IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

მიიღე დაფინანსება და დაეუფლე ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს უფასოდ IT აკადემია STEP-ში

.

06.10.2023

8633 დათვალიერება

“Do IT in Georgia” საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციულ ტექნოლოგიებში დამწყები სპეციალისტების მომზადებას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებში: პროგრამირება, დიზაინი და მართვა. 

პროექტის ფარგლებში სრული დაფინანსებით შეგიძლიათ გაიაროთ IT აკადემია STEP-ის ტრენინგ-კურსები: 

•    Front-End Web პროგრამირება
•    პროგრამირება Python-ის გამოყენებით
•    Back-End პროგრამირება C#, ASP.NET
•    ილუსტრატორის მასტერ კურსი
•    ფოტოშოპის მასტერ კურსი
•    სარეკლამო და ბრენდის ვიზუალის დიზაინი*
•    AFTER EFFECTS-ის მასტერ კურსი
•    UI/UX დიზაინი
•    IT პროექტების მართვა - AGILE

(*სარეკლამო და ბრენდის ვიზუალის დიზაინის კურსი ფინანსდება ნაწილობრივ)


დამატებითი ბენეფიტები:

პროექტის განმავლობაში სტუდენტები შეასრულებენ შუალედურ და ფინალურ დავალებებს, რაც დაეხმარებათ თანამედროვე პორტფოლიოს შედგენაში. მონაწილეობას მიიღებენ აკადემიის მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმში. STEP-ი გადასცემთ უფასო ვაუჩერს, რომლითაც შეძლებენ არჩეული მიმართულებით მოიპოვონ საერთაშორისო სერტიფიკატი. სტუდენტებს ექნებათ წვდომა STEP-ის დამატებით, ონლაინ ასინქრონულ ტრენინგებზე, რომლებიც კარიერულ განვითარებაში დაეხმარებათ. 

კურსზე მოსახვედრად აუცილებელია დარეგისტრირდეთ ვებ-პორტალზე: doit.gov.ge და აირჩიოთ სასურველი ტრენინგ-კურსები (არაუმეტეს 5 კურსისა), დაალაგოთ პრიორიტეტების მიხედვით, ჩააბაროთ შესაბამისი გამოცდა და გამოცდის შედეგებით მოხვდეთ საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტთა შორის.  

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 16 წლიდან. 

პროექტი ხორციელდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. 

IT აკადემია Step-ის პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://itstep.info/presentationdoit

ინფორმაცია DoITinGeorgia-სთან დაკავშირებით იხილეთ აქ: https://doit.gov.ge/



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა