IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

Როგორ დავსაქმდეთ ჯუნიორ ვებ-დეველოპერად 2024 წელს?!

1000

პროგრამირება

მოტივაცია

18.02.2024

381 ხედი

ფრილანსინგი, მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. დისტანციურმა და მოქნილმა სამუშაო გარემომ შეცვალა კომპანიების აღქმა ტრადიციული სამუშაო მიდგომების მიმართ. ფრილანსინგი საშუალებას აძლევს ქართველ პროფესიონალებს შესთავაზონ თავიანთი სერვისები კლიენტებს მთელს მსოფლიოში, ტრადიციული ოფისის და საზღვრების შეზღუდვის გარეშე

 

ევროპასა და ამერიკაში ბრენდები ინოვაციებს ქმნიან მინიმუმ 6-8 ქვეყნიდან ჩართული პროფესიონალების დახმარებით,რის შედეგადაც დასაქმდეთ ჯუნიორ ვებ-დეველოპერად საკმაოდ მარტივი გახდა! ის ხომ ერთერთ ყველაზე პოპულარულ პოზიციას წარმოადგენს (ზოგჯერ შესაძლოა შეგხვდეთ როგორც entry-level front-end developer). თუ გაინტერესებთ როგორ მოახერხოთ ამ პოზიციაზე დასაქმება ბოლომდე წაიკითხეთ ბლოგი, ჩვენ შევადგინეთ 12 მნიშვნელოვანი ნაბიჯის სია, რომელიც უნდა გადადგათ თქვენი კარიერის გასანვითარებლად

 

1. შექმენით პორტფოლიო ვებ-საიტი რელევანტური ნამუშევრებით

თქვენი პორტფოლიო არის პირველი რამ, რასაც პოტენციური დამსაქმებელი ნახავს, ასე, რომ ვებ გვერდი კარგად უნდა ასახავდეს თქვენს უნარებსა და პირად ბრენდს, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც front end დეველოპმნეტით ხართ დაინტესებული. 

 

მაგრამ სანამ პორტფოლიოს ატვირთვას შეძლებთ, საჭიროა კოდის დაწერა (ვებსაიტის შექმნა შესაძლებელია HTML, CSS და JavaScript-ის გამოყენებით), დასრულებამდე დარწმუნდით, რომ თქვენი ვებგვერდი სხვებისაგან გამორჩეულია. პროტფოლიო ვებსაიტის შექმნის შემდგომ, დროა ატვირთოთ რადენიმე შემგარი პროექტი, რომელიც ინდუსტრიისათვის შესაბამისია. 

 

თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ ნებისმიერი ნამუშევარი, რომელიც დამკვეთებისა და კომპანიებისათვის გაგიკეთებიათდარწმუნდით, რომ თქვენი პროექტები მოიცავს, როგორც დიზაინის ასევე პროგრამირების საჭირო ასპექტებს. მნიშვნელოვანია ატვირთოთ კარგი, დახვეწილი ნამუშევრები, რომელიც თქვენს უანრებსა და ბრენდზე ისაუბრებს. 

 

2. იმუშავეთ მაქსიმალურად ბევრ ფრილანს პროექტზე

ჯუნიორ ვებ დეველოპერის ახალი პორტფოლიოებისათვის ნამუშევრების შექმნის საუკეთესო გზა ფრილანს დამკვეთებთან მუშაობაა. მოცემულ პროექტებზე მუშაობა ისეთი უნარების განვითარებაში დაგეხმარებათ, როგორიცაა კომუნიკაცია (მოლაპარაკება), სანდოობის მოპოვება (როგორც დეველოპერი) და გარკვეული მითითებების მიღება, როელიც შეგიძლიათ პოტენციური დამსაქმებლებისათვის გაითვალისწინოთ. ეს ასევე საშუალებას მოგცემთ მიიღოთ სრულ განაკვეთზე მუშაობის გამოცდილება (თუ, რა თქმა უნდა, ეს თქვენი მიზანია) და დააგროვოთ საწყისი კაპიტალი. 

 

არ არის აუცილებელია პროექტი ძალიან მასშტაბური იყოს - თქვენ შეგიძლიათ გადააკეთოთ ძველი ვებსაიტების ნავიგაციის ბარი (ლოკალური რესტორნებისათვის) ან შექმნათ საინფორმაციო ვებგვერდი საქველმოქედო ორგანიზაციისათვის (HTML5-ის გამოყენებით). ორივე მათგანი ძალიან კარგი პროექტი იქნება თქვენი პორტფოლიოსათვის. 

 

შეგიძლიათ თქვენითაც შექმნათ საქველმოქმედო პროექტები. რომელიც. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის გაზრდაში ვერ დაგეხმარებათ, მაგრამ მისი საშუალებით შეძლებთ, ახალი პროექტი შემატოთ თქვენს პორტფოლიოს, მოაგროვოთ კონტაქტები და უფრო მომზადებული იყოთ პოტენციურ დამსაქმებელთან ინტერვიუსათვის. 

 

3. განათავსეთ თქვენი კოდები GitHub-ზე

GitHub წარმოადგენს ინდუსტრიის სტანდარტს Version Control-ისათვის (ვერსიების კონტროლი),  ამიტომ თქვენი პოტენციური დამსაქმებელი აუცილებლად დაინტერესდება თქვენი გამოცდილებით. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ GitHub ანგარიში და სწორედ მისი საშუალებით აჩვენოთ დამსაქმებელს თქვენი პროექტები. 

 

რეგულარულად განათავსეთ პროექტები GitHub-ზე. ეს აუცილებლად დაანახებს პოტენციურ დამსაქმებელს, რომ თქვენ მუდმივად მუშაობთ თქვენი უნარების გაუმჯობესებაზე, მაშინაც კი, როდესაც ეს ვირტუალურ პორექტებს ეხება. თქვენი კოდი აუცილებლად უნდა იყოს სუფთა და ორგანიზებული. აუცილებლად დაიტანეთ მოკლე README დოკუმენტაცია, რათა დამსაქმებელმა ნახოს, რომ თქვენ მზად ხართ გუნდთან ერთად მუშაობისათვის. 

 

4. წვლილი შეიტანეთ Open Source პოექტებში

თუ თქვენი პროექტების უდიდესი ნაწილი სწავლების დროს შექმენით, ვიდეო გაკვვეთილების დახმარებით, აუცილებლად ეცადეთ, რომ გაამრავალფეროვნოთ პორტფოლიო და ჩაერთოთ Open Source პროექტებში. 

 

Open Source კოდის ხელმისაწვდომია საჯაროდ და მისი შეცვლა ნებისმიერს შეუძლია. არსებობს Open Source პროექტების დიდი რაოდენობა, მათ შორის ისეთი ცნობილი, როგორიცაა Ruby on Rails, Python, Linux, MySQL და უამრავი JavaScript Framework.

 

ჯუნიორ ვებ დეველოპერის გზაზე Open Source პროექტებში წვლილის შეტანა გააძლიერებს თქვენს Front end ან Back end ნაწილის დეველოპმენტის უნარებს, მოგცემთ გუნდებსა და პროექტებზე მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას და დაგეხმარებათ შეხვდეთ და დაუკავშირდეთ სხვა დეველოპერებს. გარდა ამისა, თქვენ გექნებათ ინდუსტრიაში გამოცდილება, რასაც აუცილებლად მოიხსენიებთ ინტერვიუს დროს. 

 

თქვენ შეგიძლიათ Open Source პროექტების მოძიება Explore GitHub-ზე, პროექტის მოძიების შემდგომ, რომელიც გაინტერსებთ არ შეგეშინდეთ ნაბიჯის გადადგმა და პროექტისათვის წვლილის შეტანა. თქვენ შეგიძლიათ პრობლემების პრიორიტეტების განსაზღვრაში დახმარება, ბეტა ტესტირება, პროექტის ვებსაიტზე მუშაობა ან დოკუმენტაციის გაუმჯობესება.

 

6. მონაწილეობა მიიღეთ ჰაკათონებში

დღესდღეობით ჰაკათონების მოძიება ძალიან მარტივია! ეს არის ძალიან სახალისო და ამავდროულად ამაღელვები გზა, იმისათვის, რომ შეხვდეთ სხვა დეველოპერებს, რომლებიც თქვენს აზრსა და ინტერესებს იზაირებენ, დაგეხმარებიან პრობლემების გადაჭრაში. მათთან ერთად ისწავლით უამრავ ახალ საკითხს, შეამოწმებთ თქვენს უანრებსა და შანსი გექნებათ მოიგოთ პრიზი!

 

ჰაკათონზე მოგიწევთ გუნდთან ერთად მუშაობა, გაითვალისწინეთ, თუ თქვენით სწავლობდით კოდირებას ვიდეო გაკვეთილების საშუალებით, მოგიწევთ დაამტკიცოთ, რომ ის მართლაც კარგად გამოგდით, გუნდთან მუშაობის გამოცდილების ხარჯზე, უფრო დიდი შანსი გაქვთ, რომ დამსაქმებელი თქვენით დაინტერესდება, თუმცა,   IT აკადემიებში ვინც არ სწავლობდა ხშირად შეაქვთ ეჭვი თავის შესაძლებლობებში, ფიქრობენ რომ არ არიან საკმარისად კარგი და ამას უნდა ებრძოლოთ

 

ეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია! შეისწავლე პროგრამირება 0-დან და დაეუფლე უახლეს პროფესიებს საერთაშორისო აკადემიაში

→დარეგისტრირდი მარტივად

 

 

6. ითანამშრომლეთ სხვა ვებ დეველოპერებთან

იმის მიუხედავად თქვენ დაამყარეთ კომუნიკაცია ჰაკათონებზე თუ არა, არ შეაჩეროთ კონტაქტი სხვა დეველოპერებთან. განაგრძეთ კომუნიკაცია და შეიტყვეთ მეტი ვებ დეველოპმენტის შესახებ, როგორც ონლაინ ასევე პირადად. 

 

არ აქვს მნიშვნელობა პირადად შეხვდებით ადამიანებს თუ ონლაინ, ეს ადამიანები შესაძლოა თქვენი მომავალი კოლეგებიც კი იყვნენ ვებ დეველოპმენტის მოგზაურობაში. 

 

7. მიჰყევით ინდუსტრიის სიახლეებს

თვალყური ადევნეთ ტენქოლოგიურ სიახლეებს - ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ინტერვიუსათვის (ვებ დეველოპერის) ასევე იმ კომუნიკაციისათვის, რომელიც ახალ ტექ. მეგობრებთან გექნებათ. არ არის აუცილებელია ყველა თემატიკის ექსპერტი იყოთ. უბრალოდ გაერკვიეთ ტენდეციებში და გაიგეთ რა ხდება ინდუსტრიაში. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ბლოგებს საუზმის დროს, მოუსმინოთ პოდკასტებს ძაღლის გასეირნებისას ან გაეცნოთ სიახლეებს Twitter-ის გამოყენებით მაღაზიაში რიგში დგომის დროს. 

 

8. მუდმივად შეიძინეთ ახალი, რელევანტური უაბრები

ახალი ამბების გაცნობის გარდა, თქვენ უნდა შეიძინოთ ახალი უნარები და შეისწავლოთ გარკვეული ხელსაწყოები. თუ თქვენ დამწყები ვებ დეველოპერი ხართ, ამის ცოდნა განვითარებაში ნამდვილად დაგეხმარებათ. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია CSS-ის preprocessor-ები Sass an Less, ფრეიმვორქები როგორციაა Backbone.js, Angular.js, React ან Node.js. ასევე Ruby ან CMS (Content Management System) , როგორიცაა WordPress. 

 

9. ყოველ ვაკანსიას შეუხამეთ ინდივიდუალურად, გააუმჯობესეთ თქვენი რეზიუმე

მიუხედავად იმისა, რომ პორტფოლიო წარმოადგენს თქვენი უნარებისა და პროექტების დასადასტურებელ წყაროს, დამსაქმებლები მაინც ითხოვენ რეზიუმეს, რათა მოხდეს კადრების შემოწმება. ამიტომ თქვენი რეზიუმეც და პორტფოლიოც უნდა შეესაბამებოდეს ინდუსტრიის სტანდარტებს. დარწმუნდით, რომ ხაზს უსვამთ თქვენს უნარებს, ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ნებისმიერ გამოცდილებას, ასევე არ დაგავიწყდეთ დამატებითი დეტალების მითითება მიღწევებისა და ძლიერი მხარეების შესახებ. 

 

ასევე, დრო დაუთმეთ ადვილად წასაკითხი და ამავდროულად ეფექტური შაბლონის შერჩევას (შეგიძლიათ შექმნათ თქვენით), რომელსაც რეზიუმესთვის გამოიყენებთ. არსებობს უამრავი უფასო შაბლონი, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტში. თქვენი მომავალი დამსაქმებელი მადლობას მოგახსენებთ თქვენი გამოცდილების მკაფიოდ და ვიზუალურად სასიამოვნო ფორმით გადმოცემისთვის. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენს დამსაქმებელსაც და თქვენც თანაბრად გსურთ ამ პროცესში ჩართვა - რატომ არ უნდა გაიმარტივოთ ორივემ ეს პროცესი? 

 

10. დაიწყეთ ჯუნიორ ვებ დეველოპერის პოზიციაზე სამუშაოს ძიება

თქვენ უკვე დახარჯეთ დამატებითი ძალისხმევა კომუნიკაციების მოგროვებასა და თქვენი უნარების გაუმჯობესებაში, ახლა დროა რეალური სამუშაოს ძებნაზე გადახვიდეთ. მარტივად დაიწყეთ ძებნა “junior web developer” საძებო ბრძანებით, ისეთ ვებსაიტებზე როგორიცაა Glassdroor, LinkedIn და Indeed. არ ინერვიულოთ კომპანიებსა და მათ ადგილმდებარეობაზე. უბრალოდ ნახეთ რას ეძებენ დამსაქმებლები და ზოგადად, რა ვარიანტებია ხელმისაწვდომი. 

 

 

გაგზავნეთ თქვენი რეზიუმე იმ სამუშაოზე, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. იყავით რეალისტი, მაგრამ არა მორცხვი. არავინ დააკაკუნებს კარზე ვებ დეველოპერის სამუშაოს შემოთავაზებით, თქვენით მოგიწევთ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება

 

11. ვებ დეველოპერის პოზიციაზე ინტერვიუ - მაშინაც კი, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ მზად ხართ

როდესაც დადგება ის ბრწყინვალე მომენტი და მიგიწვევენ ინტერვიუზე, აუცილებლად წადით! მაშინ კი, თუ არ მიიღებთ ჯუნიორ ვებ დეველოპერის სამუშაოს (საჭირო იქნება უფრო გამოცდილი კადრი). იმ გამოცდილებას, რასაც დამსაქმებელთან გასაუბრების დროს მიიღებთ, აუცილებლად გამოგადგებათ მომდევნო ნაბიჯების გადადგმაში. 

 

რატომ? ინტერვიუ საკმაოდ რთული პროცესია. ეს უბრალოდ ასეა. მაგრამ კარგი ის არის, რომ მის გამარტივებაში გამოცდილება დაგეხმარებათ. თუ გაქვთ გამოცდილება, შესაბამისი უნარები და ცოდნა, აუცილებლად მოახდენთ შთაბეჭდილებას დამსაქმებელზე. თქვენ უბრალოდ მათთან კომუნიკაცია უნდა შეძლოთ. 

 

Skillcrush-ის წმაყვანი დეველოპერი ემილი დევისი ამბობს, რომ როდესაც ის ვებ დეველოპერების კანდიდატებს ესაუბრება, იგი ყოველთვის ეძებს “კანდიდატის უნარს დაშალოს პრობლემა მცირე ნაწილებად, რომელიც ეტაპობრივად გადაიჭრება. 

 

ეს ნიშნავს, რომ მას ექნება უნარი და ძირეული ცოდნა საიდან დაიწყოს მუშაობა, რაც ნამდვილად სჯობს იმ შემთხვევას, როდესაც ადამიანმა არ იცის საიდან დაიწყოს”. მოემზადეთ კითხვებისათვის, რადგან ინტერვიუზე აუცილებლად დააინტერესებთ როგორ უმკლავდებით ამა თუ იმ პრობლემას, რადგან სწორედ ეს ისაუბრებს თქვენს პროფესიონალიზმზე და არა ის თუ რამდენად გამოცდილი ხართ ამა თუ იმ პროგრამირების  ენის გამოყენებაში. 

 

როგორც არ უნდა წარიმართოს თქვენი გასაუბრება, მაინც შეძლებთ გარკვეული გამოცდილების მიღებას, რაც სამომავლოდ აუცილებლად დაგეხმარებათ. გარდა ამისა, უკეთ გეცოდინებათ როგორი იქნება მომავალი ინტერვიუები და რა საკითხებზე მოგიწევთ სხვებთან მუშაობა. დარწმუნებული იყავით, რომ სულ მალე ვებ დეველოპერის ახალი განაცხადის ნაცვლად, თქვენ პირველ სამუშაოს მიიღებთ! 

 

12. გაიმეორეთ პროცესი

ჯუნიორ ვებ დეველოპერების სამუშაოს შესახებ კარგი რამ არის ის რაც (და საერთოდ ვებ დეველოპერების სამუშაოს შესახებ) არის ის, რომ თქვენი კოდი უფრო მეტს საუბრობს ვიდრე რეზიუმე. და თუ ვერ მიიღებთ სამუშაოს ინტერვიუს შემდგომ, განაგრძეთ სვლა. იმუშავეთ პროექტებზე, რათა შეძლოთ პორტფოლიოს გაუმჯობესება. რაც უფრო მეტი პროექტი გაქვთ პორტფოლიოში, უფრო უკეთესად წარმოაჩენთ თქვენი კოდირების უნარებს. ამიტომ შემდეგ ინტერვიუზე გაუმჯობესებული კანდიდატის როლში წარდგებით. 

 

რა არის ვებ დეველოპერისთვის კარგი ანაზღაურება?

მიუხედავად იმისა, რომ full stack დეველოპერების ანაზღაურება ძალიან მაღალია, ჯუნიორ ვებ დეველოპერების ანაზღაურებაც საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება. 

 

გაინტერესებთ როგორ გამოიყურება ჯუნიორ ვებ დეველოპერის ანაზღაურება?

Indeed-ის მიხედვით, ჯუნიორ დეველოპერის ანაზღუარება front end developer-ის პოზიციაზე $163,890 სრულ განაკვეთზე ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში (ეს რიცხვი დაახლოებით $304,670-მდე აღწევს იმ შემთხვევაში თუ დეველოპერს სამ წლიანი ან მეტი გამოცდილება აქვს). იმისათვის

 

კარგი ანაზღაურება გარანტირებულია თუ ცდილობთ კოდირების უნარების გარდა გაამდიდროთ თქვენი რეზიუმე ჯუნიორ ვებ დეველოპერის პოზიციისათვის. შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დეველოპერების სამუშაო პროცესს უნარების შეძენის მიზნით. ხშირად დასმული დამატებითი კითხვები უმცროსი დეველოპერის პოზიციისთვის:

 

  • Web design/UX/Photoshop

  • Version control (Git/GitHub)

  • Cross-browser compatibility

  • Responsive web design

 

თუ თქვენ უკვე გაქვთ პროგრამირების ენების ცოდნის საფუძველი და გსრურთ, რომ დამატებითი ხელსაწყოები შესძინოთ თქვენს უნარებს, ჩათვალეთ,რომ ყველაზე რთული ეტაპი ჯუნიორ ვებ დეველოპერის სამუშაოს მისაღებად უკვე გადალახული გაქვთ.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა