IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

როგორ გავხადოთ დეველოპერის რეზიუმე უფრო მიმზიდველი დამსაქმებლისთვის?

100000

პროგრამირება

19.10.2023

624 დათვალიერება

  • „CV- ის კარგი ფორმა გაქვს?“
  • „შეგიძლია CV დამიწერო?“;
  • „შეგიძლია CV შემივსო?“
  • „როგორ უნდა დავწერო CV?“
  •  

    ეს შკითხვები იმდენად ხშირად გვსმენია, რომ უკვე ტრადიციად იქცა, იმ ტრადიციად რომელზეც რესპოდენტზე მეტი „სწორი“ პასუხია,

    რეალურად კი CV-ის დაწერა მარტივია და სპეციალურ სწავლას არ საჭიროებს, მისი შედგენა საკუთარი „ისტორიის აღწერის“ ერთგვარი უნარია, რომელსაც არც უამრავი ადამიანის მხარდაჭერა სჭირდება და არც გამოკითხვის ჩატარება.

     

    ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში თქვენ გლობლურ კონკურენციაში ხართ ჩართული, საყვარელი საქმე რომ აკეთოთ სულაც არ არის აუცილებელი მიეჯაჭვოთ კონკრეტულ ლოკაციას, ამ სფეროში საზღვრები არ არსებობს და შესაძლებლობებიც მრავალფეროვანია, მთავარია სწორედ მიუდგეთ საკითხს

    შესაძლოა, თქვენ მართლაც არაჩვეულებირივი პროგრამისტი ან კიბერუსაფრთხოების ახალგაზრდა სპეციალისტიხართ, შესანიშნავი ტექნიკური უნარებით, მაგრამ რამდენად სწორად შეგიძლიათ რეზიუმეში ამის წარმოჩენა?

     

     

    დაიწყეთ საქმიანობის მოკლეე მიმოხილვით

    თქვენი მიზანი უნდა იყოს, წარმოაჩნოთ თქვენი პროფესიული ხასიათი, საკუთარი თავის მოკლე აღწერითა და მნიშვნელოვან მიღწევებზე ხაზგასმისთ.

    1. ვინ ხარ შენ? (გამოცდილება, ტექნიკური უნარების მოკლე მიმოხილვა)
    2. რისი შეთავაზება შეგიძლია კომპანიისთვის მოკლე ვადებში? 
    3. რა არის შენი კარიერული მიზნები გრძელ ვადებში?

     

    რეზიუმეში უნდა ჩანდეს პოზიტიური დადამაჯერებელი კარიერული პროგრესი, სად მიიწევთ? რატომაც აკეთებთ კონკრეტულ პოზიციაზე განაცხადს. მაგალითად: თუ თქვენ ხართ ჯუნიორ ფრონტ - ენდ დეველოპერი და ინტერესდებით ბექ - ენდ დეველოპერის პოზიციით, ეს შეიძლება ორგვარად იქნას გაგებული დამსაქმებლის მიერ. პირველი - თქვენ ცდილობთ განავითაროთ თქვენი უნარები Full Stack – მიმართულებით ან მეორე - დაუფიქრებლად აკეთებთ განაცხადს შეუსაბამო ვაკანსიებზე.

     

    გამოცდილება

    რეზიუმეს ამ ნაწილში საშულება გეძლევათ ისაუბროთ თქვენს წარსულ საქმიანობასა და გამოცდილებებზე. მნიშვნელოვანია ჩამოთვალოთ საპირისპირო ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, ვინაიდან თქვენი ბოლოდროინდელი საქმიანობა ყველაზე აქტუალურია დამსაქმებლისთვის.

    გახსოვდეთ, რომ თითოეული პოზიციის ჩამოთვლისას, მიუთითეთ: პოზიციის სათაური, დამსაქმებელი, თქვენი სამუშაო თარიღები და სასურველია პოზიციის მოკლე მიმოხილვა.

    გამოყავით თქვენი ძირითადი პასუხისმგებლობები, მიღწევები და შეძენილი უნარები. მიუთითეთ ინდივიდუალური იყო თუ გუნდათ ერთად მუშაობდით, განსაზღვრეთ თქვენი როლი და გამოყენებული ტექნოლოგიები.

     

     

    როგორც ხედავ, ტექნოლოგიური სამყარო საინტერესო თავგადასავლებს გპირდება. სწორედ ახლა არის კარგი დრო, დაეუფლო მომავლის პროფესიას და წარმატებით განვითარდე კარიერულად. ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი შესაბამისი ცოდნის შეძენაა, რაც დღეს ძალიან მარტივია.

    თუკი Front-end Development-ის შესწავლა გსურს, IT აკადემია სტეპში შენთვის ძალიან საინტერესო კურსი დაგხვდება, რომელიც განსაკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს, Web Development 0-დან ისწავლოს. გარდა ამისა, სწავლება პრაქტიკაზე არის დაფუძნებული, რაც მოიცავს დავალებებსა და ინდივიდუალურ ფინალურ პროექტს. ეს კი მოგცემს შესაძლებლობას, დახვეწო და განივითარო შესაბამისი უნარები და დააგროვო პრაქტიკული გამოცდილება - დაეუფლე ახალ პროფესიას, დაიწყე სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

    →დარეგისტრირდი მარტივად

     

    ტექნიკური უნარები.

    თუ დეველოპერი ხართ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ რეზიუმეში სწორად და ზუსტად ჩანდეს თქვენი ტექნიკური სთექი. ამის გაკეთების ყველაზე მარტივი გზაა, თითოეული პროექტის ქვეშ ჩამოწეროთ კონკრეტული ტექნოლოგიები, რომელსაც იყენებდით, მოცემულ პროექტში. (ტექნოლოგია, ბიბილოთეკა, ფრეიმწორკი, ოპერაციული სისტემა, მონაცემთა ბაზები, მენეჯმენტ სისტემა მაგალითად ეჯაილი და ა.შ) მეორე ასევე ძალიან გავრცელებული საშუალებაა პროექტების ჩვენება - GiT Hub - ზე.

     

    საოფისე პროგრამების ცოდნა აღარ უნდა ჩამოვწეროთ MS Exel, MS Word და სხვ. მითუმეტეს დაუშვებელია, დავწეროთ, რომ ვიცით, Windows, outlook და internet — ეს ძალიან ცუდი СV-ია, რომელიც ორ რამეზე მიუთითებს- პირველი: CV დაუდევრად გავაკეთეთ და მეორე, არ ვიცით რა გვინდა

     

    კონკრეტულ პოზიციაზე მორგებული რეზიუმე

    ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი რეზიუმე სასურველია განსხვავდებოდეს, კონკრეტული ვაკანსის მოთხოვნების შესაბამისად, თუმცა არა იმას რომ რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაცია ჩაწეროთ, იმისათვის რომ გახდეთ უფრო შესაფერისი კანდიდატი მოცემული ვაკანიისთვის. ძირითადი აქცენტი გააკეთეთ იმ უნარებსა და გამოცდილებაზე, რომლებიც მეტად მნიშვნელოვანია კონკრეტული პოზიციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ნაკლებად რელევანტური ინფორმაცია კი შეგიძლიათ საერთოდ ამოიღოთ რეზიუმედან.

     

     

    რეკომედირებული და საკმაოდ კარგი იდეაა საკვანძო სიტყვების, (ე.წ „Key word”) გამოყენება რეზიუმეში. ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა და ბევრი დიდი ტექ - კომპანია მიმართავს, რეზიუმეების გაფილტვრის მეთოდს „Key word” - ების მეშვეობით, რათა ნაკლებ დროში, ნაკლები ძალისხმევით შეარჩიონ, სამუშაო აღწერილობის შესაფერისი კანდიდატი.

     

    განათლება

    რეზიუმეს ამ ნაწილში შეგიძლიათ მიუთითოთ, ნებისმიერი ტრენინგი, სემინარი, კურსი ან სხვა სახის აქტივობა, რომელსაც მიმართეთ ამ მიმართულებით განვითარებისთვის.

     

    უცხო ენებში მივუთითოთ ის ენა, რომელზეც ა) თავისუფლად ვსაუბრობთ და ვწერთ; ბ) კარგად ვსაუბრობთ და ვწერთ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელემენტარულ დონეზე ვიცით მაგალითად თურქული ენა არაფერში დაგვეხმარება. ანბანისა და „გაქცეულის მობრუნების“ ცოდნა შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს.

     

     

    სასურველია რეზიუმეში დალინკოთ სოციალური ქსელები, ასევე ინტერესების ნაწილსაც დაუთმოთ მცირე ადგილი, ეს საშულებას მოგცემთ წარმოაჩინოთ თქვენი პიროვნული მხარე.

    მეტი დრო დაუთმეთ თქვენი ტექნიკური უნარების განვითარებას, გამოცდილების გაღრმავებას მის სწორად წარმოჩენას რეზიუმეში, ან თუნდაც თქვენი უახლესი პროექტის შედეგების ილუსტრირებას, ვიდრე რეზიუმეს ვიზუალურ მხარეზე ზრუნვას. შინაარსობრივი მხარე უმნიშვნელოვანესია, თუმცა არ დაგვავიწყდეს რომ პირველ შთაბეჭდილებას სწორედ ვიზუალი ეფექტი ახდენს, ამიტომაც სასურველია ვიპოვოთ სწორი ფორმა როდესაც ვიზუალი და შინაარსობრივი მხარე სასიამოვნოდ ერწყმის ერთამენთს .

     

    როგორი რეზიუმეა მოდაში 2023 წელს?

    ბოლო ტრენდით, რეზიუმეს ძირითად ნაწილში მოიაზრება სამუშაო გამოცდილება, განათლება, ცოდნა, მნიშვნელოვანი სერტიფიკატებისა ან/და ხარისხების ჩამონათვალი. უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის წარმოჩენის მარტივი ხერხები:

     

    • ქრონოლოგიურად დალაგებული ინფორმაცია აუცილებლად ჩავტიოთ ერთ გვერდზე
    • პირველ რიგში, ვწერთ ბოლო სამუშაო გამოცდილებას და განათლებას
    • თუ გამოცდილება ჯერ არ გვაქვს, მამოტივირებელ წერილს სადაც ძლიერ თეორიულ განათლებაზე იქნება აქცენტი
    • რატომ გვინდა ამ პოზიციაზე და კომპანიაში დასაქმება, ვწერთ სამი წინადადებით
    • მოტივაცია ეს თქვენი მეორე სახელია

     

    ნუ მიუთითებთ დამსაქმებლისთვის უინტერესო და არასაჭირო ინფორმაციას, როგორიცაა:

    • პირადი ნომერი
    • მართვის მოწმობის დოკუმენტის სერია
    • ოჯახური მდგომარეობა
    • რელიგია
    • ოჯახის წევრების პირადი ნომრები და ა.შ.

    შესაძლოა მოხდეს თქვენი პერსონალური მონაცემების ბოროტად გამოყენებაც.

    დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ვებგვერდს.

     

    ჩვენთან IT Academy Step-ში პროგრამირების კურსზე კარი ღიაა ყველა მსურველისთვის, მიუხედავად მათი პროფესიული ბექგრაუნდისა. საერთოდ არ არის აუცილებელი გქონდეს რაიმე გამოცდილება IT-ში. სწავლის დასაწყებად საკმარისია იყო მიზანდასახული და გქონდეს საკმარისი დრო სწავლისა და მიღებული ცოდნის გამყარებისთვის

    ასევე, კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, წვდომა გექნება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებსა და სტაჟირებებთან.

    დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

    IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

    +995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

    +995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

     

    გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

    Instagram.com/itstep.ge/

    Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა