IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

ერთმა გამოცდამ არ უნდა განსაზღვროს მთელი შენი ცხოვრება

04.08.2025

1186 დათვალიერება

აბიტურიენტობა მართლაც რთული პერიოდია.

შენ ეძებ საკუთარ თავს და ამავდროულად გიწევს გაუმკლავდე სხვების მოლოდინებს, დაწერო ტესტები, აირჩიო ფაკულტეტი, ჩააბარო გამოცდები — და ზოგჯერ გრძნობ, რომ შენი მომავალი ერთ საგამოცდო ფურცელზეა დამოკიდებული.

მაგრამ ცხოვრება არ არის ერთჯერადი კითხვა-პასუხი. ერთი გამოცდა, რაც არ უნდა მნიშვნელოვნად მოგეჩვენოს, არ უნდა განსაზღვრავდეს შენს პოტენციალს, ცხოვრებისეულ გზას და თვითშეფასებას.

ერთი გზის ჩაკეტვა არ ნიშნავს, რომ ყველა კარი დაიხურა

ჩვენ ხშირად გვასწავლიდნენ მარტივ ფორმულას: ჩააბარე = წარმატება, ვერ ჩააბარე = წარუმატებლობა.

რეალობაში კი არსებობს ათასობით პროფესიონალი, რომლებმაც თავიანთი გზა უნივერსიტეტის გარეშე გაიკვალეს:

  • შეისწავლეს პრაქტიკული მიმართულებები
  • შექმნეს პროფესიული პორტფოლიო რეალური პროექტებით
  • იმუშავეს გუნდებში, სადაც პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს
  • გახდნენ ის, რაზეც ადრე ვერც კი იოცნებებდნენ

გახსოვდეს, ეს გზა შენთვისაც ღიაა.

მოითხოვე კონსულტაცია

სწავლა არ მთავრდება გამოცდით — ის სწორედ მის შემდეგ იწყება

პროფესიული განათლება გაძლევს შესაძლებლობას:

  • აირჩიო სფერო, რომელიც ნამდვილად გაინტერესებს
  • ისწავლო პრაქტიკულად — კეთებით და არა მხოლოდ თეორიით
  • იმუშაო რეალურ პროექტებზე, რომლებიც შენს პორტფოლიოს გაამდიდრებს
  • განავითარო უნარ-ჩვევები, რომლებიც ყველა თანამედროვე კომპანიისთვის ღირებულია

პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული დიზაინი — ეს მხოლოდ პროფესიები არ არის, ეს არის გზები იმ ადამიანებისთვის, ვინც არ ეგუება ერთ ფურცელზე გამოტანილ განაჩენს.

მთავარი ისაა, რომ  შენ თვითონ განსაზღვრავ, რას ნიშნავს "წარმატება"

შესაძლოა უნივერსიტეტში ვერ ჩააბარე, მაგრამ ახლა შეგიძლია:

  • შეისწავლო პროფესიები, რომლებზეც რეალური მოთხოვნაა ბაზარზე
  • ისწავლო თანამედროვე მეთოდებით, გუნდურ გარემოში
  • დაიწყო სტაჟირება და 18 თვეში გახდე კვალიფიციური პროფესიონალი

და როდესაც სხვები კვლავ ცდილობენ ბარიერის გადალახვას, შენ უკვე პროფესიული პორტფოლიოთი მიმართავ რეალურ სამსახურებს.

მოითხოვე კონსულტაცია

 

შენს ცხოვრებას არ უნდა განსაზღვრავდეს ერთი სიტყვა: "ჩააბარა" ან "ვერ ჩააბარა"

შენ მეტი ხარ:

  • ვიდრე საგამოცდო ქულა
  • ვიდრე სკოლის მოსწავლის სტატუსი
  • ვიდრე სხვების მოლოდინები

შენ ხარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია დღესვე დაიწყოს ახალი გზის გაკვალვა — და ეს გზა შეიძლება გაცილებით უფრო შესაფერისი იყოს შენთვის, ვიდრე ის, რომელიც სხვებმა დაგიგეგმეს.

დაიწყე პროფესიული სწავლა დღესვე — ისეთ ტექნოლოგიებში, რომლებიც მომავლის სამყაროს ქმნიან.

გახსოვდეს, სტეპში სწავლის ყველა ნაბიჯი დაგეგმილია. განვითარდი და განავითარე შენი მომავლის კარიერა

დაგვიკავშირდი:

  • ქ. თბილისი // ალ. ყაზბეგის გამზ. N34/34ბ // ☎️ +995 (32) 215-55-51
  • ქ. თელავი // ი. ჭავჭავაძის მოედანი N4 // ☎️ +995 577 538 549

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, გამოიწერე გვერდი:

Facebook // Instagram // Linkedin // behance // TikTok // YouTube



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

როგორ დაიწყო კარიერა IT-ში ნულიდან, გამოცდილების გარეშე?

გაიგე, როგორ შეგიძლია დაიწყო კარიერა IT სფეროში ნულიდან და რა ეტაპები უნდა გაიარო სწორი მიმართულების შესარჩევად, პრაქტიკული პორტფოლიოს შესაქმნელად და სასურველ პოზიციაზე დასასაქმებლად გამოცდილების გარეშე.

მიმართულების შერჩევა და პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიურ სამყაროში ტექნოლოგიური სფერო დღეს ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ, მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მიმართულებად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ IT ინდუსტრია ბევრისთვის მიმზიდველია, დამწყებების უმრავლესობას ერთი და იგივე კითხვა აწუხებს: „როგორ დავიწყო, როდესაც არც ტექნიკური განათლება მაქვს და არც სამუშაო გამოცდილება?“ სინამ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ახალი პროფესიის სწავლა სამსახურთან ერთად - რამდენად რეალურია?

გაიგე, რამდენად რეალურია ახალი პროფესიის ათვისება სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად და აღმოაჩინე დროის მენეჯმენტის ეფექტური სტრატეგიები წარმატებული კარიერული ცვლილებისთვის.

პროფესიული ზრდის გამოწვევები და სწორი დაგეგმვა დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ახალი პროფესიის ათვისება და კარიერული ცვლილება ბევრისთვის პრიორიტეტული ამოცანაა. თუმცა, მთავარი გამოწვევა, რომელიც ადამიანების უმრავლესობას აჩერებს, არსებულ სამსახურსა და ყოველდღიურ რუტინასთან სწავლის შეთავსებაა. ხშირად ჩნდება კითხვა: რეალურია თუ არა სრულფასოვანი პროფესიის შესწა

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა