IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ქალები: კარიერა ხელოვნურ ინტელექტში

1000

მოტივაცია

AI

28.11.2023

550 დათვალიერება

ქალები მთელი მსოფლიოდან ნელ-ნელა ამსხვრევენ ყველა იმ მავნე სტერეოტიპს, რომელიც პატრიარქალურმა კულტურამ დაამკვიდრა. ეს, რა თქმა უნდა, ეხება IT სფეროსაც, სადაც ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ქალს ვხვდებით, მათ შორის ლიდერ პოზიციებზეც

საინტერესო ტენდენციები გამოიკვეთა McKinsey-ს ახალი კვლევით, აღმოჩნდა რომ ამერიკაში და ასევე დასავლეთში ყველა მოქალაქე ერთნაირად თავსებადი არ არის ხელოვნური ინტელექტის მიმართ, ამ კვლევის მიხედვით ვიგებთ, რომ მამაკაცები ხშირად იცვლიან კარიერას და ტოვებენ IT სფეროს, მაშინ როდესაც ქალები ტოვებენ ოფისებს და აქტიურად ერთვებიან IT აუთსორსინგში

 

კვლევაში მკაფიოდ იკვეთება შემდეგი ტენდენციები:

  • ფიზიკური პროცესების ავტომატიზაციის შედეგად, ქალები 3 ჯერ უფრო ხშირად ტოვებენ ფიზიკურ სამუშაოს მამაკაცებთან შედარებით, 
  • როგორც ამერიკაში, ასევე დასავლეთში ფიზიკური შრომით დასაქმებულ ადამიანებში ქალები ჭარბობენ, მათშორის ვინც წლიურად 30,800 დოლაზე ნაკლებს გამოიმუშავებს
  • 2020 წლიდან მოყოლებული ქალების გადასვლა და წარმატებული კარიერის ჩამოყალიბება ხელოვნურ ინტელექტში სულ უფრო თვალშისაცემია
  • დღეისთვის დასაქმებულ ქალთა 60%-მა IT უნარები გამოცდილებით შეიძინეს

 

McKinsey-ის კვლევის შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად ისმის შეფასები ექსპერტებისგან:

  • "სწირედ IT სექტორი შექმნის რეალურ და ხელშესახებ თანასწორობას განვითარებული ქვეყნების დასაქმების ბაზარზე და 2030 წლამდე კიდევ 11 მილიონზე მეტი ქალი გადაინაცვლებს IT სექტორში"
  • "IT ის სფეროა, რომელიც ყველა ქალს სრულ დამოუკიდებლობას მისცემს, ასევე, შესაძლებლობას, რომ შეიცვალოს პროფესია და დამოუკიდებლად განვითარდეს, ყოველგვარი პროტექციის გარეშე, მხოლოდ საკუთარი შრომისმოყვარეობისა და საქმის სიყვარულის ხარჯზე."

 

როგორც ხედავ, ტექნოლოგიური სამყარო საინტერესო თავგადასავლებს გპირდება. სწორედ ახლა არის კარგი დრო, დაეუფლო მომავლის პროფესიას და წარმატებით განვითარდე კარიერულად. ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი შესაბამისი ცოდნის შეძენაა, რაც დღეს ძალიან მარტივია.

თუკი Front-end Development-ის შესწავლა გსურს, IT აკადემია სტეპში შენთვის ძალიან საინტერესო კურსი დაგხვდება, რომელიც განსაკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, Web Development 0-დან ისწავლოს. გარდა ამისა, სწავლება პრაქტიკაზე არის დაფუძნებული, რაც მოიცავს დავალებებსა და ინდივიდუალურ ფინალურ პროექტს. ეს კი მოგცემს შესაძლებლობას, დახვეწო და განივითარო შესაბამისი უნარები და დააგროვო პრაქტიკული გამოცდილება - დაეუფლე ახალ პროფესიას, დაიწყე სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

 

საქართველო ფეხდაფეხ მიყვება გლობალურ ტენდენციებს, დღეს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი კომპიუტერული მომსახურების გაწევაა. ასეთი მკვეთრი მატება ორი ფაქტორითაა განპირობებული:

  1. პირველია ქვეყანაში საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა, რისი ტენდენციაც ბაზარზე ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ფიქსირდება. აღნიშნულის შედეგად, ქვეყანაში აუთსორს სერვისების მიწოდების მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა.
  2. მეორე ფაქტორი კი IT სექტორში არსებული თანასწორობა და ხელმისაწვდომობაა ჩვენს ქვეყანაში, მაგალითისთვის, 2021 წელს IT, კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის სექტორში 30 ათასი ადამიანი მუშაობდა და მათშორის მხოლოდ 19% შეადგენდნენ ქალები, ამჟამად კი სექტორში 43 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული საიდანაც 44% ქალები შეადგენდნენ. თუკი 2021 წელს სფეროში ქალების საშუალო ხელფასი 3 ათასი ლარის ტოლი იყო, 2023 წლის ბოლოსთვის მან 4,800 ლარს მიაღწია


ტექნოლოგიებს არ აქვს სქესი და ის ფუნდამენტურია ჩვენი ცხოვრების ყველა ეტაპზე, დღეს და ხვალ!

 

კლაივ ტომპსონს წიგნში «IT-ში ქალების საიდუმლო ისტორია» ასეთი სტატისტიკა მოჰყავს: ბიჭებს მშობლები კომპიუტერებს ორჯერ უფრო ხშირად ჩუქნიდნენ, ვიდრე გოგოებს, და თუ კომპიუტერს ოჯახი ყიდულობდა — მას ბიჭის ოთახში დგამდნენ. დიახ, ცხოვრების გზის დასაწყისშივე ჩნდება არასწორი რწმენები და გენდერული როლები, რაც შემდგომში ძალიან უშლის ხელს არა მხოლოდ პროფესიულ რეალიზებას. 

სინამდვილეში, ისტორიაში პირველი პროგრამისტი ქალი იყო. მას ადა ლავლეისი ერქვა და 1815 წელს დაიბადა. ადამ ბინარული კოდი გამოიგონა და პირველი პროგრამული ალგორითმი დაწერა ჯერ კიდევ არარსებული კომპიუტერებისთვის. სწორედ მან შემოიღო პროგრამირების ძირითადი ცნებები. 

 

ტექნიკაში ქალის ყოფნა ნიშნავს გამბედაობას და განვითარებას — საკუთარ თავში და სხვებში, რომ მივყვეთ არატრადიციულ, გამოუცდელ და გიჟურ იდეებს. 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა