IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

როგორ დავიწყოთ მუშაობა IT ინდუსტრიაში?

.

მოტივაცია

09.08.2023

1829 დათვალიერება

IT ინდუსტრიაში გადასვლა შეიძლება რთულ პროცესად მოგეჩვენოთ. მაგრამ, IT-ში მუშაობა ყველას შეუძლია და აქ შეგიძლიათ იპოვოთ ისეთი სამსახური, რომელიც თქვენს უნიკალურ უნარებსა და ცოდნას ზუსტად მოერგება.  ასევე, დიდი შანსია, რომ უკვე ფლობთ ისეთ მოქნილ უნარებს, რომლებიც IT კარიერის დაწყებაში დაგეხმარებათ. 
 
IT-ში მუშაობის საუკეთესო მხარე ისაა, რომ IT პროფესიონალებზე მოთხოვნა ძალიან დიდია. მთავარია, რომ მოახდინოთ თქვენთვის სასურველი კარიერის სწორი იდენტიფიცირება და სწორედ დაგეგმოთ ის ნაბიჯები, რომლებიც კომპანიებისთვის სასურველ კანდიდატად გაქცევთ. 


 
 

განსაზღვრეთ, თუ რატომ გინდათ ინფორმაციულ ტექნოლოგიებში მუშაობა

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა განსაზღვროთ, თუ რატომ გინდათ IT კარიერა. შეიძლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართ დიდი ინტერესი გაქვთ, ან უფრო მაღალი შემოსავალი გინდათ. IT-ში გადასვლა ასევე შეიძლება, რადგან გსურთ ხალხის დახმარება, პრობლემების გადაჭრა, თქვენი კრეატიული მხარის წარმოჩენა და სხვა. ეს იმ კითხვების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც საკუთარ თავს ახალი პროფესიის არჩევისას უნდა დაუსვათ.

 

 


შეარჩიეთ პროფესია, რომელიც თქვენს ინტერესებს ყველაზე მეტად ერგება

აუცილებელია განსაზღვროთ, თუ რომელი პროფესია შეგეფერებათ ყველაზე მეტად. ამ პროცესს ბევრი ძებნა სჭირდება. წაიკითხეთ IT სამსახურების აღწერები და გაესაუბრეთ ინდუსტრიის პროფესიონალებს. ამასთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ Youtube-ზე უყუროთ თქვენთვის საინტერესო პროფესიის მქონე ადამიანების ყოველდღიურ ვლოგებს.

პროფესიებზე მეტის გასაგებად ასევე კარგი საშუალებაა LinkedIn-ის გამოყენება. დაუკავშირდით ინდუსტრიის პროფესიონალებს. მათი ისტორიების მოსმენით უკეთ გაიგებთ, თუ როგორ შეძლეს ამჟამინდელ პოზიციაზე მოხვედრა და რა გზის გავლა შეიძლება დაგჭირდეთ თქვენ.

 

 


გყავდეთ მენტორი

თქვენთვის სასურველი კარიერის მენტორთან დაკავშირება კარგი საშუალებაა ახალ ინდუსტრიაში გადასასვლელად. მენტორი გასწავლით, თუ რა გააკეთოთ იმისათვის, რომ თქვენს საოცნებო კარიერის შექმნა დაიწყოთ. მენტორი ასევე დაგეხმარებათ სწორი ადამიანების მოძიებასა და სწორი მიზნების დასახვაში.

 

 


მოძებნეთ საჭირო კურსები და ტრენინგები

დამოუკიდებლად სწავლის გარდა, საჭირო ცოდნის მისაღებად კურსებისა და ტრენინგების გავლა დაგეხმარებათ ცოდნის გამტკიცებასა და გაუმჯობესებაში.

 

 


გაავარჯიშეთ თქვენი უნარები

პერსონალურ კომპიუტერზე დატესტეთ თქვენი ახალი ცოდნა. სასურველი კარიერის მიხედვით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ვებ-საიტი, კომპიუტერული პროგრამა ან მონაცემთა ბაზა. IT-ში მუშაობისთვის უმნიშვნელოვანესია შეცდომებზე ცოდნის დაგროვება. ამისათვის კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ის მოწყობილობები, რომლებიც უკვე გაქვთ სახლში.

 

 


მიიღეთ გამოცდილება

დასაწყისში არ არის აუცილებელი, რომ სრულ განაკვეთზე დაიწყოთ მუშაობა. ცოდნის დაგროვება არის შესაძლებელი მოხალისეობით, ნახევარ განაკვეთური სამუშაოებითა და სტაჟირებებით. დაუკავშირდით თქვენთვის საინტერესო კომპანიებს. მათ შეიძლება სჭირდებოდეთ დამწყებები, რომლებსაც კომპანიაში უკეთ შეასწავლიან პროფესიას.

 

 


ჩამოწერეთ ის უნარები, რომლებსაც ჯერ არ ფლობთ

IT ინდუსტრიაში პირველი ნაბიჯების გადადგმის შედეგად, თქვენ დაგიგროვდებათ დიდი ცოდნა. თუმცა, აუცილებელია, რომ განვითარების ეტაპზე მუდმივად ადევნოთ თვალი თქვენს შესაძლებლობებს და იმუშაოთ ისეთ უნარებზე, რომლებსაც არ ფლობთ, ან ნაწილობრივ ფლობთ.

 

 


შექმენით კარგი რეზიუმე

შეისწავლეთ თქვენთვის სასურველი სამსახურების აღწერები და ამის მიხედვით შექმენით ახალი რეზიუმე. ფოკუსირდით პროფესიისთვის საჭირო უნარებსა და გამოცდილებაზე. წაიკითხეთ ბლოგები რეზიუმეების შექმნაზე და გაიგეთ, თუ როგორ მიიქციოთ დამქირავებლების ყურადღება.

 

 

 


გაიცანით თქვენთვის საინტერესო სფეროს პროფესიონალები

IT ინდუსტრიის პროფესიონალებთან ინტერვიუებისა და IT მენტორების გარდა, აუცილებელია, რომ გაზარდოთ IT სანაცნობო წრე. ამისათვის იარეთ შეხვედრებსა და კონფერენციებზე.

ამასთან ერთად, LinkedIn-ი საუკეთესო საშუალებაა ციფრული ნეთვორქინგისთვის. შექმენით LinkedIn-ის პროფილი და დაუკავშირდით იმ ადამიანებს, რომლებიც IT შეკრებებზე გაიცანით.

ინდუსტრიაში საჭირო ადამიანებთან მეგობრებით წინ ახალი შესაძლებლობები გადაგეშლებათ. LinkedIn-ის 2016 წლის გამოკითხვის მიხედვით, სამსახურის დაწყების მსურველთან 85% ამას სწორედაც ნეთვორქინგის საშუალებით ახერხებენ.

ახალი კარიერის დაწყება გრძელი და რთული პროცესია. ამიტომაც, გახსოვდეთ, რომ მას დრო და მოთმინება სჭირდება. ისწავლეთ თქვენი რიტმის შესაბამისად, რადგან ერთ დღეში IT პროფესიონალი არავინ გამხდარა.

 

 

 

 

 

 

 

თუ კარიერის შეცვლაზე ფიქრობთ და IT ინდუსტრია გაინტერესებთ, სტეპში საშემოდგომო მიღება დაწყებულია კურსების შესახებ ინფორმაციისთვის

მოითხოვეთ კონსულტაცია

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა