IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

რევოლუციური AI პინი Humane-სგან

1000

AI

15.12.2023

611 დათვალიერება

 

გასული წლის აპრილში, როდესაც Apple-ს ყოფილმა თანამშრომელმა და Humane Inc თანადამფუძნებელმა იმრან ჩაუდრიმ TED Talk-ზე საკუთარი სტარტაპ კომპანიის პირველ პროდუქტად AI პროექტორი წარადგინა, იდეა საკმაოდ დაუჯერებლად და არამიმზიდველად ჟღერდა, თუმცა, რამოდენიმე დღის წინ Humane-მ ოფიციალურად ჩაუშვა წარმოებაში AI პინი - OpenAI ბაზაზე დაფუძნებული მოწყობილობა

 

 

„უეკრანო, უჩინარი და მგრძნობიარე“, – ასე ახასიათებს Humane Inc-ის დამფუძნებელი ახალ პროდუქტს, რომლის შორეული მიზანი მობილური ტელეფონის ჩანაცვლებაა!

 

გაჯეტი, რომელიც აპლიკაციების ნაცვლად დიდი ენის მოდელებთან მოახდენს ინტერაქციას. სმარტფონისგან განსხვავებით, მას არც საწყისი ეკრანი ექნება, არც უამრავი პარამეტრი თუ ექაუნთები სამართავად. პინის იდეა ბევრად მარტივია, უბრალოდ შეგიძლიათ, ისაუბროთ ან შეეხოთ მოწყობილობას, უთხრათ, რისი გაკეთება გსურთ ან რისი ცოდნა და იგი პასუხებს ავტომატურად მოგაწვდით. თუ გასულ წელს ჩეტბოტებში მრავალი ფუნქცია ვიხილეთ, რომელიც მარტივ ტექსტურ ბრძანებას ექვემდებარებოდა, Humane-იც ახლა სწორედ ამის ჩაშენებას აპირებს გაჯეტში. 

 

 

 

 

AI pin ტანისამოსის ზედაპირს მაგნიტის საშუალებით ერგება, მისი ღირებულება 699 დოლარია, თუმცა საწყის ფასს Humane წევრობისთვის ემატება ყოველთვიური გადასახადი 24 დოლარის სახით. მოწყობილობის მიწოდება 2024 წლიდან იწყება, ხოლო წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია

 

 

AI პინი Snapdragon-ის პროცესორზე მუშაობს, თუმცა უცნობია კონკრეტულად რომელზე. იმართება ხმის, კამერის, ჟესტების და პატარა ჩაშენებული პროექტორის კომბინაციის საშუალებით. თავად პინი დაახლოებით 34 გრამს იწონის, ხოლო "ელემენტის ბუსტერი" კიდევ 20 გრამს ამატებს. ჩაშენებული კამერა 13 მეგაპიქსელიან ფოტოებს იღებს  და მომავალში, პროგრამული უზრუნველყოფის განახლების შემდეგ ვიდეოს გადაღებასაც შეძლებს

 

როგორც ხედავ, ტექნოლოგიური სამყარო საინტერესო თავგადასავლებს გპირდება. სწორედ ახლა არის კარგი დრო, დაეუფლო მომავლის პროფესიას და წარმატებით განვითარდე კარიერულად. ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი შესაბამისი ცოდნის შეძენაა, რაც დღეს ძალიან მარტივია.

თუკი Front-end Development-ის შესწავლა გსურს, IT აკადემია სტეპში შენთვის ძალიან საინტერესო კურსი დაგხვდება, რომელიც განსაკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, Web Development 0-დან ისწავლოს. გარდა ამისა, სწავლება პრაქტიკაზე არის დაფუძნებული, რაც მოიცავს დავალებებსა და ინდივიდუალურ ფინალურ პროექტს. ეს კი მოგცემს შესაძლებლობას, დახვეწო და განივითარო შესაბამისი უნარები და დააგროვო პრაქტიკული გამოცდილება - დაეუფლე ახალ პროფესიას, დაიწყე სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

კონკურენტი მოწყობილობისგან განსხვავებით, human ai pin ყოველთვის არ მოგისმენთ, საჭირო დროს მისი ამუშავება ხელით მოგიწევთ, მის მთავარ ამოცანას პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით AI მოდელებთან დაკავშირება წარმოადგენს, რომელსაც კომპანია AI Mic-ს ეძახის. Humane-ის პრესრელიზში ნახსენებია Microsoft და OpenAI, ხოლო წინა მოხსენებებში ნათქვამი იყო, რომ პინი ძირითადად GPT-4-ის ბაზაზე მუშაობდა. Humane ამბობს, რომ ChatGPT-ზე წვდომა რეალურად მოწყობილობის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა. მისი ოპერაციული სისტემა, სახელწოდებით Cosmos შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი მოთხოვნები ავტომატურად მიმართოს სწორი ინსტრუმენტებისკენ, ვიდრე მოგთხოვოთ აპების ჩამოტვირთვა და მათი მართვა.

 

ამ მოწყობილობით იცვლება ხმოვანი შეტყობინებებისა და ზარების გამოცდილება. საინტერესოა Catch Me Up-ის ფუნქციაც, რომელიც თქვენი ელ.ფოსტის გადავსებულ ყუთს შეგიჯამებთ და 2-3 წამში დაგიორგანიზებთ. ხოლო, თუ საკვებს კამერასთან ახლოს მიიტანთ, მასზე დეტალურ ინფორმაციებსაც მოგაწვდით, თარგმანს კი 39 ენაზე რეალურ დროში შემოგთავაზებთ. როგორც ჩანს, მოწყობილობის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება ტარებადი LLM-ზე მომუშავე საძიებო სისტემის შეთავაზებაცაა. მომავალში კი ნავიგაციისა და შოპინგის ფუნქციები დაგვემატება

 

Humane პინის საშუალებით ცდილობს, რომ  ჩამოაშოროს ტექნოლოგიას ეკრანები და შეგვიმციროს გამოსხივება, ასევე დაამენეჯმენტოს სამართავი ანგარიშები. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ ისაუბროთ ან შეეხოთ პინს, თქვათ, რისი გაგება ან გაკეთება გსურთ და ეს ავტომატურად მოხდება. მოწყობილობის ერთერთი დანიშნულება მოხერხებული საძიებო სისტემაა რომელიც LLM-ზე მუშაობს. კომპანიამ Wired-ს განუცხადა, რომ აპირებს დეველოპერებს მისცეს საშუალება, რათა შექმნან საკუთარი ცხოვრების რითმი ამ მოწყობილობაში

 

Human ai pin მოწყობილობის პრეზენტაციას არ ჩაუვლია კურიოზის გარეშე, პირველივე ვიდეოში ხელოვნურმა ინტელექტმა თანადამფუძნებლის იმრან ჩაუდრის კითხვებს სწორად ვერ უპასუხა. ის კი ერთბაშად იმდენ რამეს გვპირდებოდა, რომ ეს შეცდომა არ აპატიეს და ინტერნეტ სივრცეში სახალისოდ გაავრცელეს — ai pin ვიდეოში არასწორად პასუხობს, რომ მზის დაბნელება 2024 წლის აპრილში ავსტრალიიდან გამოჩნდება, როცა რეალურად ამას ჩრდილოეთ ამერიკის ზოგიერთი ნაწილიდან დაინახავენ. ხოლო, როცა ნუშში ცილის შემცველობა ჰკითხეს, AI Pin-მა არასწორად მიუთითა 15 გრამი, რაც, სავარაუდოდ, ნახევარი ჭიქა ნუში უნდა იყოს და არა ის ოდენობა, რაც ჩაუდრის უჭირავს ხელში — USDA-ს მიხედვით, მხოლოდ 0.25 გრამ ცილას შეიცავს.

 

როგორც ჩანს, Humane AI პინს გაცილებით დიდი პროექტის საწყის ეტაპად განიხილავს, რაც ალბათ სწორია. ძირითადი მოდელების გაუმჯობესებასთან ერთად ისიც უფრო დაიხვეწება!

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538-549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა