IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ლოგოს 7 მიმართულება და მათი გამოყენების გზები

1000

დიზაინი

13.02.2024

1097 დათვალიერება

ლოგო წარმოადგენს გამოსახულებას, რომელიც თქვენს ბიზნესს აცოცხელბს და მის იდენტობას გამოტახავს. მაგრამ, იცოდით, რომ არსებობს მისი სხვადასხვა ტიპები? 

 

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ლოგო ტიპოგრაფიისა და გამოსახულებების კომბინაციაა, ისინი მაინც განსხვავებულ შეგრძნებებს და ინფორმაციას გადმოგვცემენ ცალკეულ ბრენდებზე. იმის, გამო, რომ ლოგო პირველი რამაა რასაც თქვენი მომხარებელი ნახავს, ის აუცილებლად სწორად უნდა იყოს შერჩეული სფეროსა და შინაარსის მიხედვით. 

 

გაგაცნობთ ლოგოს 7 ტიპს, რომელთა შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ: 

  • მონოგრამა (ან lettermark) ლოგოები

  • wordmark ლოგოები

  • გრაფიკული ლოგოები

  • აბსტრაქტული ლოგოები 

  • Mascot ლოგოები 

  • კომბინირებული ნიშნები 

  • ემბლემა

 

1. მონოგრამა (ან lettermark) ლოგოები

მონოგრამული ანუ ასოებისგან შემდგარი ლოგოები, ეს ასოები ძირითად შემთხვევებში ბრენდის ინიციალებს წარმოადგენენ. IBM, CNN, HP, HBO… გეცნობათ? ისინი მსოფლიოში უდიდესი კომპანიის ინიციალებს წარმოადგენს, რომელთა სრული სახელებიც საკმაოდ გრძელია, შესაბამისად 2-3 ასოს დამახსოვრება ბევრად უფრო მარტივია საზოგადოებისთვის, რაც ბრენდის იდენტიფიკაციასაც აადვილებს. ასე, რომ ლოგიკურია - მონოგრამების (lettermark ლოგოების) გამოყენება კომპანიის წარმოსაჩენად. 

 

lettermark ტიპოგრაფიაზე დაფუძნებულ ლოგოს წარმოადგენს, რომელიც რამდენიმე ასოსაგან შედგება, ჩვეულებრივ, კომპანიის ინიციალებისაგან. როგორც უკვე ავღნიშნეთ კონტრეტულად ეს სახეობა საუკეთესო გზაა გრძელი სახელის მქონე კომპანიების იდენტობის ოპტიმიზაციისას. რამდენად მარტივია Nasa-ს წარმოთქმა National Aeronautics and Space Administration-თან შედარებით? 

 

ვინაიდან აქცენტი ინიციალებზე კეთდება, თქვენ მიერ შერჩეული (ან შექმნილი) ფონტი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ლოგო არა მხოლოდ თქვენი კომპანიის საქმიანობას ერგებოდეს, არამედ სავიზიტო ბარათებზეც კარგად იკითხებოდეს. გარდა ამისა, თუ თქვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ბრენდის სრული სახელი იცოდნენ თქვენმა მომხმარებლებმა, შეგიძლიათ ის დაამატოთ აბრივიატურის დაბლა, რათა ხალხმა ზუსტად გაიგოს ვინ ხართ.

2. Wordmarks

lettermark-ის მსგავსად wordmark-იც წარმოადგენს ფონტზე დაფუძნებულ ლოგოს, რომელიც ბიზნესის სახელზეა ფოკუსირებული. მაგალითად Visa და Coca-Cola. Wordmark ლოგო კარგად მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას მოკლე და მკაფიო სახელი აქვს. Google-ის ლოგო ამის შესანიშნავი მაგალითია. სახელი თავისთავად მიმზიდველი და დასამახსოვრებელია, ამიტომ ნათელ ტიპოგრაფიასთან შერწყმისას ლოგო ხელს უწყობს ბრენდის ცნობადობის გაზრდას. 

 

როგორც lettermark ლოგოს შემთხვევაში, აქაც ტიპოგრაფია გადამწყვეტ როლს თამაშობს. ვინაიდან ყურადღება თქვენი კომპანიის სახელზეა გამახვილებული, თქვენ უნდა აირჩიოთ ისეთი ფონტი (ან შექმნათ), რომელიც თქვენი ბიზნესის არსს ასახავს. მაგალითად, მოდის ბრენდები სუფთა, ელეგანტურ ფონტებს იყენებენ, რომელიც მაღალი ხარისხისაა, ხოლო იურიდიული ან სამთავრობო უწყებები თითქმის ყოველთვის იცავენ ტრადიციას და “მძიმე” ფონტებზე აკეთებენ არჩევას, რომელიც თავს უფრო უსაფრთხოდ გვაგრძნობინებს. 

 

როდის უნდა გამოვიყენოთ lettermark და wordmark ლოგოები:

  • Lettermark ლოგოები გამოიყენეთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კომპანიის სახელი გრძელია. ბიზნესის სახელის ნაცვლად მისი ინიციალების გამოყენება გაგიმარტივებთ დიზაინის შემუშავების პროცესს და მოხმარებლებიც უფრო მარტივად შეძლებენ მის აღქმასა და დამახსოვრებას. 

  • Wordmark ლოგო კარგი გამოსავალია მაშინ, როდესაც თქვენი კომპანია ახალია და მისი სახელის სახალხოდ წარმოჩენა გსურთ. მაგრამ აუცილებლად დარწმუნდით, რომ ბიზნესის სახელი საკმარისად მოკლეა ამ დიზაინის გამოსაყენებლად. გრძელი სახელის შემთხვევაში, ამ ტიპზე ნუ გააკეთებთ არჩევანს. 

  • Wordmark ლოგო ძალიან კარგი გამოსავალია მაშინ, როდესაც თქვენი კომპანიის სახელი მოკლეა. ამ შემთხვევაში ის მარტივად "დაილექება" ადამიანის გონებაში. ამასთანავე კარგი ფონტის შერჩევა თქვენს ბრენდს ნამდვილად დაუვიწყარს გახდის. 

  • ორივე lettermark და wordmark ლოგოს დიზაინი და მისი ბრენდიგსა და მარკეტინგში ინტეგირერება მარტივი პროცესია. იგი ადაპტირებულია ვარიანტია ახალი და მზარდი ბიზნესისათვის. 

  • გახსოვდეთ, რომ ზედმიწევნითი უნდა იყოთ lettermark და wordmark ლოგოების შექმნის დროს. მხოლოდ ფონტით დაწერილი სახელი კომპანიის საქმიანობის არეალსა და ბრენდის ნიუანსების ხაზგასმას ვერ შეძლებს. ამიტომ აუცილებლად დაიქირავეთ პროფესიონალი დიზაინერი, რომელსაც დეტალებზე ორიენტირებული ხედვა აქვს. 

 

3. გრაფიკული ლოგოები

გრაფიკული ნიშანი წარმოადგენს ხატულას (icon) - ან გრაფიკაზე დაფუძნებულ ლოგოს. იგი წარმოადგენს ზუსტად იმ გამოსახულებას, რომელიც სიტყვა “ლოგოზე” ფიქრისას წარმოიდგენთ: Apple-ის სახასიათო ლოგო, Twitter-ის ჩიტი და Target-ის სამიზნე. თითოეული ამ კომპანიის ლოგო იმდენად საკულტოა და თითოეული ბრენდი იმდენად ცნობილია, რომ თავად მათი ნიშნები მარტივი ამოსაცნობია. მოცემული ლოგოები უბრალო გამოსახულებებია. ამის გამო, ამ ტიპის ლოგო გამოყენება სარისკოა იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ბრენდის იდენტობა ნაკლებად ცნობადია. 

 

ლოგოს ამ ტიპის გამოყენების დროს, ძალიან რთულია გრაფიკული გამოსახულების შერჩევა. ეს გამოსახულება სამუდამოდ თქვენი კომპანიის ნაწილი გახდება. ასევე უნდა იფიქროთ თქვენს მიერ შერჩეული გამოსახულების უფრო ფართო მნიშვნელობაზე: გსურთ, რომ თქვენი სახელის გარშემო იმოძრაოთ (როგორც John Deere აკეთებს საკუთარი ირმის ლოგოთი)? თუ გსურთ გამოსახულებას უფრო ღრმა მნიშვნელობა ჰქოდნეს (იფიქრეთ რას გვეუბნებაა Snapchat-ის აპლიკაციის “მოჩვენება” ამ პროდუქტზე)? თუ ემოციების გაღვიძება გსურთ?

4. აბსტრაქტული ლოგოები 

აბსტრაქტული ლოგო გრაფიკული ლოგოს ერთ-ერთ ტიპს წარმოადგენს. ყველასათვის ცნობილი გამოსახულების ნაცვლად - როგორიცაა ვაშლი და ჩიტი - იგი აბსტრაქტულ გეომეტრიულ ფორმას წარმოადგენს, რომელიც თქვენს კომპანიას ასახავს. რამდენიმე ცნობილი მაგალითია BP-ის ვარსკვლავის ლოგო, Pepsi-ის გაყოფილი წრე და Adidas-ის ზოლიანი სიმბოლო. ლოგოს ყველა სიმბოლოს მსგავსად, აბსტრაქტული ნიშანიც ძალიან კარგად მუშაობს, რადგან ის თქვენს ბრენდს ერთ გამოსახულებაში აერთიენს. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ შემოიფარგლოთ რაღაც ცნობადი გამოსახულებით, აბსტრაქტული ლოგოები საშუალებას გაძლევთ შექმნათ რაღაც მართლაც უნიკალური თქვენი ბრენდის წარმოსაჩენად.

 

აბსტრაქტული ნიშნის დადებით მხარეს წარმოადგენს ის, რომ თქვენ შეგიძლიათ სიმბოლურად გადმოსცეთ ის, რასაც თქვენი კომპანია აკეთებს, ისე, რომ რაღაც გამოსახულებების კულტურულ შედეგებზე დაყრდნობა არ მოგიწევთ. ფერისა და ფორმის საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ მნიშვნელობა და განავითაროთ ემოციები თქვენი ბრენდის გარშემო. (მაგალითად, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გადმოგცემს Nike-ის ლოგო მოძრაობასა და თავისუფლებას).

 

 

5. Mascot ლოგოები 

Mascot ლოგოები ილუსტრირებულ პერსონაჟებს გამოსახავენ. ხშირად ფერადი, ზოგჯერ ანიმაციური და ყველაზე ხშირად სახალისო Mascot ლოგო შესანიშნავი გზაა საკუთარი ბრენდის იდენტობის შესაქმნელად. 

 

მარტივად, რომ ვთქვათ mascot ილუსტრირებული პერსონაჟის გამოსახულებას წარმოადგენს, რომელიც თქვენი კომპანიის იდენტობას გადმოსცემს. იფიქრეთ მასზე, როგორც საკუთარი კომპანიის ელჩზე. ამ ლოგოს ცნობილი მაგალითებია Kool-Aid Man, KFC’s Colonel და Planter’s Mr. Peanut. Mascot შესანიშნავია კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ შექმნან ჯანსაღი გარემო, რომელიც ოჯახებისათვის და ბავშვებისთვის მიმზიდველი იქნება. იფიქრეთ ყველა იმ თილისმაზე სპორტულ ღონისძიებებზე და იმ უზარმაზარ დინამიკაზე, რომელსაც ისინი ქმნიან აუდიტორიასთან ურთიერთობით!

 

დაგეგმე სწავლა სტეპში და აიღე Adobe-ს საერთაშორისო სერტიფიკატი

→დარეგისტრირდი მარტივად

 

 

როდის უნდა გამოიყენო გრაფიკა და სიმბოლო: 

  • მხოლოდ გრაფიკული ნიშნის გამოყენება შესაძლოა სახიფათო იყოს. იგი ეფექტურია, თუ უკვე ჩამოყალიბებული ბრენდი გაქვთ. თქვენ შეგიძლიათ ბრენდის ნიშნები თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ, რათა გრაფიკულად გადმოსცეთ ის, რასაც თქვენი ბიზნესი აკეთებს. ამ ტიპის გამოყენება ძალიან კარგია, თუ თქვენი კოპანიის დასახელება ძალიან გრძელია. ისინი ასევე, ეფექტურად შეგიძლიათ გამოიყენოთ სასურველი იდეისა და ემოციის გადმოსაცემად. 

  • გრაფიკული და აბსტრაქტული ნიშნები კარგად მუშაობს გლობალური კომერციის შემთხვევაშიც, მაგალითად, მაშინ, როდესაც ბიზნესის სახელი კარგად არ ითარგმნება. 

  • გრაფიკული ლოგო არც თუ ისე კარგი გამოსავალია, იმ შემთხვევაში თუ სამომავლოად თქვენი კომპანიის ბიზნეს მოდელის ცვლილებას აპირებთ. თქვენ შესაძლოა დაიწყოთ პიცის გაყიდვა და ლოგოდ პირდაპირ პიცა გამოიყენოთ, მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბურგერების, სენდვიჩებისა და სხვა პროდუქციის წარმოებაზე გადახვალთ? 

  • აბსტრაქტული ნიშნები საშუალებას გაძლევენ შექმნათ სრულიად უნიკალური იდენტობა თქვენი ბიზნესისათვის, მაგრამ მოცემული ლოგოს შექმა აუცილებლად პროფესიონალ დიზაინერს უნდა მიანდოთ, რომელთაც კარგად ესმით ფერის, ფორმისა და სტრუქტურის ერთიანი მნიშვნელობების გადმოცემის პროცესი. 

  • იფიქრეთ mascot ლოგოზე, თუ თქვენს სამიზნე აუდიტორიას ბავშვები ან ოჯახები წარმოადგენენ. ამ ლოგოს ერთი დიდი უპირატესობა ის არის, რომ მას მომხმარებლის წახალისება შეუძლია, ამიტომ ის შესანიშნავი ინსტრუმენტია სოციალური მედიის მარკეტინგისა  და რეალურ სამყაროში მარკეტინგული ღონისძიებებისათვის. ვის არ უნდა სელფის გადაღება Pillsbury Doughboy-თან?

  • დაიმახსოვრე, რომ თილისმა მხოლოდ წარმატებული ლოგოსა და ბრენდის ნაწილია და შეიძლება ვერ გამოიყენო იგი ყველა მარკეტინგულ მასალაში. მაგალითად, ძალიან დეტალური ილუსტრაცია შეიძლება კარგად არ დაიბეჭდოს სავიზიტო ბარათზე. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ქვემოთ წარმოდგენილ ლოგოს დიზაინის შემდეგ ტიპს - კომბინირებულ ნიშნებს. 

 

6. კომბინირებული ნიშნები

კომბინირებული ნიშანი არის ლოგო, რომელიც შედგება სიტყვის, ასოს ან გრაფიკული ნიშნისგან, აბსტრაქტული ან mascot-ისაგან. გამოსახულება შესაძლოა განთავსდეს გვერდიგვერდ, გადაფარონ ერთმანეთი ან დაკავშირებული იყვნენ გამოსახულების შესაქმნელად. ზოგიერთი ცნობილი ბრენდის კომბინირებული ლოგოს მაგალითია Doritos, Burger King და Lacoste. 

 

ვინაიდან სახელი ასოცირდება გამოსახულებასთან, კომბინირებული ნიშანი მრავალფეროვანი არჩევანია: ტექსტიც, გამოსახულებაც და ხატულა თუ mascot ერთად ბრენდის იდენტობის გასაძლიერებლად გამოიყენება. კომბინირებული ნიშნით, ადამიანები დაუყოვნებლივ დაიწყებენ თქვენი სახელის ასოცირებას თქვენს გრაფიკულ ნიშანთან ან mascot-თან! მომავალში თქვენ თამამად შეძლებთ სახელის მითითების გარეშე გამოიყენოთ კომბინირებული ლოგოები. იმასთან ერთად, რომ სიმბოლოსა ტექსტის კომბინაციის ერთობლიობა ერთ სურათს ქმნის, იგი გრაფიკულ ნიშანზე უფრო მარტივი ამოსაცნობია. 

 

7. ემბლემა

ემბლემა წარმოადგენს გამოსახულების შიგნით განთავსებულ ფონტს. მაგალითად სამკერდე ნიშნები, ბეჭდები და გერბები. ეს ლოგოები ტრადიციულად გამოიყურებიან, მათი მეშვეობით მარტივია “გავლენის” მოპოვება, რის გამოც მათ ხშირად სკოლები, სხვადასხვა ორგანიზაციები და სამთავრობო უწყებები იყენებენ. საავტომობილო ინდუსტრიაშიც ძალიან ხშირად შეხვდებით ემბლემის ტიპის ლოგოებს. მიუხედავად კლასიკური სტილის, ზოგიერთმა კომპანიამ ეფექტურად მოახდინა ტრადიციული ლოგოს იერსახის მოდერნიზება 21-ე საუკუნისთვის შესაფერისი ლოგოს დიზაინით ( Starbucks-ის საკულტო ქალთევზის ემბლემა ან ცნობილი Harley-Davidson).

 

მაგრამ იმის გამო, რომ სახელი და სიმბოლო მჭიდროდ არიან გადაჯაჭვულნი, ემბლემის გამოყენება ისეთი მრავალმხრივი არ არის, როგორც ზემოთ მოყვანილი სხვა ლოგოები. ლოგოს რთული დიზაინის გამოყენებას ყველა ბრენდის დიზაინში ვერ შეძლებთ. გადატვირთული ელემენტების მქონე დიზაინის გამოყენება სავიზიტო ბარათებზე, წაკითხვადობის გამო, რთულია. ასევე, თუ თქვენ გეგმავთ ამ ტიპის ლოგოს ქუდებზე ან პერანგებზე ქარგვას, ნამდვილად მოგიწევთ მარტივი დიზაინის შექმნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უბრალოდ შეუძლებელი იქნება. ასე, რომ გამოიყენეთ მარტივი დიზაინი და მიიღებთ ძლიერ გაბედულ და სრულყოფილ იდენტობას, რომელიც ნამდვილად პროფესიონალად წარმოგაჩენთ. 

 

 

როდის უნდა გამოიყენოთ კომბინაციური ლოგო და ემბლემა? 

  • კომბინირებული ნიშანი შესანიშნავი არჩევანია თითქმის ნებისმიერი ბიზნესისთვის. ეს არის უნივერსალური, ჩვეულებრივ უნიკალური და ყველაზე პოპულარული ლოგო ცნობილ კომპანიებს შორის.

  • ლოგოს ეს ტრადიციული სახე შეიძლება ბევრ სამთავრობო უწყებასა და სკოლას ჰქონდეს გამოყენებული, მაგრამ ის ასევე შეიძლება გამოადგეს ნებისმიერ ახალ კერძო ბიზნესს, განსაკუთრებით კვების და სასმელების ინდუსტრიაში: დაფიქრდით ლუდის ეტიკეტებსა და ყავის ჭიქებზე (Starbucks!). მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყოველთვის კარგად უნდა დაფიქრდეთ მაშინ, როდესაც საქმე დეტალებს ეხება. თქვენ გჭირდებათ დიზაინი, რომელიც შეიძლება დაბეჭდილი იყოს თქვენს ყველა მარკეტინგულ მასალაზე.

 

ჩვენ უკვე გავეცანით ყველა ტიპის ლოგოსა და მათი გამოყენების მაგალითებს. 

 

გსურთ მიიღოთ სრულფასოვანი განათლება და დასაქმდეთ მსოფლიოს წარმატებულ კომპანიებში? დაგეგმე სწავლა სტეპში და არ გაუშვა სტაჟრების შესაძლებლობის შანსი ხელიდან, მიიღე სამუშაო გამოცდილება, სწავლასთან ერთად

 

 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლაუკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

გადაწყვეტილების მიღებას ალგორითმები გვასწავლიან? – ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენს ქცევას მართავენ

ალგორითმები ყოველდღიურად ახდენენ გავლენას ჩვენს გადაწყვეტილებებზე - სოციალური მედიის პოსტეიდან დაწყებული, დასაქმების შესაძლებლობებით დამთავრებული. სტატიაში განხილულია, როგორ მართავენ ტექნოლოგიები ჩვენს ქცევას და რატომაა მნიშვნელოვანი კრიტიკული აზროვნება ციფრულ ეპოქაში, ასევე როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ავტონომია ალგორითმებით მართულ სამყაროში.

ციფრული ალგორითმები და მათი უხილავი ზეგავლენა თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია ციფრული ალგორითმების გარეშე, რომლებიც ყოველდღიურად ზემოქმედებენ ჩვენს გადაწყვეტილებებზე. შესაძლოა ამას ვერც კი ამჩნევთ, მაგრამ როდესაც სოციალურ ქსელებში ათვალიერებთ ახალ ამბებს, ეძებთ ინფორმაციას ან უყურებთ ვიდეოებს, ალგორითმები აქტიურად მართავენ თქვენს ციფრულ გამოცდილებას. ტექნოლ

ШАГ логотип

მოტივაცია

ტექნოლოგიები

ტექნოლოგიური ბუმი: რა უნდა იცოდე, რომ ახალ რეალობაში კონკურენტუნარიანი დარჩე?

თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიური ბუმი ფუნდამენტურად ცვლის პროფესიულ ლანდშაფტს, რაც ახალი უნარების შეძენასა და მუდმივ განვითარებას მოითხოვს. სტატია გთავაზობთ გზამკვლევს იმის შესახებ, თუ როგორ შეინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა ციფრულ ეპოქაში.

ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა ფუნდამენტურად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი. დღეს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი, კვანტური კომპიუტერები და სხვა ინოვაციები სწრაფი ტემპით ვითარდება, აუცილებელია ფეხი ავუწყოთ ტექნოლოგიურ პროგრესს, რათა კონკურენტუნარიანები დავრჩეთ შრომის ბაზარზე. ამ სტატიაში გაგიზიარებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლ

ШАГ логотип

მოტივაცია

პროფესიები, რომლებსაც სკოლაში არ გვასწავლიდნენ – და ახლა ყველაზე მოთხოვნადია

თანამედროვე შრომის ბაზარი სწრაფად იცვლება. დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების უმეტესობა რამდენიმე ათწლეულის წინ არც კი არსებობდა, ან მხოლოდ ჩანასახის დონეზე იყო. სკოლებში სასწავლო პროგრამები ხშირად ვერ აუბამენ მხარს თანამედროვე ტენდენციებს, რის გამოც ახალგაზრდები კარიერისთვის მოუმზადებლები რჩებიან. განვიხილოთ ის პროფესიები, რომლებიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია, მაგრამ სკოლის მერხიდან ვერ ვისწავლეთ.

თანამედროვე შრომის ბაზარი სწრაფად იცვლება. დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების უმეტესობა რამდენიმე ათწლეულის წინ არც კი არსებობდა, ან მხოლოდ ჩანასახის დონეზე იყო. სკოლებში სასწავლო პროგრამები ხშირად ვერ აუბამენ მხარს თანამედროვე ტენდენციებს, რის გამოც ახალგაზრდები კარიერისთვის მოუმზადებლები რჩებიან. განვიხილოთ ის პროფესიები, რომლებიც დღეს ყველაზე მოთხოვნადია, მაგრ

ШАГ логотип

ყველაფერი ავტომატიზირდება, სად დარჩება ადამიანი?

თანამედროვე მსოფლიოში ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ იკავებს ტექნოლოგია ადამიანის ადგილს სხვადასხვა სფეროში. ეს პროცესი ბევრ კითხვას და შიშს ბადებს საზოგადოებაში: „ხომ არ დავრჩებით უმუშევრად?", „რა ადგილი გვექნება მომავლის სამყაროში?". სტატიაში განვიხილავთ ავტომატიზაციის გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე და იმ სფეროებს, სადაც ადამიანი კვლავაც შეუცვლელი რჩება.

თანამედროვე მსოფლიოში ავტომატიზაცია და ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ იკავებს ტექნოლოგია ადამიანის ადგილს სხვადასხვა სფეროში. ეს პროცესი ბევრ კითხვას და შიშს ბადებს საზოგადოებაში: „ხომ არ დავრჩებით უმუშევრად?", „რა ადგილი გვექნება მომავლის სამყაროში?". სტატიაში განვიხილავთ ავტომატიზაციის გავლენას ჩვენს ცხო

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა