IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ადამიანი შესაძლო განადგურების ზღვარზეა - სად ვეძებოთ გამოსავალი?

ადამიანი შესაძლო განადგურების ზღვარზეა - სად ვეძებოთ გამოსავალი?

27.08.2022

694 დათვალიერება

ზოგჯერ რთულია არ გაგიჩნდეს შეკითხვა, თუ რამდენი დრო დარჩა კაცობრიობის განადგურებამდე - იქნება ეს ატომური ომი, ეკოლოგიური კატასტროფა, თუ ეს დაუსრულებელი პანდემია...

 

ფაქტია, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ღელავს კაცობრიობის შესაძლო განადგურების შესახებ, თუმცა, მიუხედავად ოთხი უმსხვილესი სარისკო არეალისა, ჩვენდა სასიკეთოდ, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ კატასტროფა გარდაუალია, როგორ საშინლადაც არ უნდა გამოიყურებოდეს კაცობრიობის მომავალი, მათაც კი, ვინც ყოველდღიურად ფიქრობენ ეგზისტენციალურ რისკებზე,  არ მიაჩნიათ, რომ ადამიანები საბოლოოდ განადგურდებიან.

 

 

მნიშვნელოვანია დავიწყოთ მოძრაობა სწორი მიმართულებით:

დავიწყოთ ეკოლოგიაზე ზრუნვა

  • არ დაანაგვიანოთ გარემო - ალბათ გინახავთ ბუნებაში მიმოყრილი პლასტმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები, სასუსნავების შეფუთვები და სხვა ამგვარი. ასე ნიადაგში ხვდება პოლიესტერი და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები, რომელთა გადამუშავებასაც ასობით წელი სჭირდება. შედეგად გარემო ბინძურდება ტოქსინებით, რაც ჩვენს ჯანმრთელობას ვნებს.
  • დაზოგეთ წყალი და ელექტროენერგია - წყალი უმნიშვნელოვანესი რესურსია, რომელსაც აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ. ელექტროენერგიაც უნდა დავზოგოთ, რადგან მის მიღებას უზარმაზარი რაოდენობით წყალი სჭირდება. ბუნებრივი რესურსების დაზოგვა მცირე ცვლილებების მოხდენით არის შესაძლებელი. მაგალითად, ჩართეთ სარეცხი მანქანა ეკო რეჟიმზე, გამოიყენეთ ეკონომიური ნათურები, შეიძინეთ ტექნიკა, რომელიც ნაკლებ ელექტრო-ენერგიას მოიხმარს. ასეთი ცვლილებები გარემოზეც დადებითად აისახება და თქვენს ბიუჯეტზეც.
  • შეამცირეთ ჰაერის დაბინძურება - ჰაერის დაბინძურების შემცირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ამისთვის, ძალიან მარტივი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო: ეცადეთ ნაკლებად გამოიყენოთ ავტომობილი შიდა წვის ძრავით, შეძენის დროს უპირატესობა მიანიჭეთ ჰიბრიდებს და ელექტრო მანქანებს. მოკლე მანძილზე იარეთ ფეხით ან ისარგებლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით
  • დაზოგეთ ქაღალდი - ქაღალდის წარმოებისთვის იჭრება ხეები და ნადგურდება ტყეები, რომელიც დედამიწის ფილტვებია.
  • დარგეთ ხეები - ხეები არა მხოლოდ ჟანგბადს გამოყოფენ, არამედ ნახშირორჟანგს შთანთქავენ და ჰაერს ფილტრავენ. ხის დარგვა ერთ-ერთი უმარტივესი და, ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი რამ არის, რაც შეიძლება გარემოსთვის გააკეთოთ. ამასთან, ბუნებასთან ურთიერთობა დადებიად აისახება თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზეც

 

გავახანგრძლივოთ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა

ფართო სურათს თუ შევხედავთ, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მის ცხოვრების სტილზე და იმ ფიზიკურ შრომაზე რისი შესრულებაც ყოველდღიურად უწევს მრავალი წლის მანძილზე, სწორედ აქ ჩნდება სხელოვნური ინტელექტის განვითარების აუცილებლობა, რომელიც ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დაიხვეწება, ძალას მოიკრებს და პირდაპირ თუ არაპირდაპირ გაზრდის თავის გავლენას საზოგადოების  თითოეული წევრის ცხოვრებაზე როგორც პროფესიულად, ისე პერსონალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით და არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ხელოვნურ ინტელექტს შესწევს ძალა, გარკვეულ დონეზე, ადამიანების ემოციურ მდგომარეობაზეც კი იმოქმედოს.

ხელოვნურ ინტელექტს, ისე როგორც სხვა მრავალ ტექნოლოგიურ პროდუქტს, უდავოდ, აქვს პოტენციალი, მრავალფეროვანი ბენეფიტები შესთავაზოს კაცობრიობას – გაუმარტივოს რუტინული სამუშაო პროცესი, 80% შეუმციროს ფიზიკური დატვირთვები, დააზოგვინოს დრო, მისცეს ადამიანებს მეტი შესაძლებლობები და რესურსები ინოვაციური მოღვაწეობისთვის, შექმნას მეტი მატერიალური დოვლათი და ა.შ. 

 

ადამიანს შეუძლია მოერიოს მოერიოდ სისუსტეებს და უმოქმედობას, ჩვენ გვაქვს საკმარისი პოტენციალი რისკების შესამცირებლად, მნიშვნელოვანია დავიწყოთ მოძრაობა სწორი მიმართულებით

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდითსტეპერებისდიდოჯახში!

IT Academy StepლიდერიITსფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა