IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

მეგ უიტმენი - „სილიკონ ველის“ ვეტერანი გზა „გაყიდვებიდან“ ელჩობამდე

.

მოტივაცია

20.03.2023

755 დათვალიერება

40+ წლიანი კარიერის განმავლობაში, მეგ უიტმენი იყო ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების CEO, როგორებიცაა eBay და HP, კალიფორნიის შტატის გუბერნატორობის კანდიდატი და აშშ-ს ელჩი კენიაში. დღეს, კი მისი ქონება 2.9 მილიარდ ამერიკულ დოლარად არის შეფასებული. ნახეთ მისი #წარმატებისგზა. 

 

 

მეგ უიტმენი ნიუ იორკში, 1956 წლის 4 აგვისტოს დაიბადა. ბავშვობაში მას ექიმობა უნდოდა, სწორედ ამიტომაც, პრინსტონის უნივერსიტეტში მათემატიკასა და მეცნიერებას სწავლობდა. თუმცა, გაზეთ Business Today-ში სარეკლამო განყოფილებაში მუშაობის შემდეგ, ეკონომიკის ფაკულტეტზე გადავიდა.

 

სწორედ ასე იწყება მილიარდერის ბიზნეს მოგზაურობა - ბრენდ მენეჯერობიდან, სხვადასხვა კომპანიის ვიცე პრეზიდენტობამდე. მათ შორის, The Walt Disney Company-სა და Hasbro-ში. სწორედ, ამ უკანასკნელში მუშაობისას, მან კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა 600-მდე, წლიური შემოსავალი კი 600 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გაზარდა.

 

სხვათა შორის, სწორედ Hasbro-ში მუშაობისას, უიტმენმა ამერიკულ ბაზარზე შემოიტანა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სათამაშო - Mr. Potato Head და ცნობილი ბრიტანული საბავშვო სატელევიზიო შოუ - „ტელეღიპუცები“ (Teletubbies).

 

თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეგ უიტმენის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები არაა.

 

1998 წელს, უიტმანი eBay-ის უერთდება, რომელსაც ამ პერიოდში 30 თანამშრომელი ჰყავს, შემოსავალი კი მხოლოდ 4 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს.

 

თავდაპირველად, უიტმენი არ იყო eBay-ით (იმ დროისთვის eBay-ი წარმოადგენდა საიტს აუქციონებისთვის) დაინტერესებული, თუმცა კომპანიის ოფისის მონახულებისა და ერთგული მომხმარებლების შეფასებების შესწავლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ კომპანიის პრეზიდენტი და CEO გამხდარიყო

 

თავდაპირველად, როგორც მეგ უიტმენი იხსენებს, eBay-ი მისთვის მოსაწყენი და ბნელი საიტი იყო, რომელზეც ნავიგაცია მომხმარებლებს უჭირდათ. ამიტომაც, მალევე, ახალი აღმასრულებელი გუნდი შექმნა, ვებგვერდის დიზაინი უფრო ნათელი გახადა და მომხმარებელთა კრიტიკის შედეგად, ასაკობრივი შეზღუდვები დააწესა. მოგვიანებით, კი საიტზე თამბაქოს, ალკოჰოლის, ცხოველებისა და სხეულის ნაწილების აუქციონზე გატანა სრულიად აკრძალა.

 

 

მეგ უიტმენს კომპანიის თანამშრომლები იხსნებენ, როგორც შეუპოვარ და ძლიერ უფროსს, რომელიც წინააღმდეგობებს არ უშინდებოდა.

უიტმენის  პირველ სამუშაო დღეს, eBay-ის საიტი 8 საათით გაითიშა. მოგვიანებით, კი არასრულყოფილი ტექნიკური გუნდის გამო, საიტმა ფუნქციონირება თითქმის მთელი დღის განმავლობაში შეწყვიტა. ეს კომპანიისთვის მილიონობით ზარალთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, უიტმენმა ერთ თვეში სრულიად ახალი ტექნიკური გუნდის შეკრება შეძლო, რომლებსაც მსგავსი პრობლემა აღარ შეჰქმნიათ.

 

2007 წელს, უიტმენი eBay-ის CEO-ს პოზიციას მილიარდერის სტატუსით ტოვებს. მიღწეული წარმატებისთვის, კი გაზეთმა Fortune ის „მსოფლიოს 5 ყველაზე გავლენიან ქალს“ შორის დაასახელა. Harvard Business Review-მ გასული „ათწლეულის 8 საუკეთესო CEO-ს“ სიაში შეიყვანა.

 

 

მრავალი წარმატების მიუხედავად, მეგ უიტმენის კარიერაში მარცხიც ბევრი იყო. 2011 წელს, ის HP-ის (Hewlett-Packard)-ის დირექტორთა საბჭოს უერთდება, მალევე კი კომპანიის CEO-ც ხდება. 2012 წელს, კომპანიის მიერ ბრიტანული კომპიუტერული კომპანიის, Autonomy-ს შეძენის შედეგად, HP-ის ღირებულება 8.8 მილიარდი ამერიკული დოლარით შემცირდა, აქციების ფასი კი თითქმის 30%-ით დავარდა.

 

2017 წელს, მეგ უიტმენი HP-ის ტოვებს, მის ადგილს კი ანტონიო ნერი იკავებს.

 

 

სხვადასხვა პერიოდში, მეგ უიტმენმა სცადა ახალი სტრიმინგ პლატფორმის - Quibi-ის მართვა და ახალ კომპანიებში ინვესტირება. 2010 წელს, კი კალიფორნიის შტატში, საგუბერნატორო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, თუმცა დამარცხდა. დღეს, ის კენიაში აშშ-ის ელჩია.

 

 

 

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

სამსახური გაქვს, მაგრამ ვეღარ ვითარდები - როდის არის პროფესიის შეცვლის დრო

სამსახური გაქვს, მაგრამ გრძნობ, რომ ერთ ადგილზე გაჩერდი? გაეცანი, როგორ განასხვავო სამუშაო გარემოთი უკმაყოფილება პროფესიის შეცვლის სურვილისგან, როგორ შეამოწმო ახალი მიმართულების მიმართ ინტერესი და როგორ დაგეგმო სწავლა არსებული სამსახურის პარალელურად.

როცა სამსახურში ყველაფერი ნაცნობია და ახალი აღარაფერი გხვდება დილით სამსახურში მიდიხარ, დავალებებს ასრულებ, დღის ბოლოს კი გრჩება განცდა, რომ კიდევ ერთი დღე გავიდა და ახალი არაფერი გისწავლია. იცი, როგორ მოაგვარო ყოველდღიური საკითხები, კოლეგებიც შენს გამოცდილებას ენდობიან, მაგრამ ის, რაც ადრე გამოწვევა იყო, ახლა ავტომატურ მოქმედებად იქცა. სტაბილურობა სასიამოვნოა, თუმცა შáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ დაიწყო კარიერა IT-ში ნულიდან, გამოცდილების გარეშე?

გაიგე, როგორ შეგიძლია დაიწყო კარიერა IT სფეროში ნულიდან და რა ეტაპები უნდა გაიარო სწორი მიმართულების შესარჩევად, პრაქტიკული პორტფოლიოს შესაქმნელად და სასურველ პოზიციაზე დასასაქმებლად გამოცდილების გარეშე.

მიმართულების შერჩევა და პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიურ სამყაროში ტექნოლოგიური სფერო დღეს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ, მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მიმართულებად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ IT ინდუსტრია ბევრისთვის მიმზიდველია, დამწყებების უმრავლესობას ერთი და იგივე კითხვა აწუხებს: „როგორ დავიწყო, როდესაც არც ტექნიკური განათლება მაქვს და არც სამუშაო გამოცდილება?“ სინამ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ახალი პროფესიის სწავლა სამსახურთან ერთად - რამდენად რეალურია?

გაიგე, რამდენად რეალურია ახალი პროფესიის ათვისება სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად და აღმოაჩინე დროის მენეჯმენტის ეფექტური სტრატეგიები წარმატებული კარიერული ცვლილებისთვის.

პროფესიული ზრდის გამოწვევები და სწორი დაგეგმვა დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ახალი პროფესიის ათვისება და კარიერული ცვლილება ბევრისთვის პრიორიტეტული ამოცანაა. თუმცა, მთავარი გამოწვევა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას აჩერებს, არსებულ სამსახურსა და ყოველდღიურ რუტინასთან სწავლის შეთავსებაა. ხშირად ჩნდება კითხვა: რეალურია თუ არა სრულფასოვანი პროფესიის შესწა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა