IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

რომელ პროფესიებს ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი

1000

AI

24.03.2024

416 დათვალიერება

დასაქმებულთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ დროთა განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი წაართმევს მათ სამსახურს და საქმეს AI წარუძღვება. ვებგვერდიც კი არის სახელწოდებით “Will Robots Take My Job?” სადაც შეგიძლიათ შეიყვანოთ ვაკანსიის დასახელება და დაინახოთ AI-ს მიერ ქვენი ჩანაცვლების ალბათობა.

საიტი თავისმხრივ საინტერესოა სანახავად, მაგრამ მნიშვნელოვანია ფაქტების ცოდნა. იმისათვის, რომ წარმოდგენა შეგვექმნას, თუ როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს ხელოვნურმა ინტელექტმა დასაქმებულებზე. ჩვენ განვიხილავთ AI-ს გავლენას შრომის ბაზარზე, სამუშაოების ჩამონათვალს, რომელთა ჩანაცვლებასაც შეძლებს თუ ვერა ხელოვნური ინტელექტი და განვიხილავთ ექსპერტთა რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ განავითაროთ თქვენი კარიერა და გამოხვიდეთ გამარჯვებული.

 

"ხელოვნური ინტელექტი უკვე ხელს გვიშლის"

ხელოვნურმა ინტელექტმა თავდაპირველად ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა კონვეირულ წარმოებაში. ბოლოდროინდელმა AI-ის ბუმმა კი შეცვალა ეს, რადგან ტექნოლოგიურმა მიღწევებმა AI გააცნო მრავალ სხვადასხვა ინდუსტრიასა და ბიზნესს, შესაბამისად უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს მას სამუშაოს შესასრულებლად. მაგალითად, პროდუქტის რეალიზატორები AI-ს იყენებენ გაყიდვებისთვის სატელეფონო ზარების სწრაფად გასაანალიზებლად, ბლოგერები და კონტენტის შემქმნელები მას იყენებენ წერის პროცესის გასამარტივებლად, ხოლო მომხმარებელთა სერვისის წარმომადგენლები მომხმარებლებს უფრო სწრაფ გადაწყვეტილებებს აწვდიან.

თუმცა, პროგრესთან ერთად შესაძლოა საფრთხე იმდენად გაიზარდოს, რომ დასაქმებული იკითხავს, ჩამანაცვლებს თუ არა ChatGPT?

HubSpot-ის თანადამფუძნებელს და CTO დარმეშ შაჰს აქვს პოზიტიური ხედვა ხელოვნური ინტელექტის მომავალთან დაკავშირებით. ის ფიქრობს, რომ ბოტები და ხელოვნური ინტელექტი გააუმჯობესებენ ჩვენი შესრულებული სამუშაოს ხარისხს და უფრო დაცულს გახდიან ჩვენს კარიერას და არა პირიქით.

ანალოგიურად ფიქრობს Jasper საწარმოთა მარკეტინგის ხელმძღვანელი სამიუტა რედი. მისი თანამშრომლები რეგულარულად იყენებენ გენერაციულ AI-ს, თუმცა ის კვლავ აქტიურად ასაქმებს სამსახურის მაძიებლებს, რადგან ხელოვნური ინტელექტი ვერ შეცვლის ადამიანურ გამოცდილებას:

„ჩვენ ვაფასებთ მწერლებს ჩვენს საზოგადოებაში, რადგან მათ შეუძლიათ მოგვაწოდონ დამაფიქრებელი ადამიანური პერსპექტივა სამყაროზე… ეს არის ადამიანებს შორის აზრის გაზიარება ძალიან რეალურ თემებზე, რაც დაგეხმარებათ ჩამოაყალიბოთ თქვენი პერსპექტივა იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობთ თავს რაიმეს მიმართ. ასე რომ, AI ნამდვილად ვერასოდეს ჩაანაცვლებს ამ ადამიანურ ხედვებს”.

შაჰისა და რედის ექსპერტული მოსაზრებების მიუხედავად, თქვენ შეიძლება მაინც იყოთ შეშფოთებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ელის თქვენს კარიერას. ქვემოთ განვიხილავთ ათ პროფესიას ხელოვნური ინტელექტის ჩანაცვლების მაღალი რისკით და ათ პროფესიას, რომლებიც ყველაზე უსაფრთხო, რაც დაფუძნებულია საეტაპო კვლევის The Future of Employment და ვებსაიტის „Will Robots Take My Job“-ის მონაცემებზე დაყრდნობით.

 

10 პოზიცია, რომელიც  შესაძლოა ჩაანაცვლოს ხელოვნურმა ინტელექტმა:

  1. ტელემარკეტერი

  2. საბუღალტრო საქმე

  3. კომპენსაციისა და სარგებლის მენეჯმენტი

  4. მიმღებები

  5. კურიერული მომსახურება

  6. კორექტორი

  7. კომპიუტერული მხარდაჭერის სპეციალისტი

  8. ბაზრის კვლევის ანალიტიკოსი

  9. სარეკლამო გაყიდვების სპეციალისტი

  10. საცალო გაყიდვების სპეციალისტი

 

ტელემარკეტერი

მომავალი დასაქმების კვლევის ალბათობა: 99%

AI-ს მიერ ჩანაცვლების ალბათობა: 100%

თქვენ ალბათ უკვე მიგიღიათ ტელეფონზე ავტომატური ზარები სხვადასხვა პროდუქტებისა და სერვისების შემოთავაზებით, ასეთი ზარების რაოდენობის ზრდა, 2031 წლისთვის, მოსალოდნელია 18.2%-ით. ასეთი სამსახური ხშირად მოიცავს განმეორებით და პროგნოზირებად ამოცანებს, რომლების ავტომატიზირება ადვილადაა შესსაძლებელი.

მიუხედავად ამისა, წარმატებულ ტელემარკეტერებს აქვთ სოციალური აღქმისა და ემოციური ცნობიერების მაღალი დონე, რომელსაც მანქანები ვერასოდეს მიაღწევენ.

 

საბუღალტრო საქმე

მომავალი დასაქმების კვლევის ალბათობა: 99%

AI-ს მიერ ჩანაცვლების ალბათობა: 100%

2031 წლისთვის მოსალოდნელია ამ ტიპის სამუშაო ადგილების 4.5%-ით შემცირება და ეს გასაკვირი არ არის, რადგან - საბუღალტრო აღრიცხვის ოპერაციები ავტომატიზირებული ხდება, თუ ეს უკვე არ მოხდა. QuickBooks, FreshBooks და Microsoft Office უკვე გვთავაზობენ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც თქვენთვის განახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვას, ამიტომაცაა, რომ ამ სამუშაოს AI-ს მიერ ჩანაცვლების ასეთი მაღალი ალბათობა აქვს.

 

კომპენსაციისა და სარგებლის მენეჯმენტი

მომავალი დასაქმების კვლევის ალბათობა: 96%

AI-ს მიერ ჩანაცვლების ალბათობა: 46%

კომპანიების ზრდასთან ერთად, განსაკუთრებით მულტინაციონალურ ბაზრებზე, ადამიანურ ფაქტორზე და ქაღალდზე დაფუძნებულმა დოკუმენტბრუნვის სისტემამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი დაბრკოლება, დროის დეფიციტი და გაზრდილი ხარჯები. შეღავათების ავტომატურ სისტემებს შეუძლიათ დაზოგონ დიდი რაოდენობით დრო და თანამშრომელთა ძალისხმევა კომპანიისთვის სარგებლის მოტანთ. კომპანიები, როგორიცაა Ultipro და Workday  უკვე ფართოდ გამოიყენება აღნიშნული მიზნებისთვის.

 

მითერი/ჰოსტესი

მომავალი დასაქმების კვლევის ალბათობა: 96%

AI-ს მიერ ჩანაცვლების ალბათობა: 93%

პემმა ეს იწინასწარმეტყველა სერიალ The Office-ში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ნანახი არ არ გაქვთ ეს სერიალი მაშინ განვმარტავთ, რომ ავტომატიზებულმა ტელეფონმა და დაგეგმვის სისტემებმა შესაძლოა ჩაანაცვლოს ოფისებში ტრადიციული "მასპინძლის" როლი - განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში, რომლებსაც არ აქვთ საოფისე მასშტაბის სატელეფონო სისტემები ან მულტინაციონალური კორპორაციები.

თუმცა აქვე უნდა ღინიშნოს, რომ ეს ადამიანები ოფისებში გარკვეულწილად აყალიბბენ პერსონალურ ურთიერთობებს, რაც მათ უნიკალურ უპირატესობას ანიჭებს მხარდაჭერის ალგორითმულ სისტემასთან შედარებით.

 

კურიერები

მომავალი დასაქმების კვლევის ალბათობა: 94%

AI-ს მიერ ჩანაცვლების ალბათობა: 95%

კურიერები და მიმწოდებლები უკვე შეიცვალა დრონებითა და რობოტებით, ასე რომ, ამ სფეროში სრული ავტომატიზაციის დომინირება მხოლოდ დროის საკითხია.

 

კორექტორები

მომავალი დასაქმების კვლევის ალბათობა: 84%

AI-ს მიერ ჩანაცვლების ალბათობა: 100%

კორექტირების პროგრამა ყველგან არის. Microsoft Word-ის მარტივი ორთოგრაფიული და გრამატიკული შემოწმებიდან დაწყებული Grammarly და Hemingway App-ით დამთავრებული, არსებობს უამრავი ტექნოლოგია, რომელიც გაადვილებს თქვენი ნაწერის თვითშემოწმებას. 

მეორეს მხრივ ურთიერთობა, რომელიც ყალიბდება კორექტორსა და კლიენტს შორის, იძლევა ტექსტის გააზრების საშუალებას და ავტორის მიერ ნაწერის მიღმა არსებული განზრახვისა და პროექტის წარმატებით გააზრებისთვის საჭირო კონტექსტურ ცოდნას.

 

კომპიუტერული მხარდაჭერის სპეციალისტი

მომავალი დასაქმების კვლევის ალბათობა: 65%

AI-ს მიერ ჩანაცვლების ალბათობა: 52%

2031 წლისთვის ამ სფეროში დასაქმების 6,2%-ით ზრდას პროგნოზირებენ, მაგრამ ინტერნეტში არსებული კონტენტით, ინსტრუქციებით, დეტალიზებული სახელმძღვანელოებით და ჰაკერებით გადატვირთული სივრცის გამო გასაკვირი არ არის, რომ კომპანიების თანამშრომლები და მომხმარებლები მომავალში უფრო მეტად დაეყრდნობიან ბოტებსა და ავტომატიზაციას მხარდაჭერის კითხვებზე პასუხის გასაცემად.

 

ბაზრის კვლევის ანალიტიკოსი

მომავალი დასაქმების კვლევის ალბათობა: 61%

AI-ს მიერ ჩანაცვლების ალბათობა 40%: 61%

ბაზრის კვლევის ანალიტიკოსები უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შეტყობინებების, შინაარსისა და პროდუქტების შემუშავებაში, მაგრამ ავტომატიზებული AI-ს და ელექტრონულ გამოკითხვებს ამ ინფორმაციის უფრო და უფრო ეფექტურად შეგროვება შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომატური კვლევის ხელსაწყოებს შეიძლება ჰქონდეთ გაზრდილი მასშტაბი, სიჩქარე და სიზუსტე, ადამიანს (მკვლევარს) აქვს პრაქტიკული ცოდნა და პირადი გამოცდილება, რომელსაც ალგორითმი ვერ ჩაანაცვლებს. მკვლევარებს, რომლებიც იყენებენ ავტომატიზაციის ინსტრუმენტებს, შეუძლიათ შექმნან უფრო ეფექტური პროცესები.

 

სარეკლამო გაყიდვების სპეციალისტი

მომავალი დასაქმების კვლევის ალბათობა: 54%

AI-ს ჩანაცვლების ალბათობა: 52%

იმის გამო, რომ რეკლამა გადადის ბეჭდური და სატელევიზიო სივრციდან ვებ და სოციალური მედიის პლატფორმებზე, უბრალოდ აღარ არის საჭირო ადამიანების მიერ გაყიდვების მართვა იმისათვის, რომ მარკეტოლოგებმა იყიდონ სარეკლამო სივრცე. სოციალური მედიის პლატფორმები მომხმარებელს უადვილებს სარეკლამო სივრცის შეძენას, უფასო აპლიკაციის, პროგრამის ინტერფეისების (API) და თვითმომსახურების სარეკლამო ბაზრების მეშვეობით, რაც აშორებს გამყიდველის აუცილებლობას და უადვილებს მომხმარებლებს მათი რეკლამის გაშვებას. თვით რეკლამებიც კი უფრო მეტად ეყრდნობა ხელოვნურ ინტელექტს. როდესაც ვუყურებთ ან ვისმენთ რეკლამებს, ჩვენ ასევე ვხედავთ ტენდენციას, რომ კომპანიები ნაცვლად მსახიობისა ამისთვის იყენებენ AI-ს ვიზუალს და ხმას.

 

საცალო გაყიდვების სპეციალისტი

მომავალი დასაქმების კვლევის ალბათობა: 92%

AI-ს მიერ ჩანაცვლების ალბათობა: 66%

კომპანიები ახდენენ პროდუქტის ყიდვის გამოცდილების დემოკრატიზაციას ისეთი ფუნქციებით, როგორიცაა ონლაინ შოპინგი, ხოლო თანამედროვე მყიდველი ბევრად უფრო მეტად ერკვევა ციფრულ ტექნოლოგიაში, უკეთესად ახერხებს ინტერნეტის კვლევას და დამოუკიდებლად იღებს ყიდვის გადაწყვეტილებას.

მეორეს მხრივ, ზრუნვა, რომელსაც საცალო გამყიდველი იჩენს პირისპირ მყიდველთან ურთიერთქმედების დროს, განსხვავდება ავტომატური და უემოციო ოპერაციისგან და ბევრი მომხმარებელი ამჯობინებს შესყიდვის პროცესში ადამიანთან ურთიერთობას.

 

საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილებითა და შემუშავებული CompTIA A + პროგრამით, დაგეხმარებით შეისწავლოთ კომპიუტერული მოწყობილობების აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა და თანხვედრაში მოხვიდეთ დამსაქმებლების მოთხოვნილებებთან, დაიწყეთ სწავლა კვალიფიციურ სპეციალისტებთან, საერთაშორისო აკადემიაში!

→დარეგისტრირდი მარტივად

 

10 პოზიცია, რომელსაც ვერ ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი:

  1. ადამიანური რესურსების მენეჯერი

  2. გაყიდვების მენეჯერი

  3. მარკეტინგის მენეჯერი

  4. საზოგადოებრივ ურთიერთობათა მენეჯერები

  5. აღმასრულებელი ხელმძღვანელები

  6. ივენთ-მენეჯერები

  7. მწერლები

  8. პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი

  9. რედაქტორები

  10. გრაფიკული დიზაინერები

 

ადამიანური რესურსების მენეჯერი

მომავალი დასაქმების კვლევის ალბათობა: 0.55%

AI-ს მიერ ჩანაცვლების ალბათობა: 14%

ამის პასუხი თვით პოზიციის დასახელებაშია - თქვენი კომპანიის ადამიანური რესურსების განყოფილებას, სავარაუდოდ, ყოველთვის დასჭირდება სათავეში ადამიანი, როელსაც შეუძლია მართოს ინტერპერსონალური კონფლიქტები/ურთიერთობები არაკოგნიტური, მსჯელობის უნარების დახმარებით. პრობლემის გადაჭრის უნარი, საკითხის კონტექსტური გაგება და ბიზნესპროცესების უნიკალური ცოდნა ასევე უპირატესობას ანიჭებს ადამიანს ამ ტიპის სამუშაოსთვის.

ვარაუდობენ, რომ ეს სფერო 2031 წლისთვის 7.3%-ით გაიზრდება, რადგან კომპანიები ფართოვდებიან და სჭირდებათ უფრო ძლიერი სტრუქტურები თანამშრომლების მხარდაჭერისა და მათი დახმარებისთვის.

 

გაყიდვების მენეჯერი

მომავალი დასაქმების კვლევის ალბათობა: 1.3%

AI-ს მიერ ჩანაცვლების ალბათობა: 30%

გაყიდვების მენეჯერებს სჭირდებათ მაღალი ემოციური ინტელექტი, რათა მიაღწიონ გაყიდვების მაღალ მაჩვენებელს ყოველთვიურად, დაამყარონ კავშირი და ითანამშრომლონ მომხმარებლებთან, ასევე მოტივაცია აუმაღლონ და წაახალისონ გაყიდვების უფრო დიდი გუნდი. მენეჯერებს ასევე უწევთ მონაცემების ანალიზი და გამოვლენილი ტენდენციების ინტერპრეტაცია. საჭირო ინტელექტის მაღალი დონე და ახალ სიტუაციებთან ადაპტაციის მუდმივი მოთხოვნილება ამ როლს დაცულს ხდის ავტომატიზაციისგან.

 

მარკეტინგის მენეჯერი

მომავალი დასაქმების კვლევის ალბათობა: 1.3%

AI-ს მიერ ჩანაცვლების ალბათობა: 30%

მარკეტინგის მენეჯერების ფუნქციაა მონაცემების ინტერპრეტაცია, ტენდენციების მონიტორინგი, კამპანიების ზედამხედველობა და კონტენტის შექმნა. მათ ასევე მოუწევთ მოხერხებული ადაპტირება, ცვლილებებზე რეაგირება და მომხმარებლის მოთხოვნებზე გამოხმაურება რაც ეხება კომპანიის ინტერესებს. რაც ნიშნავს, კიდევ ერთი ადამიანის კარიერულ წინსვლას, რაშიც AI მას ვერ გაუწევს კონკურენციას.

 

საზოგადოებრივ ურთიერთობათა მენეჯერი

მომავალი დასაქმების კვლევის ალბათობა: 1.5%

AI-ს მიერ ჩანაცვლების ალბათობა: 20%

წარმატებული PR მენეჯერები ეყრდნობიან ურთიერთობებისა და კონტაქტების ქსელს, რათა პრესის, ხმაურიანი კამპანიებისა და სხვა სოციალური პლატფორმების დახმარებით გაზარდონ იმ კომპანიის ცნობადობა, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, რაც ამ როლს სრულიად უსაფრთხოდ აქცევს AI-ს გავლენისგან. PR მენეჯერებს, რომლებსაც უწევთ ცნობიერების ამაღლება ამა თუ იმ საკითხის ან მისიის გარშემო, განსაკუთრებით სჭირდებათ  ადამიანური ფაქტორი, რათა მოიპოვონ თანხები, მიიღონ საზოგადოებრივი ყურადღება სხვადასხვა კამპანიების წარმოების გზით – 2024 წლისთვის მოსალოდნელია, რომ სამუშაო ადგილები ამ სფეროში 7.6%-ით გაიზრდება. 

 

აღმასრულებელი (დირექტორი)

მომავალი დასაქმების კვლევის ალბათობა: 1.5%

AI-ს მიერ ჩანაცვლების ალბათობა: 0%

ლიდერობის ავტომატიზაცია თითქმის შეუძლებელია – რადგან, საკმაოდ რთულია ხელოვნური ინტელექტისთვის ამის სწავლება. აღმასრულებელმა დირექტორებმა უნდა შეიმუშაონ ფართო სტრატეგია, წარადგინონ კომპანიების მისიები და ამოცანები, მოახდინონ მართონ  უზარმაზარი ადამიანური რესურსი. აღმასრულებლებს ასევე აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება, რაც განაპირობებს მათ წარმატებას.

კომპანიები ანგარიშებს წარუდგენენ დაინტერესებულ მხარეებს და დირექტორთა საბჭოებს, რომლებსაც სავარაუდოდ არ სურთ, რომ პერიოდულ ანგარიშებს მათ რობოტი აცნობდეს.

 

ივენთ-მენეჯერები

მომავალი დასაქმების კვლევის ალბათობა: 3.7%

AI-ს მიერ ჩანაცვლების ალბათობა: 8%

ღონისძიებების დაგეგმვა მზარდი სფეროა, ყველა შემთხვევაში დაგეგმვის პროცესი მოიცავს უამრავ სხვადასხვა დეტალს. მგეგმავები კოორდინირება უნდა გაუწიონ მოლაპარაკებებეს კლიენტებთან, კონტრაქტორებთან და ივენთთან დაკავშირებულ სხვა ფრილანსერებთან, რათა ყველაფერი ერთად გაერთიანდეს საბოლოო მიზნისთვის, ხოლო ორგანიზაციული და სოციალური უნარების აუცილებლობა შეუძლებელს ხდის ავტომატიზაციას და ადამიანური ფაქტორის ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლებას. 

ისინი ასევე ესწრებიან ღონისძიებებს, სადაც მზად არიან საჭირო მომენტში ჩაერთონ და ადგილზე მოაგვარონ წარმოქმნილი პრობლემები. სადაც ავტომატური ფაქტორის არსებობა შეუძლებელია.

 

მწერლები

მომავალი დასაქმების კვლევის ალბათობა: 3.8%

AI-ს მიერ ჩანაცვლების ალბათობა: 49%

ქულების დიდი სხვაობა, სავარაუდოდ, გამოწვეულია 2013 წლის შემდგომ ენობრივი მოდელირების პროგრამის განვითარებით და წინსვლებით ამ სფეროში, რომლებსაც შეუძლიათ დაწერონ სრული ბლოგი, პოსტები ან სოციალური მედიის კონტენტი.

მწერლები ავითარებენ იდეას, ქმნიან ორიგინალურ წერილობით მასალას, რისი ჩანაცვლება ან გამეორება ადამიანის მსგავსად ჯერ ვერ შეძლეს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებმა.

აქვე აღსანიშნავია რომ, არსებობს სხვადასხვა სტილის მწერლები, რომელთაგან ზოგიერთი შესაძლოა მეტად იყოს რისკის ქვეშ. მაგალითად, გამოცდილ ჟურნალისტს, სავარაუდოდ, უპირატესობა მიენიჭება AI-სთან შედარებით, მაგრამ ფრილანსერი ქოფირაითერი შეიძლება აღარ იყოს საჭირო ბიზნესისთვის, რომელიც ახლა იყენებს AI-ს ინსტაგრამის პოსტების დასაწერად.

 

პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი

მომავალი დასაქმების კვლევის ალბათობა: 4.2%

AI-ს მიერ  ჩანაცვლების ალბათობა: 39%

ქულების დიდი სხვაობა სავარაუდოდ გამოწვეულია ახალი back-end ინსტრუმენტებით, რომლებიც ეხმარება ვებ დეველოპერებს დაწერონ სრულიად ახალი კოდი, გამოასწორონ ხარვეზები და გამართონ შეცდომები.

პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია და განვითარება საკმაოდ კომპლექსური სფეროა ადამიანისთვის. აპლიკაციების, პროგრამული უზრუნველყოფის და ვებსაიტების შესაქმნელად საჭიროა დროისა და უნარების დიდი ინვესტიცია, რაც საკმაოდ რთული პროცესია - მით უმეტეს, რომ დეველოპერებს სჭირდებათ სრულყოფილი ცოდნა და შესრულების მაღალი დონე, რათა შექმნან მაღალი ხარისხის პროდუქტები მომხმარებლებისთვის. 2024 წლისთვის მოსალოდნელია, რომ ეს სფერო 30.3%-ით გაიზრდება, ასე რომ, თუ თქვენ ხართ პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი, შეგიძლიათ თავი უსაფრთხოთ იგრძნოთ. თუ ჯერ კიდევ არ დაგიწყია ყველაზე უსაფრთხო მომავლის პროფესიის შესწავლა, შემოგვიერთდით კურსზე ქსელები და კიბერუსაფრთხოება, რომელსაც ჩვენი კვალიფიციური გუნდი გთავაზობთ.

 

რედაქტორები

მომავალი დასაქმების კვლევის ალბათობა: 5.5%

AI-ს მიერ ჩანაცვლების ალბათობა: 45%

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ნახსენებ ავტომატური კორექტირების ტექნოლოგიას შეუძლია ამ ფუნქციის შესრულება, რედაქტორებმა მაინც უნდა გადახედონ  წარმოდგენილ ნაწერებს (ნაშრომს) სიცხადის, სიზუსტის, ყოვლისმომცველობისა და ორიგინალურობის დასადგენად. ზოგიერთ პროგრამულ უზრუნველყოფას შეუძლია ადგილზე შეამოწმოს ნაწერის სიცხადე და სკანირება მოახდინოს პლაგიატზე, მაგრამ რედაქტორის როლი უნდა შეასრულოს ადამიანმა, რათა წაიკითხოს ნამუშევარი, რომელიც სხვა ადამიანის მიერაა შესრულებული.

 

გრაფიკული დიზაინერები

მომავალი დასაქმების კვლევის ალბათობა: 8.2%

AI-ს მიერ ჩანაცვლების ალბათობა: 34%

გამოსახულების მაგენერირებელი პროგრამები, როგორიცაა Midjourney და DALL-E, უადვილებენ ადამიანებს შექმნან ის, რაც სურთ, მაგრამ გრაფიკული დიზაინი არის მხატვრული და ტექნიკური სფერო, რომელიც საუკეთესოდ შეეფერება სახვითი ხელოვნების ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს. წერის მსგავსად, გრაფიკული დიზაინის ნამუშევარი უნდა იყოს ორიგინალური, განსხვავებული და მორგებული უნიკალური ნიშან-თვისებებით.

თუ გრაფიკული დიზაინერი მუშაობს ბიზნეს შეკვეთაზე, ის ასევე მოითხოვს ორივე მხარეს შორის ურთიერთობის დამყარებას დიზაინის პროცესში. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი სურათის შემქმნელი პროგრამა ახორციელებს მხატვრების ნამუშევრების პლაგიატს, ხოლო სასამართლო პროცესი და დავა საავტორო უფლებებზე ნამდვილად არავის სურს.

 

ხელოვნურ ინტელექტში ნავიგაცია

ქეით ონილი, Tech Humanist-ის ავტორი და KO Insights-ის დამფუძნებელი, განმარტავს, რომ სამუშაოები, რომლებიც საჭიროებენ ემოციურ ინტელექტს, უახლოეს მომავალში უფრო უსაფრთხო იქნება: „გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს იქნება მუდმივად მოძრავი სამიზნე, მაგრამ AI-ს არ შეუძლია ჯერჯერობით გამოიყენოს ემოციური ინტელექტი, გაიგოს სიტუაციური კონტექსტი, განსაჯოს შინაარსი, ზოგადად დაინახოს ნიუანსები და მნიშვნელობა ისე როგორც ჩვენ ადამიანებმა“.

”ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი სამუშაო, რომელსაც სარგებელს მოაქვს ამ ტიპის ადამიანური თვისებებით, უკეთესია, რომ შეასრულოს ადამიანმა. კომპიუტერი ან რობოტი შეიძლება დაგეხმაროთ ეფექტურად შესრულებაში, მაგრამ დღეის მდგომარეობით, თქვენ ხართ ის, ვისაც აქვს გამოცდილება იმისა თუ როგორ უნდა შეასრულოთ  სატანადოდ კონკრეტული ამოცანა", - დასძინა მან.

იმ შემთხვევაშიც კი როდესაც შესრულებაში ხარვეზი იკვეთება, ყოველთვის არის მიზეზები, რის გამოც რეალურად გამოცდილების მქონე ადამიანი უკეთესია. ხელოვნური ინტელექტის სწრაფად მზარდ სამყაროში ნავიგაციის საუკეთესო გზა არის ინფორმირებულობა და ადაპტაცია.

 

როგორ უზრუნველყოთ თქვენი სამომავლო კარიერა

2023 წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში 417,500 სამუშაო ადგილი შემცირდა, თუმცა ხელოვნური ინტელექტის გამო მხოლოდ 3.9 ათასი სამუშაო ადგილის  იქნა შემცირებული, რაც სრული ოდენობის - 1%-ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა თუ რა მოხდება მომავალში, შეიძლება გაინტერესებთ, როგორ უზრუნველყოთ თქვენი სამომავლო კარიერა. რისი პასუხიცაა - ახალი, მომავლის პროფესიის შესწავლაა.

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლაუკვე 100+ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI

ChatGPT სრული სახელმძღვანელო

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე

დაიწყეთ ChatGPT გამოყენება უფრო სწრაფად და ეფექტურად, გაიგეთ ყველაფერი, დაწყებული უფასო რეგისტრაციიდან, დამთავრებული სამეწარმეო საქმეში ChatGPT-ის ფასიანი ვერსიის გამოყენებამდე   UBS-ის ანგარიშის თანახმად, ChatGPT-ის ყოველდღიურ ვიზიტორთა რაოდენობამ  100 მილიონს მიაღწია, რაც მას ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდ აპლიკაციად აქცევს. ბიზნეს სამყარო ასევეა დაინტერესებული ChatGPT-ით და ცდილობს ხე

ШАГ логотип

პროგრამირება

რომელ ქვეყანას ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო პროგრამისტები?

პროგრამირება თანამედროვე დროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული. 

პროგრამირება თანამედროვობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, პარალელურად პროგრამირების დროს შემოქმედებითი პროცესი შეუზღუდავია, წარმოიდგინე, წერ კოდს, რომელიც უამრავი სიმბოლოსგან შედგება, თუმცა საბოლოოდ ის სხვანაირად გამოიყურება ის საშუალებას გაძლევთ არაფრისგან შექმნათ რაღაც ახალი, უჩვეულო, ორიგინალური და კრეატიული იმის გასარკვევად, თუ რომელი ქვეყნიდან არიან

ШАГ логотип

პროგრამირება

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript: განაახლეთ ყველა პაკეტი package.json-ში NCU-ით

JavaScript-ის დეველოპმენტის სამყაროში პაკეტებისა და დამოკიდებულებების მართვა ნებისმიერი პროექტის გადამწყვეტი ასპექცია. პაკეტების განახლება არა მხოლოდ უზრუნველყოფს უახლეს ფუნქციებთან წვდომასა და ხარვეზების აღმოფხვრას, არამედ აუმჯობესებს აპლიკაციის საერთო სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. თუმცა package.json ფაილში თითოეული პაკეტის ხელით განახლება შესაძლოა იყოს ძალიან შრომატევადი

ШАГ логотип

Techfacts

News

Starlink უკვე საქართველოშია | ფასი, ინსტალაცია, სისწრაფე

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც Starlink-ის უსადენო სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომია!

Starlink მსოფლიოში მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია - ახლა ის უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია! კომპანიის გადაწყვეტილებით, თბილისის ტექნოლოგიური პ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა