IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

მეტავერსი ავატარებისთვის პირად საზღვრებს აწესებს

Techfacts

07.02.2022

580 დათვალიერება

ვირტუალურ სამყაროსა თუ რეალურ ცხოვრებაში, ყველა ადამიანსა და ავატარს პირადი სივრცე აქვს, რომლის უხეშად დარღვევა ან შევიწროვება გარკვეულ დისკომფორტთან ასოცირდება.

მეტავერსი არის ინტერნეტის განვითარების წარმოსახვითი მომავალი, 3D ვირტუალური სივრცეების გაერთიანება, სადაც ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე ციფრული სამყარო არსებობს და მომხმარებლებს შეუძლიათ, სასურველ წარმოსახვით სამყაროში იცხოვრონ.

ლამაზ და წარმოსახვით სამყაროში ცხოვრება კი ზოგიერთი ადამიანისთვის რეალურ ცხოვრებაზე საინტერესო და მიმზიდველია, თუმცა სამწუხაროდ სხვა ადამიანის მიერ ჩვენი პირადი სივრცის უხეშად დარღვევით არც ვირტუალურ რელობაში ვართ დაზღვეულნი.

,,პერსონალური საზღვრების მეშვეობით ავატარები ერთმანეთს მხოლოდ დადგენილ საზღვრებამდე მიუახლოვდებიან. ეს ნაბიჯი თითოეული ავატარის პირადი სივრცის დაცვას ემსახურება’’ - განაცხადა ონლაინ თამაშის ,,Horizon Worlds’’-ის ვიცე პრეზიდენტმა ვაივეკ შარმმა.

A Woman Says She Was Groped in Meta's Metaverse

ვირტუალურ რეალობაში, პერსონალური საზღვრების დაწესების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა 2022 წლის 4 თებერვალს და როგორც Horizon Worlds-ის ვიცე პრეზიდენტი აცხადებს ის დამკვიდრდება და გაგრძელდება Horizon Worlds-სა და Horizon Venues-ს ყველა სივრცეში.

განცხადება ამერიკულმა ყოველდღიურმა გაზეთმა , USA Today-მ გაავრცელა.

მეტავერსის თამაშებში Horizon Worlds-სა და Horizon Venues-ს ყველა სივრცეში ავატარებს ერთმანეთთან მიახლოება მხოლოდ ერთი მეტრისა და 20 სმ-ით დაშორებულ მანძილზე შეეძლებათ.

მეტავერსი რეალური სამყაროსა და კომპიუტერული თამაშების ერთგვარი შერწყმაა. მომხმარებლები ირჩევენ თავიანთ ავატარს, რომელსაც ნებისმიერ სახის გარეგნობა შეიძლება ჰქონდეს, იქნება ეს რეალურთან მიმსგავსებული თუ წარმოსახვითი.

Meta opens up access to VR social platform Horizon Worlds - The Verge
 

მეტავერსში შესასვლელად მხოლოდ VR სათვალე/ჩაფხუტი დაგჭირდებათ, შესულს კი ერთ სივრცეში დაგხვდებათ ერთმანეთთან დაკავშირებული სამგანზომილებიანი ციფრული გარემო, სადაც თითქმის ყველაფრის გაკეთება არის შესაძლებელი.

მეტავერსში პირადი საზღვრების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ერთ-ერთმა  ავატარამა მისი არასასიამოვნო გამოცდილების შესახებ საჯაროდ ისაუბრა.

"მაშინვე დავინახე, რომ მე ვიყავი ერთადერთი ქალი ავატარი. კაცები ჩემი გარშემო იკრიბებოდნენ და ჩუმად მიყურებდნენ. ერთ ერთი მათგანი მომიახლოვდა და რაღაც მითხრა. ვირტუალურ რეალობაში ავატარის ხმა ისე ჟღერს თითქოს ამას რეალურად ვინმე გეუბნება, რამაც ძალიან დამთრგუნა და შემაშინა", - აღნიშნა ქალბატონმა ოლსონმა Tech Tent-ს პოდკასტში.

აღსანიშნავია რომ ვირტუალური რეალობის ონლაინ თამაში Horizon Worlds-ი შეფასებულია როგორც ვიდეო თამაში ინტეგრირებული თამაშის შექმნის სისტემით, რომელიც შემუშავებული და გამოქვეყნებულია Meta Platform-ის მიერ და მასში ნებისმიერ მსურველს შეუძლია შექმნას თავისი სამყარო.
 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა