IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

როგორ დავსაქმდეთ სწავლის პერიოდში?

1000

მოტივაცია

05.10.2023

891 ხედი

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში სტუდენტებზე მორგებული სამსახურის დეფიციტია, ახალგაზრდებს ეკონომიკური პრობლემების გამო მაინც უწევთ მუშაობა, ამ ერთი შეხედვით დრამატულ რეალობას უზარმაზარი შესაძლებლობების ფანჯარა გაუხსნა ციფრულმა ევოლუციამ, სადაც სტუდენტები სამსახურის მოსაძებნად სოციალურ ქსელებში არაერთ ჯგუფს ქმნიან, რეგისტრირდებიან Linkedin.com-ზე ან Upwork.com/-ზე და საოცნებო სამუშაო პოზიციებს იკავებენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში პირდაპით თბილისიდან
 

ნუ შეგაშინებთ არასაკმარისი კვალიფიკაცია ან გამოცდილება, ამასთან დაკავშირებით ახლახანს საინტერესო ფაქტი გახმაურდა, „გუგლის“ საოპერაციო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 2006-ში, როდესაც აღნიშნული სამუშაო პოზიცია დაიკავა, ჯერ კიდევ სტუდენტის სტატუსი ჰქონდა და მისი კვალიფიკაცია პოზიციის სირთულეს არ ესადაგებოდა!

„ვსწავლობდი, თუმცა, ჯერ კიდევ საშუალო დონის პროფესიონალი ვიყავი, HR-ში მუშაობის მცირე გამოცდილებით, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ტექ-ინდუსტრიასთან არავითარი შეხება არ მქონია. ფაქტია, რომ საკმარისად კვალიფიციური არ ვიყავი“ - იხსენებს ბოკი ერთერთ ინტერვიუში

 

თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბოკის „გუგლში“ მოსვლიდან 10 წლის თავზეც და 18 წლის შემდეგაც , ეს უკანასკნელი ტექ-გიგანტის ინოვაციური HR პრაქტიკების მთავარ არქიტექტორად მოიაზრება, რაზეც არაერთი წიგნი, სტატია, თუ ბლოგი დაწერილა.

„საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც წერილობით ვაკანსიებში გვხვდება, დღესდღეობით ბევრად ნაკლებად რელევანტურია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ კომპანიები მეტად არიან მზად, დაუშვან გამონაკლისები და სამსახურში არაკვალიფიციური, თუმცა, მოტივაციით სავსე, პერსპექტიული ადამიანები დაიქირავონ“ - აცხადებს ბოკი, რომელმაც „გუგლი“  საკუთარი სტარტაპის დაარსების მიზნით დატოვა.

 

მართლაც, ოდესღაც, კომპანიები ვაკანსიებში მითითებულ მოთხოვნებს შესაფერისი სერიოზულობით ეკიდებოდნენ, მაგრამ ამჟამინდელი მდგომარეობით, დამსაქმებელთა 84%-ზე მეტი მზადაა, დაიქირავოს კანდიდატი, რომელიც, შესაძლოა, ერთ ან რამდენიმე მოთხოვნასაც კი ვერ აკმაყოფილებდეს. რობერტ ჰალფის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ასევე ცხადყო, რომ როგორც წესი, ვაკანსიით დაინტერესებული აპლიკანტების 72% საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს

 

ბოკის მიხედვით, ონლაინ-აპლიკაციის ატვირთვის სიმარტივიდან გამომდინარე, გაუგებარია, რატომ უნდა შევიკავოთ თავი ისეთი ვაკანსიებით დაინტერესებისგან, რომლებისთვისაც 100%-ით კვალიფიციურები არ ვართ.

 

„კვლევაზე დაყრდნობით, შეგვიძლია მარტივი დასკვნა გამოვიტანოთ: თუ მოთხოვნების გარკვეულ ნაწილს მაინც აკმაყოფილებთ, აპლიკაცია აუცილებლად უნდა გადაგზავნოთ. ბოლოს და ბოლოს, რას კარგავთ ამით? მეორე მხრივ, კვლევა გვიჩვენებს, რომ დასაქმების შანსები არცთუ მცირეა.“

 

მიუხედავად იმისა, რომ 90% შემთხვევებში გაგზავნილი აპლიკაციები უგულებელყოფილი დარჩება, ამ ფაქტმა თქვენი იმედგაცრუება არ უნდა გამოიწვიოს. ბოკის თქმით, გარკვეულ პერიოდში ერთხელ აპლიკაციების ახლიდან გადაგზავნაც შეიძლება, რათა თქვენი რეზიუმე მუდმივად ფიგურირებდეს კომპანიის HR სივრცეში.

 

 

როგორც ხედავ, ტექნოლოგიური სამყარო საინტერესო თავგადასავლებს გპირდება. სწორედ ახლა არის კარგი დრო, დაეუფლო მომავლის პროფესიას და წარმატებით განვითარდე კარიერულად. ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი შესაბამისი ცოდნის შეძენაა, რაც დღეს ძალიან მარტივია.

თუკი Front-end Development-ის შესწავლა გსურს, IT აკადემია სტეპში შენთვის ძალიან საინტერესო კურსი დაგხვდება, რომელიც განსაკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, Web Development 0-დან ისწავლოს. გარდა ამისა, სწავლება პრაქტიკაზე არის დაფუძნებული, რაც მოიცავს დავალებებსა და ინდივიდუალურ ფინალურ პროექტს. ეს კი მოგცემს შესაძლებლობას, დახვეწო და განივითარო შესაბამისი უნარები და დააგროვო პრაქტიკული გამოცდილება - დაეუფლე ახალ პროფესიას, დაიწყე სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

გარდა უბრალოდ პერიოდული თავის შეხსენებისა, ბოკი წარსული გამოცდილების მნიშვნელოვნებაზეც საუბრობს:

„როდესაც კომპანიის რეკრუტერები თქვენს რეზიუმეს გადახედავენ, პირველი, რის ძებნასაც დაიწყებენ განვლილი სასწავლო კურსებია, მითუმეტეს, თუ თქვენი წარსული ჯერ ჯერობით არცერთ ცნობილ ბრენდს არ უკავშირდება, ეცადეთ, რაც შეიძლება უკეთ აღწეროთ თუ კონკრეტულად რა ცოდნას და გამოცდილებას აგროვებთ“

 

მეორე მხრივ, დასაქმების პროცესში სანაცნობო წრე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ პერსონალური რეკომენდაციები თქვენი წარმატების შანსებს ერთიორად ზრდის.

„თუ იპოვით ადამიანს იმ კომპანიის შიგნით, რომელშიც დასაქმება გსურთ და რომელიც მზადაა, თქვენზე საკმარისად კარგი რეკომენდაცია გაიღოს, ჩათვალეთ, რომ ნახევარი საქმე გაკეთებულია. რეკრუტერებისთვის ასეთი ადამიანის სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს და თქვენს კვალიფიკაციას ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭება.“

 

ამას გარდა, კანდიდატები, რომლებსაც კონკრეტული ტექნიკური უნარ-ჩვევების გარდა სხვა, უფრო მოქნილი, განვითარებადი და ადაპტირებადი უნარები აქვთ, შესაძლოა, კომპანიებისთვის ბევრად სასურველ ვარიანტებად იქცნენ, ვიდრე ტექნიკური თვალსაზრისით გამოცდილი,  უნაკლო, დავარცხნილი აპლიკანტები

 

აუცილებელია გვახსოვდეს რომ ციფრულ ეპოქაში  წარსულს ჩაბარდა ის დღეები, როდესაც თინეიჯერებს მხოლოდ ტრადიციულად ნახევარ განაკვეთზე შეეძლოთ მუშაობა ადგილობრივ დაწესებულებებში, მაღაზიებსა თუ კაფეებში. ახლა, ჩვენი პატარა სახელმწიფოშიც კი, თინეიჯერებს შეუძლიათ ჩაერთონ ონლაინ ვაკანსიების დიდ სამყაროში. მიუხედავად იმისა ეძებთ სამუშაო გამოცდილებას, უნივერსიტეტისთვის ფულის შეგროვებას ან უბრალოდ გსურთ იპოვოთ თქვენთვის სასიამოვნო სამუშაო, ონლაინ რეალობა გთავაზობთ უამრავ არჩევანს - დაიწყეთ მოგზაურობა, რომელიც თქვენი სრული პოტენციალის გამოვლენაში დაგეხმარებათ. თქვენი ოცნებების ასრულებაში ასაკი ხელს ვერ შეგიშლით. ასე, რომ გააუმჯობესეთ თქვენი უნარები, საუკეთესო IT სამსახურები გელოდებათ!

 

მათვის, ვისაც სურს ხარისხიანი სწავლა და მუშაობის დაწყება

ჩვენი კურსები გათვლილია მათზე ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს IT სფეროში. თქვენ არ დაგჭირდებათ სპეციალური ცოდნა სწავლის დასაწყებად. ჩვენ მოგცემთ კარგ ბაზას და გაგივითარებთ აუცილებელ უნარებს, რათა დაიწყოთ მუშაობა სპეციალობით, IT აკადემია STEP თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან. ჩვენ რეგულარულად ვაახლებთ და ვაქვეყნებთ ვაკანსიებს ჩვენი პარტნიორებისგან და ვაძლევთ სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობებს.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ფილიალით!

+995 577 538-549 ქ. თელავი, ი.ჭავჭავაძის მოედ. #4

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა