IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

როგორ მოვიპოვოთ დისტანციური IT სამსახური?

1000

მოტივაცია

01.12.2023

1478 დათვალიერება

დღეს უკვე უამრავი დისტანციური სამსახურია ხელმისაწვდომი როგორც საქართველოში, ასევე საქართველოდან ნიუ-იორკში, ბრიუსელში, ლონდონში და ევროპის სხვადასხვა ტექ-კომპანიებში. პანდემიამ განსაკუთრებულად შეცვალა დამსაქმებლებისა და დასაქმებულების დამოკიდებულება ოფისში მუშაობის აუცილებლობაზე.

 

“დისტანციური მუშაობასთან მიმართებით კორონავირუსმა უდიდესი ცვლილებები გამოიწვია, რისი განხორციელებაც შესაძლებელი გახდა იმ ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებშიც ფინანსური ორგანიზაციები ინვესტიციებს წლების განმავლობაში ახორციელებდნენ”, — აცხადებს Digiterre-ს გენერალური დირექტორი

 

პანდემიის დაწყების მომენტიდან ყველაზე სწრაფი ადაპტაცია სავაჭრო ბიზნესმა გაიარა და აქტიურად დაიწყო შეტყობინებებით, მათ შორის WhatsApp-ით, კომუნიკაცია. ამასთან ერთად, ორგანიზაციები დაჩქარებული წესით გადადიან ჰიბრიდულ და მულტიღრუბლოვან სტრატეგიაზე, რაც მეტ მდგრადობასა და ხარჯების შემცირებას უზრუნველყოფს. საერთო ჯამში რადიკალურად შეიცვალა დამოკიდებულება დისტანციური მუშაობის მიმართ. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე ამ საკითხს ბიზნესი ყურადღებას ან არ აქცევდა, ან შესაბამისი პოლიტიკით კრძალავდა

 

ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები მიიჩნევენ, რომ 2024 წელს დისტანციური მუშაობის არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება, თუ დაისახავთ მიზნად რომ მოიპოვოთ დისტანციური IT სამსახური და დოლარებში მიიღოთ ანაზღაურება, მნიშვნელოვანია სამი კრიტერიუმის გათვალისწინება:

 

1. ინგლისური ენის ცოდნა

2. სწავლა და საჭირო უნარების გამომუშავება (IT მხარდაჭერა, პროგრამირება, ქსელები და კიბერუსაფრთხოება, გრაფიკა და დიზაინი)

3. ძლიერი თვითდისციპლინა

 

ეს არის სია, სადაც დისტანციურად დასაქმების შესაძლებლობებს ნახავთ. ვაკანსიების დათვალიერებისას, ყურადღება მიაქციეთ ეროვნების გრაფას, ზოგჯერ წერია, რომ მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეს აქვს ამ კომპანიაში დასაქმების საშუალება, თუმცა ხშირად იპოვით ისეთ ვაკანსიას, რომლის კარიც მთელი მსოფლიოსთვის ღიაა. დავიწყოთ!

 

remote.co

მუდმივად განახლებადი ვაკანსიების ჩამონათვალი, ასევე კომპანიები, რომლებიც ხშირად აცხადებენ დისტანციურ ვაკანსიებს.

 

remotive.io

ამ ვებ-გვერდს საკმაოდ მოსახერხებელი ინტერფეისი აქვს, სიმბოლოების საშუალებით მარტივად ხედავ, სად არის კომპანია დაფუძნებული, რა ეროვნების კადრს ეძებს და რა ხელფასს სთავაზობს სამსახურის მაძიებელს.

 

linkedin.com

linkedin პოპულარული სოც-ქსელია და ძირითადად პროფესიული მიზნებისთვის გამოიყენება. ეს საკმაოდ მოქნილი პლატფორმაა თქვენი უნარების, გამოცდილების და განათლების გაზიარებისთვის. Linkedin-ში პროფილის განახლება აუდიტორიის რაოდენობის გაზრდის შანს იძლევა. სურვილის შემთხვევაში, პროგრამა გაძლევთ საშუალებას დაუკავშირდეთ პროფესიონალებს სხვადასხვა ინდუსტრიიდან, გეხმარებათ იყოთ ინფორმირებულები სიახლეების და სხვადასხვა კომპანიებში მიმდინარე ტენდეციების შესახებ. ადამიანებს, ვისაც სურთ დასაქმება, შეუძლიათ თვალყური ადევნონ კომპანიის გვერდებს LinKedin-ზე.

 

Letsworkremotely

ამ პლატფორმაზე უფრო ხშირად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული კომპანიები აქვეყნებენ ვაკანსიებს, თუმცა ფილტრის საშუალებით შეგიძლიათ იპოვოთ შეთავაზებები მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

 

authenticjobs

ეს ვებგვერდი ფოკუსირებულია დიზაინერებზე, შემოქმედებით პროფესიებზე და დეველოპერებზე. იდეალურია მათთვის, ვინც არის UX დიზაინერი, გრაფიკული დიზაინერი, ან ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტი.

 

weworkremotely

Weworkremotely ერთ-ერთი ყველაზე დიდი და განახლებადი პლატფორმაა. ფილტრის საშუალებით შეგიძლია მონიშნო ‘’anywhere from the world’’ (მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან) და სამუშაო გრაფიკი- სრული განაკვეთი ან კონტრაქტი.

 

flexjobs

ამ ვებგვერდზე ვაკანსიების გარდა ნახავთ სტატიებს და რჩევებს სამსახურის ძიების პროცესის შესახებ, დაესწრებით სხვადასხვა ონლაინ ღონისძიებებს და ვებინარებს. ვაკანსიებიც საკმაოდ მრავალფეროვანი დასახლებისაა.

 

Euremotejobs

Euremotejobs-ზე 75% ვაკანსიები ევროპული კომპანიების მიერაა გამოქვეყნებული, დანარჩენი 25%- შუა-აღმოსავლეთსა და აფრიკაში. გაფილტვრა შეგიძლია არამხოლოდ ადგილმდებარეობის, არამედ შენი სამუშაო გამოცდილების წლების მიხედვით.

 

თუ თვლი, რომ სათქმელის ვიზუალურად გადმოცემა შენთვის საინტერესოა, მაშინ დარეგისტრირდი ჩვენს კურსზე- დაიწყე შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით, მოერგე ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებს და გახდი წარმატებული!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

indeed.com

Indeed ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პლატფორმაა დისტანციურად დასაქმების სფეროში. ვებგვერდს ასევე განასხვავებს ის, რომ უმეტესობა მომხმარებელი და დასაქმებული კომპანიას მომხმარებელი რეიტინგს ანიჭებს, რაც მათი კმაყოფილების დონეს ასახავს.

 

workew

Workew იდეალური საძიებო ადგილია შემდეგი პროფესიებისთვის: მწერალი/რედაქტორი, დეველოპერი, პროექტის მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი და UX დიზაინერი. ასევე ვებგვერდს აქვს ცალკე კატეგორია ‘’კრიპტო სამსახურები’’.

 

remoteok

ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და ამომწურავი პლატფორმაა, აქ ყველა პროფესიის ადამიანისთვის მოიძებნება ვაკანსია. საძიებო სისტემაში მონაცემების დეტალურად გაფილტვრით

 

workingnomads

Workingnomads-ს საკმაოდ დახვეწილი და ორგანიზებული ინტერფეისი აქვს, რაც ძიების პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის. ასევე აქვს ფუნქცია, ვარსკვლავის მონიშვნით სასურველ ვაკანსიებს თავი ერთად მოუყარო და შემდეგ ერთად შეუდგე აპლიკაციების შევსებას.

 

Skipthedrive

ვებგვერდს ვაკანსიების გარდა, სხვა ფუნქციებიც აქვს: დანაზოგის გამოთვლა, ნახევარი განაკვეთის სამუშაოები, კომპანიების სია, აპლიკაციის პროცესის თვალყურის დევნება

 

თუ უკმაყოფილო ხართ თქვენი ამჟამინდელი შემოსავლით და გსურთ დისტანციური IT სამსახური გქონდეთ, ჩვენი კურსები კარგი არჩვენია თქვენი განვითარებისთვის და ახალი კარიერისთვის IT ინდუსტრიაში. აღმოაჩინეთ თქვენი კრეატიულობა, დატოვეთ კვალი და გახდით სხვების ინსპირაცია თქვენი ფართო ხედვით.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა