IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

როგორი უნდა იყოს პირველი CV?!

1000

მოტივაცია

09.04.2024

681 ხედი

მოგესალმები სამსახურის მაძიებელთა სამყაროში!

ძიების პროცესი ზოგჯერ ძალიან სტრესულია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც entry-level ვაკანსიების უმეტესობაშიც კი ვხვდებით ისეთ მიდგომებს, როგორებიცაა: “აუცილებელია სამუშაო გამოცდილება”, “გამოცდილების ქონა ჩაითვლება უპირატესად” და ა.შ.

 

ამ სტრესს თავი რომ აარიდო, მნიშვნელოვანია გქონდეს მარტივი და კარგად გამართული CV. ეს პირველი ნაბიჯი არ გეგონოს - პირველი ნახტომია, როდესაც პოტენციური დამსაქმებელი გაიგებს შენს შესახებ, ამიტომ მნიშვნელოვანია მოახდინო კარგი შთაბეჭდილება, მაშინაც კი თუ არ გაქვს სამუშაო გამოცდილება. ამ საფეხურების გავლის შემდეგ, შეგიძლია აპლიკაცია დამსაქმებელს დაუფიქრებლად გაუგზავნო. უბრალოდ მიყევი შემდეგ რჩევებს:

 

აირჩიე დახვეწილი დიზაინის template

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  CV-ის template არ იყოს ზედმეტად ჭრელი, გადავსებული არასაჭირო ფიგურებით და ტექსტი შეუფერხებლად იკითხებოდეს.

გაითვალისწინე, რეკრუტერები შერჩევის პროცესში არაერთ CV-ის ნახულობენ, მნიშვნელოვანია შენი გამოცდილება და უნარები ძალიან მოკლედ იყოს გადმოცემული და შეიცავდეს მხოლოდ ყველაზე საჭირო ინფორმაციას, რომელიც მარტივად აღქმადი და წაკითხვადი იქნება. იცოდე, რომ რეკრუტერები CV-ების გადარჩევის პროცესში ძალიან იშვიათად გადადიან მეორე გვერდზე, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველაფერი ერთ გვერდზე დაატიო.

 

არასდროს გაგზავნო ერთი და იგივე CV სხვადასხვა კომპანიაში

CV-ის შედგენისას ყველაზე მნიშვნელოვანია, მასში არსებული ინფორმაცია ერგებოდეს ვაკანსიის ტექსტს, რაც ხაზს გაუსვამს შენს დაკვირვებულობას და რეალურ ინტერესს კონკრეტულ კომპანიაში დასაქმებასთან დაკავშირებით.

 

მიყევი ქრონოლოგიას

ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები სწორედ ქრონოლოგიას ეხება. ძალიან მნიშვნელოვანია განათლების და გამოცდილებების მითითების დროს თარიღები ქრონოლოგიურად დალაგდეს. თავდაპირველად აღნიშნეთ თქვენი ახლანდელი სწავლის ან საქმიანობის ადგილი და მიყევით თარიღების მიხედვით უახლესიდან ყველაზე ძველამდე.

გარდა ამისა, დაალაგეთ თქვენი ტექნიკური და ფუნქციური უნარები ცალ-ცალკე, რითაც დამსაქმებელს დაეხმარებით სწორად გამიჯნოს საჭირო უნარები ერთანეთისგან.

 

 

არსებობს წარმოდგენა, რომ ვებ-გვერდის აწყობა მხოლოდ ტექნიკური განათლების მქონე ადამიანს შეუძლია ისწავლოს. არადა, რაც დრო გადის საპირისპიროს ვხედავთ. სულ უფრო მეტი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი სწავლობს პროგრამირებას, სხვადასხვა სირთულის აპლიკაციებს ქმნის და თავად აწყობს ვებ-საიტებს - შეისწავლე Front-end ვებ დეველოპმენტი, ვებ-გვერდების აწყობა 0-დან და დაეუფლე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიებს საერთაშორისო აკადემიაში

→დარეგისტრირდი მარტივად

 

დაამატე საკონტაქტო ინფორმაცია

იმის მიუხედავად, დამსაქმებელმა შენი CV მეილით მიიღო თუ არა, აუცილებელია საკონტაქტო ინფორმაციის მითითება, როგორიცაა: მობილურის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

თუ ფოტოს დართვას გადაწყვეტ, ის მეტად პროფესიული ხასიათის უნდა იყოს და არა სელფი ან წვეულებაზე გადაღებული ფოტო. არასწორად შერჩეული ფოტოს შემთხვევაში, მეტი შანსია, რომ დამსაქმებელმა არ აღგიქვას სერიოზულ კანდიდატად.

 

არ გაავსო CV ზედმეტი ინფორმაციით

გაითვალსწინე, რომ CV-ში შენი დაბადების თარიღი, ადგილი, სკოლის სახელი და სხვა არაფრისმთქმელი ინფორმაცია არ შეიტანო. ეს ინფორმაცია რეკრუტერების აზრით უბრალოდ უსარგებლოა და არც CV-ის ფორმატს ერგება.

 

 

Ბოლო და ყველაზე მთავარი:

  1. არ მოიტყუო: CV-ის შედგენისას სწორედ სიმართლის დაწერაში მდგომარეობს. დაიმახსოვრე, რომ შენი ტყუილი რეკრუტერმა შესაძლოა მარტივად ამოიცნოს და ამით არამხოლოდ იმ სამსახურში, არამედ ბევრ სხვა ადგილას მუშაობის დაწყების შანსი გაუშვა ხელიდან.
  2. იყავი თავდაჯერებული: აუცილებელია გჯეროდეს, რომ შენი კანდიდატურა მოცემული ვაკანსიისთვის იდეალურია და მზად ხარ გაუმკლავდე ნებისმიერ გამოწვევას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაიმე ტერმინოლოგია შენთვის უცნობია, არ შეშინდე – ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში არაფერია ისეთი, რისი დაგუგლვაც არ შეიძლება. ამიტომ რეზიუმეს გაგზავნამდე დარწმუნდი, რომ ვაკანსიის აღწერაში შენთვის ყველა დეტალი გასაგებია და ირწმუნე, რომ ამ პოზიციისთვის საუკეთესო კანდიდატურა ხარ.

 

ვფიქრობ, ეს რჩევები დაგეხმარება შეადგინო შენი CV პროფესიონალურად, რომელსაც დამსაქმებლებთან ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გაგზავნი. ასე, რომ წარმატებებს გისურვებთ!

 

შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა