IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ხელოვნური ინტელექტის გავლენა - მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სამუშაო პოზიციები

9999

მოტივაცია

AI

18.08.2023

796 დათვალიერება

პროფილურ გამოცემებსა და მსოფლიო მედიაში ხელოვნურ ინტელექტზე (AI – artificial intelligence) სულ უფრო ბევრი იწერება. ტერმინი AI აშშ-ში გაჩნდა 1956 წლიდან, გამოეყო კიბერნეტიკას და ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბდა. დარგის პიონერები არიან ბრიტანელი ალან ტიურინგი, კანადელი დონალდ ოლდინგ ჰები, ამერიკელი რიჩარდ უესლი ჰემინგი და კლოდ ელვუდ შენონი

ტერმინ AI-ს აკადემიური დეფინიცია მრავალგვარია. ერთი კი ცხადია: AI კომპიუტერული პროგრამისაგან განსხვავდება იმით, რომ შეუძლია კოგნიტიური და ლოგიკური ამოცანების გადაჭრა. სადღეისოდ ვითარდება ის AI, რომელიც იგება ბიოლოგიური ნეირონული ქსელების პრინციპის თანახმად. ახლოს არის დრო, როდესაც ნეიროინტერფეისების მეშვეობით ტვინი შეძლებს კომპიუტერთან და სხვადასხვა დივაისებთან ურთიერთობას. ნეიროინტერფეისების ტექნოლოგია უკვე რევოლუციურად აუნჯობესებს მედიცინას. AI ჩვენი რეალობის ერთ-ერთი უმთავრესი ტრენდია. არ იქნება გადაჭარბებული იმის აღნიშვნა, რომ მსოფლიო ეკონომიკისა და ბიზნესის ძირითადი დრაივერი XXI საუკუნის პირველ ნახევარში სწორედ ხელოვნურ ინტელექტია. არ დარჩა დასავლეთში სინქ თანქი, რომელსაც AI-ზე არ ემსჯელოს. 2015 წლის 19 მარტს ჟურნალში Harvard Business Review გამოქვეყნდა ბრედ ფაუერის (Brad Power) სტატია: Artificial Intelligence Is Ready for Business („ხელოვნური ინტელექტი მზადაა ბიზნესისათვის“), სადაც ავტორი წერს AI-ს განვითარებასა და მის მომავალზე. 2017 წლის HR ტრენდებიდან გამოირჩეოდა ის, რომ კომპანიებსა და კორპორაციებში მოხდა რობოტიზაცია და ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე გადასვლა. ამას მოჰყვება მენეჯმენტის ეფექტიანობის ზრდა მანქანური გონების საფუძველზე. AI-ს დანერგვას ბიზნესში ხელს უწყობენ ისეთი ცნობილი IT-კომპანიები, როგორიცაა Alphabet, Amazon, IBM, Microsoft და სხვ. AI-ს პროგრამირების ენები მრავალი წელია არის ლისპი (Lisp) და პროლოგი (Prolog). თანამედროვე AI კალკულაციური ტექნოლოგიების კრებულია, რომელიც სწრაფ ნაბიჯებს დგამს, სწავლობს და იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე ბავშვი. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ადამიანის დონის AI (human-level AI – HLAI) უახლოეს 5 – 6 წელიწადში შეიქმნება. სხვები საამისოდ 10 წელიწადს ვარაუდობენ. დროის მონაკვეთის პროგნოზირება კი არაა აქ მთავარი, არამედ ის, რომ IT-სპეციალისტები მოელიან HLAI-ს შექმნას, მანქანური დასწავლისა (machine learning) და სიღრმისეული დასწავლის (deep learning) დიდ პროგრესს

 

გასული წლის 30 ნოემბერს OpenAI-მ Microsoft-ის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქა დაიწყო და მსოფლიოს ChatGPT-ი წარუდგინა. ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტმა მომხმარებელთა აღტაცება მალევე დაიმსახურა ადამიანისთვის დამახასიათებელი და აზრიანი პასუხებით. ChatGPT-ის შესაძლებლობებში სხვადასხვა კითხვაზე პასუხის გაცემა, წინადადებების ჩამოყალიბება, კვლევების ჩატარება, ესეებისა და რეზიუმეების დაწერა შედის.

ჩამოთვლილ უნარებს კი ადამიანები საკუთარი სამუშაოს შესრულებისას აქტიურად იყენებენ, რაც ბადებს კითხვას, თუ რომელ სამუშაოებზე მოახდენს გავლენას ChatGPT-ის დანერგვა და მეტიც, ჩაანაცვლეს თუ არა უახლოეს მომავალში გენერაციული AI არსებული სამუშაო ადგილების გარკვეულ ნაწილს?

OpenAI-ის კვლევით, ამერიკელი მუშახელის 80% ისეთი პროფესიისაა, რომ მათი ვალდებულებების მინიმუმ 20% შესაძლებელია AI-ის გამოყენებით შესრულდეს. სამუშაო ძალის მეხუთედი კი ფლობს პროფესიას, რომლის მოვალეობების ნახევარს ხელოვნური ინტელექტი მარტივად ჩაანაცვლებს. შედეგად, მიღებული მონაცემებით, Visual Capitalist-მა იმ სამსახურების ჩამონათვალი შეადგინა, სადაც AI-ს შეუძლია სამუშაოსთან დაკავშირებული დავალებების შესრულების დრო მინიმუმ 50%-ით შეამციროს.

ზოგადად კი დადგინდა, რომ სამუშაოები, რომლებიც განმეორებითი დავალებების შესრულებას, მონაცემთა ანალიზის გარკვეულ დონეს და რუტინული გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს, ბევრად უფრო მოწყვლადია ხელოვნური ინტელექტის მიმართ. გასაკვირი არც ისაა, რომ შედარებით პრაქტიკული სამუშაოები, როგორიცაა მრეწველობა, სამთო და სოფლის მეურნეობა, ასევე პერსონალური მომსახურების ინდუსტრია უფრო დაცულია AI-ის გავლენისგან, თუმცა მოვალეობების ნაწილს ხელოვნური ინტელექტი ამ შემთხვევაშიც ფარავს.

 

OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ხელფასთან და განათლებასთან მიმართებაშიც არაერთხელ გამოიკვლია. როგორც აღმოჩნდა, მაღალშემოსავლიანი სამსახურები უფრო დაუცველები არიან ხელოვნური ინტელექტისგან, თუმცა დაბალანაზღაურებადი სამსახურების ნაწილზეც AI-ის გავლენა საკმაოდ მაღალი იქნება. მაღალანაზღაურებად პროფესიებთან ერთად კი, კვლევით დადგინდა, რომ AI-ის ზემოქმედებისგან უფრო მეტად დაუცველნი უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები იქნებიან.

 

თუ არ გაკმაყოფილებს მიმდინარე კარიერა და ანაზღაურება, პროგრამირება უნდა სცადო - დაიწყე შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

გამოიკვეთა სამუშაო პოზიციები, რომლებიც მომავალ წლებში ხელოვნური ინტელექტის გავლენის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არის:

  1. ბუღალტრები – AI-ის ზეგავლენა: 100%
  2. ონლაინ ჩეთის მენეჯერები – AI-ის ზეგავლენა: 100%
  3. ადმინისტრატორები და იურიდიული ასისტენტები – AI-ის ზეგავლენა: 100%
  4. კლიმატის ცვლილებების პოლიტიკის ანალიტიკოსები – AI-ის ზეგავლენა: 100%
  5. რეპორტიორები და ჟურნალისტები – AI-ის ზეგავლენა: 100%
  6. მათემატიკოსები – AI-ის ზეგავლენა: 100%
  7. საგადასახადო დოკუმენტების მწარმოებლები და ფინანსური ანალიტიკოსები – AI-ის ზეგავლენა: 100%
  8. მწერლები და ავტორები – AI-ის ზეგავლენა: 100%
  9. ბლოკჩეინის ინჟინრები – AI-ის ზეგავლენა: 97.1%
  10. სამედიცინო სფეროს პროფესორები – AI-ის ზეგავლენა: 90%

 

ადამიანების ხელოვნურ ინტელექტით ჩანაცვლების რეალური ფაქტები 2023 წელს

საოცარი ფაქტია, ინდური სტარტაპში მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტთა 90%  ჩატბოტით ჩაანაცვლეს, რომელიც, როგორც ჩანს, კლიენტთა შეკითხვებს თანამშრომლებზე უკეთ უმკლავდება.

სამიტ შაჰმა, სტარტაპ Dukaan-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, 10 ივლისს Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, ჩატბოტი მომხმარებელთა თავდაპირველ შეკითხვებს დაუყოვნებლივ სცემს პასუხს, როცა თანამშრომლებს ამისათვის საშუალოდ წუთი და 44 წამი სჭირდებათ. აღნიშნული ბოტი ფირმის მონაცემთა მეცნიერების სპეციალისტებმა შექმნეს ორ დღეში.

ტექნოლოგიის მეშვეობით კომპანიამ მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისის ხარჯები დაახლოებით 85%-ით შეამცირა. შაჰის განცხადებით, ბიზნესის ეს ნაწილი დიდი ხანია პრობლემური იყო, რადგან კრიტიკულ მომენტებში თანამშრომლებს ყოველთვის არ ეცალათ და პასუხები გვიანდებოდა - ცნობილია, რომ Dukaan-ში სხვადასხვა პოზიციაზე თანამშრომლებს ისევ იღებენ. ფირმის ვებსაიტის მიხედვით, იძებნებიან ინჟინერიის, მარკეტინგისა და გაყიდვების სპეციალისტები, თუმცა, აღსანიშნავია, რომ სასურველია ფლობდნენ პროგრამირებას საბაზისო დონეზე მაინც

 

ონლაინ მაღაზია Zappos ყიდის ფეხსაცმელს. მომხმარებელი, რომელსაც სურს შეძენა, ჩვეულებრივ შედის საიტზე, პოულობს მისთვის მისაღებ ფეხსაცმელს, შეძენამდე შეუძლია მიწეროს ფეისბუქზე Zappos-ს, თუ რა მოეწონა ან არ მოეწონა, როგორი ფეხსაცმელი სურს, ჩატბოტი იმწუთასვე უპასუხებს კლიენტს, დაუსვამს შეკითხვებს და პასუხების საფუძველზე თავად შეურჩევს ალტერნატივებს,უზრუნველყოფს საფასურის გადახდის პროცედურასაც.ამდენად, ნაცვლად ვებ-საიტზე რამოდენიმე საათიანი ძებნისა, ჩატბოტის მეშვეობით შესაძლებელია Zappos-ის პროდუქციის შეძენა წუთებში

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რომელი უნარები გახდება ყველაზე მოთხოვნადი

მომავლის კარიერაში ყველაზე მოთხოვნადი გახდება მოქნილი უნარები - კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა და ემოციური ინტელექტი. ისინი ქმნიან უნიკალურ ღირებულებას, რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის.

ციფრულ ეპოქაში ტექნიკური ცოდნა მარტო წარმატების გარანტია აღარ არის. კომპანიები სულ უფრო მეტად აფასებენ იმ უნარებს, რომლებიც ადამიანს სხვა ადამიანებთან მუშაობაში, ახალი იდეების შექმნაში და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, მოქნილი უნარები (soft skills) იქცა მომავლის პროფესიის მთავარი საფუძვლი. გლობალური კვლევების მიხედვით, 2030 წლისთვის 80%-ზე მეტი ახ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ სწრაფად და ეფექტურად IT მიმართულებები

IT სწავლება, პროგრამირება, სწრაფი სწავლა, IT კარიერა, ტექნოლოგიები, IT აკადემია STEP, განათლება, კოდირება, ვებ დეველოპმენტი, ციფრული უნარები, პრაქტიკული სწავლება, სწავლის მეთოდები, მომავლის პროფესია, IT კურსები, AI სწავლებაში.

IT სფერო დღეს ყველაზე დინამიკური და სწრაფად მზარდია, რაც სწავლისადმი განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. იმისათვის, რომ დროის მცირე მონაკვეთში მაქსიმალური ცოდნა დააგროვო, აუცილებელია ფოკუსირება პრაქტიკულ დავალებებზე და თანამედროვე სტანდარტებზე. თუ გსურს, საფუძვლიანად დაეუფლო ტექნოლოგიებს, IT აკადემია Step- ის პროგრამირების კურსი საუკეთესო გზაა პროფესიული სტარტისთვის. სწრაფი

ШАГ логотип

მშობლებისთვის

ზრდასრულთათვის

რატომ აღარ არის მხოლოდ სკოლა საკმარისი - და რა უნარები სჭირდება ბავშვს რეალურად

რატომ აღარ არის მხოლოდ სკოლა საკმარისი? გაიგე, რა უნარები სჭირდება ბავშვს თანამედროვე სამყაროში და როგორ შეგიძლია დაეხმარო მას წარმატების მიღწევაში.

თანამედროვე სამყაროში განათლება რადიკალურად იცვლება. თუ ადრე სკოლა იყო მთავარი და ხშირად ერთადერთი ცოდნის წყარო, დღეს ეს უკვე აღარ არის საკმარისი. ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და სწრაფად ცვალებადი პროფესიული გარემო ბავშვებს სრულიად ახალ გამოწვევებს უქმნის ისეთებს, რომელთათვისაც მხოლოდ თეორიული ცოდნა აღარ მუშაობს. დღეს უკვე ნათელია, რომ ცოდნის მიღება აღარ არის სა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ავირჩიოთ პროფესია, რომელიც მომავალშიც მოთხოვნადი იქნება

გაიგე, როგორ შეარჩიო მომავლის პროფესია, რომელიც ტექნოლოგიური ცვლილებების მიუხედავად მოთხოვნადი დარჩება. სტატიაში განვიხილავთ სტრატეგიულ ნაბიჯებს, განათლების როლს და იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია 21-ე საუკუნის შრომის ბაზარზე წარმატების მისაღწევად.

დღევანდელ სწრაფად განვითარებად სამყაროში პროფესიის არჩევა აღარ არის მხოლოდ ინტერესების განსაზღვრა, ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება შენი მომავლისთვის. ტექნოლოგიური პროგრესი და ავტომატიზაცია მუდმივად ცვლის შრომის ბაზარს, ამიტომ მნიშვნელოვანია ფოკუსირება ისეთ სფეროებზე, რომლებიც დროს უძლებს. კარიერული სტაბილურობის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ახალი ტექნოლოგიების ათვი

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა