IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ძველმოდური ტენდენციები ინტერიერის დიზაინში, რომელსაც თავი უნდა ავარიდოთ 2022 წელს

დიზაინი

31.05.2022

1552 დათვალიერება

ნუ მისცემთ საშუალებას ძველ ტენდენციებს გააფუჭოს თქვენი ინტერიერი, შესაძლოა 21-ე საუკუნის დასაწყისის ტენდენციები არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც წარმოგვედგინა რომ იქნებოდა, მაგრამ ჰორიზონტზე უკეთესობა ჩანს, განსაკუთრებით კი თუ საქმე 2022 წლის ინტერიერის დიზაინს შეეხება.

შესაძლოა ვარდისფერი სათვალეებით უყურებდით გასული წლების პოპულარულ ტენდენციებს და "კაფელი" დღემდე გაკრული გქონდეთ თქვენს სივრცეში - მაგრამ მათ თავიანთი დრო უკვე ამოწურეს. ასევე, დროა შორს დავიჭიროთ თავი ზოგიერთი თითქოსდა კლასიკური ვიზუალებისგან და მივესალმოთ ინტერიერის დიზაინის 2022 წლის ახალ, ეკოლოგიურად სუფთა და სასიამოვნო ტენდენციებს.

 

 

წარსულს ჩაბარდა კლასიკური ფერმჰაუსი

ყველას გვიყვარს სადილობა შინაურულ, რუსტიკულ სასადილო ოთახებში, მაგრამ 2022 წელს საუბარი მიდის უფრო ავთენტური სტილის შექმნაზე, რომელიც იქნება ნაკლებად პრობლემური, ბევრად უფრო გამარტივებული, თანამედროვე და სუფთა.

ანა ფრანკლინის, Stone House Collective-ის ინტერიერის დიზაინერისა და დამფუძნებლის თქმით: „ფერმჰაუსების ტენდენცია წლების განმავლობაში დომინირებდა და, სავარაუდოდ, ასეც გაგრძელდება, მაგრამ ზოგიერთი მისი ასპექტი უკვე მოძველებულია და მათგან თავის არიდება სჯობს!“

 

პირველ რიგში, მოიშორეთ ხელოვნურად დაძველებული ავეჯი, რომლებიც თითქოსდა გაცვეთილია, მაგრამ რეალურად არ არის. ამის ნაცვლად, უპირატესობა მიანიჭეთ ვინტაჟურ ხალიჩებს, რომლებიც რეალურად გაცვეთილია და რომლებიც ავთენტურია ფერმჰაუსის სასადილო მაგიდებისთვის. ვინტაჟური ხალიჩები დიდი ხანია არსებობს, ამიტომ დარწმუნებული იქნებით, რომ ისინი კიდევ დიდხანს შეინარჩუნებენ თავიანთ სილამაზეს. ნატურალური ხის მაგიდები კი დროის გამოცდას გაუძლებს და დროთა განმავლობაშიც ლამაზად გაცვდება.

მანუელ მუნიოზი, Living Space-ის ინტერიერის დიზაინერი, თანხმდება: „ ერთ-ერთი ტენდენცია, რომელიც მიმაჩნია, რომ 2022 წელს აქტუალურობას დაკარგავს, კლასიკური ფერმჰაუსის სტილია. იგი მოძველებულია და სწორედ ამიტომ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ფერმჰაუსები უფრო და უფრო მოდერნიზდებიან. მაგალითად, თეთრი კარადები კარგავენ თავიანთ პოპულარობას, რადგან ადამიანები არჩევანს უფრო მუქ ფერებზე აკეთებენ. თამაშში ბევრად მეტი თანამედროვე და მუქი ფერი შემოდის.“

სანაცვლოდ: Modern Artisen

ფერმჰაუსის სტილის მსგავსად, მოდერნ არტიზენი იზიარებს ბუნებრივი და ძვირფასი მასალების, ოსტატობისა და ავთენტურობის ფესვებს. მისი ესთეტიკა ხაზს უსვამს შემოქმედის ოსტატობასა და არასრულყოფილების სილამაზეს, რაც დიზაინისადმი წინდახედული/ყურადღებიანი მიდგომის დამსახურებაა.  ვიზუალი გამარტივებული და გააზრებულია, იგი შექმნილია დაუმუშავებელი მასალების (როგორიცაა ხე, როტნგი და ქვა) ბუნებრივი ნიმუშების, ფერებისა და ორგანული ფორმების ხელმძღვანელობით. ზუსტად ისე, როგორც მოცემულ ფოტოში გასაოცარი, თანამედროვე სტილის საცხოვრებელი ოთახითაა ნაჩვენები.

 

 

ექსპერტი, რიჩარდ პეტრი საუბრობს ბუნებრივი მასალების ტენდენციის შესახებ: „ბუნებრივი მასალებისგან, როგორიცაა ხე და წნელი, დამზადებულ ავეჯს აქვს ის ვინტაჟური თვისება, რომელიც ნებისმიერ სივრცეს შესძენს ელეგანტურობას. წნელი შესანიშნავად გამოიყურება ინტერიერში და განსაკუთრებით უხდება სახლის მცენარეებსა და მკვეთრ პატერნებს.“

ჯენი და მარი, Interior Fox-ის დამფუძნებლები, ამბობენ, რომ: „2021-მა წელმა გზა გაუკვალა უფრო მსუბუქ და ნატურალისტურ ინტერიერის ტენდენციებს, სადაც ჭარბობს როტანგისა და ლერწმის ავეჯი, კერამიკა და სელის ელემენტები. ეს ყველაფერი კი განლაგებულია ტექსტურირებული კედლის ტექნიკის ფონზე, როგორიცაა კირით შეთეთრებული კედლები ან მიკროცემენტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ტრენდი 2022 წელსაც გაგრძელდება, რათა შევინარჩუნოთ სიმარტივის გრძნობა ძლიერი, მაგრამ ჯერ კიდევ დაუფასებელი ტენდენციის შექმნისას.

 

დაივიწყეთ ხავერდი

საკმარისად დიდი დრო დავუთმეთ ხავერდოვან დივნებს! მართალია, რთულია წინააღმდეგობა გაუწიო ხავერდის კარაქივით გლუვ მიმზიდველობას ყველგან და ყველაფერზე, დაწყებული რბილი ავეჯით, დასრულებული სახლის დეკორატიული ნივთებით (ხავერდოვანი სარკეები და აბაჟურები), მაგრამ, კარგი რა, მოდით, თავი დავანებოთ ამ გადამეტებულ ქცევას და გავხდეთ უფრო ავთენტური ტაქტილური ტექსტილებისადმი. თანამედროვე ცხოვრება ისედაც საკმარისად ბევრს ითხოვს ჩვენგან, ამიტომ უმჯობესია, რომ ჩვენი სახლებიც განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებდნენ.

სანაცვლოდ: მშვიდი ტექსტურები

წარმოიდგინეთ ნაკლებად აფუებული ლუქსი და უფრო მყუდრო გარემო, სადაც განლაგებულია ლაუნჯის ტიპის ტექსტურები და რომელიც ნელი ცხოვრების ესთეტიკას ასახავს. დაივიწყეთ რკინის შესახებ (ურა!) და გაეხვიეთ ზარმაც თეთრეულსა და ბამბაში, რომლებიც უთოს არ საჭიროებენ. გაალამაზეთ თქვენი დივნები დიდი ზომის რბილი ბალიშებით, ლამაზ მცენარეულ ფერებში და წყნარი ორნამენტებით. ან გაეხვიეთ საოცრად რბილ ვაფლის თეთრეულში...

ჯენისა და მარის აზრით: „უფრო მშვიდი ბუნებრივი მასალების დამსახურებით, სულ უფრო ნაკლებად ვხვდებით ხავერდს ინტერიერში. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ხავერდმა აქტუალურობა დაკარგა, უბრალოდ გთავაზობთ, რომ იგი აქცენტისთვის გამოიყენოთ და არა - ცენტრალურ ასპექტად.
ბუნებრივი მასალები, როგორიცაა თეთრეული და ბამბა რბილ ავეჯს ტექსტურასა და კომფორტს მატებენ. ვაფლის პლედები, რომლებიც გადადებულია საწოლზე ან დივანზე, მათ მოცულობასა და სიღრმეს მატებს, ეს კი თვალისთვის სასიამოვნოა.“

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე ინტერიერის დიზაინის შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

მოძველებული ხედვაა უსაფრთხოდ ნეიტრალური ფერების შერჩევა

რა თქმა უნდა, თეთრი და ბეჟი უკვდავი ფერებია და წარმოადგენენ უსაფრთხო არჩევანს, როდესაც საქმე ინტერიერის დიზაინსა და მონაცრისფრო-მოყავისფრო საცხოვრებელი ოთახების იდეებს ეხება. მაგრამ დროა იგი უფრო გამაცოცხლებელი ფერების თერაპიით შევცვალოთ! რა შეიძლება მოხდეს ყველაზე ცუდ შემთხვევაში? მისი გადაღებვა ხომ შესაძლებელია! ყველაფერი თეთრში კარგად არ გამოიყურება. ჩვენ უარს ვეუბნებით ვანილის ფერს და კის ყველა ტონს, რაც მზის ქვეშაა!

ანრა დელმონიკო, Trendey-ის წამყვანი ინტერიერის დიზაინერი, ამბობს, რომ: „all-white ესთეტიკა უკვე მოძველებულია. მის მსგავსად, ღია, ნეიტრალური ფერების პალიტრაც, როგორიცაა თეთრი, კრემისფერი და ღია ნაცრისფერი, ასევე კარგავენ თავიანთ პოპულარობას. ასეთი ნაზი და მოსაწყენი ინტერიერის დიზაინი მოდიდან უკვე გასულია. რა თქმა უნდა, ისევ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნეიტრალური პალიტრა, მაგრამ მათ უფრო მუქი ფერებიც დაუმატეთ, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც ბუნების ფერებს იმეორებენ. ბუნების მდიდრული ფერები მაინც ნეიტრალურად ითვლება და ისინი თქვენს სახლს სითბოსა და სიცოცხლეს შემატებს.

სანაცვლოდ: მშვიდი მწვანე

რეიჩელ დობლი ამბობს: „მწვანე ძალიან მრავალფეროვანია და მიხარია, რომ ადამიანებს უყვართ იგი. ის შეიძლება იყოს მყუდრო და დამამშვიდებელი, მკვეთრი და გამომაცოცხლებელი, მუქი და რომანტიკული. ნამდვილად ნებისმიერი გემოვნებისთვის მოიძებნება შესაბამისი მწვანე და, მჯერა, რომ 2022 წლის გაზაფხული კიდევ უფრო მეტ პოპულარობას შესძენს სახლის მწვანე დეკორებს“.

საიმონ კრიტჩლის თქმით კი: „პანდემიამ ადამიანებში ნამდვილად გაზარდა ბუნებასა და გარემოსთან კავშირის სურვილი. ოთახის მცენარეები, ბუნებრივი მასალები და ნატურალური განათება, ეს ყველაფერი ადამიანებმა უკვე შეიყვარეს. შემდეგი ნაბიჯი კი მწვანე ფერის შეყვარებაა“.

 

საშინელება სახელად "შპალერი"

სწრაფ, ე.წ. DIY (ხელნაკეთ) შპალერებს ტრანსოფრმაციული ეფექტი ჰქონდა, არის საინტერესო შპალერებიც, მაგრამ 2022 წელს სხვადასხვა ტიპის დიზაინში აქცენტებისთვის შპალერის ნაცვლად უკვე გამოიყენება ნაჭრები, რბილი ავეჯი და კედლის მხატვრობა,  რაც ინტერიერს საინტერესო დეტალებით სრულყოფს

სანაცვლოდ: COLOR BLOCKING, COLOR DRENCHING

ინტერიერის დიზაინერები ხდებიან რომ ტრენდული აღარ არის მხოლოდ ოთხი კედლის "გაშპალერება". სახლები იძენენ გამომეტყველებას, როდესაც კედლები შეღებილია კონტრასტულ ფერებში, რომლებიც ორ ნაწილად ყოფენ კედელს და ასევე როდესაც მთელი სივრცე შეღებილია გაჯერებული ფერებით, მათ შორის კი იგულისხმება ჭერიც კი, რაც აცოცხლებს და ცვლის ოთახის დინამიკას.

 

ჰელენ შოუის, BenjaMIN Moore-ის ბრიტანეთის გამოცემის დირექტორის თქმით: „სახლში ერთი კუთხის ახალი ფერით ან ახალი დიზაინით განახლებასაც კი შეუძლია უზარმაზარი გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ შენი სივრცის, არამედ შენი ხასიათის ცვლილებაზეც“.

შენი საწოლის თავზე წრის დახატვით, რომელიც ერთობას განასახიერებს, მოსაწყენ სივრცეს მყუდრო თავშესაფრად გადააქცევ.

 

მოძველებული ტრენდი: გამხმარი ყვავილები

მიუხედავად იმისა, რომ პამპას ულამაზესი და გასაოცარი „ღრუბლები“ კიდევ დიდი ხანი შეინარჩუნებს თავის პოპულარობას, როგორც ქორწილებისა და სხვა ღონისძიებების დეკორი, სახლებში უნდა დავემშვიდობოთ გამხმარ მცენარეებს და მივესალმოთ ცოცხალ ყვავილებს.

სანაცვლოდ: მოაწყეთ ჯუნგლ - ბუნგალო

იგი უხდება მყუდრო ბინებსა და სასახლეებსაც კი. ეს პოპულარული სტილია „ბეტონის ჯუნგლებში“, რაც ნატურალური დეკორების სიუხვით შექმნილ „შიდა ჯუნგლებს“ გულისხმობს - ანუ, აქ არ არსებობს ზედმეტი მცენარეები, რა ზომის, რა ფერის და რა ფორმისაც არ უნდა იყვნენ ისინი. და ასევე, თქვენი ინფორმაციისთვის, ძალიან ნორმალურია, რომ ესაუბროთ მცენარეებს და მათ სახელებიც კი დაარქვათ.

მაგრამ აქ არ შეჩერდეთ! ჯუნგალოს სტილში ბოჰემური სული მეფობს, ამიტომ უარი თქვით ღია ფერებზე, ნატურალური მასალის ორნამენტებზე, ხის მარცვლებსა და კალათებზე. ამის ნაცვლად მოათავსეთ თქვენი მცენარეები სხვადასხვა ფერის ქოთნებში.

 

 

მოძველებული ტენდენცია: ღია საცხოვრებელი ოთახი

მიუხედავად იმისა, რომ ნათელი, სივრცითი, მარტივი, ღია საცხოვრებელი ოთახები ბევრ მოთხოვნას აკმაყოფილებს, სამართლიანია ისიც აღვნიშნოთ, რომ ლოქდაუნების პერიოდში, როდესაც აღნიშნულ სივრცეებს მულტიფუნქციური დანიშნულება მიეცა, იძულებული გავხდით ეს გახსნილობა გაგვეზიარებინა იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც მაშინ ვცხოვრობდით. შემდეგ რა ხდებოდა? - სიმარტოვე და სიმშვიდე, გთხოვთ!

სარიტ მარკუსი, პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერი და Minted Space-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ: „2022 წელს ღია საცხოვრებელი ოთახის კონცეფცია უკვე მოძველებულია. გასული წლების განმავლობაში პანდემიამ ასწავლა ადამიანებს, როგორ მოაწყონ საკუთარი სახლები. ამდენი დროის სახლში გატარებამ, ადამიანებში შექმნა მიზიდულობის გრძნობა განმარტოებისა და გამოყოფილი სივრცეებისადმი.“

სანაცვლოდ: Broken Plan Living

ალი აგრძელებს: „პანდემიის პარალელურად, „broken-plan living“ ახდენს ღია საცხოვრებელი ოთახის განლაგების რევოლუციას, რაც სივრცის მარტივად დაყოფას გულისხმობს, ისე რომ, დღის განმავლობაში მისი გამოყენება მოსახერხებლად იყოს შესაძლებელი. განათება ხშირად რჩება ყურადღების მიღმა, რომელიც სინამდვილეში ძალიან კარგ საშუალებას წარმოადგენს ოთახის ზონების გამოსაყოფად. ეს ტექნიკა დააკმაყოფილებს ოჯახის ნებისმიერ წევრსა და მის მოთხოვნებს, ამავდროულად კი შექმნის ყველასთვის სასიამოვნო, დამამშვიდებელ და მიმზიდველ ატმოსფეროს.

ასევე იმატებს პოპულარობა ოთახების გამყოფებზეც, როგორიცაა წიგნის დასადგამი თაროები და მოქსოვილი შირმები. ისინი წარმოადგენენ კრეატიულ გადაწყვეტილებას სამუშაო დღესა და მოსასვენებელ საღამოს შორის ზღვრის შესანარჩუნებლად.

ჯესიკა ჰარისის, ინტერიერის დიზაინერის თქმით: „გასული წლების განმავლობაში ადამიანები უპირატესობას დიდ და ღია განლაგებებს ანიჭებდნენ, თუმცაღა, ვფიქრობ, რომ 2022-ში ამ უპირატესობას ნელ-ნელა ჩამოვშორდებით. უკვე ვხედავ უფრო მეტ გამყოფ კედლებს, რომლებიც ინტერიერის დიზაინში გამოიყენება. ამის მიზეზი მათი მულტიფუნქციურობაა. ადამიანებისთვის, რომლებიც სახლიდან მუშაობენ, ეს კედლები ქმნიან ოფისის სივრცეს ღია ოთახში. ისინი არიან ფუნქციური, ლამაზი და წარმოადგენენ შესანიშნავ საშუალებას ოთახის გასაყოფად და სახლის სტრუქტურის შესაცვლელად.

 

მოძველებული ტენდენცია: მეტროს კაფელი (ფილები)

მათ ყველგან შევხვდებით... სრულიად ჭკვიანურია, მაგრამ ასევე პროგნოზირებადიც, რაც მოსაწყენია. ეს ფილები ხდება დამღლელი... ზზზ...

სილვია ჯეიმსი, ინტერიერის დიზაინერი, ამბობს: „გასული წლების განმავლობაში მეტროს ფილებს ჰქონდათ დიდი დაბრუნება (ქამბექი) ინდუსტრიული ტიპის სახლებში, რაც მათი მოდური და პოსტ-მოდერნისტული ვიზუალის დამსახურებაა. ისინი მოდიდან არ გადადიან, მაგრამ უკვე იმდენად ხშირად გვხვდება, რომ მომაბეზრებელია. იმისათვის, რომ ინტერიერი გავხადოთ უფრო საინტერესო, უმჯობესია ვეძებოთ უფრო მარტივი და დიდი კვადრატის ფორმის ან თუნდაც გამოყვანილფორმებიანი ფილები.

სანავლოდ: ხე

ამა თუ იმ ტიპის ხის გამოყენებით, შესაძლოა შეიქმნას ფუნქციონალური, ეკოლოგიური და ძალიან ესთეტიური ინტერიერი , რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, გემოვნებას და დარჩება აკტუალური მრავალი წლის განმავლობაში

 

 

 

 

დიზაინის ექსპერტის თქმით: „ტენდენცია, რომელიც თამაშში 2022 წლის ბოლოს ჩაერთო და რომელიც ამ წელს დიზაინის სამყაროს შტორმით აიღებს, ტექსტურირებული კედლებია. უფრო კონკრეტულად კედლის პანელური მოდელირება. ეს ტენდენცია არის ისეთი რამ, რაც დამოუკიდებლადაც შეგიძლია გააკეთო და რომელიც ნებისმიერ ოთახს შესძენს ელეგანტურობას. მარტივი და სწრაფი შედეგისთვის, სცადეთ პანელების დამატება ჯერ მხოლოდ კედლის ქვედა ნაწილში. ეს ასევე ქმნის შესანიშნავ ფონს კედლის მხატვრობის დასამატებლად.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 .თელავინადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 .თბილისი.ყაზბეგის 34/34 

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე�

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი �

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ�

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა