IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ხელოვნური ინტელექტი, როგორც კონკურენტული უპირატესობა!

1000

Techfacts

AI

08.03.2024

610 დათვალიერება

მომდევნო ხუთ წელიწადში ხელოვნური ინტელექტი ახალ საფეხურს მიაღწევს და ნებისმიერი გამოცდის თუ სამედიცინო ტესტის ჩაბარებას შეძლებს. ამის შესახებ Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა სტენფორდის უნივერსიტეტში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

სტუდენტების კითხვებზე პასუხის გაცემით მან წარმოიდგინა კომპიუტერების გაჩენა, რომლებსაც შეეძლოთ ადამიანებივით აზროვნება და მოქმედება, როგორიცაა ტესტების ან გამოცდების ჩაბარება. ტოპ მენეჯერის თქმით, ეს შესაძლებელი იქნება 2029 წლისთვის.

”თუ ამოცანების ჩამონათვალს შეადგენთ და მათ გაახმოვანებთ, მჯერა, რომ ხუთ წელიწადში ჩვენ გავუმკლავდებით თითოეულს”, - თქვა Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

ამჟამად AI-ს შეუძლია სამართლის გამოცდის ჩაბარება, თუმცა ჯერჯერობით ვერ უმკლავდება სამედიცინო ტესტებს.

 

იმის გასაგებად, თუ როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს შექმნას კონკურენტული გარემო სხვადასხვა სფეროში, ჩვენ ვთხოვეთ ხუთ პროფესიონალს, გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება. მონაცემთა მეცნიერის და მმართველი დირექტორის მოსაზრებები, ნათლად აჩვენებს ხელოვნური ინტელექტის მრავალფეროვანი გამოყენების სფეროებს, დაწყებული საინვესტიციო ფონდის შექმნით და პოპულარიზაციით,  დამთავრებული გრაფიკულ დიზაინსა და სოციალურ მედიაში მისი აქტიური მონაწილეობით. გაიგეთ, თუ როგორ იყენებენ ეს პროფესიონალები AI-ს 2024 წელს

 

AI გამოყენება განვითარებისთვის

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უამრავ დროს დაგიზოგავთ კვლევასა და განვითარებაში, განსაკუთრებით მათ ვინც მოღვაწეობს სამედიცინო, სამეცნიერო, უძრავი ქონების და ფინანსურ სექტორებში. მისი გამოყენება ასევე ხდება ვიდეო კონტენტის შესაქმნელად

AI-ს გამოყენებამ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა უძრავი ქონების ფონდებს, რადგან ამ ინსტრუმენტის საშუალებით საინვესტიციო ფონდის სწორად შექმნისთვის აუცილებელი ყველა ნაბიჯია გათვლილი, რამაც საშუალება მისცა ფონდებს დაეზოგათ დიდი თანხები იურიდიულ და საადვოკატო მომსახურებაში.

 

 

AI გამოიყენება კლიენტთა ეფექტური მოზიდვისთვის

Google-მა სულ ახლახანს გამოუშვა ახალი ხელოვნური ინტელექტი - Gemini AI. ის ჯერ კიდევ მაისში დაანონსდა, ხოლო ახლა უკვე სატესტო რეჟიმში აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ედვერთაიზერების ხელშია, სანამ გლობალურადაც ხელმისაწვდომი გახდება. უახლესი სტატისტიკის მიხედვით, Gemini AI, სწორი თარგეთირებისა და მორგებული რეკლამების მიხედვით, 42%-ით ზრდის Engagement-ს. მოსალოდნელია, რომ Gemini AI მალე სრულად შეცვლის ედვერთაიზინგს გლობალურ ბაზარზე, რითაც Google ყოველ წლიურად 40 მილიარდზე მეტი დოლარის მოგებას მოელის.

AI ახდენს რევოლიციურ გარდაქმნებს და იძლევა უნიკალურ ახალ შესაძლებლობებს ყველა სფეროში. მან შთამბეჭდავი განვითარება პოვა მარკეტინგის ინდუსტრიაში და შექმნა დღემდეა არნახული გამოცდილება ბიზნესისთვის.

 

საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილებითა და შემუშავებული CompTIA A + პროგრამით, დაგეხმარებით შეისწავლოთ კომპიუტერული მოწყობილობების აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა და თანხვედრაში მოხვიდეთ დამსაქმებლების მოთხოვნილებებთან, დაიწყეთ სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

გენერაციული AI კონტენტის შესაქმნელად

გენერაციული ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება ჩანიშნული შენიშვნების კონტენტად გადასაქცევად, რომელიც შემდეგ შეიძლება გადაიწეროს პირადი სიტყვებით. კვლევა კონტენტის შექმნის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. იქმნება  სტატიის უხეში მონახაზი , შემდეგ კი გამოტოვებული სივრცეები ივსება სხვადასხვა წყაროდან შეგროვებული ფაქტებით. შემდეგ ChatGPT გამოიყენებით ხდება ამ მასალის გადაწერა და შედეგად ვიღებთ მოუქნელ სტატიას, მაგრამ ეს უკეთესია, ვიდრე დასაწყისში გაკეთებული ჩანიშვნები. 

შემდეგ კონტენტი გადაიწერება საკუთარი ენით და ემატება წყაროები მასალების მითითებით.  უკვე ერთი წელია რაც AI გამოიყენება წიგნების, ბლოგ-პოსტების და მუსიკის დასაწერადაც კი, მარკეტინგული კონტენტის შესაქმნელად და პროდუქციის გასაყიდადაც კი

 

AI გრაფიკულ დიზაინსა და სოციალურ მედიაში

ChatGPT სწორი გამოყენება საშუალებას გაძლევთ გააუმჯობესოთ გამოსახულების ხარისხი, მოახდინოთ მათი რეტუშირება და ხარვეზების მოცილება. შედეგად,  სოციალური მედიის პოსტებში გამოყენებული გრაფიკა ვიზუალურად მიმზიდველი და პროფესიონალური იქნება . AI-ზე მომუშავე სხვა კონტენტის გენერატორებსაც შეუძლიათ დაეხმარონ დიზაინერს სწრაფად შექმნან მიმზიდველი წარწერები და ჰეშთეგები, რომლებიც რეზონანსული იქნება სამიზნე აუდიტორიაში. 

ეს დაგიზოგავთ დროს. AI-ს შეუძლია გააანალიზოს სოციალური მედიის მუშაობის მონაცემები, რათა გამოკვეთოს ტენდენციები, გამოქვეყნების ოპტიმალური დრო და კონტენტი, რომელიც აუდიტორიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება. ეს ინფორმაცია შეიძლება გახდეს საფუძველი დიზაინერისთვის კონტენტის სტრატეგიის შესაქმნელად  და დაეხმაროს მას შექმნას უფრო ეფექტური დიზაინი. 

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლაუკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა