IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

დაგეგმე დღესვე და დაიწყე სწავლა სექტემბრიდან სტეპში

13.05.2025

527 დათვალიერება

IT აკადემია STEP-ში საშემოდგომო მიღება იწყება! შემოდგომა ამზადებს ბუნებას ახალი სამყაროსთვის. შემოდგომას შეაქვს გარდამტეხი ცვლილებები გარემოსთვის. შენი შემოდგომა – საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა და მისი გამოყენებაა, რომ გახდე თანამედროვე სამყაროს სრულფასოვანი ნაწილი. განავითარო შენი შესაძლებლობები და გახდე მაღალანაზღაურებადი პროფესიონალი. დაისვენო იქ, სადაც მოგინდება და იმუშაო ისე – როგორც მოგინდება – სახლიდან, შენი ეზოდან ან ოფისიდან.

იმისათვის, რომ დაიწყო სწორი განვითარება, მთავარი შენი დიდი სურვილი და გადაწყვეტილებაა. კვლევების თანახმად, საკუთარ გადაწყვეტილებებზე უდიდეს გავლენას ის გარემო ახდენს, სადაც გვიწევს ყოფნა. შემოდგომა, კი სწორედ ის დროა, როცა ბუნება თვითონ გიბიძგებს ცვლილებებისკენ. გახდე უკეთესი, გააუმჯობესო ის გარემო სადაც ცხოვრობ, სადაც მუშაობ, განვითარდე და განავითარო შენი მომავალი.

ადრე მხოლოდ მეცნიერთა საქმე იყო აღმოჩენების გაკეთება და გარდამტეხი ცვლილებების შემოტანა ჩვენ ცხოვრებაში. დღეს კი, ცხოვრების ხარისხს ჩვენ, “ჩვეულებრივი” ადამიანები ვცვლით, ვინც ციფრულ პროდუქტებს ვქმნით. დიზაინერები, დეველოპერები, ანალიტიკოსები და სტარტაპების შემქმნელები, რომლებიც ყოველდღიურად ამარტივებენ ცხოვრებას. აბა, გაიხსენე: როგორ უკვეთავდი საჭმელს 5 წლის წინ და რამდენი აპლიკაციით შეგიძლია გამოიძახო დღეს? როგორ იძახებდი ტაქსის ადრე და როგორ ახლა? როგორ შოპინგობდი ადრე – როგორ შოპინგობ ახლა? დღეს ყველაფერი სწრაფად, მარტივად და ინდივიდუალურად ხდება.

იმისათვის, რომ ფეხი აუწყო თანამედროვე სამყაროს, ტექნოლოგიური პროფესიის შესწავლას “შემდეგისთვის” ვეღარ გადადებ. მაღალი ანაზღაურება, საერთაშორისო შესაძლებლობები და მუდმივი განვითარება – ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს რეალობაა. ის რეალობა, სადაც მომავალი შენ შეგიძლია შექმნა, თუკი მიიღებ სწორ გადაწყვეტილებას და დღესვე გადაადგამ ნაბიჯს, შენი თანამედროვე კარიერის განვითარებისთვის.

ისწავლე გრაფიკული დიზაინი – რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

კარგი გრაფიკული დიზაინის შექმნისთვის კომპანიები მზად არიან ათასობით დოლარი გადაიხადონ. ტექნოლოგიური პროგრესი ფონზე, დღეს ბრენდები მუდმივად ციფრული სივრცისკენ მიისწრაფვიან და ამ სივრცეში ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება ის, რაც თვალში პირველივე წამს გხვდება – კარგი ვიზუალი.

რატომ აქვს ვიზუალს ასეთი ძალა? ისევე ადამიანების შემთხვევაში, ჩვენ ერთმანეთზე პირველ შთაბეჭდილებას ვიზუალური სიგნალებით ვიქმნით. ზუსტად ასეა ბრენდებთან მიმართებითაც – მომხმარებელი ჯერ ხედავს დიზაინს და მხოლოდ შემდეგ იკვლევს შინაარსს. კარგი დიზაინერი არ არის უბრალოდ კრეატიული ადამიანი – ის არის ბრენდის ხმა, სტილი და მომხმარებლის მეხსიერებაში შენახული პირველი შთაბეჭდილება, რაც ასე ძალიან სჭირდებათ კომპანიებს.

ისწავლე პროგრამირება – რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

ქართველი დეველოპერების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ანაზღაურება ჯერჯერობით არ არის ისეთი მაღალი, როგორიც მსოფლიო ბაზარზე, თუმცა მათი შემოსავალი მაინც 3-ჯერ მაღალია,  სხვა პროფესიის ადამიანებთან შედარებით. შესაბამისად დღეს, პროგრამისტობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მაღალი ანაზღაურება ითვლება.

პროგრამისტობისთვის, შეზღუდული ასაკი არ არსებობს. იგი მუდმივად განვითარებადი პროფესიაა. სხვადასხვა ტექნოლოგიური სიახლეები, მისი ნაწილია და ამ პროფესიით დასაქმებულ ადამიანებს, საშუალებას აძლევს, მასთან ერთად განვითარდნენ.

ისწავლე ქსელები და კიბერუსაფრთხოება – რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

IT პროფესიონალები, მუშაობენ როგორც მცირე და საშუალო ტიპის ორგანიზაციებში, ისე დიდი მასშტაბის კომპანიებში და სახელმწიფო სტრუქტურებში, კომპიუტერული სისტემებისა და ქსელის ადმინისტრატორად. მსოფლიოს მასშტაბით, ამ პროფესიაში საშუალო წლიური ანაზღაურება 77 000 აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში, კი 1-2 წლის სამუშაო გამოცდილების მქონე IT სპეციალისტის საშუალო წლიური ანაზღაურება 30 000 – 50 000 ლარს შორის მერყეობს.

სტეპის სპეციალური პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის “პროფესიები სკოლის პარალელურად” – რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

სკოლის პარალელურად პროფესიის დაუფლებით  დაინტერესებულ პირებს, IT აკადემია STEP აძლევს საერთაშორისო დონის განათლების მიღების შანსს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. სტეპი უზრუნველყოფს მომავლის პროფესიების მაღალ დონეზე სწავლებასა და  დასაქმებისთვის საჭირო  “Hard” და “Soft”  უნარების განვითარებას.

სტეპის Junior IT აკადემია – რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

 დღევანდელ ციფრულ სამყაროში ბავშვებს დაბადებიდან აქვთ წვდომა ციფრულ ტექნოლოგიებზე. ისინი საკმაოდ დიდ დროს ატარებენ ე.წ გაჯეტებთან. ეს მოცემულობა გარკვეულწილად მნიშვნელოვანია მათი სამომავლო განვითარებისთვის, თუმცა დროის კონტროლისა და გაუაზრებლად მთელი დღის გაჯეტებთან გატარებამ შესაძლოა მოზარდებში ძალიან დიდი პრობლემები წარმოშვას.

Junior IT აკადემიაში სწავლის დროს ბავშვები ეცნობიან კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, პროგრამირებას, ინტერნეტსა და ქსელურ უსაფრთხოებას. ისინი ასევე სწავლობენ საკუთარი კომპიუტერული თამაშების, 2D და 3D პერსონაჟების შექმნას, სწავლობენ, როგორ იმუშაონ ტექსტურ და გრაფიკულ რედაქტორებთან, ამზადებენ  პრეზენტაციებს და იძენენ კოდის წერის საბაზისო უნარებს.

სტეპის Online აკადემია – რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

სტეპში საშუალება გაქვს, სწავლა შენს სამუშაო დღეს შეუთავსო, გაიარო სტეპის ონლაინ კურსები და შეცვალო შენი კარიერა უკეთესობისკენ, შემდეგი მიმართულებებით:

  • ინტერიერის დიზაინი
  • IT მხარდაჭერის სპეციალისტი
  • Front-end ვებდეველოპმენტი
  • პროგრამირება Python-ის გამოყენებით
  • UX/UI დიზაინი
  • მარტექი

თითქმის ყველა სფერო, იქნება ეს ბანკი, განათლება, ჯანდაცვა თუ ტრანსპორტი – ტექნოლოგიურ სტრუქტურად უკვე იქცა. კომპანიებს უბრალოდ აღარ ჰყოფნით კარგი პროდუქტი – მათ სჭირდებათ ციფრული გადაწყვეტები, რომლებიც მომხმარებელთან უშუალო კავშირს ქმნიან. შედეგად, შრომის ბაზარზე სტაბილურად იზრდება მოთხოვნა ტექნოლოგიურ სპეციალისტებზე: პროგრამისტებზე, დიზაინერებზე, IT ინჟინრებზე. ეს მოთხოვნა გლობალურია.

გახსოვდეს, სტეპში სწავლის ყველა ნაბიჯი დაგეგმილია. განვითარდი და განავითარე შენი მომავლის კარიერა

დაგვიკავშირდი:

  • ქ. თბილისი // ალ. ყაზბეგის გამზ. N34/34ბ // ☎️ +995 (32) 215-55-51
  • ქ. თელავი // ი. ჭავჭავაძის მოედანი N4 // ☎️ +995 577 538 549

გამოგვყევი სოციალურ ქსელებში, გამოიწერე გვერდი:

Facebook // Instagram // Linkedin // behance // TikTok // YouTube

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა