IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

Python-ის 50 წლის იუბილე: რატომ არის ეს ენა ბევრისთვის საყვარელი?

01.06.2021

595 დათვალიერება

2021 წელს, პროგრამული ენის Python-ის 30 წლის იუბილეს ავღნიშნავთ, გვიდო ვონ როსუმის მიერ პითონის გაშვებიდან, იგი ცნობილია, როგორც წარმოუდგენლად უნივერსალური ენა, რომელიც გამოიყენება Instagram-დან დაწყებული Dropbox–ით დამთავრებული ყველაზე პოპულარული ვებ-პროგრამის შესამუშავებლად. ამავე დროს, ის წარმოადგენს დამწყებთა ენას, ვინც პირველად ეცნობა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სამყაროს და ჯერ პროგრამირების გამოცდილება არ გააჩნია

 

აკადემიურ სივრცეში ის რჩება ფავორიტად მათემატიკოსებისთვის, ფიზიკოსებისთვის და მსოფლიოს ყველა მიმართულების მეცნიერებისთვის მონაცემთა მეცნიერების ამოცანების შესასრულებლად. პითონი, ცალსახად, არის მსოფლიოში მეორე ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენა, RedMonk-ის რეიტინგის მიხედვით ის პირველი Java-სთან არადაკავშირებული ენაა, რომელიც ამ რეიტინგში ასეთ მაღალ ადგილს იკავებს 2008 წლიდან


ყველას დამაკავშირებელი ერთი ენა 

Python-ის პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი მდგომარეობს მის სიმარტივეში. მის მომხმარებლებს არ სჭირდებათ გარკვევა კომპილატორებში, ასემბლერებში და სხვა მცირე მილიონობით დეტალში, რომლის ცოდნასაც მოითხოვენ სხვა ენები. უკუკავშირი დაუყოვნებლივია, ხოლო ენა მუდამ განიცდის განვითარებას. გარდა მისი პოპულარობისა დამწყებ მომხმარებლებში, Python დღითიდღე ხდება პრიორიტეტული ბიზნეს გარემოში, სადაც იგი პოულობს თავის ადგილს,

 

მსხვილ განვითარების პროექტებს ყოველთვის გააჩნიათ ურთიერთბალანსი მასშტაბსა და სიჩქარეს შორის. ტიპიური პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტი, რომელსაც ყოველდღიურად იყენებს დიდი ორგანიზაცია, მაგალითად Bloomberg, შეიძლება შეიცავდეს რამდენიმე სხვადასხვა ენაზე დაწერილ კოდს, ხოლო მის ქვეშ არსებული მონაცემები შეიძლება ინახებოდეს მრავალ ფორმატში, ენასა და ლოკაციებში. ამგვარ გარემოში, Python–მა ფესვები მოიკიდა, როგორც შეუმჩნეველი, მაგრამ მძლავრი გზა სხვადასხვა აპლიკაციებსა და კოდების ბიბლიოთეკების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. 

 

ამ წებოვანი კოდის, კომპილატორ ენებზე დაწერის აუცილებლობის შემცირებით და ამის ნაცვლად, Python-ში მისი აწყობით მოკლდება შემუშავების ციკლები, შედეგები ხდება უფრო ინტერაქტიული და უფრო სწრაფი შესამჩნევი და აღმოიფხვრება ისეთი შეფერხებები, როგორიცაა გახანგრძლივებული დრო, რომელსაც საჭიროებს კომპილაციის პროცესი.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ე.წ. hard-crash-ის ალბათობა ნაკლებია (იგულისხმება ხარვეზი, მინიშნებისა ან განმარტების გარეშე იმის შესახებ თუ რა მოხდა არასწორად) გარკვეული კომპილაციის ენებთან შედარებით, აღნიშნულმა შეიძლება ხელი შეუწყოს დეველოპერებს გაიმეორონ ქმედება უფრო სწრაფად, რაც ხელს უწყობს "დედლაინის" დაცვას და დამკვეთისთვის გამოყენებადი პროდუქტების დროულ მიწოდებას.

 

  • Bloomberg-ში ამ ენას აღმერთებენ, აქ იყრიან თავს Python-ის სპეციალისტები
  • Python-ის კოდის 100 მილიონზე მეტი ხაზი აქვთ გაწერილი
  • მათი ვებ-მომსახურებები, მანქანური სწავლების მოდელები და დეველოპერთა ინსტრუმენტები, ყველგან გარკვეული ფორმით იყენებენ ამ ენას, და ჩვენ სიამაყით ვამბობთ, რომ ბლუმბერგი უმკლავდება ისეთ შემთხვევებსაც, რომლებიც ერთ დროს შეუძლებლად განიხილებოდა.
  • მხოლოდ გასულ თვეში მათ დაიმატეს Python-ის 14 სპეციალისტი, თვიური ანაზღაურებით 3,1 მილიონი

 

შეისწავლეთ Python პროგრამირება-პროფესია ჩვენთან

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

Python-ის მომავალი

როგორც CPython-ის ძირითადი დეველოპერი და 2021 წლის Python-ის მმართველი საბჭოს წევრი ამბობს "აქტიურად ვარ ჩართული Python-ის საზოგადოების განვითარებაში, ნათელია ამ ენის გამოყენებადობა მონაცემთა მეცნიერებაში, თანამედროვე ტექნოლოგიების, ვებ-აპლიკაციების, თამაშების დაწერის, მონაცემთა ანალიზის მიმართულებით

 

ხუთკაციანი მმართველი საბჭო შეიძლება ჩაითვალოს მოხალისეების სანდო ჯგუფად, მათი მისია ენის განვითარება და წვლილის შეტანაა მის ევოლუციაში, რათა ენა გახდეს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი, ინკლუზიური და მდგრადი. ჩვენ ასევე ვუყურებთ ენის და CPython მთარგმნელის ხარისხს და სტაბილურობას. რაც მთავარია, მმართველი საბჭო მოქმედებს, როგორც შემოთავაზებული ცვლილებების და გაუმჯობესებები გამტარი, რომლებიც შემოდის Python-ის ვნებიანი და ხმიერი საზოგადოებიდან

 

ჯგუფი იცვლება Python–ის ყოველი მნიშვნელოვანი გამოსვლის შემდეგ, ხმის მიცემის შემდეგ, როდესაც ენის მთავარი დეველოპერები ირჩევენ ახალ წევრებს. საბოლოო ჯამში, ჩვენი როლის დიდ ნაწილი ეძღვნება  საზოგადოებისგან მიღებული უკუკავშირის მოსმენას. Python–ის მომავალი მოიცავს ამ უკუკავშირის ჩართვას, რათა სარგებელი მოვიტანოთ მთელ გარემოს

 

Python-ის დეველოპერთა ვნება და ენთუზიაზმი ჭესმარიტად ინსპირაციულია. მაგალითისთვის, ერთ-ერთი ჯგუფი, რომელსაც წინაზე შევხდი, იყვნენ მასწავლებლები, რომელბსაც სურდად გასაუბრება იმის შესახებ, თუ როგორ ავლენს და განმარტავს Python შეცდომებს. ეს არის ევოლუციის ისეთი ტიპი, რომელსაც ჩვენ მუდამ ვეძებთ, მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილების მაგალითი, რაც ენას უფრო ხელმისაწვდომს და უფრო ეფექტურს ხდის."

 

ბალანსის დაცვა

2021 წლის საწყისს თვეებში ვმუშაობდით იმის გასაუმჯობესებლად, თუ როგორ იუწყება Python სინტაქსური შეცდომების შესახებ, როდესაც დეველოპერი წერს სინტაქსურად არასწორ კოდს. იმისთვის, რომ ეს ყველასთვის გასაგები და ეფექტური იყოს, შეიძლება უფრო რთული იყოს მისაღწევად.

 

გრამატიკის ან სინტაქსის თითოეულმა ცვლილებამ, სიმცირის მიუხედავად, შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების რეაქცია. ჩვენ უნდა მოვისმინოთ ეს უკუკავშირი და მზად ვიყოთ შესაბამისი ადაპტაციისთვის. ხალხი გატაცებულია იმით, თუ როგორ წერენ და კითხულობენ Python კოდს, აინტერესებთ მისი გრამატიკის სწორად გამოყენება ან რამდენად მოქნილი უნდა იყოს ან არ უნდა იყოს გარკვეული წესები. ამ გაგებით, ის გავს ვერბალურ ენას.

 

ნებისმიერი დეველოპერული საზოგადოების მსგავსად, ჯგუფების სხვადასხვა საჭიროებებისა და სურვილების გამო, საკითხები დაყოფილია. ამაში ნავიგაცია - და ბალანსის დაცვა, რომელიც ყველასთვის გამოდგება - მთავარი გამოწვევაა მათთვის, ვინც იქნება საჭესთან შემდეგ წელს და მას შემდეგ.

 

Python 30 წლის გახდა, ის იცვლება და იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა ენები. დარწმუნებული ვარ, რომ ის წლების მანძილზე. ისეთივე სასარგებლო დარჩება საკლასო ოთახში, როგორც ის არის პროფესიონალი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრისთვის!

 

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ Python პროგრამირება,მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა