IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

რა არის შენი მაქსიმუმი?

1000

მოტივაცია

05.10.2023

732 დათვალიერება

წარმატების სურვილი ძლიერი ფსიქოლოგიური მამოძრავებელი ძალაა — არა მხოლოდ იმიტომ, რომ მიღწევებით თვითშეფასებას ვიმაღლებთ, არამედ იმ ღირებულებების გამოც, რომლებსაც საზოგადოება გვანიჭებს. 

გინდა წარმატებას მიაღწიო? მაშინ წამიერად დაფიქრდი, სად ხარ დღეს და რას აკეთებ წარმატებისთვის?- არის ეს შენი პოტენციალის მაქსიმუმი?

აკეთებ ყველაფერს რაც შეგიძლია? დღეს სადაც ხარ, არის ის მაქსიმალური წერტილი, დონე, სადაც შეგიძლია, რომ იყო? შეგიძლია, მეტს აკეთებდე და უფრო შორს იყო?

 

 

ფსიქოლოგების თქმით, როდესაც საკუთარ თავს ვუსვამთ შეკითხვას, არის თუ არა ეს ჩვენი პოტენციალის მაქსიმუმი, უმეტესწილად, პასუხი უარყოფითია. ვხვდებით და ვიაზრებთ, რომ მეტის გაკეთებაც შეგვეძლო, ნაკლები სიზარმაცე რომ გამოგვეჩინა. უფრო მეტ შესაძლებლობას აღმოვაჩენდით, მეტი სითამამე რომ გამოგვეჩინა და თავდაჯერებით გვემოქმედა. შეგვეძლო, სამსახურში უკეთეს პოზიციაზე ვყოფილიყავით, უფრო მეტი რომ გვესწავლა. როგორც ხვდები, ეს სია შესაძლოა დაუსრულებლად გაგრძელდეს, რადგან მეტი, ყოველთვის შეგვიძლია.

 

თუმცა, შესაძლოა ეს დამაბნეველიც იყოს და იფიქრო, რომ ჩემი შეხედულება არასწორია, რადგან მაქსიმალური პოტენციალის მიღწევას ვერასდროს შევძლებთ - რადგან შესაძლებლობები უსაზღვროა და თუ სადმე საზღვრები არსებობს, ამას ისევ ჩვენ ვიწესებთ...

 

თუ პიროვნული და კარიერული განვითარების ჭრილში ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, მართალი ხარ. საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმს შესაძლოა ვერ მივაღწიოთ, რადგან ყოველთვის შეგვეძლება უფრო მეტის სწავლა, უფრო მეტი ბიზნესის წამოწყება, უფრო მეტი კურსის ჩაწერა, უფრო მეტი ადამიანის დახმარება, უფრო მეტი უნარისა და გამოცდილების შეძენა

 

ოდესმე გიკითხავს საკუთარი თავისთვის თუ რისთვის ხარ შექმნილი? რას უნდა აკეთებდე ცხოვრების განმავლობაში, იქნება ეს პროფესია თუ უბრალოდ ჰობი? რომელია ის სფერო, სადაც საკუთარ თავს იპოვიდი, მაქსიმალურ პოტენციალს გამოავლენდი და მარტივად, ბედნიერი იქნებოდი?

 

არის ერთი შესანიშნავი ფრაზა „თუ გინდა გქონდეს ის, რაც არასდროს გქონია, უნდა გააკეთო ის, რაც არასდროს გაგიკეთებია“. ყოველდღიურად საჭიროა სულ უფრო მეტის კეთება, უფრო მეტი და საჭირო უნარის შეძენა, სწავლა და განვითარება!

 

პირველ რიგში, დაიწყე ღირებულებების გადაფასებით

ნუ იფიქრებ, რომ წარმატება ყველაფრის ცოდნასა და კეთებას მოითხოვს. როცა ყველაფრის გაკეთებას ცდილობ, მალევე აღმოაჩენ რომ ზედმეტად ბევრს აკეთებ — ასე გროვდება სიგიჟე, სტრესი და ჩნდება დროის ნაკლებობა.

გადატვირთულობის წინააღმდეგ საბრძოლველად, უმჯობესია, შენი ღირებულებების განსაზღვრით დაიწყო და ზუსტად გააცნობიერო, რა მიგაჩნია შენს წარმატებად

 

ღირებულებები ცხოვრების სამი სფეროს მიხედვით დაყავი: საკუთარი თავი, სამსახური და ურთიერთობები

შემდეგ კი ეს ღირებულებები ერთგვარ სახელმძღვანელოდ გამოიყენე იმის შესახებ, თუ რაზე უნდა გაამახვილო ყურადღება, რა მიზნების მიღწევა გსურ და დაახლოებით რამდენი დრო დაგჭირდება მათ მისაღწევად

 

 

მნიშვნელოვანია მცირე ცოდნით არ გადადგათ დიდი ნაბიჯები და სათანადოდ მოემზადოთ სამივე მიმართულებით.

 

სამსახურის და განათლების მიმართულებით

ჩვენი კურსები გათვლილია მათზე ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს IT სფეროში. თქვენ არ დაგჭირდებათ სპეციალური ცოდნა სწავლის დასაწყებად. ჩვენ მოგცემთ კარგ ბაზას და გაგივითარებთ აუცილებელ უნარებს, რათა დაიწყოთ მუშაობა სპეციალობით, IT აკადემია STEP თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან. ჩვენ რეგულარულად ვაახლებთ და ვაქვეყნებთ ვაკანსიებს ჩვენი პარტნიორებისგან და ვაძლევთ სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობებს.

 

საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა კიბერუსაფრთხოება - დაიწყე პროფესიის შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული!

→დარეგისტრირდი ახლავე!

 

შექმენი პოზიტიური იმპულსი მცირე გამარჯვებებით

ზოგჯერ საჭირო ცვლილებები, შეიძლება, ძალიან ბევრი მოგეჩვენოს. აუარება ნაბიჯით შენსა და საბოლოო მიზანს შორის კი, პროცესი დამაშინებელი ჩანს. მაგრამ წარმატება შობს მეტ წარმატებას, რაც არ უნდა მცირე იყოს ის. ამ მიზეზით, ექსპერტები მცირე წარმატებების გამოყენებას გვირჩევენ, რათა დიდი საქმეებისთვის სათანადო ბიძგი მივიღოთ.

 

კიდევ ერთი მიდგომაა დიდი მიზნების ნაწილებად დაყოფა და მათი კონკრეტული დროის მონაკვეთში მიღწევა. რადგანაც პატარა ნაბიჯები უფრო მართვადი და ნაკლებად საშიშია, უფრო სავარაუდოა, რომ მათი შესრულება შეძლოს. თავის მხრივ, ეს წარმატების მისაღწევად საჭირო ნდობას აყალიბებს და ყოველი მიღწევა წინსვლის საწინდარი ხდება.

 

„საკუთარი მაქსიმუმის მისაღწევად ერთადერთი გარანტირებული გზა, გამუდმებით რაღაცის კეთებით გატაცებაა. მოწყენილობა არ უნდა შეიყვარო“

 

გახსოვდეს, შენი შესაძლებლობები უსაზღვროა, მიუხედავა იმისა რომ ხშირად შენს "გასაქანს" სხვები უკეთ ხედავენ, შენი მაქსიმუმი მაინც არავინ არ იცის შენს გარდა, დაიწყე ყოველდღიურად სულ უფრო მეტის კეთება, უფრო მეტი და საჭირო უნარის შეძენა, სწავლა და განვითარება!

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538-549 ქ.თელავი,ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა