IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

Kuo: შერეული რეალობის ყურსასმენი Apple-ისგან ჩვენს ჟესტებს ამოიცნობს!

22.12.2021

610 დათვალიერება

ჭორებს და მითქმა-მოთქმებს თუ დავუჯერებთ, 2022 წელს, Apple-ის ახალი თაობის ყურსასმენი ჩვენს რეალობას შეცვლის. Apple-ის ანალიტიკოსმა მინგ-ჩი კუომ უკანასკნელ ინტერვიუში პროდუქტის შესახებ დეტალები გაასაჯაროვა და განაცხადა რომ მოწყობილობა აღჭურვილი იქნება ხელის ჟესტების გაფართოებული ამოცნობის ფუნქციით

 

9to5Mac-ის მიერ მოძიებული "ეფლის" მსხვილი ინვესტორებიც აცხადებენ, რომ Apple-ის AR/VR ყურსასმენები აღჭურვილი იქნება ახალი თაობის 3D სენსორებით, რომელიც iPhone-სა და iPad-ში სახის ამოცნობისთვის განთავსებულ სენსორებზე ბევრად უკეთ იფუნქციონირებს. ეს იქნება ჟესტებისა და მოძრაობის ამოცნობის ახალი, ინოვაციური სისტემა.

 

უფრო კონკრეტულად, ახალ ყურსასმენს ექნება 3D სენსორების მინიმუმ ოთხი ნაკრები, მაშინ როდესაც iPhone-ს მხოლოდ ერთი აქვს. ეს საშუალებას მისცემს მოწყობილობას დააფიქსიროს ჟესტები და აღმოაჩინოს ობიექტები უფრო ზუსტად, ვიდრე ამას ამჟამინდელი TrueDepth კამერა აკეთებს, რომელსაც ასევე შეუძლია მოძრაობის ამოცნობა – როგორც ეს ჩანს ფუნქციებში, როგორიცაა Animoji.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული !

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

კუოს თქმით, Apple-ის შერეული რეალობის ყურსასმენის ერთ-ერთი მახასიათებელი, რომელიც უზრუნველყოფილია ამ სენსორებით, არის ხელით შესრულებული მოძრაობების ამოცნობა ინტერფეისის გასაკონტროლებლად.

 

"ჩვენ ვწინასწარმეტყველებთ, რომ AR/MR ყურსასმენის სტრუქტურირებულ შუქს შეუძლია აღმოაჩინოს არა მხოლოდ მომხმარებლის ან სხვა ადამიანების ხელის და საგნების პოზიციის ცვლილება მომხმარებლის თვალწინ, არამედ ასევე ხელის დეტალების დინამიური ცვლილება (ისევე, როგორც iPhone-ის სახის ამოცნობას/სტრუქტურირებულ შუქს/Animoji-ს შეუძლია ამოიცნოს მომხმარებლის გამომეტყველების დინამიური ცვლილება). ხელის მოძრაობის დეტალების აღბეჭდვამ შეიძლება უზრუნველყოს ადამიანი-მანქანის უფრო ინტუიციური და ნათელი მომხმარებლის ინტერფეისი (მაგალითად, მომხმარებლის ხელის ამოცნობა შეკრული მუშტის გახსის დროს და ბუშტის [გამოსახულება] აფრენა ხელიდან)."

 

ამბობენ, რომ Apple-ის ახალ ყურსასმენში ჩაშენებულ 3D სენსორებს ასევე ექნებათ გაზრდილი აღქმის ველი (FOV), ასე რომ მას შეეძლება აღიქვას მოძრაობა უფრო შორს, ვიდრე არსებულ სახის ამოცნობის სენსორებს.

 

ხელის ჟესტების ამოცნობის გარდა, ექნება ხმის კონტროლის, კანის ამოცნობის და სხეულის ტემპერატურის გაზომვის ფუნქცია.

 

დეკემბრის დასაწყისში კუომ განაცხადა, რომ Apple-ის ყურსასმენი იწონის დაახლოებით 55 გრამს,

 

კუო ასევე ამტკიცებს, რომ Apple მუშაობს სხვა, სათვალის მსგავს AR/VR მოწყობილობებზეც, და ახსენებს "Apple-ის მეტავერსიულ აპარატურულ მოწყობილობებს"

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა