IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

რა გვიშლის ხელს წარმატების მიღწევაში?

100000

მოტივაცია

26.09.2023

849 დათვალიერება

რა არის წარმატება? გამართლება და იღბლიანი შემთხევევა, თუ თავდაუზოგავი შრომის ნაყოფი? ძნელია მოუძებნო ერთი ცალსახა ახსნა,რადგან წარმატება მიიღწევა თავდაუზოგავი შრომის შედეგად და ასევე ზოგ შემთხევევაში იღბალი, გამართლება განაპირობებს ხოლმე ადამიანის მომავალს. მიუხედავად ამისა, ღირებული წინსვლის მისაღწევად თავდაუზოგავი შრომაა საჭირო - ”წარმატების საიდუმლო მარტივია: გარკვეული დროის განმავლობაში იშრომე, მოთმინებით და თავდაუზოგავად იღვაწე, შენი წარმატების განუხრელად გჯეროდეს და უკან არასოდეს დაიხიო”.

 

იყოს წარმატებული ყველა ადამიანისთვის სასურველი და საოცნებოა. თითოეული თავისი ცხოვრების გზაზე ცდილობს შეასრულოს საკუთარი მისია და გააკეთოს ეს მაქსიმალურად ეფექტიანად. ზოგი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, ზოგიც სხვის შეცდომებზე. მიზნების მისაღწევად ყველას აქვს ინდივიდუალური მიდგომა, თუმცა შესაძლოა არსებობდეს მსგავსი ხელისშემშლელი გარემო ფაქტორები, რომლებიც გვაბრკოლებენ მიზნამდე მისასვლელ გზაზე.

 

თუ გსურს განვითარდე და განავითარო შენი ცოდნა და უნარები, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყოთ, ჩვენი კურსი დაგეხმარება ამის გარკვევაში. სწორედ ამიტომ, უფრო ეფექტური სწავლებისთვის, პროგრამა დაყოფილია ნაწილებად და ცოდნას, რეალური პრაქტიკიდან მიიღებ. რას შეისწავლი

→დარეგისტრირდი მარტივად

 

საინტერესო აღმოჩენის გასაკეთებლად, განვიხილოთ მოზარდის ამბავი, რომელსაც მუსიკა ძალიან უყვარდა. ის ჯერ 7 წლის იყო და თავისი პირველი კონცერტისთვის ემზადებოდა ფორტეპიანოში. შერჩეული საკონცერტო პიესა მოითხოვდა ტემპს და დაკვირვებას. მასწავლებელმა ის საკონცერტო დარბაზში ჩაიყვანა და გენერალური რეპეტიცია მოუწყო. გვერდით მიუჯდა, გაამხნევა, ხელი გაუსწორა, დაწყება ანიშნა და დაიწყო თვლა. ასევე, უთხრა, რომ შედარებით ნელი ტემპით დაეკრა, რათა შეცდომები აერიდებინა თავიდან. მასწავლებელი ითვლიდა და გზადაგზა ახსენებდა მოსწავლეს პედალს, ეუბნებოდა რომ არ აჩქარებულიყო, არ აღელვებულიყო, ხელი დაეჭირა თავისუფლად და მის თვლას მიჰყოლოდა. რამოდენიმე დაშვებული შეცდომის შემდეგ მასწავლებელმა აუღელვებლად ათასჯერ მაინც გაამეორებინა მოსწავლეს პიესა. ამჯერად შესრულებამდე შეუქმნა განწყობა, კიდევ ერთხელ აუხსნა წესები, დაწყება ანიშნა და დაიწყო ისევ თვლა. ასე გავიდა გენერალური რეპეტიციისთვის განკუთვნილი არაერთი საათი, მოსწავლეს კი არ შეეძლო პიესის უშეცდომოდ დაკვრა. ის უბრალოდ ამას ვერ ასრულებდა.

 

უშედეგო მეცადინეობის შემდეგ მასწავლებელი ძალიან აღელდა, რადგან კონცერტი მომდევნო დღეს იყო, მოსწავლეს კი არ შეეძლო პიესის შესრულება. იგი ადგა და სცენიდან ჩავიდა. რამოდენიმე წუთი ფიქრის შემდეგ, მასწავლებელი წინა რიგში სკამზე დაჯდა და მოსწავლეს შემოსძახა: „აბა, მიდი და შეუბერე დამოუკიდებლად!“ მოსწავლემ იგრძნო, რომ მარტო იყო, დარბაზი მხოლოდ მისი იყო და შეეძლო თავისუფლად გაეშალა ფრთები, რადგან ამის ნებართვა უკვე ჰქონდა მასწავლებლისგან. მან დაკვრა დაიწყო და პირველივე ნოტიდან იგრძნობოდა პიესის ჰარმონიულობა, სიზუსტე და ნოტების სირბილე. არცერთი შეცდომა, არანაირი აღელვება, არავითარი შეყოვნება. რეპეტიცია წარმატებით დასრულდა. მასწავლებლის მღელვარებაც დასრულდა. ასევე წარმატებით ჩაიარა პირველმა და სხვა დანარჩენმა კონცერტებმაც.

 

წარმატების მიღწევაში ზოგჯერ ხელს გვიშლის ზედმეტი შეზღუდვები და ჩარჩოები, რომლებიც არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ფრთები გავშალოთ, გამოვავლინოთ ჩვენი უნარები და მივიდეთ დასახულ მიზნამდე. ზოგჯერ ეს შეზღუდვები განპირობებულია ზედმეტი მზრუნველობით ან გადაჭარბებული კონტროლით, რომელიც თრგუნავს ჩვენში გამბედაობას. ამიტომ, უნდა დავფიქრდეთ, რა გარემო ფაქტორები ზღუდავენ ჩვენს თავისუფლებას და ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად მოვიხსნათ ის შიში და კომპლექსები, რომლებიც აფერხებენ ჩვენს წინსვლას.

 

5 ფაქტორი რომელიც ხელს გვიშლის წარმატების მიღწევაში

  1. შიში - არ შემიძლია
  2. სიზარმაცე - დავიღალე, მეტი არ შემიძლია
  3. ნებისყოფის არ არსებობა - მოთმენა არ შემიძლია
  4. გაფანტულობა - ფოკუსირება არ შემიძლია
  5. კომპლექსები - გავთავისუფლდე არ შემიძლია

 

წარმატება თავისით არავისთან მოდის. ამაზე თავად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და უნდა შევიქმნათ ისეთი გარემო, სადაც საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვიყენებთ, სადაც არ შეგვეშინდება ჩვენი კრეატიულობის და მიზანდასახულობის. ყველა ადამიანს გვაქვს საკუთარი „სცენა“, რომლისკენაც გზას უნდა მივაგნოთ და ბოლოს, ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ აპლოდისმენტებს.

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე  პროგრამირების შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

მათვის, ვისაც სურს ხარისხიანი სწავლა და მუშაობის დაწყება

ჩვენი კურსები გათვლილია მათზე ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს IT სფეროში. თქვენ არ დაგჭირდებათ სპეციალური ცოდნა სწავლის დასაწყებად. ჩვენ მოგცემთ კარგ ბაზას და გაგივითარებთ აუცილებელ უნარებს, რათა დაიწყოთ მუშაობა სპეციალობით, IT აკადემია STEP თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან. ჩვენ რეგულარულად ვაახლებთ და ვაქვეყნებთ ვაკანსიებს ჩვენი პარტნიორებისგან და ვაძლევთ სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობებს.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538-549 ქ.თელავი,ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა