IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

უახლესი ამბები AI-ის შესახებ

999

პროგრამირება

ტექნოლოგიები

AI

20.05.2023

1205 დათვალიერება

ხელოვნური ინტელექტი (AI) ახლა ყველაზე სწრაფად მზარდი სფეროა, რომელიც ცვლის და ამსუბუქებს ჩვენი ცხოვრების, მუშაობისა და ერთმანეთთან ურთიერთობის გზებს.

რეალურ ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სწრაფი ზრდა იწვევს შეშფოთების ზრდასაც ამ ტექნოლოგიების ეთიკური შედეგების მიმართ. ბევრი კომპანია და ორგანიზაცია მუშაობს AI-ისთვის ეთიკური ჩარჩოების შექმნაზე. დაწყებულია მოძრაობა AI დეველოპმენტის მეტი გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების შექმნისთვის 

 

კამალა ჰარისი არაერთხელ შეხვდა ტოპ AI კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებს (OpenAI, Microsoft, Anthropic, Alphabet), რათა განეხილათ ხელოვნური ინტელექტის ეთიკური ინოვაცია, რისკის შერბილება და პოტენციური ზიანის შემცირება. ეს შეკრება ხელს უწყობს ბაიდენის ადმინისტრაციას, ხელოვნური ინტელექტის უფლებათა კანონპროექტის გეგმის შემუშავებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკის საზოგადოების, ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის დაცვას.

 

შეზღუდვების პარარელურად ნვითარდება GPT-3: OpenAI-ის ენობრივი მოდელი უკვე დიდი ხანია ყურადღების ცენტრშია მისი უნიკალური შესაძლებლობით დააგენერიროს ბუნებრივი ენობრივი ტექსტები. მისი გამოყენება უამრავი დანიშნულებითაა შესაძლებელი, მათ შორის თარგმნისთვის, ჩატბოტებისთვის, წერისთვის და ა.შ.

 

AI რევოლუციებს ახდენს ჯანდაცვის ინდუსტრიაშიც, ხელოვნურ ინტელექტს უფრო და უფრო ხშირად იყენებენ, მაგ., პაციენტის მკურნალობის პროგნოზირებისთვის,  დაავადებების დიაგნოსტიკისთვის, წამლების აღმოჩენისთვის და ა.შ. პანდემიამ კიდევ უფრო დაასწრაფა ჯანდაცვაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რადგან უამრავ კომპანიას შეაქვს თავისი წვლილი COVID-19-ის კვლევებში. 

 

ჯერ კიდევ თავის საწყის ფაზაშია კვანტური გამოთვლებიც, მაგრამ მას აქვს პოტენციალი მკვეთრად გაზარდოს ხელოვნური ინტელექტის სიმძლავრე და სიჩქარე. კომპანიები, როგორიცაა IBM, Google და Microsoft, დიდ ინვესტიციებს დებენ კვანტურ გამოთვლით კვლევებში. 

ცივილურ მსოფლიოში დაწყებულია ავტოპარკის ჩანაცვლებაც თვითმართვადი ავტომობილებით, კომპანიები, როგორიცაა Tesla, Waymo და Uber ძალიან დიდ ინვესტიციებს დებენ თვითმართვადი ავტომობილების ტექნოლოგიებში. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ თავის საწყის ეტაპებზეა, მას გააჩნია პოტენციალი მთლიანად შეცვალოს ტრანსპორტაციის საშუალებები და გახადოს გზები უფრო უსაფრთხო. 

 

 

დაიწყეთ სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

აქ კი მოცემულია უფრო საინტერესო სიახლეები AI-ში

 

  • Crypto.com-ის $225 მილიონი ინვესტიცია პერსონალიზებული ასისტენტისთვის და მოზიდული მილიარდები AGI-ისთვის.

2 მაისს, სინგაპურში, Crypto.com-მა წარმოადგინა AI კრიპტო ექსპერტი "Amy" რომელიც შექმნილია მომხმარებლების განათლებისთვის კრიპტოვალუტის და ზოგადად ინდუსტრიის შესახებ. ემი დაფუძნებულია ChatGPT-ზე და გაუმჯობესებულია კონკრეტული მაგალითების შესწავლით, რის შედეგადაც ემი-ს შეუძლია ზუსტი პასუხების გაცემა მომხმარებლებისთვის.

 

  • Google-ს Bard AI მზად არის!

რატომ არის ის ChatGPT-ის ყველაზე ძლიერი კონკურენტი? Როგორ გამოვიყენოთ და რა მახასიათებლები აქვს?

Bard ამ წამინდელ ინფორმაციასაც ეძებს ინტერნეტში, რასაც მომხმარებელთა დიდი რიცხვი ChatGPT-ის ფასიანი ვერსიითაც ვერ ახერხებს, ის მალე ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი სმარტფონებით, Bard-ს შეუძლია პასუხები ფოტოებით და სხვადასხვა გამოსახულებებით გამოგიგზავნოთ, თქვენს მიერ ატვირთული გამოსახულება გადააქციოს Prompt-ად, Bard ასევე ინტეგრირდება Gmail-თან

 

კომპანიები რომელიც აქტიურად მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე

 

 

OpenAI:

ხელოვნური ინტელექტის კვლევითი კომპანია, რომელიც ცნობილია თავისი ენობრივი მოდელებით, მათ შორისაა GPT-3. 2020 წლის დეკემბერში OpenAI-იმ დააანანონსა GPT-3, რომელსაც აქვს უნარი დააგენერიროს ტექსტი ადამიანის მსგავსად. ამ მიღწევას აქვს გამოყენების უამრავი პოტენციალი, ჩატბოტებიდან დაწყებული კრეატიულ წერამდე. 

IBM:

AI-ის მეცნიერებაში IBM უკვე ათწლეულებია ლიდერი კომპანიაა. მისი Watson AI პლატფორმა ფართოდ გამოიყენება ჯანდაცვაში, ფინანსურ და სხვა ინდუსტრიებში. 2020 წლის ოქტომბერში IBM-მა დაანანონსა ახალი AI-ზე მომუშავე აღმოჩენის ინსტრუმენტი, სახელწოდებით Watson Discovery, რომელიც ეხმარება ბიზნესებს გამოიკვლიონ ღირებული ინფორმაცია არასტრუქტურირებული მონაცემებიდან. 

Google:

Google არის კიდევ ერთი მთავარი მოთამაშე AI სფეროში ისეთი აპლიკაციებით, როგორიცაა Google Assistant და Google Translate. 2021 წლის თებერვალში Google-მა დააანონსა ახალი ხელოვნური ინტელექტის მქონე დერმატოლოგიური ხელსაწყო, რომელიც ეხმარება კანის მდგომარეობის დიაგნოსტიკაში. ხელსაწყო დაფუძნებულია 65 ათასი გამოსახულების მონაცემებზე და შექმნილია ჯანდაცვის ექსპერტების მიერ.

Tesla:

Tesla ცნობილია თავისი ელექტრო მანქანებით, მაგრამ კომპანია გარდა ამისა, აქტიურად დებს ინვესტიციებს AI-ში და თვითმართვადი ავტომობილების ტექნოლოგიებში. 2021 წლის მარტში, Tesla-მ გამოუშვა მისი Full Self-Driving (FSD) პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია, რომელიც მოიცავს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ზოლების ავტომატური ცვლილება და შუქნიშნების ამოცნობა.

Microsoft:

Microsoft არის კიდევ ერთ-ერთი წევრი AI-ის სფეროში, რომლის მოწყობილობებშიც მოიაზრება Cortana და Microsoft Azure. 2021 წლის აპრილში Microsoft-მა დააანონსა ახალი სუპერკომპიუტერის წარმოება, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში შედის. სუპერკომპიუტერი, სახელწოდებით Azure, შექმნილია AI-ის კვლევისა და განვითარებისთვის. 

Amazon:

Amazon-იც AI ინდუსტრიის მნიშვნელოვანი მონაწილეა, რომლის მოწყობილობებიც მოიცავს Alexa-ს, Amazon Rekognition-ს. 2020 წლის დეკემბერში Amazon-მა განაცხადა ახალი AI-ის მქონე კონტაქტ ცენტრის გამოშვება, სახელად Amazon Connect Wisdom. ხელსაწყო შექმნილია ბიზნესებისთვის მომხმარებელთა მომსახურების გასაუმჯობესებლად, რომელიც უზრუნველყოფს აგენტებს მნიშვნელოვანი და აქტუალური ინფორმაციით.

 

საბოლოო ჯამში, AI არის სწრფად ზრდადი სფერო ბევრი საინტერესო მიღწევითა და მოწყობილობით. ენობრივი მოდელებიდან დაწყებული, თვითმართვადი მანქანებით დასრულებული, ხელოვნურ ინტელექტს აქვს დიდი პოტენციალი, მოახდინოს უამრავი ინდუსტრიის რევოლუცია. კომპანიები, როგორიცაა OpenAI, IBM, Google, Tesla, Microsoft და Amazon, ამ ტექნოლოგიების წინა ხაზზე არიან და მომავალ წლებში კიდევ უფრო მეტ საინტერესო რამეს ველოდებით.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

რომელი პროფესიის სწავლა ღირს დღეს, რომ 5 წლის შემდეგ არჩევანი არ ინანო

დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება გამოწვევაა, რადგან ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტი მუდმივად ცვლის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. სტატიაში განხილულია, თუ რომელი სფეროების შესწავლაა მიზანშეწონილი დღეს, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში შენი არჩევანი სტაბილური და მოთხოვნადი დარჩეს.

ხვალინდელი დღის გამოწვევები: როგორ შევარჩიოთ სწორი პროფესია? დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში პროფესიული არჩევანის გაკეთება ერთ-ერთ ყველაზე პასუხისმგებლიან ნაბიჯად იქცა. ტექნოლოგიური პროგრესი და ხელოვნური ინტელექტის განვითარება იმ ტემპით მიმდინარეობს, რომ იმ პროფესიებმა, რომლებიც რამდენიმე წლის წინ პოპულარობის პიკში იყვნენ, შესაძლოა მალე დაკარგონ აქტუალობა. ა

ШАГ логотип

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა