IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

Როგორ გახდე წარმატებული ფრილანსერი?

1000

მოტივაცია

03.04.2024

1297 დათვალიერება

ფრილანსინგი საშუალებას აძლევს პროფესიონალებს თუნდაც საქართველოდან შესთავაზონ თავიანთი სერვისები დამკვეთებს მთელს მსოფლიოში, ტრადიციული ოფისების და საზღვრების შეზღუდვის გარეშე. ახლა როცა შენ ამ ბლოგს კითხულობ, მილიონობით ე.წ. “თავისუფალი გრაფიკის” ვაკანსიაა ხელმისაწვდომი სხვადასხვა უნარების მქონე ადამიანებისთვის – დაწყებული ვებ დეველოპმენტით და გრაფიკული დიზაინით, დამთავრებული ქოფირაითერით.

 

ფრილანსინგს აქვს თავისი პლატფორმები, სადაც უნდა გაიაროთ პროფილის რეგისტრაციაა და იაქტიუროთ, ხშირად რეგისტრაციისთვის საჭიროა მხოლოდ თქვენი ელ-ფოსტა ან Apple ID ანგარიში

ამის შემდეგ დაამატებთ თქვენს პირად დეტალებს და სამუშაო ისტორიას. ძალიან მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, რომელ სფეროში აპირებთ მუშაობას. პირველი შეცდომა, რომელსაც ფრილანსერები უშვებენ, სწორედ ეს არის – “მე ვარ გრაფიკული დიზაინერი, რომელიც ასევე დაკავებულია სანთებელების შეგროვებით”… პროფილი რაც შეიძლება მეტი სიზუსტით უნდა იყოს შედგენილი, რადგან დამკვეთები გადაწყვეტილების მიღბის პროცესში აფასებენ თქვენს პროფილში მითითებულ ინფორმაცია, რამდენად შეესაბამება მათ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიას.

 

Upwork

Upwork ძალიან კარგი freelancing პლატფორმაა, მრავალი წელია წარმატებით აკავშირებს დამკვეთებს და ფრილანსერებს მთელი მსოფლიოდან.

პლატფორმა გთავაზობთ სამუშოს ფართო არჩევანს დაწყებული, ვებ დიზაინიდან და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებიდან დამსრულებული მომხმარებელთა მომსახურებამდე და ბუღალტრულ აღრიცხვამდე.

დამკვეთებს და ფრილანსერებს დაკავშირების რამდენიმე საშუალება აქვთ – დამკვეთები აქვეყნებენ სამუშაოს და ფრილანსერები აკეთებენ შეთავაზებას გამოქვეყნებულ სამუშაოზე, ან დამკვეთებს შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრული სერვისის შეძენა ფრილანსერების პროექტის კატალოგიდან.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ Upwork -ი თქვენი შესრულებული სამუშაოდან გარკვეულ პროცენტს იტოვებს, რაც უფრო მეტს მუშაობთ, მით უფრო ნაკლებს იხდით. მაგალითად, საკომისიო იწყება 20%-დან 500 აშშ დოლარის პირველი გადასახადისთვის და თანდათან მცირდება, როცა მეტ ფულს გამოიმუშვებთ.

თანხის გატანის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, მათ შორის პირდაპირი გადარიცხვა, და PayPal.

 

Fivver

Fiverr არის პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ფრილანსერებს ბიზნესის მფლობელებთან, რომლებიც ეძებენ სერვისებს/პროფესიონალებს სხვადასხვა პროექტების მიმართულებით, მათ შორის ვებგვერდის დიზაინის შექმნა, თარგმანი ან ხმოვანი ტექსტების ჩაწერა და ა.შ.

პლატფორმა საკმაოდ მარტივი გამოსაყენებელია. გაითვალისწინეთ, რომ ვებგვერდზე ფრილანსერებს უწოდებენ გამყიდველებს, მათ სერვისებს – Gigs-ებს, ხოლო ბიზნესის მფლობელებს – მყიდველებს.

ფრილანსერებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ უფასოდ, განათავსონ თავიანთი სერვისები შესაბამისი ფასებით. მყიდველებს შეუძლიათ უბრალოდ დაათვალიერონ სხვადასხვა კატეგორიები შესაძენად.

როდესაც მყიდველი ყიდულობს სერვისს (gigs), სისტემა ავტომატურად არიცხავს მათ ანგარიშზე შესაბამის თანხას. შემდეგ სისტემა აიღებს საკომისიოს და გაუგზავნის ფრილანსერებს შეთავაზებული ფასის 80%-ს.

პლატფორმა თანხის გატანის რამდენიმე გზას გვთავაზობს, როგორიცაა სადებეტო ბარათი, PayPal და საბანკო გადარიცხვა.

პლატფორმაზე არ არსებობს საათობრივი ტარიფები, მხოლოდ პროექტზე დაფუძნებული ფასი, რომელსაც ფრილანსერი ადგენს.

 

არსებობს წარმოდგენა, რომ ვებ-გვერდის აწყობა მხოლოდ ტექნიკური განათლების მქონე ადამიანს შეუძლია ისწავლოს. არადა, რაც დრო გადის საპირისპიროს ვხედავთ. სულ უფრო მეტი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი სწავლობს პროგრამირებას, სხვადასხვა სირთულის აპლიკაციებს ქმნის და თავად აწყობს ვებ-საიტებს - შეისწავლე Front-end ვებ დეველოპმენტი, ვებ-გვერდების აწყობა 0-დან და დაეუფლე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიებს საერთაშორისო აკადემიაში

→დარეგისტრირდი მარტივად

 

Toptal

Toptal აკავშირებს მაღალკვალიფიციურ ფრილანსერებს და ინდუსტრიის ექსპერტებს კომპანიებთან. Toptal-ში აღმოაჩენთ ყველა ტიპის ფრილანსერს, დაწყებული ვებ დეველოპერებიდან და ვებ დიზაინერებიდან დამთავრებული ფინანსური კონსულტანტებით და პროდუქტის მენეჯერებით.

Toptal-ში, ფრილანსერად რეგისტრაცია საკმაოდ რთული პროცესია და შედგება ხუთი ეტაპისგან, რომელიც მოიცავს როგორც პროფესიული უნარ ჩვევების შეფასებას ასევე ინგლისური ენის შეფასებას. სტატისტიკის მიხედვით, პლატფორმაზე რეგისტრაციას, მსურველთა მხოლოდ 3% გადის.

ყველა ეტაპის გავლის შემდეგ, თქვენ გექნებათ წვდომა სხვადასხვა ვაკანსიაზე ტოპ დამკვეთების და კომპანიებისგან, როგორიცაა Motorola და Airbnb. თუმცა, წარუმატებლობის შემთხვევაში თქვენ მოგიწევთ მოცდა რამდენიმე თვე რათა თავიდან სცადოთ რეგისტრაცია.

Toptal–ს აქვს სერვისი დროის თვალყურის დევნებისთვის და ინვოისებისთვის, სახელწოდებით TopTracker. ამ სერვისით, ფრილანსერებს აქვთ საშუალება მიიღონ კუთვნილი თანხა Payoneer-ის, Paypal-ის ან პირდაპირი ადგილობრივი საბანკო გადარიცხვით

Freelancer-ად რეგისტრაცია არ არის რთული, ზემოთ ჩამოთვლილი პლატფორმების გარდა, ბაზარზე არსებობს კიდევ უამრავი პლატფორმა. საიტების უმეტესობა მოითხოვს მხოლოდ ანგარიშის რეგისტრაციას და პროფილის შექმნას, თუმცა, არ დაგავიწყდეთ კარგად გადაამოწმოთ რა პრინციპით მუშაობს თითოეული პლატფორმა და თანხის გატანის რა მეთოდებს გთავაზობთ, ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ მომსახურების საკომისიოს.

 

 

შენ უკვე გაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ მოთხოვნებს სწორად უპასუხო დასაქმედე ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა ვებ დეველოპერი, სოციალური მედიის მენეჯერი, ფინანსურ კონსულტანტი, პროექტის მენეჯერი ან თარჯიმანი – ახლა უკვე დროა Step აკადემიის მთავარ გვერდზე დაბრუნდე, ჩვენს სასწავლო კურსებს გადახედო და დაეუფლო აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ით შექმნილი ვიდეო თუ რეალური კადრი - როგორ გავიგოთ, რას ვენდოთ

როგორ განვასხვავოთ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო რეალური კადრისგან? გაიგე, რა დეტალებით არის შესაძლებელი „დიფფეიქების“ ამოცნობა, რატომ არის მედიაწიგნიერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და როგორ გვეხმარება ტექნოლოგიების ცოდნა ციფრულ ეპოქაში ორიენტირებაში.

ვიზუალური მანიპულაციები და რეალობის ზღვარი ვიზუალური კონტენტი დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ჩვეული ნაწილია. მიუხედავად ამისა, ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა პროგრესმა რეალობის ზღვარი წაშალა. დღეს ვიდეოს ნამდვილობის გარჩევა შეუიარაღებელი თვალით თითქმის შეუძლებელი ხდება. თანამედროვე „დიფფეიქები“ და ხელოვნური ინტელექტის გენერირებული კადრები ისეთ რეალისტურ დონეს აღწევáƒ

ШАГ логотип

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა