IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

NFT ისტორია - Rare Pepe-დან Beeple-ის 69 მილიონიან NFT აუქციონამდე

20.10.2021

644 დათვალიერება

გინდა იცოდე, როგორ ცვლის ხელოვნების სამყაროს - NFT?

ციფრული ხელოვნება, როგორც „ნამდვილი“ ხელოვნება - დიდი ხნის განმავლობაში არ იყო აღიარებული. მხატვრობა, მოქანდაკეობა და სხვა ინსტალაციები მიიჩნეოდა „ნამდვილ - ტრადიციულ“ ხელოვნებად, მაშინ, როდესაც ციფრული ხელოვნება დაბალი საფეხურის წარმომადგენელი იყო. თუმცა, როგორც კლასიკური არტისტები, ასევე ციფრული ხელოვნების მიმდევრებიც დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავდნენ იმაში, რომ თავიანთი შემოქმედება და უნარები სრულყოფაში მოეყვანათ.

მრავალი წლის განმავლობაში, ციფრული მხატვრები ვერ იღებდნენ შესაბამის, სათანადო ანაზღაურებას, თავიანთი გაწეული შრომის სანაცვლოდ. ისინი წარმოადგენდნენ ფრილანსერებს, რომლებსაც უწევდათ დროის სხვადასხვა მონაკვეთში შეკვეთების მოძიება და ყოველთვის უძნელდებათ ანაზღაურების მიღება საკუთარი ხელოვნებიდან.

იმის მიზეზი, თუ რატომ არის რთული ციფრული ნამუშევრის უნიკალურად ქცევა, არის ის, რომ ძალიან მარტივია ავტორის მიერ მისი შექმნის შემდეგ, გამოსახულების დაკოპირება და ინტერნეტში გავრცელება, რაც ართულებს იმის გარჩევას, თუ რომელია პირველწყარო - ორიგინალი.

მე შემიძლია დაგისახელოთ უამრავი მხატვრის ნამუშევარი ტრადიციული ხელოვნებიდან, რომლის ბევრი კოპიაც შეგვიძლია ვიპოვოთ ინტერნეტში ძებნის შედეგად. მაგრამ ვიცით, რომ ორიგინალი ნამუშევარი გამოფენილი იქნება რომელიღაც მუზეუმში ან, თუნდაც, ვინმე კოლექციონერის სახლში.

როგორ შეგვიძლია ვაქციოთ ციფრული ხელოვნების ნიმუში

უნიკალურ ღირებულებად - NFTs

გასული საუკუნის განმავლობაში კოლექციონერების ბაზარი მასობრივად გაიზარდა, რომლის საერთო ღირებულებამ ასობით მილიონ დოლარს გადააჭარბა. კრიპტო კოლექციონერები, ბიტკოინის წარმოქმნის ადრეულ პერიოდში, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჩაეშვათ პროექტი ColoredCoins. 2012 წელს უკვე colored coins გამოიყენებოდა სხვადასხვა აქტივის წარმოსადგენად ბლოქჩეინზე. მიუხედავად იმისა, რომ პროექტმა დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა, იგი გახდა NFT-ის დასაბამის საწყისი.

კრიპტო საზოგადოებამ დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ ციფრული აქტივების ბლოქჩეინზე შენახვას შესაძლოა სამომავლოდ დიდი პოტენციალი ჰქონოდა. 2014 წელს ბიტკოინის ბლოქჩეინის საფუძველზე, შეიქმნა ფინანსური პლატფორმა, სახელად Counnterparty, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა „თანამედროვე“ NFT-ის წარმოქმნას.

2016-ში ჩაეშვა პირველი NFT პროექტი, სახელად Rare Pepe - Homer Pepe გაიყიდა 205 ETH ($320.000) რომელიც პიტერ კელმა შეიძინა.

ამის შემდეგ იყო მცდელობები სხვადასხვა პროექტის ჩაშვებისა, თუმცა მათ პოპულარობა ვერ მოიპოვეს. ახალი ტალღა დაიწყო მას შემდეგ, რაც დამკვიდრდა ERC-721 ტოკენ სტანდარტი.

ERC-721-მა ბიძგი მისცა ისეთი პროექტების ჩაშვებას, როგორიცაა Cryptokitties, რომლებმაც პოპულარობა გვიან - 2017 წლებში მოიპოვეს. Cryptokitties არის თამაში, რომელიც დაფუძნებულია ETH-ზე და მოთამაშეებს აძლევს საშუალებას  შეაგროვონ, გამოიმუშაონ და გაცვალონ ციფრული, საყვარელი ფისოები. Crypytokitties-თან ერთად (რამდენიმე თვის შემდეგ) ჩაეშვა პროექტი Cryptopunks.  

NFT შედგება Non-Fungible Token-სგან და წარმოგვიდგენს სრულიად ახალ სამყაროს! და რატომ ღირს Cryptokittie 1 მილიონი დოლარი? რადგან იგი ხელოვნების უნიკალური ნიმუშია! დღესდღეობით ბაზარზე NFTs მაღალი მოთხოვნა, ზრდის მის ღირებულებას.

NFT წარმოადგენს Non-Fungible ტოკენს, რომელიც თავის მხრივ, გულისხმობს მის უნიკალურობასა და გვაძლევს უფლებას, რომ ვთქვათ - ის ჩაუნაცვლებელია! 2021 წელს თვით Christies აუქციონიც კი ჩაერთო NFT-ის გაყიდვებში.

NFT წარმოადგენს ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვებას. მაგალითად, ნებისმიერ დროს, მე შემიძლია დავაკოპირო ნებისმიერი ფოტო NFT მარკეტიდან ჩემს კომპიუტერში, მაგრამ ის ყოველთვის სხვის მფლობელობაში იქნება ETH ბლოქჩეინზე.

არტისტმა Beeple-მ თავისი ნამუშევრების კოლექცია გაყიდა Nifty Gateway-ზე 3.5 მილიონ დოლარად. ხოლო მოგვიანებით, 2020-2021 წლებში, Christies აუქციონის დახმარებით 69 მილიონად.

Digital art NFT წარმოადგენს იმავე ღირებულებას, როგორც სხვა ნებისმიერი ტრადიციული ხელოვნების ნიმუში - ნახატი, სკულპტურა და ა.შ. NFT-მ შეძლო და ციფრულ მხატვრობას მიანიჭა ღირებულება, საკუთრების უფლება და უნიკალურობა. ეს ყველაფერი კი, ტრადიციულ ხელოვნებას, მნიშვნელობას სულაც არ უკარგავს.



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

რატომ არის Data Science და AI ინჟინერია მომავლის მთავარი პროფესია

გაიგე, რატომ ხდება Data Science და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინჟინერია თანამედროვე სამყაროს მთავარი პროფესია, რა პერსპექტივებს გვთავაზობს ეს სფერო და როგორ შეგიძლია დაიწყო შენი კარიერა დღესვე.

მონაცემების ეპოქა და ხელოვნური ინტელექტის როლი თანამედროვე ბიზნესში დღევანდელ ციფრულ სამყაროში კომპანიები ყოველდღიურად მილიონობით მონაცემს აგროვებენ, თუმცა ნედლი მონაცემები თავისთავად არაფერს ამბობს. იმისათვის, რომ ბიზნესმა სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებები მიიღოს, აუცილებელია ამ უზარმაზარი ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და პროგნოზირება. სწორედ აქ ერთვება სა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ვერ ჩააბარე ? ეს არ ნიშნავს, რომ შენი წარმატების გზა დასრულდა

ვერ ჩააბარე? ეს არ ნიშნავს, რომ შენი პროფესიული გზა დასრულდა. გაიგე, რატომ აღარ განსაზღვრავს ერთი გამოცდა მომავალ წარმატებას და როგორ შეგიძლია პრაქტიკული ცოდნითა და თანამედროვე პროფესიების შესწავლით კარიერა დღესვე დაიწყო.

ერთი გამოცდა არ განსაზღვრავს შენს შესაძლებლობებს ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების შემდეგ ათასობით ახალგაზრდა რთულ ემოციებს განიცდის. მათგან ბევრი ფიქრობს, რომ თუ სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, კარიერული გეგმებიც დასრულდა. ეს განცდა ბუნებრივია, თუმცა რეალობა სულ სხვაა. ერთი გამოცდის შედეგი ვერ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებს, მის შრომისმოყვარეო

ШАГ логотип

მშობლებისთვის

რატომ არ არის ტრაგედია, თუ თქვენი შვილი წელს უნივერსიტეტში არ წავიდა (თანამედროვე შრომის ბაზრის რეალობა)

უნივერსიტეტში წაუსვლელობა არ ნიშნავს განათლების დასასრულს. თანამედროვე შრომის ბაზარზე პრაქტიკული უნარები და ტექნოლოგიური წიგნიერება არის ის მყარი საფუძველი, რომელიც შვილის წარმატებულ კარიერას განსაზღვრავს.

აკადემიური დიპლომის მიღმა: თანამედროვე რეალობა დღევანდელ მუდმივად ცვალებად შრომის ბაზარზე, უმაღლესი განათლების შესახებ წარმოდგენები ფუნდამენტურად შეიცვალა. ტრადიციული ხედვა, სადაც უნივერსიტეტის დიპლომი წარმატების ერთადერთ გარანტად ითვლებოდა, თანდათან პოზიციებს თმობს. დამსაქმებლები სულ უფრო მეტად აფასებენ არა ფორმალურ განათლებას, არამედ კონკრეტულ, პრაქტიკულ უნარ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა