IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

როგორ მოვიპოვოთ 4+ სამუშაო 1 კვირაში Upwork-ზე?!

1000

მოტივაცია

19.01.2024

1073 დათვალიერება

Upwork ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დასაქმების პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ დამსაქმებელს საშუალებას აძლევს, მოძებნოს ფრილანსერი ერთჯერადი ან ხანგრძლივი პროექტებისთვის. 2020 წლიდან დღემდე IT სფეროს ყველა მიმართულება  Upwork-ზე საკმაოდ მოთხოვნადია. მსოფლიოში განვითარებული მოვლენების შედეგად, ჯერ კიდევ 3 წლის წინ დამსაქმებლები აქტიურად შეუდგნენ ფრილანსერების ძიებას ციფრულ სამყაროში და ამ ყველაფრის ფონზე ბევრი ქართველიც დასაქმდა ევროპულ და ამერიკულ პროექტებში

 

ახლა გიამბობთ როგორ დაიწყო ჩემი მოგზაურობა ფრილანს სამყაროში და როგორ მოვიპოვე 4+ სამუშაო 1 კვირაში Upwork-ზე, მიჰყევი ჩემს გზას...

  1. ნაბიჯი 1: შექმენით თქვენი Upwork პროფილი
  2. ნაბიჯი 2: დააწესეთ სწორი ტარიფები
  3. ნაბიჯი 3: გააკეთეთ განაცხადი სამუშაოზე

 

თქვენი Upwork პროფილი

ფულის გამომუშავებამდე საჭიროა პროფილის რეგისტრაცია, “აფორქის” შემთხვევაში რეგისტრაციისთვის საჭიროა მხოლოდ თქვენი ელ-ფოსტა ან Apple ID ანგარიში

ამის შემდეგ დაამატებთ თქვენს პირად დეტალებს და სამუშაო ისტორიას. ძალიან მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, რომელ სფეროში აპირებთ მუშაობას. პირველი შეცდომა, რომელსაც ფრილანსერები უშვებენ, სწორედ ეს არის – “მე ვარ გრაფიკული დიზაინერი, რომელიც ასევე დაკავებულია კიბერუსაფრთხოებით”… ნამდვილად არაფერია ცუდი იმაში, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან უნარს ფლობდეთ, მაგრამ აფვორქზე, დამსაქმებელი ეძებს ერთი კონკრეტული სპეციალობის პროფესიონალს

ამიტომ, უნარების არჩევისას, დარწმუნდით, რომ რასაც ჩაწერთ, მართლაც მაღალ დონეზე ფლობთ. გახსოვდეთ, რეგისტრაციის დროს საქმეს მიუდექით ისე, როგორც სპეციალობის არჩევის დროს – დაფიქრდით, რამდენად რელევანტურია თქვენი უნარები სამუშაოსთან მიმართებით?

 

მოითხოვეთ ID ვერიფიკაცია. თქვენი პროფილი უფრო სანდო იქნება, “აფვორქიდან “დაგირეკავენ და ვიდეო ზარის საშუალებით გადაამოწმებენ ნამდვილად თქვენ ხართ თუ არა პროფილის მიღმა. ასევე, მუდამ თან გქონდეთ აიდი ბარათი, მონაცემების გადასამოწმებლად
 

ისწავლე პროგრამირება 0-დან და დაეუფლე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიებს საერთაშორისო აკადემიაში

→დარეგისტრირდი მარტივად

 

დააწესეთ სწორი ტარიფები

დამკვეთებს თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ ტარიფი საათობრივი ან ფიქსირებული განაკვეთის საფუძველზე. სრულიად თქვენზეა დამოკიდებული, რა თანხას მოითხოვთ, თუმცა რჩევას თუ გაითვალისწინებთ, საწყის ეტაპზე, ვიდრე საკმარის რეპუტაციას და დადებით შეფასებებს არ მოიპოვებთ, უმჯობესია, $10-ზე მეტი არ მოითხოვოთ. მიზეზი კი საკმაოდ მარტივი და ლოგიკურია – პირველ რიგში, დამსაქმებლისთვის რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ფრილანსერი, რომლის კომპეტენციასაც შესაბამისი შეფასება არ ამტკიცებს.

მეორე მხრივ, როდესაც უკვე რამდენიმე შეფასება და დასრულებული პროექტი გექნებათ, აუცილებლად გააორმაგებთ თქვენი მომსახურების ფასს. ანაზღაურების ზრდაც მნიშვნელოვანია, რადგან ხშირ შემთხვევაში დამსაქმებელი დაბალ ფასს დაბალ ხარისხთან აიგივებს – “თუ ასეთი ძლიერი თანამშრომელია, რატომ ღირს მისი შრომა ასე იაფი?”

გააკეთეთ განაცხადი სამუშაოზე

დაეკონტაქტეტ მხოლოდ იმ დამკვეთს, ვისაც verified payment method აქვს და ბარათიც მიბმულია, რაც ასე თუ ისე გიცავთ არაპატიოსანი გადამხდელებისგან

 

კომუნიკაციის დროს მნიშვნელოვანია პირველადი შთაბეჭდილების მოხდენა. დაამყარეთ პერსონალური კავშირი დამკვეთთან, მიწერეთ ოფიციალური ტონით და დააკონკრეტეთ დაახლოებითი დრო, რომელიც პროექტის გააზრებასა და სამოქმედო გეგმის მონახაზისთვის დაგჭირდებათ. მიაბი პორტფოლიოდან საინტერესო ფოტო ან პროექტი, რომელიც დამკვეთისთვის კაი მაგალითი იქნება, რათა ნახოს, რისი გაკეთება შეგიძლია.

 

Upwork-ზე პროფილის გამართვით დაიწყო ჩემი მოგზაურობა ფრილანს სამყაროში, პირველი 4 სამუშაო კი დამკვეთებთან სწორი კომუნიკაციით მოვიპოვე, დისტანციურად მუშაობა უდრის ანაზღაურებას დოლარებითა და თავისუფლებით, მისი ყველაზე დიდი ხიბლი ალბათ თავისუფლების ის ნაწილია, რომელიც პირადი დროის სასიამოვნოდ გატარებაში გვეხმარება და არ გვაქვს საჭიროება, დაველოდოთ შაბათ-კვირას ან შვებულებას, რომ გადავცხოვრდეთ ზღვისპირეთში, მთის კურორტზე, ხონში თუ კასპში.

 

 

IT სფერო გაინტერესებთ? STEP გაძლევთ შესაძლებლობას შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება, თანამედროვე, მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი და საინტერესო IT პროფესიების ათვისებით:

 

არ აქვს მნიშვნელობა რომელ გზას აირჩევთ, ერთი რამ უდავოა, ახლა საუკეთესო დროა ფრილანსინგის დასაწყებად.  თუ ვერ გადაგიწყვიტავთ, რომელი პროფესიის ათვისება სჯობს - ჩაეწერეთ კონსულტაციაზე

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლაუკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა