IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

როგორ დავგეგმოთ მომავალი და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

1000

მოტივაცია

13.02.2024

646 დათვალიერება

ახალგაზრდა პროფესიონალისთვის აუცილებელია მომავლის დაგეგმვა, მიზნის დასახვა და მისკენ სწრაფვა. ეს ყოველივე საშუალებას მოგცემთ პიროვნულად და ამავდროულად პროფესიულად განვითარდეთ. თუ საკუთარი მომავლის დაგეგმვას იწყებთ აუცილებლად დაგაინტერესებთ ამის გაკეთების სხვადასხვა გზები და ინფორმაცია თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ახლავე დაწყება. 

 

რატომ არის მნიშვნელოვანი მომავლის დაგეგმვა? 

  • უზრუნველყოფს თქვენს მზადყოფნას: სამომავლო გეგმის შედგენა დაგეხმარებათ გადადგათ აუცილებელი ნაბიჯები, რათა უფრო მარტივად გაუმკლავდეთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც შეიძლება წამოჭრას, თუნდაც ფინანსური პრობლემების შემთხვევაში. 

  • საშუალებას მოგცემთ, რომ გქოდეთ მიზნები და ისწრაფოდეთ მათკენ: მომავლის დაგეგმვა საშუალებას მოგცემთ დასახოთ მიზნები და გადადგათ სწორი ნაბიჯები მათ მისაღწევად გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

  • გაძლევთ მოტივაციას: იმისა ცოდნა, რომ თქვენ უკვე გავთ სამომავლო გეგმა, აუცილებლად მოგცემთ ძალას თქვენი მიზნები მიღწევისათვის. 

  • გაძლევთ ფინანსურ სტაბიულურობას: მომზადება ასევე საშუალებას გაძლევთ, რომ იყოთ ფინანსურად სტაბილურები, თქვენ უზურნველყოფთ იმ ბიუჯეტს, რომელიც თქვენი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. 

  • გეხმარებათ გააკონტროლოთ თქვენი ცხოვრება: მკაფიო გეგმის ქონა, რომელიც სარგებელს მოუტანს თქვენს მომავალს, საშუალებას მოგცემთ გააკონტროლოთ თქვენი ცხოვრება და ის ნაბიჯები, რომელსაც მოცემული მიზნის მისაღწევად გადადგამთ. 

 

როგორ დავგეგმოთ მომავალი

შეგიძლიათ მომავლის დაგეგმვა უფრო მცირე, ადვილად მისაღწევი მიზნების დასახვით, რომლებიც პირდაპირ და მყისიერ გავლენას მოახდენს თქვენს ამჟამინდელ ცხოვრებაზე, გააგრძელეთ ასე, სანამ საბოლოოდ არ მიაღწევთ დიდ მიზნებს. თქვენ ასევე შეგიძლიათ დაისახოთ დიდი მიზნები, რომელთა მისაღწევადაც წლები დაგჭირდებათ და ყოველდღიურად იმუშაოთ მის აღსრულებაზე. აქ მოცემულია ნაბიჯ-ნაბიჯ სახელმძღვანელო, რომელიც მომავლის დაგეგმვაში დაგეხმარებათ: 

 

1. იფიქრეთ თქვენი ცხვორების მიზნებზე. 

დაფიქრდით, რისი მიღწევაც გსურთ ცხოვრებაში საჭიროებს თუ არა გეგმის შედგენას. მაგალითად, თუ იცით, რომ მალე გსურთ სახლის ყიდვა, შეგიძლიათ მოემზადოთ ამისთვის და შეიმუშავოთ გეგმა. მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ თქვენი მიზნებს, შეგიძლიათ შეიმუშავოთ მცირე ნაბიჯები, რომლებიც მათ მისაღწევად უნდა გადადგათ. სახლის შეძენის შემთხვევაში, შეგიძლიათ დასახოთ მცირე მიზნები, მაგალითად ყოველთვიურად გადადოთ გარკვეული თანხა თქვენი ხელფასიდან. 

 

2. დაისახეთ მოკლე და გრძელვადიანი მიზნები

მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების ქონა დაგეხმარები თქვენი მომავლის დაგეგმვაში. მოცემული გეგმების ქონა ორიენტირი იქნება მიზნებისაკენ სწრაფვაში, მისი საშალებით შეძლებთ დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად სწორ გზაზე დგახართ. მაგალითად, თუ თქვენ გსურთ, რომ უფრო ყურადღებიანი გახდეთ, ამაში ყოველდღიური დილის მედიტაცია დაგეხმარება. დროთა განამვლობაში ეს ყოველდღიური გეგმა აუცილებლად დაგეხმარებათ საბოლოო მიზნის მიღწევაში. 

 

ისწავლე IT მხარდაჭერა, ქსელები და კიბერუსაფრთხოება 0-დან და დაეუფლე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიებს საერთაშორისო აკადემიაში

→დარეგისტრირდი მარტივად

 

3. გადახედეთ თქვენს კარიერულ მიზნებს

კარიერულმა მიზნებმა, შესაძლოა დიდი გავლენა იქნონიონ თქვენს ცხოვრებაზე, ამიტომ მომავალში მათი გათვალისწინება სათანადოდ მომზდებაში დაგეხმარებათ. იმის დადგენა, თუ რომელი კარიერის გაგრძელება გსრურთ, როგორ აპირებთ ამ მიზნის მიღწევას და რამდენ ხანს აპირებთ ამ სფეროში დარჩენას აუცილებლად დაგეხმარებათ თქვენი გეგმის შესრულებაში. თქვენი მიზნების ანალიზი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სრული სურათი იმის შესახებ, რისი მიღწევაც გსურთ, მაგრამ აუცილებლად დარწმუნდით, რომ თქვენ ყველა ის კრიტერიუმი შეიტანეთ, რომელიც თქვენი მიზნების მისაღწევად აუცილებელია. 

 

4. განსაზღვრეთ ვადები

დროის ჩარჩოების დაწესება სხვადასხვა მიზნისთვის, რომელთა მიღწევაც გსურთ, დაგეხმარებათ დაგეგმოთ თქვენი მომავალი. დროების განსაზღვრა, რომლითაც გსურთ თქვენი მიზნების მიღწევა, დაგეხმარებათ გარკვეული ამოცანების დაგეგმაში და მათთვის სათანადო მომზადებაში. მაგალითად, თუ იცით, რომ გარკვეული ასაკისთვის გსურთ იმუშაოთ ნახევარ განაკვეთზე და არა სრულ განაკვეთზე, შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ დაზოგეთ საკმარისი თანხა საკუთარი თავის უზრუნველსაყოფად და აუცილებლად დარწმუნდით, რომ ამის ბიუჯეტი ნამდვილად გაქვთ. 

 

5. შეიმუშავეთ ბიუჯეტი

მას შემდეგ, რაც ნამდვილად გაიგებთ რა გსურთ თქვენს პირად და კარიერულ ცხოვრებაში, შეგიძლიათ შექმნათ ბიუჯეტი, რომელიც ამ მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. შეიმუშავეთ ყოველკვირეული, ყოველთვიური და წლიური ბიუჯეტის მონახაზი, რომელიც კონკრეტული მიზნებისთვის ფულის გამოყოფაში დაგეხმარებათ. მაგალითად თუ მომავალში გეგმავთ შვილების გაჩენას და გსურთ მათი კოლეჯში სწავლა უზრუნველყოთ, დანაზოგის კეთება აუცილებლად დაიწყეთ, რაც მომავალში თქვენს ფინანსურ სტაბილურობას შეუწყობს ხელს. 

 

6. ჩამოწერეთ თქვენი მიზნები და გეგმები

სამომავლო გეგმები დაწერა აუცილებლად გაგიმყარებთ მისი მიღწევის გზებს. მნიშვნელოვანია აღნიშნოთ ის მიახლოებითი თარიღები რა დროშიც აპირებთ თქვენი მიზნების მიღწევას. თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი გაწერილი გეგმები ოჯახის წევრს, პარტნიორს ან ახლო მეგობარს. ისინი დაგეხმარებათ უეკთესად გაიაზროთ ეს გეგმები და გაითავისოთ მათი მიღწევის გზები. 

 

7. აქტიურად იმუშავეთ თქვენი მიზნების მიღწევაზე, არ გაჩერდეთ

თქვენი მიზნების ზოგიერთი ასპექტის მიღწევას ვერ შეძლებთ თუ ახლავე არ დაგეგმავთ მათ, ამიტომ ამ ასპექტებზე აქტიურმა მუშაობამ შესაძლოა მნიშვნელოვანი სარგებელი მოგიტანოთ. მაგალითად, თუ გსურთ, რომ გახდეთ ოსტატი მებაღე, რათა პენსიაზე გასვლის შემდგომ შეძლოთ საყვარელი ჰობით დაკავდეთ, ახლავე დაწყეთ კურსების გავლა და კვლევების კეთება. თუ გსურთ, რომ 40 წლის ასაკში დაიწყოთ აქტიური მოგზაურობა ახლავე დაიწყეთ ამისათვის თანხის გამოყოფა.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

გარდა მრავალმხრივი ცოდნისა, IT აკადემია სტეპი სრულყოფილ კარიერულ მხარდაჭერასაც გთავაზობთ. პროგრამირება ზრდასრულებისთვის  განმავლობაში მიიღებთ რჩევებსა და კონსულტაციებს. ასევე, კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, წვდომა გექნებათ პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებსა და სტაჟირებებთან.

 

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა