IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

კვალიფიკაციის ამაღლება და გადაკვალიფიცირება

1000

მოტივაცია

16.03.2024

568 დათვალიერება

სამყარო და ჩვენი სამუშაო სივრცე სწრაფად იცვლება.  მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) პროგნოზირებს, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ახალი ტექნოლოგიებისა და ავტომატიზაციის ზრდა, განვითარებად პროფესიებში გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას. ბევრი ახლა არსებული სამუშაო შეიძლება უსარგებლო გახდეს, ზოგიერთმა მათგანმა კი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია შეიძლება განიცადოს, რომელიც თვის მხრივ ახალ უნარებს მოითხოვს.

 

ამ ევოლუციის შედეგად, კვალიფიკაციის ამაღლება და გადაკვალიფიცირება ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, მაგრამ კონკრეტულად რას ნიშნავს კვალიფიკაციის ამაღლება და გადაკვალიფიცირება? ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ძირითად განსხვავებებს ამ ორს შორის, რატომ არიან ისინი გადამწყვეტი თქვენი კარიერისთვის და როგორ უნდა დაიწყოთ ამ გზაზე სიარული.

 

რა არის კვალიფიკაციის ამაღლება და გადაკვალიფიცირება?

სიტყვები - "კვალიფიკაციის ამაღლება" და "გადაკვალიფიცირება" შეიძლება ურთიერთშემცვლელი ჩანდეს, მაგრამ მათ განსხვავებული მნიშვნელობა აქვთ. კვალიფიკაციის ამაღლება ნიშნავს ახალი უნარების შესწავლას ამჟამინდელი სამუშაოს უკეთ შესასრულებლად. კვალიფიკაციის ამაღლების მაგალითად შეგვიძლია UX დიზაინერი მოვიყვანოთ, რომელიც "user journey-ს" სემინარზე დარეგისტრირდა, რათა გაიუმჯობესოს უნარები აპლიკაციების დიზაინში, ან მერჩენდაიზში. ესწრება საცალო ვაჭრობის კონფერენციას, რათა გაეცნოს უახლეს ინდუსტრიულ ტენდენციებს.

 

რატომ არის კვალიფიკაციის ამაღლება და გადაკვალიფიცირება მნიშვნელოვანი?

ტექნოლოგიური ინოვაციები  ინდუსტრიებს სწრაფად განვითარების საშუალებას აძლევ. ამ ტენდენციამ შეიძლება შექმნას ცოდნის უფსკრული - უფსკრული არსებული სამუშაო ძალის შესაძლებლობებსა და იმ შესაძლებლობებს შორის, რომლებიც საჭიროა ამოცანების ეფექტურად შესასრულებლად. ამიტომ, კვალიფიკაციის ამაღლება და გადაკვალიფიცირება წარმოადგენს სწრაფ გზას სამუშაო ბაზარზე პრობლემის გადასაჭრელად, ბაზარზე, რომელიც აგრძელებს ცვლილებას ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პარალელურად. 

სამუშაო პროცესები იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ასევე იცვლება მოთხოვნადი უნარები და სამუშაო ადგილები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სამუშაო პოზიცია მოძველდება ინდუსტრიის წინსვლის გამო, „მომავლის სამუშაოები“ უკვე იძლევა უამრავ საინტერესო შესაძლებლობას განვითარებად სფეროებში. WEF პროგნოზირებს, რომ ათწლეულის განმავლობაში სამუშაო ადგილების ზრდა დააკომპენსირებს სამუშაო ადგილების გაქრობას. გაიზრდება მოთხოვნა სპეციალისტებზე, რომლებიც დასაქმებულები იქნებიან ისეთ სფეროებში, როგორიცაა მონაცემთა მეცნიერება, AI, ინჟინერია, ღრუბლოვანი გამოთვლები და მწვანე ეკონომიკა.

ის ვინც  განიცდის სტაგნაციას ან ემზადება ახალ სფეროში გადასასვლელად, კვალიფიკაციის ამაღლება და გადაკვალიფიცირება ეფექტური ვარიანტია კომპეტენციის გაზრდისთვის მიმდინარე სამუშაო ბაზარზე. გარდა ამისა, მუდმივად მზარდი ინდუსტრიებისა და როლების პირობებში, კვალიფიკაციის ამაღლება გახდება რუტინული კომპონენტი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებისთვისაც კი.  ახალი ცოდნის მიღება და შესაძლებლობების გაზრდა პირველი თავდაჯერებული ნაბიჯებია მათთვის, ვინც ოცნებობს ხანგრძლივ, წარმატებულ კარიერაზე.

დამსაქმებლებიც ხედავენ სარგებელს სწავლაში, რომელიც უნარებზეა დაფუძნებული. Forbes-ის ცოტახნის წინ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, პანდემიის პირობებში როცა სამსახურები ამცირებენ ბიუჯეტს ახალი თანამშრომლების დასაქირავებლად, უფრო მეტი კომპანია დებს ინვესტიციას საკუთარი თანამშრომლების წახალისებაში, რომ მონაწილეობა მიიღონ  განათლების პროგრამებში და მსგავს კურსებში. ამით კომპანია  უზრუნველყოფს თანამშრომლების უკეთეს მომზადებას ცვალებადი ინდუსტრიის პარალელურად, რაც დიდი ალბათობით, დასაქმებულებს საშუალებას მისცემს დარჩნენ კომპანიაში და კარიერულად გაიზარდონ - ეს ყველაფერი კი ხარჯების ეკონომიის პარალელურად არის შესაძლებელი.

 

ვინაიდან აშშ-ში პროფესიების ზრდის საშუალო ტემპი 8 პროცენტია, აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიურო (BLS) პროგნოზირებს, რომ 2030 წლისთვის დასაქმება:

 

  • პროგრამისტის, ხარისხის უზრუნველყოფის ანალიტიკოსების და ტესტირების სპეციალისტების გაიზრდება 22 პროცენტით

  • ინფორმაციული უსაფრთხოების ანალიტიკოსების გაიზრდება 33 პროცენტით

  • ოპერაციული კვლევების ანალიტიკოსები გაიზრდება 25 პროცენტით

  • ვებ დეველოპერები და ციფრული დიზაინერები გაიზრდება 13 პროცენტით

 

რა სარგებელს მოგიტანთ კვალიფიკაციის ამაღლება და გადაკვალიფიცირება?

კვალიფიკაციის ამაღლება და გადაკვალიფიცირება არის ფასდაუდებელი კარიერული სტრატეგიები ნებისმიერ მზარდად განვითარებად სფეროში. მაგრამ რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას თქვენთვის?  აქ განვიხილავთ იმას თუ როგორ გიხსნით კარს კვალიფიკაციის ამაღლება და გადაკვალიფიცირება ახალი კარიერული შესაძლებლობებისკენ. ზრდის შემოსავალს, თავდაჯერებულობას და კმაყოფილებას სამუშაოთი.

 

კვალიფიკაციის ამაღლება წინსვლისთვის

თუ თქვენი მიზანი ამჟამინდელი საქმის უკეთ შესრულებაა, კვალიფიკაციის ამაღლება თქვენთვისაა. ამის აუცილებლობა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება დადგეს -  შესაძლოა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაგეკისრათ სამუშაოზე, ან უბრალოდ გამოკვეთეთ სფეროები, სადაც გსურთ ჩამოყალიბდეთ პროფესიონალად. მაგალითად, ვებ დეველოპერმა შეიძლება გაიაროს მოწინავე პროგრამირების ენის კურსი, რათა განავითაროს შესაბამისი სპეციალობის უნარები, რაც გააუმჯობესებს მის მუშაობას. იმავდროულად, ოპერაციების სპეციალისტი, რომელიც ხელმძღვანელ თანამდებობაზე განიხილება, შეიძლება დარეგისტრირდეს ლიდერთა ტრენინგ კურსზე, იმისთვის რომ აიმაღლოს კვალიფიკაცია.

 

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, კვალიფიკაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი როლი ექნება, როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის მიუხედავად იმისა, გეგმავთ თუ არა დარჩენას იმ პოზიციაზე სადაც ამჟამად ხართ. ახალი ტექნოლოგიები ქმნიან ისეთ შესაძლებლობებს, რომელთა განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმ სპეციალისტების მიერ, რომლებმაც იციან როგორ გამოიყენოს ისინი ეფექტურად. დასაქმებულები, რომლებიც  უწყვეტი სწავლის პრინციპს ირჩევენ, ახალ შრომის ბაზარზე წარმატებულები იქნებიან, განსხვავებით იმ დასაქმებულებისგან, რომლებიც მხოლოდ არსებული უნარების გამოყენებაზე არიან კონცენტრირებული.

 

კვალიფიკაციის ამაღლება შესანიშნავი საშუალებაა:

  • შეავსოთ ხარვეზები ცოდნაში

  • თვალი ადევნოთ თქვენი სფეროს ტექნოლოგიურ განვითარებას

  • მოახდინოთ დივერსიფიკაცია თქვენი უნარების

  • გაზარდოთ თქვენი თავდაჯერებულობა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას

 

ყოველივე ეს საინტერესო კანდიდატად გაქცევთ სამსახურში დაწინაურებისთვის და გაზრდის წარმატების შესაძლებლობებს იმ სფეროში რომელშიც მოღვაწეობთ.

 

ისწავლე IT მხარდაჭერა, ქსელები და კიბერუსაფრთხოება 0-დან და დაეუფლე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიებს საერთაშორისო აკადემიაში

→დარეგისტრირდი მარტივად

 

გადაკვალიფიცირება როგორც კრეატიული გადამისამართება

თუ ახალ სფეროში გადასვლა და სხვა კარიერის დაწყება გსურთ, გადაკვალიფიცირება კარგი შესაძლებლობაა ამისთვის. კარიერის შეცვლა დღეს უფრო და უფრო ხშირი მოვლენაა ვიდრე ოდესმე ყოფილა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მარტო არ ხართ. როგორც ზემოთ ვთქვით, სპეციალური კურსები და პროგრამები საშუალებას მოგცემთ უმოკლეს დროში კონკრეტული კარიერული არჩევანი მოარგოთ თქვენს ინტერესებს და ფასეულობებს. 2021 წელს ჰარისის გამოკითხვამ ამერიკელ დასაქმებულებზე, რომელიც Fast Company-თვის ჩატარდა, დაადგინა, რომ გამოკითხულთა 52 პროცენტი ფიქრობდა სამუშაოს შეცვლაზე. ხოლო 44 პროცენტი აპირებდა შეცვლას.
 

ადამიანები კარიერის შეცვლის გადაწყვეტილებას მრავალი მიზეზის გამო იღებენ, მათ შორის უფრო მაღალი ხელფასის, გაუმჯობესებული სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსის; უფრო მოქნილი სამუშაო გრაფიკის (მაგ. დისტანციური ) ან კომპანიის უკეთესი მენეჯმენტის გამო. შესაძლოა, თქვენ ისეთ სამუშაოს ეძებთ, სადაც უფრო მეტი გამოწვევა გექნებათ, ან ისეთ საქმეს, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება თქვენს პირად ფილოსოფიას და მსოფლმხედველობას. მაგალითად, თუ მდგრადი განვითარება და კლიმატის ცვლილები თქვენთვის მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ იკვლიოთ მწვანე ეკონომიკის როლები და ორგანიზაციები.

 

როგორ დავიწყოთ კვალიფიკაციის ამაღლება და გადაკვალიფიცირება?

სანამ კვალიფიკაციის ამაღლებას ან გადაკვალიფიცირებას დაიწყებთ, არ გამოგრჩეთ გაითვალისწინოთ თქვენი ძლიერი და სუსტი უნარები. დღევანდელ კონკურენტულ ბაზარზე უნარების ეს ორივე მხარე ერთნაირად ღირებულია, არ შეიძლება ერთი მეორის გარეშე გაგაჩნდეთ. მათი თანაბრად განვითარება მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად იმისთვის, რომ კარგ ლიდერად ჩამოყალიბდეთ.

 

თქვენი ძლიერი უნარების კვალიფიკაციის ამაღლება ან გადაკვალიფიცირება

ძლიერი უნარები გაზომვადია, ეს არის ტექნიკური უნარები, რომლებიც ადვილად განისაზღვრება. მათი შეძენა შესაძლებელია სპეციალური კურსის გავლის, წიგნების კითხვით ან სამსახურში ტრენინგის საშუალებით. ძლიერი უნარების დემონსტრირება შეიძლება მოიცავდეს მინიჭებულ ხარისხს ან სერტიფიკატებს, აკრეფის სიჩქარე, ენების ცოდნას ან პლატფორმების (მაგ. Microsoft Office Suite, Google Drive, Outlook) გამოყენებას. იმის გამო, რომ ტექნოლოგიები ვითარდება და ეს გავლენას ახდენს ინდუსტრიაზე,  ჩვენს მუშაობაზე და ცხოვრებაზე, თქვენი ძლიერი  უნარებიც შესაბამისად  უნდა განვითარდეს, რათა პასუხობდეს ამ ცვლილებებს.

 

როგორ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ან ხგადააკვალიფიციროთ თქვენი ძლიერი უნარები:

  • ჩაეწერეთ სასწავლო კურსებზე

  • სასერტიფიკაციო კურსის გავლა ონლაინ ან სკოლის მეშვეობით

  • მენტორთან მუშაობა

  • წიგნების და სახელმძღვანელოების კითხვა ან პოდკასტების მოსმენა

 

SHRM მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული HR სპეციალისტების 83 პროცენტმა აღნიშნა, რომ უჭირდა შესაფერისი კანდიდატების პოვნა.  გამოკითხულთა მესამედი კი ყურადღებას ამახვილებს საჭირო ტექნიკური უნარების ნაკლებობაზე.  მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებლები ხშირად რეკლამას და აუთსორსინგის რეკრუტირებას მიმართავენ, HR სპეციალისტები რეკომენდაციას იძლევიან, რომ თანამშრომლებს წვდომა ჰქონდეთ სასწავლო პროგრამებზე და გაზრდილ კომპენსაციებზე.

 

თქვენი სუსტი უნარების კვალიფიკაციის ამაღლება ან გადაკვალიფიცირება

რბილი უნარები სუბიექტური და ინტერპერსონალურია, რომელთა გაზომვა უფრო რთულია, ვიდრე ძლიერი უნარების. ისინი დაკავშირებულია იმაზე, თუ როგორ ურთიერთობთ ადამიანებთან და რეაგირებთ სიტუაციებზე, რომლებიც წარმოიქმნება სამსახურში, როგორ მართავთ თქვენს ემოციებს და აგვარებთ კონფლიქტს. "SOFT" უნარების მაგალითებია ლიდერობა, კრიტიკული აზროვნება, ემოციური ინტელექტი, კომუნიკაცია და ადაპტირება.

 

როგორ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ან ხგადააკვალიფიციროთ თქვენი რბილი უნარები:

  • ქსელის შექმნა
  • პროექტების ხელმძღვანელობა
  • კომფორტის ზონის გარეთ დავალებების შესრულება
  • მართვის უნარების სასწავლო კურსზე ჩაწერა
  • მუშაობა მენტორთან ან თავად გახდე მენტორი

 

დამსაქმებლები ითხოვენ როგორც ძლიერ, ისე რბილ უნარებსაც. WEF-ის მიერ გამოკითხულმა ბიზნეს ლიდერებმა მოთხოვნა კვალიფიციურ კანდიდატებზე შემდეგ სფეროებში დააფიქსირეს:

 

• ანალიტიკური აზროვნება და ინოვაცია

• აქტიური სწავლისა და სწავლის სტრატეგიები

• კომპლექსური პრობლემის გადაჭრა

• კრიტიკული აზროვნება და ანალიზი

• კრეატიულობა, ორიგინალურობა და ინიციატივის გამოჩენა

 

მზად ხართ დაიწყოთ კვალიფიკაციის ამაღლების ან გადაკვალიფიცირება? მიჰყევით ამ ოთხ მარტივ ნაბიჯს.

  • დასაწყისისთვის საკუთარ თავს ჰკითხეთ რისი მიღწევა გსურთ? როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მიზანი, ყოველთვის გახსოვდეთ ის თქვენი უნარების განვითარების ყოველ ნაბიჯზე.

  • იპოვეთ სფეროები, სადაც თქვენი უნარები არ არის საკმარისი? შეიცვალა  თუ არა თქვენი სამუშაო პროცესი, რაც გამოწვეულია ტექნოლოგიით, რომელშიც ისურვებდით ცოდნის მიღებას? გსურთ იმუშაოთ კომუნიკაციის უნარებზე, ან თქვენი ტექნიკური უნარების გამრავალფეროვნებაზე?

  • რომელია ყველაზე ეფექტური გზა, რომლითაც შეგიძლიათ თქვენი ცოდნის ხარვეზების შევსება? ეს შეიძლება იყოს კურსზე დარეგისტრირება ან კოლეგასთან დაკავშირება, რომელსაც ხელმძღვანელად ეძებთ. ჩაატარეთ კვლევა, ჩამოაყალიბეთ გეგმა და იმოქმედეთ ამ გეგმით.

 

დაიმახსოვრეთ, რომ კვალიფიკაციის ამაღლება არ არის ერთჯერადი ქმედება, არამედ აზროვნების  პროცესი, რომელსაც ხელახლა უნდა დაუბრუნდე სხვადასხვა ეტაპზე კარიერის განმავლობაში. ყოველთვის მოგიწევთ სწავლასთან მიბრუნება. 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა