IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

Generative AI და ღრუბლოვანი უსაფრთხოების სფერო

1000

კიბერუსაფრთხოება

ტექნოლოგიები

AI

05.02.2024

627 დათვალიერება

თანამედროვე ბიზნესში, გაზრდილი კიბერდანაშაულის ფონზე, ღრუბლოვანი უსაფრთხოება ინოვაციური თავდაცვის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, კომპანიები აქტიურად სარგებლობენ როგორც მზა ღრუბლოვანი დანამატების გამოყენებით, ასევე საკუთარი ღრუბლოვანი IT ინფრასტრუქტურის შექმნით, გენერაციული AI დიდ ცვლილებებს შეიტანს ღრუბლოვან უსაფრთხოებაში, განსაკუთრებით იმ ძირითად კომპონენტებში, როგორიც არის საფრთხეების თავიდან არიდება, განმეორებადი დავალებების შემცირება და კიბერუსაფრთხოებაში არსებული გარღვევების შემცირება. 

 

2024 წელს ღრუბლოვანი უსაფრთხოებისათვის ხელოვნური ინტელქტი განუყოფელი ნაწილი გახდა. თითქმის ათი წელია, რაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ხდება საფრთხეების აღმოჩენა და რისკების პრიორიტეტების განსაზღვრა, ახლა კი მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება! - ძალიან ბევრი ადამიანი და ორგანიზაცია იყენებს ღრუბლოვან სერვისს კიბერ დამნაშავეების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტსაც სწორედ ის წარმოადგენს. 

 

ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გარეშე, ძნელი წარმოსადგენია ეფექტური დისტანციური თანამშრომლობა. ღრუბლოვანი სერვისებით, თანამშრომლებს შეუძლიათ უსაფრთხოდ დაუკავშირდნენ კორპორატიულ მონაცემებსა და პროგრამებს მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერი მოწყობილობის საშუალებით.
ღრუბლოვან სისტემაზე დაფუძნებული ხელსაწყოები, როგორიცაა Microsoft 365-ში შემავალი ინსტრუმენტები, გეხმარებათ იმუშაოთ პროექტებსა და დოკუმენტებზე რეალურ დროში, მარტივად და უსაფრთხოდ გააზიაროთ ფაილები, დაგეგმოთ სამუშაოები, კოორდინაცია გაუწიოთ დავალებებს, დაარეპორტოთ და გამართოთ შეხვედრები.

 

უფრო დეტალურად განვიხილოთ ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების უპირატესობები ბიზნესისთვის:


მოქნილი სისტემა და ეფექტური დისტანციური მუშაობა

ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გარეშე, ძნელი წარმოსადგენია ეფექტური დისტანციური თანამშრომლობა. ღრუბლოვანი სერვისებით, თანამშრომლებს შეუძლიათ უსაფრთხოდ დაუკავშირდნენ კორპორატიულ მონაცემებსა და პროგრამებს მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერი მოწყობილობის საშუალებით. ამ სისტემაზე დაფუძნებული ხელსაწყოები, როგორიცაა Microsoft 365-ში შემავალი ინსტრუმენტები, გეხმარებათ იმუშაოთ პროექტებსა და დოკუმენტებზე რეალურ დროში, მარტივად და უსაფრთხოდ გააზიაროთ ფაილები, დაგეგმოთ სამუშაოები, კოორდინაცია გაუწიოთ დავალებებს, დაარეპორტოთ და გამართოთ შეხვედრები.

კომპანიაში ინფორმაციის მოცულობა შეიძლება მუდმივად შეიცვალოს ორგანიზაციის მიმდინარე საჭიროებიდან გამომდინარე. ღრუბლოვანი სისტემების გარეშე, ყველაფერს მუდმივად თან ვერ ატარებ, აქვე საქმეში ერთვება AI ის ქმნის რესურსების მუდმივი კონტროლის და ავტომატური დათვლის შესაძლებლობას, რაც დიდ უპირატესობას წარმოადგენს

 

ეკონომიკური ეფექტურობა

გენერაცაიული ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს კომპანიებისთვის გადახდის სერვისებს. ანუ, მომხმარებლები იხდიან ღრუბლოვანი შესაძლებლობებისთვის მხოლოდ მათი გამოყენების შემდეგ. ეს მოდელი ლოგიკურად ავსებს მოქნილი რესურსებით უზრუნველყოფის პრინციპს. გარდა ამისა, ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენებით, ორგანიზაციები ზოგავენ ადგილობრივი ინფრასტრუქტურის შეძენასა და შენახვის ღირებულებას.


უსაფრთხოება

IT უსაფრთხოება დღეს პრიორიტეტია. ღრუბლოვან სისტემას აქვს ინდუსტრიის წამყვანი კიბერშეტევებისგან დაცვის მექანიზმები. ის იყენებს უსაფრთხოების ძლიერ პროტოკოლებს, ჩაშენებულ მონაცემთა ავტომატურ დაშიფვრას და ანალიტიკას ფარული საფრთხეების გამოსავლენად.
გადაწყვეტილებები, როგორიცაა Azure Active Directory, დაგეხმარებათ ზუსტად ამოიცნოთ მომხმარებლები და მისცეთ მათ წვდომა თქვენი ორგანიზაციის პროგრამებსა და მონაცემებზე. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს კომპანიის ღრუბლოვანი აქტივების საიმედო დაცვას.


ბექაფი და აღდგენა

პოტენციური გათიშვის ან სხვა ინციდენტების შემთხვევაში, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ორგანიზაციის IT ინფრასტრუქტურას, ღრუბლოვანი უსაფრთხოების სისტემებს აქვს ჩაშენებული მონაცემთა სარეზერვო და კატასტროფის აღდგენის შესაძლებლობები.
ინსტრუმენტები, როგორიცაა Azure Site Recovery, საშუალებას გაძლევთ დააკოპიროთ თქვენი კომპანიის აპლიკაციები და მონაცემები დამატებით ადგილას. წარუმატებლობის შემთხვევაში ხდება ზედმეტ ინფრასტრუქტურაზე გადასვლა, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის უწყვეტ ფუნქციონირებას.

 

ღრუბლოვან სისტემაში პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაც ბევრად უფრო ადვილი და სწრაფია, ვიდრე შიდა ინფრასტრუქტურაში. კომპანიებს არ სჭირდებათ დროისა და თანხის დახარჯვა ფიზიკური აღჭურვილობის შეძენასა და კონფიგურაციაზე. საჭიროა მხოლოდ ვირტუალური მანქანების, მონაცემთა ბაზების და სხვა რესურსების საჭირო რაოდენობის შექმნა და კონფიგურაცია რამდენიმე დაწკაპუნებით.

 

საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილებითა და შემუშავებული CompTIA A + პროგრამით, დაგეხმარებით შეისწავლოთ კომპიუტერული მოწყობილობების აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა და თანხვედრაში მოხვიდეთ დამსაქმებლების მოთხოვნილებებთან, დაიწყეთ სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

ღრუბლოვანი ტექნოლოგიებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ორგანიზაციების ხარჯები ღრუბლოვან სერვისებზე 2021 წელს 145 მილიარდი დოლარიდან 2024 წელს 1591 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ღრუბლოვანი უსაფრთხოებას ნებისმიერი ორგანიზაციის კიბერუსაფრთხოებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, AI-ის ინტეგრაცია ღრუბლოვანი უსაფრთხოების ხელსაწყოებში თავდაცვის უმთავრეს შრეს წარმოადგენს. Google-ის თანახმად ღურბლოვანი უსაფრთხოებაში დიდ როლს თამაშობს გენერაციული ხელოვნური ინტელექტი. 

“გენერაციულ AI-ს აქვს პოტენციალი, რომ შეამციროს განმეორაბადი დავალებების რაოდენობა, რომელიც უსაფრთხოების გუნდს ძალიან დიდ რესურსსა და დროს ართმევს. როგორიცაა მონაცემთა გაერთიანება და სხვადასხვა წყაროდან მისი გამდიდრება, რათა უკეთ მოხდეს რისკების იდენტიფიცირება და მათზე ფოკუსირება”. - Sunil Potti, Google-ის ვიცე პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი, რომელმაც მოცემული განცხადება ივნისში Google Cloud Security Summit-ზე გააკეთა. 

Google-ის საკუთარი ღრუბლოვანი უსაფრთხოება მოიცავს AI ​​Workbench-ს, სადაც AI გამოყენებული იქნება წარმოქმნილი საფრთხეების მოსაგვარებლად და თავიდან ასარიდებლად, საფრთხის გადატვირთვის გამო გამოწვეული ტრაფიკის აღმოსაფხვრელად და კიდევ რიგი პრობლემების გადასაჭრელად.

 

ხელოვნური ინტელექტის როლი ღრუბლის უსაფრთხოებაში

ტრადიციულად, ხელოვნური ინტელექტი ასობით და ათასობით საფრთხის დროის მოკლე მონაკვეთში აღმოსაჩენად გამოიყენება. 

გენერაციულ AI-ს ხელოვნური ინტელექტი ახალ საფეხურზე აჰყავს, რადგან იგი არა მხოლოდ არსებული მონაცემების დამუშავებაზეა ოერინტირებული, არამედ მონაცემების შექმნაზეცაა პასუხისმგებელი. 

“გენერაციული AI რეალისტური სითნეზური მონაცემების შემუშავების საშუალებას იძლევა, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას უსაფრთხოების მოდელების მომზადებისა და შემოწმებებისათვის, ისე, რომ სენსიტიური ინფორმაცია კონფიდენციალური დარჩეს” - განუცხადაTechReublic-ს ბობ იანსენმა, Delinea-ს ინჟინერიის ვიცე პრეზიდენტმა და ინოვაციების ხელმძთვანელმა. 

იანსენის თქმით, გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ორგანიზაციებს უფრო მეტად დაახლოებს ღრუბლოვანი უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან. მან ახსენა, რომ იგი ქმნის რეალურ სინტეზურ მონაცემებს ტესტირებისთვის, აკეთებს შეტევების სიმულაციას და ამცირებს სენსიტიური ინფომრაციის გასაჯაროების რისკებს მოცემული პროცესებების განვითარების დროს. 

 

რა გავლენა აქვს ხელოვნურ ინტელექტს ღრუბლის უსაფრთხოებაზე

ის, რაც გენერაციულ AI-ს გამოარჩევს ღრუბლოვან უსაფრთხოებაში ამჟამად გამოყენებული AI მოდელებისგან, არის ინფორმაციის შეჯამების, კლასიფიკაციისა და გენერირების უნარი. შესაბამისი მომზადებით, გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია სპეციალიზებული მონაცემების ანალიზი, რომელსაც Natural Language Model-ის საშუალებით მოგვაწვდის, რაც სამუშაო პროცესის აჩქარებას შეუწყობს ხელს. 

“ეს მახასიათებლები, რომელიც ღრუბლის უსაფრთხოებისთვისაა მინიჭებული მომხმარებელს საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს და მოახდინოს მათთვის პრიორიტებების მინიჭება; იგი სწრაფად აგენერირებს ბრძანებებს, რათა მოხდეს საფრთხეების იდენტიფიცირება”. - აღნიშნა Potti-მ. გენერაციულ AI-ში Natural Language Model-ის გამოყენება მოხმარებებლს გამოცდილების გაუმჯობესებასა და შედეგების ეფექტურად მიღწევაში დაეხმარებათ. 

 

მაგალითად, Google-ის ღრუბლოვანი უსაფრთხოება “გამდიდრებულია” გენერაციული ხელოვნური ინტელექტით, რის გამოც მოხმარებლებს Natural Language Model-ის გამოყენებით შეუძლიათ მონაცემებზე მანიპულაცია. მისი საშალებით ასევე შესაძლებელია ადამიანისათვის წაკითხვადი ახსნის მოწოდება პოტენციური შეტევისა და მისი მოგვარების გზებთან დაკავშირებით. 

 

“ასე, რომ AI-თან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე ვმოყოფებით” - აღნიშნავს Potti. “”მაგრამ ჩვენ ვიყენებთ ამ ზესახელმწიფოებს უსაფრთხოების შედეგების მისაღწევად, როგორიცაა დარღვევების ადრეული გამოვლენა ან პოტენციური მავნე პროგრამების მყისიერი კლასიფიკაცია.”მაგრამ ჩვენ ამ სუპერძალებს სეითი უსაფრთხოების შედეგების მისაღწევად ვიყენებთ, როგორიცაა დარღვევების ადრეული გამოვლენა ან პოტენციური მავნე პროგრამების მყისიერი კლასიფიკაცია.”

 

IT სფერო გაინტერესებთ? STEP გაძლევთ შესაძლებლობას შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება, თანამედროვე, მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი და საინტერესო IT პროფესიების ათვისებით:

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლაუკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

ინდუსტრია 5.0 უკვე აქ არის: რას ნიშნავს ადამიანის და ტექნოლოგიის თანაცხოვრება?

ინდუსტრია 5.0 უკვე რეალობაა - ეპოქა, სადაც ადამიანი და ტექნოლოგია ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ბლოგში გაიგებ, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე პროფესიებს, რატომ ხდება ტექნოლოგიური უნარები აუცილებელი თითქმის ყველა სფეროში და რა შესაძლებლობებს ქმნის მომავლის სამყაროში AI-სთან ერთად მუშაობა.

რამდენიმე წლის წინ ტექნოლოგიები ადამიანებისთვის უბრალოდ ხელსაწყო იყო. დღეს კი ისინი უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია - მუშაობაში, სწავლაში, კომუნიკაციაში და გადაწყვეტილებების მიღებაშიც კი. მსოფლიო სწრაფად გადავიდა Industry 4.0-დან ახალ ეტაპზე - Industry 5.0-ზე. თუ Industry 4.0 ძირითადად ავტომატიზაციასა და მანქანების ეფექტურობას ეხებოდა, Industry 5.0 უკვე ადამიანსა და ტექნოლოგიას შორის თანამშ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვაქციოთ შიში მოკავშირედ: რჩევები მათთვის, ვისაც საკუთარი თავის არ სჯერა

რატომ კარგავენ ბავშვები საკუთარ თავში რწმენას და როგორ შეუძლია მშობელს შიშის მოტივაციად ქცევა? სტატიაში გაიგებთ, როგორ ეხმარება სწორი გარემო, მხარდაჭერა და თანამედროვე უნარების განვითარება ბავშვს თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში.

როცა ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების აღარ სჯერა ყველა მშობელს უნდა, რომ მისი შვილი თავდაჯერებული, მოტივირებული და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული გაიზარდოს. თუმცა, თანამედროვე სამყაროში ეს სულ უფრო რთული ხდება. ბავშვები ყოველდღიურად უამრავ ზეწოლას განიცდიან -სოციალური ქსელები, მუდმივი შედარება, მაღალი მოლოდინები და სწრაფად ცვალებადი გარემო ხშირად მათში შიშს და

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი უნარები გახდება ყველაზე მოთხოვნადი

მომავლის კარიერაში ყველაზე მოთხოვნადი გახდება მოქნილი უნარები - კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა და ემოციური ინტელექტი. ისინი ქმნიან უნიკალურ ღირებულებას, რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის.

ციფრულ ეპოქაში ტექნიკური ცოდნა მარტო წარმატების გარანტია აღარ არის. კომპანიები სულ უფრო მეტად აფასებენ იმ უნარებს, რომლებიც ადამიანს სხვა ადამიანებთან მუშაობაში, ახალი იდეების შექმნაში და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, მოქნილი უნარები (soft skills) იქცა მომავლის პროფესიის მთავარი საფუძვლი. გლობალური კვლევების მიხედვით, 2030 წლისთვის 80%-ზე მეტი ახ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ სწრაფად და ეფექტურად IT მიმართულებები

IT სწავლება, პროგრამირება, სწრაფი სწავლა, IT კარიერა, ტექნოლოგიები, IT აკადემია STEP, განათლება, კოდირება, ვებ დეველოპმენტი, ციფრული უნარები, პრაქტიკული სწავლება, სწავლის მეთოდები, მომავლის პროფესია, IT კურსები, AI სწავლებაში.

IT სფერო დღეს ყველაზე დინამიკური და სწრაფად მზარდია, რაც სწავლისადმი განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. იმისათვის, რომ დროის მცირე მონაკვეთში მაქსიმალური ცოდნა დააგროვო, აუცილებელია ფოკუსირება პრაქტიკულ დავალებებზე და თანამედროვე სტანდარტებზე. თუ გსურს, საფუძვლიანად დაეუფლო ტექნოლოგიებს, IT აკადემია Step- ის პროგრამირების კურსი საუკეთესო გზაა პროფესიული სტარტისთვის. სწრაფი

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა