IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

იშვიათი პროგრამები რომელიც უნდა გქონდეთ თქვენს გაჯეტებში

211

მოტივაცია

07.07.2023

937 დათვალიერება

დღევანდელ სამყაროში დრო იმდენად გადამწყვეტი ფაქტორი გახდა ყველა მიმართულებით, რომ თავისი ძვირფასი დროის დათმობა უფასოდ არავის სურს -  21-ე საუკუნის ყველაზე გავრცელებული ფრაზა ზუსტად შეესაბამება ამ სიტუაციას "დრო ფულია".

ბაზარზე ბევრი კადრია, არსებობს ბევრი ადამიანი, ვისაც მსგავსი სამუშაოს შესრულება შეუძლია. მაგრამ ეს არ არის არსებითი. მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ რამდენ ხანში შეძლებს ამ სამუშაოს შესრულება. ამას კი პროდუქტიულობა ეწოდება. 

იმისათვის, რომ გაუმჯობესდე და გაიზარდო პროფესიულად, უნდა გახდე მეტად პროდუქტიული სწორედ ამაში დაგეხმარებათ ეს სტატია, სადაც გაგაცნობთ 5 სოფტვეარს, რომლებიც აუცილებლად უნდა გქონდეს.

 

ამ სოფტვეარებს ნებისმიერ შემთხვევაში აქვთ უფასო ვერსიები ან არის open source-ები. 

 

1. Notion

ეს არის პროექტ მენეჯმენტისა და ჩანაწერების სოფტვეარი. 

აპლიკაციაში მოცემულია ბევრი დეფოლტ შაბლონი, რომელთა გამოყენებაც შეგიძლია. და არა მხოლოდ გამოყენება, მათი შექმნაც კი. შეგიძლია დაამატო ფოტო, ვიდეო, აუდიო, ლინკი, მონიშნო ვინმე და ა.შ.

ამდენი ფუნქციის გამო მუშაობა შეიძლება ცოტა რთული იყოს, მაგრამ რეგულარული გამოყენების შემდეგ შეეჩვევით. 

სოფტვეარზე წვდომის მიღება შესაძლებელია ბრაუზერიდან ან აპლიკაციის ჩამოტვირთვით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა პლატფრომაზე (android, windows, mac)

 

ახალგაზრდები დაინტერესებული არიან ტექნოლოგიებით, მაგრამ არ იციან როგორ ან სად დაიწყონ სწავლა, ჩვენსკვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში, მოზარდებს შეუძლიათ პროგრამირების შესწავლა!

დარეგისტრირდი მარტივად

 

2. LibreOffice

LibreOffice არის უფასო და open source პროდუქტიულობის პროგრამული უზრუნველყოფა.

მას აქვს ბევრი მსგავსი ხელსაწყო, რასაც სხვა ფასიანი სოფტვეარები უზრუნველყოფენ. 

იგი მოიცავს Writer-ს (სიტყვის დამუშავება), Calc-ს (ცხრილები), Impress-ს (პრეზენტაციები), Draw-ს (ვექტორული გრაფიკა და flowcharts), Base-სა (მონაცემთა ბაზები) და Math-ს (ფორმულების რედაქტირება).

იგი ხელმისაწვდომია windows-და და mac-ზე.

android-ისა და iOS-ისთვის მას აქვს მსგავსი პროექტი - Collabora Office.

 

3. OBS

ამ სოფტვეარში შეგიძლია ბევრი კარგი ფუნქცია იპოვო, რომლებსაც მხოლოდ ფასიან ვერსიებში შეხვდებით, მაგრამ ისინი აქ უფასოა!

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს პროგრამული უზრუნველყოფა ვიდეოების ჩასაწერად ან თქვენს youtube არხზე ლაივ ვიდეოს ჩასართავად. 

იგი ხელმისაწვდომია windows-ზე, mac-სა და linux-ზე.

 

4. Brave

ეს ვებ ბრაუზერია.

მისი მთავარი და მნიშვნელოვანი ფუნქცია არის კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული მიდგომა.

Brave-ს გააჩნია ადგილობრივი ტრეკინგ დაცვა, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაბლოკოთ ნებისმიერი ტრეკერი და რეკლამა მესამე მხარის აპის ინსტალაციის გარეშე.

ეს ნიშნავს, რომ არ შეხვდებით რეკლამებს youtube-ზე ვიდეოების ყურებისას ან ინტერნეტში სქროლვის დროს. ასევე, ის ბრაუზერს ქრომთან შედარებით 3-ჯერ უფრო აჩქარებს. 

იგი არის უფასო და open source სოფტვეარი, რომელიც ყველა პლატფრომაზე ხელმისაწვდომია.

 

5. Backiee

თქვენ უნდა გქონდეთ კრეატიული აზროვნება, შესაფერისი სამუშაო გარემო და მოტივაცია, რომ ეფექტურად იმუშაოთ. ასე რომ, აუცილებლად უნდა გქონდეთ შესანიშნავი ბექგრაუნდი თქვენი მოწყობილობისთვის. 

Backiee გთავაზობთ ასობით ათასი უფასო 4K, 5K ან 8K ბექგრაუნდს.

მას აქვს შესანიშნავი სურათების უფასო კოლექცია.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

მშობლებისთვის

რატომ არ არის ტრაგედია, თუ თქვენი შვილი წელს უნივერსიტეტში არ წავიდა (თანამედროვე შრომის ბაზრის რეალობა)

უნივერსიტეტში წაუსვლელობა არ ნიშნავს განათლების დასასრულს. თანამედროვე შრომის ბაზარზე პრაქტიკული უნარები და ტექნოლოგიური წიგნიერება არის ის მყარი საფუძველი, რომელიც შვილის წარმატებულ კარიერას განსაზღვრავს.

აკადემიური დიპლომის მიღმა: თანამედროვე რეალობა დღევანდელ მუდმივად ცვალებად შრომის ბაზარზე, უმაღლესი განათლების შესახებ წარმოდგენები ფუნდამენტურად შეიცვალა. ტრადიციული ხედვა, სადაც უნივერსიტეტის დიპლომი წარმატების ერთადერთ გარანტად ითვლებოდა, თანდათან პოზიციებს თმობს. დამსაქმებლები სულ უფრო მეტად აფასებენ არა ფორმალურ განათლებას, არამედ კონკრეტულ, პრაქტიკულ უნარ

ШАГ логотип

მოტივაცია

„ყველამ ჩააბარა, ჩემს გარდა“ - როგორ გავუმკლავდეთ საზოგადოების წნეხს და ვიპოვოთ ჩვენი გზა

გრძნობ საზოგადოების წნეხს და გეჩვენება, რომ „ყველამ ჩააბარა, შენს გარდა“? გაიგე, რატომ არ განსაზღვრავს საგამოცდო ქულები შენს რეალურ პოტენციალს და როგორ გადააქციო დროებითი დაბრკოლება ახალი, ბევრად უფრო პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი კარიერის დასაწყისად თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში.

როცა რეალობა მოლოდინებს არ ემთხვევა: საზოგადოებრივი წნეხის ფენომენი ეროვნული გამოცდების, საუნივერსიტეტო ტესტირებების ან თუნდაც სამსახურებრივი სერტიფიცირების პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე სტრესულია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. როდესაც შედეგები ცხადდება და გარშემო მხოლოდ მილოცვებსა და წარმატებულ ისტორიებს ვხედავთ, მარტივია საკუთარი თავი იზოლირებულად და ხელმოცარუ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ პროფესია 1 წელიწადში და გავუსწროთ მათ, ვინც უნივერსიტეტში 4 წელი უნდა ისწავლოს

გაიგე, როგორ შეგიძლია 1 წელიწადში აითვისო მოთხოვნადი პროფესია, დაზოგო დრო და წარმატებით დაიწყო კარიერა ტექნოლოგიების სფეროში უნივერსიტეტის 4-წლიანი ლოდინის გარეშე.

ტრადიციული განათლების გამოწვევები და დინამიური სამყაროს მოთხოვნები დღევანდელ დინამიურ და მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროში საბაზრო მოთხოვნები ხშირად იცვლება. კლასიკური უნივერსიტეტები თავიანთი ბიუროკრატიული და ხანგრძლივი აკადემიური პროცესებით ხშირად ვერ ასწრებენ სასწავლო პროგრამების დროულ განახლებას. შედეგად, სტუდენტები 4-წლიანი სწავლის დასრულების შ

ШАГ логотип

წარმატება დიპლომის გარეშე - ცნობილი ადამიანები, რომლებსაც უნივერსიტეტი არ დაუმთავრებიათ

უნივერსიტეტის დიპლომი დიდი ხანია წარმატების ერთადერთი გარანტია აღარ არის - ამას ბილ გეითსის, სტივ ჯობსისა და კვენტინ ტარანტინოს მაგალითებიც ადასტურებს. სტატიაში იმ ცნობილ ადამიანებზე გიამბობთ, რომლებმაც მსოფლიო აკადემიური ხარისხის გარეშე შეცვალეს. გაიგე, რა ძალა აქვს თვითგანათლებას, პრაქტიკულ უნარებსა და თანამედროვე ციფრულ პროფესიებს და აღმოაჩინე, როგორ ააწყო წარმატებული კარიერა ტრადიციული უნივერსიტეტის მიღმა.

ტექნოლოგიური გიგანტები, რომლებმაც წესები შეცვალეს თანამედროვე საზოგადოებაში ხშირად შეხვდებით სტერეოტიპს, რომ უმაღლესი განათლება და წითელი დიპლომი კარიერული წინსვლისა და ფინანსური სტაბილურობის ერთადერთი საწინდარია. თუმცა, თუ გადავხედავთ იმ სფეროებს, რომლებმაც ჩვენი ყოველდღიურობა ფუნდამენტურად შეცვალეს, აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე დიდი რევოლუციები სწორედ მათ მიერ მოხ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა