IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

საჭირო უნარები IT სფეროში წარმარების მისაღწევად

1000

მოტივაცია

ტექნოლოგიები

19.04.2024

574 დათვალიერება

IT სფეროში წარმატებული კარიერის შექმნას გეგმავთ, მაგრამ არ იცით საიდან და როგორ დაიწყოთ მზადება? ჩვენ დაგეხმარებით!

ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფერო გთავაზობთ გრძელვადიან, საინტერესო კარიერას და უწყვეტ პროფესიულ ზრდას. თუ თქვენ გაინტერესებთ ტექნოლოგიები, მაშინ აუცილებლად დაგჭირდებათ იმის ცოდნა, თუ რა უნარები გჭირდებათ სამუშაოს მოსაპოვებლად IT სფეროში

 

თქვენი ინტერესებისა და არსებული ცოდნის გაანალიზება ტექნიკურ და მოქნილ უნარებში, დაგეხმარებათ განსაზღვროთ რამდენად სწორი სამიზნეა თქვენთვის IT სფერო

 

გამართულად წერა

რთული ინსტრუქციებისა და იდეების უფრო მარტივად გადმოცემის უნარი დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში. IT სამუშაოს 90%  მოითხოვს წერილობით კომუნიკაციის უნარს, რომელიც მოგცემთ  რთული ტექნიკური პროცესებისა და სისტემების ახსნის საშუალებას. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ საუბარი კლიენტებთან, მწარმოებლებთან ან ოფისის პერსონალთან და რთული ინფორმაციის თარგმნა მათთვის გასაგები ტერმინოლოგიით. ასევე სამუშაოდან გამომდინარე, შეიძლება დაგჭირდეთ ტექნიკური დოკუმენტაციის, ვებ-კონტენტის ან პრესრელიზების წარმოება.

 

სოციალური მედია

იმის ცოდნა, თუ როგორ მუშაობს სოციალური მედიის პლატფორმები, არის თქვენი დამატებითი ღირებული უნარი დამსაქმებლების დასაინტერესებლად. კონტენტის მართვის სისტემით, საძიებო სისტემების ოპტიმიზაციით და ვებ ანალიტიკით დახმარების გაწევის უნარი ძალიან სასარგებლოა მრავალი ბიზნესისთვის.

 

კოდირება

კოდის წერა, ელემენტარული HTML, CSS დღეს ყველამ უნდა იცოდეს, სწორედ ასე იწყება ყველაზე გავრცელებული ძირითადი უნარების კომპლექტი, რომელსაც დამსაქმებელი მოითხოვს IT პროფესიონალისგან, მომავლის სამუშაოების უმეტესობა მოიცავს პროგრამირების, პროგრამული უზრუნველყოფის და ვებ განვითარების ამოცანებს. იდეალურია კოდირების 2 და მეტი ენის ცოდნა, როგორებიცაა C++, Python, Java და Ruby. კოდირების ცოდნა აუცილებელია პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროექტების შესასრულებლად და ხარისხის უზრუნველყოფის მართვისთვის.

 

არსებობს წარმოდგენა, რომ ვებ-გვერდის აწყობა მხოლოდ ტექნიკური განათლების მქონე ადამიანს შეუძლია ისწავლოს. არადა, რაც დრო გადის საპირისპიროს ვხედავთ. სულ უფრო მეტი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი სწავლობს პროგრამირებას, სხვადასხვა სირთულის აპლიკაციებს ქმნის და თავად აწყობს ვებ-საიტებს - შეისწავლე Front-end ვებ დეველოპმენტი, ვებ-გვერდების აწყობა 0-დან და დაეუფლე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიებს საერთაშორისო აკადემიაში

→დარეგისტრირდი მარტივად

 

ქსელის კონფიგურაცია

თუ საშუალოზე მეტი იცით ქსელების შესახებ, შეგიძლიათ გახდეთ ქსელის ადმინისტრატორი. ისინი პასუხისმგებელნი არიან ქსელების გამართვაზე და მათ ადმინისტრირებაზე, რაც მოიცავს ისეთ ცოდნას, როგორიცაა IP-ს დაყენება, უკაბელო როუტერები, ქლაუდ (ღრუბლის) სერვისები და კოდირება

 

აპარატურის აწყობა/განლაგება

ტექნიკის განლაგება მოიცავს შეფუთვას, გახსნა/განფუთვას და ტექნიკური აღჭურვილობის დაყენებას. რთული ტექნოლოგიის დაშლისა და ხელახლა აწყობის ცოდნა ღირებული უნარია IT-თან დაკავშირებული ნებისმიერი პოზიციისთვის.  მაგალითად, სამხედროები ხშირად ითხოვენ ამ უნარს, საველე წრთვნებისას.

 

ოპერაციული სისტემების ცოდნა

იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა აამუშაოთ და შეაკეთოთ სხვადასხვა ოპერაციული სისტემა, მნიშვნელოვანი IT უნარია. იმ დროს როცა კონკრეტული კომპანია შეიძლება იყენებდეს მხოლოდ ერთი ოპერაციულ სისტემას, მრავალი სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა გაზრდის თქვენს მიმზიდველობას დამსაქმებლებისთვის, რომელსაც შეიძლება მომავალში ახალ სისტემაზე გადასვლა სურდეს.

 

მონაცემთა ბაზის მართვა

IT სამუშაოების უმეტესობა მოიცავს მონაცემთა შეყვანის ან მონაცემთა ბაზის გამოყენების საჭიროებას, ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ საფუძვლები. მონაცემთა ბაზის მართვა მოითხოვს დეტალებზე ორიენტირებას და სიზუსტეს. ის ასევე მოითხოვს Standard Query Language (SQL) წაკითხვისა და გამოყენების უნარს.

 

 

 

 

კომუნიკაბელურობა და ორგანიზაციული უნარები

IT სფერო მოითხოვს ბევრ კომუნიკაციას. თქვენ მოგიწევთ კომუნიკაცია ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან, რათა დაეხმაროთ მათ ტექნიკურ საკითხებში, ასევე შეიძლება იმუშაოთ როგორც IT გუნდის წევრმა უსაფრთხოების სფეროში ან როგორც დეველოპერმა. ეს მოიცავს წერილობით და სიტყვიერ კომუნიკაციას, განსაკუთრებით ელ. ფოსტის სახით. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ შეძლოთ იაქტიუროთ და გააზიაროთ დამუშავებული უკუკავშირი რთულ საკითხებზე.

 

სწრაფი კომუნიკაცია, შინ და გარეთ მუდან ორგანიზებული, მოწესრიგებული სამუშაო კომპიუტერი გაგხდით უფრო ეფექტურს და პროდუქტიულს. IT სამუშაოებს შეიძლება დასჭირდეს ბევრი სხვადასხვა დავალების შესრულება, ამიტომ თქვენი სამუშაო ადგილის მოწესრიგება დაგეხმარებათ ყოველდღიური ამოცანების შესრულებაში. პროექტის ხანგრძლივობის შეფასება, ამოცანების პრიორიტეტიზაცია და ვადების დაცვა აჩვენებს, რომ თქვენ ხართ მოწესრიგებული და შეგიძლიათ დროის მენეჯმენტი.

 

ანალიტიკური უნარი

სფერო მოითხოვს ანალიტიკურ უნარებს. ეს საშუალებას გაძლევთ ამოიცნოთ პრობლემები მათ წარმოშობამდე და გაანალიზოთ მონაცემები ძირითადი პრობლემის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, როგორიცაა მაგალითად გარკვეული პერიოდის განმავლობაში,  პრობლემის ძირითადი ინდიკატორების ტენდენციების მიმოხილვა.

 

კრეატიულობა

კრეატიულობა არის სასარგებლო უნარი IT სამუშაოებისთვის, რადგან ის წარმოშობს რევოლუციურ იდეებსა და გონივრულ გადაწყვეტილებებს. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ახალი იდეის დამუშავება სამუშაო პროცესის გასაუმჯობესებლად ან ინოვაციური ხერხის პოვნა ტექნიკური პრობლემის გადასაჭრელად. ამასთანავე დამსაქმებელმა შეიძლება დაგავალოთ იმის გარკვევა, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოთ ტექნოლოგია კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის.

 

საკმარისად კრეატიული მიდგომით ადვილია განსაზღვროთ თუ როგორ გამოიყენოთ არსებული რესურსები ეფექტურად, კრეატიული იდეების გაჟღერება თუ როგორ გაზარდონ პროდუქტიულობა დაეხმარება მთელ ბიზნესს განვითარებაში.

 

ასევე, IT სფერო მოითხოვს ყოველდღიურ მოქნილობას. მაგალითად, წარუმატებლობის თავიდან ასაცილებლად, შეიძლება ხშირად მოგიწიოთ ბოლო წუთებში პროექტში ცვლილებების შეტანა, რაც მყისიერად უნდა შეასრულოთ. ამაში კი კრეატიულობასთან ერთად, ადაპტაციის და სწრაფი აზროვნების უნარიც გამოგადგებათ.

 

პროექტის მენეჯმენტი

IT პროფესიონალებს ხშირად აქვთ ერთდროულად რამდენიმე პროექტი, შესაბამისად სჭირდებათ სხვადასხვა პასუხისმგებლობის დელეგირება და მართვა. კონკრეტული მიზნების მისაღწევად თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ გეგმის შედგენა და თანამშრომლებთან ერთად პროექტის სირთულეების გადალახვა.

 

სიმტკიცე და შეუპოვრობა

ზოგიერთი IT ამოცანა მოითხოვს უსაზღვროდ ბევრ ფიქრს და ძალისხმევას. თუ რთული დავალება გაქვთ, გამოწვევის დასაძლევად შეუპოვარი მუშაობა აჩვენებს თქვენს სამუშაო ეთიკას. თქვენ ასევე უნდა გამოავლინოთ მიზანსწრაფულობა, რომ ისწავლოთ და გაიზარდოთ, როგორც პროფესიონალი, რათა თვალი ადევნოთ ტექნოლოგიების ევოლუციას.

 

პრობლემების გადაჭრის უნარი

IT პროფესიაში ერთ-ერთი უმთავრესია პრობლემების გადაჭრა. პროექტების პარალელურად, შესაძლოა მიიღოთ ყოველდღიური შეტყობინებები, მეილები ან სატელეფონო ზარები, რათა დაეხმაროთ სხვებს ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში. თუ კარგად გამოგდით პროგრამული უზრუნველყოფის, ოპერაციული სისტემის პრობლემების ან აღჭურვილობის ხარვეზების გამოსწორება, მაშინ IT სამუშაო თქვენთვის შესაფერისია. 

 

ლიდერობის უნარი

თქვენი IT კარიერის განმავლობაში პროექტზე მუშაობისას შეიძლება დაგჭირდეთ გუნდის მართვა და მოგიწიოთ განსაკუთრებული ლიდერული უნარების წარმოჩენა. ამ შემთხვევაში ძალიან დაგეხმარებათ ამოცანების ეფექტურად დელეგირების, მიზნების დასახვისა და კონფლიქტის მართვის უნარები.მოქნილობა

 

და ბოლოს,

მნიშვნელოვანია გქონდეთ მუდმივი განვითარების სურვილი...

გაითვალისწინეთ, ის ტექნოლოგია ახლა რომ დაეუფლებით, მუდმივად გამოყენებადი არ იქნება. ზოგადად, ტექნოლოგიების ცვლილების ციკლი 5-6 წელია. შესაბამისად, არსებული ცოდნა მხოლოდ ამ პერიოდის განმავლობაში იქნება საკმარისი იმისთვის, რომ კვალიფიციურ კადრად მიიჩნეოდეთ და დასაქმება შეძლოთ. იმისათვის, რომ არ ჩამორჩე ტექნოლოგიებს, საჭიროა ამ ყველაფრისთვის მუდმივად ფეხის აწყობა, ზოგჯერ კი რამდენიმე მიმართულების დაუფლება

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

ინდუსტრია 5.0 უკვე აქ არის: რას ნიშნავს ადამიანის და ტექნოლოგიის თანაცხოვრება?

ინდუსტრია 5.0 უკვე რეალობაა - ეპოქა, სადაც ადამიანი და ტექნოლოგია ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ბლოგში გაიგებ, როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე პროფესიებს, რატომ ხდება ტექნოლოგიური უნარები აუცილებელი თითქმის ყველა სფეროში და რა შესაძლებლობებს ქმნის მომავლის სამყაროში AI-სთან ერთად მუშაობა.

რამდენიმე წლის წინ ტექნოლოგიები ადამიანებისთვის უბრალოდ ხელსაწყო იყო. დღეს კი ისინი უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია - მუშაობაში, სწავლაში, კომუნიკაციაში და გადაწყვეტილებების მიღებაშიც კი. მსოფლიო სწრაფად გადავიდა Industry 4.0-დან ახალ ეტაპზე - Industry 5.0-ზე. თუ Industry 4.0 ძირითადად ავტომატიზაციასა და მანქანების ეფექტურობას ეხებოდა, Industry 5.0 უკვე ადამიანსა და ტექნოლოგიას შორის თანამშ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვაქციოთ შიში მოკავშირედ: რჩევები მათთვის, ვისაც საკუთარი თავის არ სჯერა

რატომ კარგავენ ბავშვები საკუთარ თავში რწმენას და როგორ შეუძლია მშობელს შიშის მოტივაციად ქცევა? სტატიაში გაიგებთ, როგორ ეხმარება სწორი გარემო, მხარდაჭერა და თანამედროვე უნარების განვითარება ბავშვს თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში.

როცა ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების აღარ სჯერა ყველა მშობელს უნდა, რომ მისი შვილი თავდაჯერებული, მოტივირებული და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული გაიზარდოს. თუმცა, თანამედროვე სამყაროში ეს სულ უფრო რთული ხდება. ბავშვები ყოველდღიურად უამრავ ზეწოლას განიცდიან -სოციალური ქსელები, მუდმივი შედარება, მაღალი მოლოდინები და სწრაფად ცვალებადი გარემო ხშირად მათში შიშს და

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი უნარები გახდება ყველაზე მოთხოვნადი

მომავლის კარიერაში ყველაზე მოთხოვნადი გახდება მოქნილი უნარები - კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა და ემოციური ინტელექტი. ისინი ქმნიან უნიკალურ ღირებულებას, რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის.

ციფრულ ეპოქაში ტექნიკური ცოდნა მარტო წარმატების გარანტია აღარ არის. კომპანიები სულ უფრო მეტად აფასებენ იმ უნარებს, რომლებიც ადამიანს სხვა ადამიანებთან მუშაობაში, ახალი იდეების შექმნაში და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციაში ეხმარება. სწორედ ამიტომ, მოქნილი უნარები (soft skills) იქცა მომავლის პროფესიის მთავარი საფუძვლი. გლობალური კვლევების მიხედვით, 2030 წლისთვის 80%-ზე მეტი ახ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ სწრაფად და ეფექტურად IT მიმართულებები

IT სწავლება, პროგრამირება, სწრაფი სწავლა, IT კარიერა, ტექნოლოგიები, IT აკადემია STEP, განათლება, კოდირება, ვებ დეველოპმენტი, ციფრული უნარები, პრაქტიკული სწავლება, სწავლის მეთოდები, მომავლის პროფესია, IT კურსები, AI სწავლებაში.

IT სფერო დღეს ყველაზე დინამიკური და სწრაფად მზარდია, რაც სწავლისადმი განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. იმისათვის, რომ დროის მცირე მონაკვეთში მაქსიმალური ცოდნა დააგროვო, აუცილებელია ფოკუსირება პრაქტიკულ დავალებებზე და თანამედროვე სტანდარტებზე. თუ გსურს, საფუძვლიანად დაეუფლო ტექნოლოგიებს, IT აკადემია Step- ის პროგრამირების კურსი საუკეთესო გზაა პროფესიული სტარტისთვის. სწრაფი

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა