IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

Play Store-ში ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების სისტემით დაბლოკილი მილიონობით აპლიკაცია

12.06.2021

718 დათვალიერება

უკანასკნელი ცნობებით, Google-ის ხელოვნური ინტელექტით შემქნილი Play Store-ის უსაფრთხოების ინოვაციურმა სისტემამ ბლოკი დაადო თითქმის ერთ მილიონ პოლიტიკის დამრღვევ აპლიკაციას.

 

Google-მა განმარტა, თუ რა ზომებს მიმართავენ ისინი ანდროიდის მილიარდობით მომხმარებლის და მსოფლიოს უმსხვილესი მობილური პლატფორმისთვის მილიონობით აპლიკაციის შემქმენელი დეველოპერების უსაფრთხოების დასაცავად.

 

2020 წელს,  ჩვენ გავიღეთ მსხვერპლი თავისუფლების შეზღუდვით, რათა დაგვეცვა არამხოლოდ საკუთარი თავი, არამედ ჩვენს ირგვლივ გარშემომყოფებიც. სამწუხაროდ, დამნაშავეები სარგებლობდნენ იმით, რომ უფრო მეტი ადამიანი მოიხმარდა ჭკვიან მოწყობილობებს სამსახურეობრივი, თუ გასართობი დანიშნულებებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების და ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

 

განახლდა უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც სამ ახალ წესდებას მოიცავდა ახალი გამოწვევების გადასაჭრელად

  • COVID-19 აპლიკაციების მოთხოვნები: Google–მა, COVID-19 აპლიკაციებისთვის, საზოგადოების უსაფრთხოების, ინფორმაციის მთლიანობისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის მიზნით დანერგა სპეციფიკური მოთხოვნები. აპლიკაციები, რომლებიც უზრუნველყოფს კრიტიკულ ინფორმაციას, მაგალითად, ტესტირების შესახებ, უნდა იყოს დამტკიცებული ოფიციალური სამთავრობო უწყებების ან ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ და აკმაყოფილებდეს მომხმარებლის მონაცემთა კონფიდენციალურობის მაღალ სტანდარტს.
  • ახალი ამბების პოლიტიკა: Google-მა შემოიღო მინიმალური მოთხოვნები, რომლებიც აპლიკაციებმა უნდა დააკმაყოფილონ იმისთვის, რომ დეველოპერებმა განაცხადონ თავიანთი პროექტი, როგორც „ახალი ამბების“ აპლიკაცია Google Play-ზე, რაც ემსახურება როგორც  სიახლის გამოქვეყნების გამჭვირვალეობას და ასევე დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას.
  • საარჩევნო მხარდაჭერა: შეიქმნა რამდენიმე გუნდი და დაიწყო ახალი პროცესები Google Play-ს მასშტაბით, დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და მნიშვნელოვანი არჩევნების გარშემო ცვალებად ლანდშაფტთან ადაპტაციის მიზნით.

 

ნუ დარჩებით დროის შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარების გარეშე

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

Google აცხადებს, რომ 2020 წელს ჭკვიანი ტექნოლოგიების დახმარებით შეძლო 100 მილიარდი დაინსტალირებული აპლიკაციის სკანირება მავნე პროგრამული უზრუნველყოფის გამოვლენის მიზნით.

 

კრიშ ვიტალდევარა, Google Play-ში უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელმა დაპოსტა:

„ჩვენი მთავარი ძალისხმევა მავნე აპლიკაციების იდენტიფიკაციის და შემცირებისკენ იყო მიმართული, ხოლო დეველოპერები განვითარდნენ ახალი დამაზიანებელი ქცევებისა და ბოროტმოქმედების ფორმების გადაჭრის მიზნით. ჩვენი მანქანით-სწავლების გამოვლენის შესაძლებლობებითა და აპლიაკციების გაძლიერებული მიმოხილვის პროცესებით შევძელით, რომ Google Play-ში არ გამოქვეყნებულიყო 926 ათასი პოლიტიკის დამრღვევი აპლიკაცია. 

 

ჩვენ ასევე ავკრძალეთ 119 ათასი მავნე და სპამის შემქმნელი ანგარიშები. გარდა ამისა, ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ ჩვენი ყურადღება SDK-ის აღსრულების მიმართ, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ ამ დარღვევებმა დიდი გავლენა მოახდინა უსაფრთხოებაზე და მომხმარებლის მონაცემების კონფიდენციალურობის მიმართ.”

 

Google-ში ამბობენ, რომ მათ ასევე გააუმჯობესეს თავისი პროცესები ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც დეველოპერების მიმართ საჭიროა სააღსრულებო მოქმედება, რაც ხელს უწყობს ნდობის ამაღლებას. ახლა უფრო მეტი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი იმის შესახებ, თუ რატომ იქნა მიღებული გარკვეული ზომები, რაც Google-ის მტკიცებით, საჩივრების "მნიშვნელოვნად შემცირებას" და დეველოპერების კმაყოფილების გაზარდას ხელი შეუწყო.

 

Google-ის განცხადებით, მომდევნო წლის განმავლობაში Android დეველოპერებს შეუძლიათ ჰქონდეთ მოლოდინი კომუნიკაციის სიჩქარისა და ხარისხის შემდგომი გაუმჯობესების კუთხით, გარდა ამისა, მეტი ინიციატივა იქნება წამოწყებული დეველოპერების უფრო მაღალი ხარისხით ჩართულობისთვის. 

 

Google-ის მიერ გატარებული მკაცრი პოლიტიკის მიუხედავად, დაახლოებით 29 პროცენტი მავნე აპლიკაციები მაინც გამოიყენება.

 

ხელოვნური ინტელექტი, სულ უფრო მასშტაბურად გამოიყენება მსოფლიოში, ამიტომ 2022 წლისთვის მოსალოდნელია, რომ მხოლოდ დაბალი კლასის სმარტფონებს ექნებათ დავირუსების საფრთხე

 

დაეუფლე მოთხოვნად და საუკეთესოდ ანაზღაურებად პროფესიებს

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100 ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

სამსახური გაქვს, მაგრამ ვეღარ ვითარდები - როდის არის პროფესიის შეცვლის დრო

სამსახური გაქვს, მაგრამ გრძნობ, რომ ერთ ადგილზე გაჩერდი? გაეცანი, როგორ განასხვავო სამუშაო გარემოთი უკმაყოფილება პროფესიის შეცვლის სურვილისგან, როგორ შეამოწმო ახალი მიმართულების მიმართ ინტერესი და როგორ დაგეგმო სწავლა არსებული სამსახურის პარალელურად.

როცა სამსახურში ყველაფერი ნაცნობია და ახალი აღარაფერი გხვდება დილით სამსახურში მიდიხარ, დავალებებს ასრულებ, დღის ბოლოს კი გრჩება განცდა, რომ კიდევ ერთი დღე გავიდა და ახალი არაფერი გისწავლია. იცი, როგორ მოაგვარო ყოველდღიური საკითხები, კოლეგებიც შენს გამოცდილებას ენდობიან, მაგრამ ის, რაც ადრე გამოწვევა იყო, ახლა ავტომატურ მოქმედებად იქცა. სტაბილურობა სასიამოვნოა, თუმცა შáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ დაიწყო კარიერა IT-ში ნულიდან, გამოცდილების გარეშე?

გაიგე, როგორ შეგიძლია დაიწყო კარიერა IT სფეროში ნულიდან და რა ეტაპები უნდა გაიარო სწორი მიმართულების შესარჩევად, პრაქტიკული პორტფოლიოს შესაქმნელად და სასურველ პოზიციაზე დასასაქმებლად გამოცდილების გარეშე.

მიმართულების შერჩევა და პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიურ სამყაროში ტექნოლოგიური სფერო დღეს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ, მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მიმართულებად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ IT ინდუსტრია ბევრისთვის მიმზიდველია, დამწყებების უმრავლესობას ერთი და იგივე კითხვა აწუხებს: „როგორ დავიწყო, როდესაც არც ტექნიკური განათლება მაქვს და არც სამუშაო გამოცდილება?“ სინამ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ახალი პროფესიის სწავლა სამსახურთან ერთად - რამდენად რეალურია?

გაიგე, რამდენად რეალურია ახალი პროფესიის ათვისება სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად და აღმოაჩინე დროის მენეჯმენტის ეფექტური სტრატეგიები წარმატებული კარიერული ცვლილებისთვის.

პროფესიული ზრდის გამოწვევები და სწორი დაგეგმვა დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ახალი პროფესიის ათვისება და კარიერული ცვლილება ბევრისთვის პრიორიტეტული ამოცანაა. თუმცა, მთავარი გამოწვევა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას აჩერებს, არსებულ სამსახურსა და ყოველდღიურ რუტინასთან სწავლის შეთავსებაა. ხშირად ჩნდება კითხვა: რეალურია თუ არა სრულფასოვანი პროფესიის შესწა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა