენტი ჩვენი ბინის დეკორიდან

1000

დიზაინი

22.01.2024

615 დათვალიერება

ჩვენი ბინა არის სივრცე, სადაც ხშირად ვიკრიბებით მეგობრებთან ერთად, ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ მაქსიმალურად თბილი და კომფორტული გარემო დავახვედროთ მათ.

სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ დეკორის 5 ელემენტს, რომელიც ვიზიტორების ყურადღებას სწრაფად მიიპყრობს და წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს ფიზიკურად თუ ვირტუალურად მოსულ სტუმარზე

 

1.კარი

კარები ინტერიერის მნიშვნელოვანი ელემენტია, აუცილებელია თქვენს ინტერიერში ბუნებრივი ხის კარები ჰარმონიულად გამოიყურებოდეს რამეთუ ის პირველია რაც ვიზიტორების ყურადღებას იბყრობს, უპირატესობა მიანიჭეთ თბილ ფერებს: ყავისფერი, კაკლისფერი და ა. შ. ასევე საკმაოდ აქტუალურია გლუვი ხაზები და კლასიკისთვის დამახასიათებელი სხვა დეკორატიული ელემენტები: მონოგრამები, ნიმუშები — ისინი ელეგანტურად გამოიყურება კარზე შუშის ჩანართით.
 

2. სამზარეულოს იატაკი

შემდეგი სიაში სამზარეულოს იატაკია - როგორ გამოიყურება თქვენი იატაკი? 323 ნახვით და მაყურებლის მზერის 2,987 მილიწამით შეყოვნების მაჩვენებლით, სამზარეულოს იატაკი მეორე ადგილზეა იმ ელემენტებს შორის რომლებსაც ვიზიტორები სახლის თვალიერებისას ამჩნევენ. 

არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორ ფერისაა თქვენი იატაკი, მთავარია სტუმრების მოსვლამდე ის სუფთა და გაწმენდილი იყოს, რასაც მნიშვნელოვანი ეფექტის მოხდენა შეუძლია. იმ შემთხვევაში თუ სამზარეულოს რემონტს გეგმავთ, ურიგო არ იქნება თუ ამ პროცესის სწორად წარსამართად საკმარის დროს და ბიუჯეტს თუ გამოყოფთ, რათა დარწმუნდეთ რომ თქვენი გადაწყვეტილებით 100%-ით კმაყოფილი ხართ.  

 

3. მაგიდა

ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად მაგიდას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მას როგორც ფუნქციური ასევე, ესთეტიკური დატვირთვა ენიჭება. გარდა იმისა, რომ მაგიდა ოჯახის წევრებისა და მეგობრების შეკრებისა და გემრიელი კერძების დაგემოვნების მთავარი ადგილია, მას სხვადასხვა დანიშნულებითაც იყენებენ — სამუშაოდ, გასართობად, სათავსოდ. ამიტომ აუცილებელია, ხარისხიანი, მდგრადი, დახვეწილი და მოსახერხებელი მოდელი შეარჩიოთ, რომელიც თქვენს კომფორტს უზრუნველყოფს. 

 

თუ თვლი, რომ სათქმელის ვიზუალურად გადმოცემა შენთვის საინტერესოა, მაშინ დარეგისტრირდი ჩვენს კურსზე- დაიწყე შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

 

4. სამუშაო ოთახის სკამები

სამუშაო ოთახის სკამები გასაკვირი არაა, სახლიდან მუშაობის რევოლუციის პირობებში ფუნქციურ საოფისე ავეჯისთვის მსუყე ბიუჯეტის გამოყოფა მოგვიწია, იქნება ეს სკამი, მაგიდა თუ ლეპტოპის დასადები. ამის გათვალისწინებთ ჩვენ გამუდმებით ვადარებთ ჩვენს შენაძენს სხვების არჩევანთან! განსაკუთრებით ვიდეო "მითინგების" ეპოქაში, ყველას სურს მისი სახლი ყველაზე ესთეტიურად და მყუდროდ გამოიყურებოდეს.

სამუშაო ოთახის სკამი ავეჯის ყველაზე ლამაზ ნაირსახეობას ნამდვილად არ წარმოადგენს. თუმცა, სწორი სკამი რომელსაც წელის კომფორტული საყრდენი აქვს, ბევრად სჯობია ტახტზე ან საწოლზე მუშაობას. 

 

თუ საოფისე სკამზე მუშაობა გიწევთ, გააკეთეთ სწორი ინვესტიცია და არ დაინანოთ მასში ბიუჯეტი, რათა შეძლოთ კომფორტულად და ლამაზად მუშაობა. ეს ერთგვარი სინთეტიკური ავეჯი, სწორი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში თქვენი ოთახის დეკორთან წინააღმდეგობაში არ მოვა და სტუმრებიც საკუთარ აღფრთოვანებას ვერ დამალავენ.

 

5. საბავშვო ოთახი

გქონდეს გამოყოფილი საბავშვო ოთახი ნიშნავს ბევრს ფიქრობდე ოჯახის წევრების კომფორტზე და პირად სივრცეზე, პატარებისთვის ინტერიერის დიზაინის მოწყობისას მთავარი ამოცანაა უსაფრთხო და მხიარული გარემოს შექმნა, რომელიც ბავშვებს მყუდრო და მრავალფეროვან გარემოს შეუქმნის. ეს ფაქტი მოსულ სტუმარზე ნამდვილად წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს!

 

ინტერიერის დიზაინი გაინტერესებთ? STEP გაძლევთ შესაძლებლობას შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება, თანამედროვე, მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი და საინტერესო პროფესიების ათვისებით:

 

არ აქვს მნიშვნელობა რომელ გზას აირჩევთ, ერთი რამ უდავოა, ახლა საუკეთესო დროა სწავლის დასაწყებად.  თუ ვერ გადაგიწყვიტავთ, რომელი პროფესიის ათვისება სჯობს - ჩაეწერეთ კონსულტაციაზე

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლაუკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა