IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

NFT - ციფრული ხელოვნების მომავალი!

22.01.2022

880 დათვალიერება

ბოლო პერიოდის მანძილზე ყველგან გვესმის NFT, NFT, NFT, NFT! (იგივე Non-Fungible Token) რაც მისი მაღალი მოთხოვნისა და მომგებიანობის დამსახურებაა. ერთ-ერთი NFT $69 მილიონადაც კი გაიყიდა Christie-ს აუქციონზე

NFT ბლოკჩეინზე დაფუძნებული ქონებაა (ხშირ შემთხვევაში ციფრული ხელოვნების ნიმუში)  უბრალო სურათის მსგავსი არ გეგონოთ, განსხვავება კრიპტოვალუტის ავთენტიფიკაციაში მდგომარეობს, რაც ნიშნავს, რომ NFT-ს ავტორს, მისი ნამუშევრისთვის მინიჭებული აქვს უნიკალური NFT-ს ტიტული (Badge) რაც ადასტურებს, რომ ის ნამუშევარი არის ორიგინალი და მასზე გარკვეული კრიპტოვალუტის ავთენტიფიკაციაა მინიჭებული – მსგავსი ნამუშევრები კი, სხვადასხვა ონლაინ აუქციონებზე იყიდება.

კრიპტომოყვარულთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ NFT ციფრული ხელოვნების მომავალია, რისი დამხმარებითაც უამრავმა ხელოვანმა შეძლო საკუთარი ნამუშევრების საზოგადოებისთვის გაზიარება!

თქვენი შეძენილი NFT-ს ღირებულება ცვალებადია, ინტერესი და ხმაური მის ფასს ზრდის, ამის ნათელი მაგალითია, ნიუ-იორკში საჯაროდ დამწვარი ბენქსის ეს ორიგინალი ნამუშევარი, რომელმაც ენთუზიასტების ჯგუფმა ჯერ 95.000 ამერიკულ დოლარად შეიძინა და შემდეგ პირდაპირ ეთერში დაწვა, პერფომანსმა ჯეროვნად გაზარდა ფასი და დიდი მოგება მოიტანა, შემდეგ კი ეს თანხა ქველმოქმედებას მოხმარდა.

ნახატის ციფრული ვერსია NFT (non-fungible token) ტექნოლოგიით 380 000 დოლარის ეკვივალენტად გაიყიდა.

 

 

„ჩვენ ვქმნით ხელოვნების ახალ ფორმას ამ უნიკალური NFT-ის გამოყენების გზით. ნამუშევრის დაწვა ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, იმდენად, რამდენადაც სანამ ნახატი ფიზიკურად იარსებებს, მისი ღირებულება ხელშესახებ ვერსიაზე იქნება მიბმული. სამაგიეროდ, ჩვენ შეგვიძლია სრულად გარდავქმნათ ფიზიკური ნამუშევარი უნიკალურ კოდირებულ ციფრულ სიმბოლოდ, რომლის დაკოპირება ან ჩანაცვლება შეუძლებელია. ეს ნახატი, რომელიც რამდენიმე წუთში აღარ იარსებებს, შეინახება როგორც NFT-ი. იმედი გვაქვს, რომ ეს ახალი ტექნოლოგიებისთვის და ხელოვნების ენთუზიასტებისთვის ინსპირაცია იქნება. გვჯერა, რომ NFT-ს უდიდესი პოტენციალი აქვს და ბლოკჩეინის ტექნოლოგია ხელოვნებაში გამოხატვის მრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს.“

 

საერთოდ რა არის NFT-ი? ან რა ტექნიკური მანიპულაცია დგას ნახატის დაწვის არტისტული პერფორმანსის უკან, რომელიც რეალურად ფინანსური სქემაა?

ბლოკჩეინის და კრიპტოვალუტების შესახებ ალბათ, ყველას გვსმენია. ციფრული ვალუტა, რომელმაც თავისი აქტუალურობით რამდენიმე წლის წინ ფაქტობრივად მთელი მსოფლიო მოიცვა, დაფუძნებულია კოდირებულ სქემაზე, რომელიც ციფრული ერთეულის გაყალბებას შეუძლებელს ხდის. შესაბამისად, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს ვირტუალური ფულია. მართალია კრიპტობაზარს უფრო დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, ვიდრე ეს რეალურად აღმოჩნდა, თუმცა ტექნიკურად ბლოკჩეინის სისტემა მყარი გამოდგა.

განავითარე ნიჭი და გაიფართოვე შესაძლებლობები, დაიწყე შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული !

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

NFT-ები ხელოვნების ნიმუშების ციფრული აქტივიებია, რომელიც ბლოკჩეინის ციფრულ მონაცემთა ბაზასთანაა მიბმული. ამ კრიპტოაქტივებს სხვა ნებისმიერი კრიპტოვალუტისგან ერთი პრინციპული განსხვავება აქვს - თითოეული კოდი უნიკალურია და არც ერთ NFT-ს არ აქვს ეკვივალენტი. შესაბამისად, შეუძლებელია მისი რეპლიკაცია ან ეკვივალენტში გაცვლა.

 

აკრონიმი NFT-ი სწორედ ამ ჩაუნაცვლებლობას გამოხატავს (non fungible token) და ციფრული ხელოვნების მატერიალიზაციას შესაძლებელს ხდის.

  • NFT-ები უნიკალური კრიპტოგრაფიული ტოკენებია, რომლებიც ბლოკჩეინზე არსებობს და მათი რეპლიკაცია შეუძლებელია.
  • NFT-ები შეიძლება იყოს რეალური ნივთების ციფრული რეპრეზენტაცია.
  • რეალურად ხელშესახები ნივთების „ტოკენიზირება“ ეფექტური ვაჭრობის საშუალებას იძლევა.
  • NFT-ების გამოყენება ადამიანების იდენტობის, ქონების, უფლებების და მსგავსი უნიკალური მასალის გამოსახატად შეიძლება.

 

NFT-ის ფინანსური წარმატების რამდენიმე მაგალითი:

  • ცნობილი გიფის ავტორმა კრის ტორესსმა გადაწყვიტა ნამუშევრის შექმნის 10 წლისთავი NFT-ის გაყიდვით აღენიშნა. „Nyan Cat“-ი ბლოკჩეინზე 561,000 აშშ დოლარის ეკვივალენტად გაიყიდა.
  • ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული NFT-ი 2021 წლის მარტში გაიყიდა. ციფრულ არტისტს Beeple-ის, იგივე მაიკ მინკელმენს ახალმა მფლობელმა ნამუშევარში 69,3 მილიონი დოლარის ეკვივალენტი გადაუხადა. 
  • ჯერ კიდევ 2017 წელს, როცა NFT სულ ახალი გამოჩენილი იყო ბაზარზე, დეველოპერულმა სტუდიამ - Lavra Labs-მა შექმნა სერია Cryptopunks-ი, რომელიც ერთ-ერთი პირველი NFT-ი პროექტია. კრიპტოპანკები 10,000 ცალი 24x24 პიქსელისგან შემდგარი სერიებია, რომლებიც სხვადასხვა ატრიბუტით ადამიანების სახეებს ასახავს. 
  • თავდაპირველად უფასო პიქსელებმა, რამდენიმე თვის შემდეგ დიდი შემოსავლები მიოტანა. ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ #7610-ე პანკი, კომპანია ვიზამაც შეიძინა, როგორც „ისტორიული კომერციული არტეფაქტების“ კოლექციის ნაწილი.
  • რამდენიმე თვის წინ გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ტვიტერის დამფუძნებელმა, ჯეკ დორსიმ, თავისი ერთ-ერთი პირველი ტვიტი NFT-დ აქცია და თითქმის 3 მილიონ დოლარად გაყიდა. დიახ, არ მოგესმათ, ამ ფასად სწორედ ტვიტი გაიყიდა
  • Twitter-ის მომხმარებლებს პროფილის ფოტოდ NFT-ს განთავსება უკვე შეუძლიათ, თუმცა ამისათვის $2.99-ის გადახდა და iOS მოწყობილობით სარგებლობაა საჭირო . სიახლე სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ გასული წლის სექტემბერში დააანონსა, ახლა კი ფუნქცია ოფიციალურად გააქტიურა. 

 

კონტრინტუიციური ამ ამბავთან დაკავშირებით ისაა, რომ ინტერნეტის ნებისმიერ მომხმარებელს ხელმისაწვდომობა აქვს გახსნას, გააგზავნოს, გამოიყენოს NFT, მისი ფლობის უფლების გარეშე, ანუ ციფრული ნამუშევრის მფლობელს არ აქვს საკმარისი ბერკეტები იმისთვის, რომ შეზღუდოს შენაძენის გამოყენება. მაშინ, რა მომავალი ელის NFT-ის ბაზარს? ამის წინასწარ გარკვევა რთულია, თუმცა, ალბათობა დიდია, რომ კრიპტოარტი უფრო და უფრო ექსპრესიული და საინტერესო გახდება.

 

სად შეიძლება NFT-ების ნახვა, დათვალიერება, ყიდვა ან გაყიდვა

NFT მარკეტები უკვე საკმაოდ ბევრია. მათი ყიდვისა და გაყიდვის საშუალებას OpenSea, Rarible და Grime-ის რჩეული, Nifty Gateway-ც გვაძლევს. ეს NFT მარკეტების მცირე ჩამონათვალია. მათი შენახვა ისევე როგორც კრიტპოვალუტები, ციფრულ საფულეებში ინახება, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ჯერ NFT-ების შენახვის მხარდაჭერა ყველა საფულეს არ აქვს

Non-Fungible Token შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ციფრულია. მაგალითად, მე შემიძლია ამ სტატიის ყიდვაც შემოგთავაზოთ თუ ვინმეს სურვილი გექნებათ. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, თქვენ მართლა შეგიძლიათ Quartz-ის ან New York Times-ის სტატიების ყიდვა და მათი ფასებიც ისეთივე განსაცვიფრებელია, როგორიც ზემოთ ნანახი ნახატების ან გიფების შემთხვევაში იყო.

NFT-ები, ძირითადად, Ethereum-ის ბლოკჩეინზე მუშაობს, თუმცა ახალ სტანდარტს ნელ-ნელა სხვა კრიპტოებიც ითვისებენ!

ექსპერტების თქმით, NFT კრიპტოვალუტის სამყაროს განვითარების ნათელი მაგალითია, რაც გარანტია, რომ კრიპტოსამყაროს, როგორც მასშტაბები, ასევე ღირებულება დრო და დრო უფრო მეტად გაიზრდება

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა