IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

თბილისი
ШАГ логотип

იდეები სკანდინავიური საძინებლისთვის, რომელიც მყუდრო, თანამედროვე და ადვილად განსახორციელებელია

879

დიზაინი

26.09.2022

816 დათვალიერება

რა არის სკანდინავიური საძინებელი ?

სკანდინავიურ საძინებელში შესაძლოა შეიგრძნოთ მრავალი განსხვავებული ატმოსფერო, იგი იმ დიზაინზეა დამოკიდებული, რომელსაც თქვენ აირჩევთ. სკანდინავიური სტილის ოთახების უმეტესობა მინიმალისტურია და სუფთა ხაზებით, მარტივი ფორმებითა და ლიმიტერებული ფერების პალიტრითაა წარმოდგენილი. ამ სტილსა და შუა საუკუნეების სტილს შორის უამრავ მსგავსებას შენიშნავთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ავეჯის ფორმებსა და ვიზუალს ეხება. ოთახი ესთეტურად უნდა გამოიყურებოდეს, შემოიტანეთ მხოლოდ ის რაც გჭირდებათ, დაიცავით სივრცეები არეულობისგან და ყველაფერს მიანიჭეთ თავისი ადგილი.

 

არსებობს სკანდინავიური სტილის უფრო ტრადიციული ვერსია, რომელიც hygge-თან ასოცირდება. იგი კომფორტზე, სიმყურდროვესა და ტექსტურაზეა ორიენტირებული. ეს სტილი წარმოდგენილია ვინტაჟური ობიექტებით, მოჩუქურთმებული ხის ავეჯითა და ხალხური პრინტებით.

ამ ორ სტილს შორის არსებული განსხვავებების მიუხედავად, მათი შერევით შეგიძლიათ შესანიშნავი კომბინაციის მიღება. აირჩიეთ შუა საუკუნეების შთამბეჭდავი ავეჯი და დაამშვენეთ იგი ხალხური პატერნის მქონე რბილი თეთრეულის საფენებით. ან შეარჩიეთ ვინტაჟური ავეჯი, რომელიც თქვენს თანამედროვე საძინებელს ტრადიციულ ელფერს შემატებს.

 

სკანდინავიური საძინებელი ნამდვილად სილამაზის ნიმუშს წარმოადგენს, ის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა წლის ამ პერიოდში დეკორაციის განახლებისთვის. იგი არის მყუდრო და მინიმალისტური, მაგრამ მომხიბვლელი, ამავდროულად სუფთა, მაგრამ სადა. სივრცეების ასე მოწყობა არც ისე რთულია. გადახედეთ სკანდინავიური საძინებლის იდეების ჩამონათვალს და მიიღეთ შთაგონება თქვენი ოთახის განახლებისთვის.

 

აირჩიეთ ნეიტრალური ფერები სკანდინავიური საძინებლისთვის

თუ თქვენს გემოვნებაში კაშკაშა თეთრი ფერი არ ჯდება, გაათბეთ სკანდინავიური ინტერიერი მორუხო-თეთრი ფერის გამოყენებით, რომელიც საკმაოდ ბუნებრივად გამოიყურება. იმუშავეთ სხვადასხვა ტექსტურებთან და ტონებთან, შეურიეთ ნაცრისფერი, კრემისფერი და სპილოს ძვლისფერი ტონალობები, რათა ნეიტრალური სქემა უფრო საინტერესო გახდეს. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ატმის ან ვარდისფერი ტონალობებიც, როგორც ამ საძინებლის ხალიჩაზე ხედავთ, რომელიც კიდევ უფრო მეტ სითბოს „ასხივებს“ ოთახში.

 

 

 

გამოკვეთეთ ტექსტურის შრეები

განურჩევლად იმისა, ხელმძღვანელობთ მინიმალისტური, თანამედროვე სკანდინავიური საძინებლის სტილით, თუ უფრო „ქანთრი“, ტრადიციული იერით, ტექსტურა ორივე ვიზუალის შესაქმნელად არსებული გასაღებია. გაამდიდრეთ საწოლები ტექსტურირებული საყრდენებით და ბალიშებით, რათა თქვენს საწოლს მიანიჭოთ ისეთი მშვენიერი, ცოცხალი იერი, რომელსაც ხშირად შეხვდებით ამ ინტერიერში. გამოიყენეთ ლიმიტირებული პალიტრა (მაქსიმუმ 2 ფერი) და ტექსტურების საშუალებით შემატეთ თქვენს საძინებელს საინტერესო გარეგნობა.

 

 

 

შეღებეთ იატაკის ფიცრები

შეღებილი იატაკის ფიცრები ხშირად გვხვდება პინტერესტსა და ინსტაგრამზე წარმოდგენილ  სკანდინავიურ საძინებლებში. თეთრი ფიცრები საუკეთესოდ მუშაობს სკანდინავიურ ინტერიერში, იგი ოთახს ტრადიციულ გარეგნობას მატებს, მაგრამ მაინც ინარჩუნებს მის სიკაშკაშესა და სისუფთავეს. იატაკზე ნათელი ფერები ნიშნავს იმას, რომ მუქი ტონალობის დამატება შეგიძლიათ ოთახის სხვა ნებისმიერ ადგილას, მაგალითად, როგორც მოცემულ გამოსახულებაში ხედავთ, ღია ფერის იატაკსა და ღრმა, ლურჯი ფერით წარმოდგენიულ შპალერს.

 

 

 

ჩამოკიდეთ მარტივი ნახატი

გსურთ თქვენს საძინებელში ხელოვნების ნიმუშის განთავსება? ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმარტივე, კედელზე ჩამოკიდეთ ორი ან სამი დიდი ნახატი (უმჯობესია მინიმალისტური), შეეცადეთ იპოვოთ საერთო ფერები, რომელიც პრინტებს თანმიმდევრული შეგრძნების გადმოცემის საშუალებას მისცემს. იმის ნაცვლად, რომ თქვენი ოთახი აქციოთ გალერიის კედლად, რომელიც შეიძლება დატვირთლი ჩანდეს, შეეცადეთ ნამუშევრები განათავსოთ ერთ ხაზში, რათა უფრო „სუფთა“ ვიზუალი მიიღოთ.

 

 

 

აირჩიეთ დელიკატური ფონი რუსტიკული სკანდინავიური საძინებლისთვის

სკანდინავიური სტილის დელიკატური შპალერი თქვენს საძინებელს მყუდრო და მშვიდ შეგრძნებებს შემატებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შეარჩევთ ლურჯ და ნაცრისფერ ტონალობებს. თითოეული პრინტი ულამაზესია და ფერებიც ისეთი... სკანდინავიურია.

 

 

 

გამოიყენეთ ამრეკლავი და ფერადი ზედაპირები, რათა სივრცე უფრო ნათელი გახდეს

სკანდინავიური საძინებლები მიზნად ისახავს განათების მაქსიმალურ შემცირებას, ამიტომ შეარჩიეთ არა მხოლოდ ფერმკრთალი კედლები და თეთრი ავეჯი, არამედ სარკისებური ობიექტებიც. შეუხამეთ ისინი თეთრად შეღებილ იატაკსა და გამჭირვალე ფარდებს, ასე, რომ ჩრდილოეთისკენ მიმართული საძინებელიც კი, მსუბუქი და ჰაეროვანი გახდება.

 

 

 

დაამონტაჟეთ კედლის პანელები

კედლის პანელების დამონტაჟება ბრწყინვალე გზაა სკანდინავიური საძინებლის ხასიათის გადმოსაცემად. იგი სულაც არ დაგიჯდებათ ძვირი თუ გამოიყენებთ ფიჭვის ხელნაკეთ მასალას, ან მზა MDF-ის შესაღებ პანელებს. შეღებეთ ის ნაცრისფრად, თეთრი ვარიანტის უფრო მყუდრო ალტერნატივისთვის. იგი შუა საუკუნეებით შთაგონებული ავეჯის შეგრძნებებს მოგგვრით.

 

 

 

შეურიეთ და შეუხამეთ ავეჯი

გეომეტრიული პრინტი სკანდინავიურ საძინებელში ძალიან კარგად გამოიყურება. თუ თქვენ აპირებთ ძალიან თანამედროვე იერის შექმნას, შეგიძლიათ შემოიტანოთ ნათელი ფერების აქცენტები, მაგრამ უფრო მყუდრო გარეგნობისთვის სცადეთ მდუმარე, ბუნებრივი ტონები ან გეომეტრიული ქსოვილები. გამოიყენეთ ის როგორც ერთგვარი ნაზავი სკანდინავიური და ბოჰემური სტილისა, ერთი შეხედვით, ეს მოულოდნელი კომბინაცია, დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია.

 

 

 

 

შეიძინეთ მეორადი კომპონენტები

თქვენ, ალბათ უკვე მიხვდით, რომ სკანდინავიური საძინებელი მხოლოდ თანამედროვე ნივთებისა და კომოპონენტების ნაზავს არ წარმოადგენს, იგი უფრო მეტად საინტერესეო ხდება უცნაური აღმოჩენებითა და მინიმალისტური გადაწყვეტილებებით, რომელიც ოთახის ხასიათს აყალიბებს. მეორად ნივთების ყიდვა ბაზრებსა და ონლაინ მაღაზიებში არის ის, რაც თქვენს საძინებლის რუსტიკულ გარეგნობას ჩამოაყალიბებს.

კარგად მოიძიეთ ხის კომპონენტები, რომლებსაც შუა საუკუნეების ავეჯის მსგავსად, ტრადიციული იერსახე აქვთ, მათი პოვნა თითქმის ყველგანაა შესაძლებელი. მოიძიეთ მოხატული ხის ნივთები თუ ავეჯი,  რომლებიც შესანიშნავ ტონებს შეიტანენ თქვენს თანამედროვე საძინებელში.

დაიმახსოვრეთ, ფერებზე ფოკუსირება არაა საჭირო, რადგან ყოველთვის შეგიძლიათ ხის შეღებვა თქვენი ოთახის სტილის შესაბამისად.

 

 

 

გახადეთ თქვენი სათავსო „სკანდინავიურად დამტკიცებული“

თქვენს სათავსოს შეუძლია საძინებელში სკანდინავიური აქცენტების გაკეთება. უბრალო ტანსაცმლის წარმოჩენა საუკეთესო გზაა საძინებელში გარკვეული ხასიათის შემოსატანად, გარდა ამისა, შესანიშნავი იდეაა, იმ შემთხვევაში, თუ გარდერობში ბევრი ადგილი არ გაქვთ. ეცადეთ არ გადატვირთოთ საკიდი და შეარჩიოთ რამდენიმე საყვარელი კომპონენტი. ეს ყველაფერი თქვენს საძინებელში რუსტიკული დანამატი იქნება.

 

 

 

 

 

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე შესწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული!

→დარეგისტრირდი ახლავე!

 

 

შექმენით მყუდრო სამკითხველო კუთხე

თუ სივრცე საშუალებას გაძლევთ, სკამი შესაძლოა გახდეს თქვენი საძინებლის მშვენიერი დანამატი. დასაჯდომი და წასაკითხი ადგილი (ძილის წინ, ან შაბათ-კვირას დილას) დასასვენებელი სივრცის შეგრძნებას შემატებს თქვენს ოთახს. აირჩიეთ დიდი მყუდრო სავარძელი, თუ რა თქმა უნდა ამის ადგილი გაქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევანი შეაჩერეთ ჩვეულებრი სკამზე, რომელიც დიდ ადგილს არ დაიკავებს. მიანიჭეთ თქვენს კუთხეს სკანდინავიური შეგრძნებები, გამოიყენეთ ბეწვი ან ცხვრის ტყავი.

 

 

 

 

აირჩიეთ პრაქტიკული სკანდინავიური აქსესუარები

როდესაც საქმე ეხება სკანდინავიურ ინტერიერს, აუცილებელია გავითვალისწინოთ ოთახის პრაქტიკულობა. როდესაც ირჩევთ მინიმალისტურ სტილს, ყველაფერს თავისი ადგილსამყოფელი უნდა მიანიჭოთ, ასე რომ მოერიდოთ უფუქნციო ნივთების გამოყენებას. ლამაზი დიზაინის მქონე საათებით, სამკითხველო განათებებითა და პატარა სათავსოებით შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი ოთახის დიზაინი.

 

 

 

 

შეიძინეთ შუა საუკუნეების სკანდინავიური ავეჯი

ავთენტური სკანდინავიური იერსახის შესანარჩუნებლად აირჩიეთ შუა საუკუნეების ავეჯი. თავისი სუფთა ხაზებითა და თხელი ჩარჩოებით, შუა საუკუნეების სტილმა, უამრავი ადამიანის გული მოიგო. ხის თბილი ტონალობები კარგად ეხამება საძინებლის ნეიტრალურ ფერებსა და ხის იატაკს. თქვენ შეგიძლიათ რუსტიკული ატმოსფერო რამდენიმე ვინტაჟური კომპონენტის დამატებით გააუმჯობესოთ. ამ დანამატით საძინებელს ნაკლებად თანამედროვე იერი მიეცემა. სკამებისა და საწოლის ტექსტურა საძინებლის ტრადიციულ გარეგნობაზე გაუსვამს ხაზს.

 

 

 

 

სძინებლის ფერადი სკანდინავიური ტონალობები

სკანდინავური საძინებლის სტილი მრავალფეროვანია, ამიტომ გადაწყვეტილებები შეგიძლიათ ნაცრისფერისა და თეთრი ტონალობების მიღმაც მიიღოთ. თუ თქვენ ეძებთ თბილ, მინიმალისტურ სტილს, გამოიყენეთ ტრადიციული ფოლკლორული პრინტები და მდიდარი ტონები, როგორიცაა მდოგვის ან დამწვარი ფორთოხლის ფერი. მოლურჯო ვარდისფერი ასევე ტენდენციური ფერია, იგი თამამად შეგიძლია შეიტანოთ თქვენს საძინებელში.

 

 

 

 

შემოიტანეთ ბუნებრივი სინათლე ფანჯრების მინიმლაური დაფარვით

Hygge-ის ხელოვნება მიზნად ისახავს თქვენსა და გარემოს შორის ჰარმონიული გრძნობის ჩამოყალიბებას, საცხვორებელი ადგილისდა მიუხედავად. გაქვთ საძინებელი დიდი ფანჯრებით? გაზარდეთ ბუნებრივი შუქის ნათება თქვენს ოთახში, ფარდების ან ჟალუზების გამოყენებით, მაგრამ თუ თქვენი ფანჯრები არც თუ ისე დიდია, აუცილებლად გამოიყენეთ გამჭვირვალე ფარდა.

 

 

 

 

გადადით ტრადიციულ შვედურ სტილზე

თუ გიყვართ სკანდინავიური საძინებლის სტილი, მაგრამ თანამედროვე ვერსია მეტისმეტად მინიმალისტურად მიგაჩნიათ, განიხილეთ ამ ტენდენციის ტრადიციული მხარე. იგი ბევრი ფენის, პასტელის მაგვარი, რბილ ტონალობებს გულისხმობს. მსგავს სტილში სუფთა, „გაზაფხულის მაგვარი“ ლურჯი ფერები გამოიყენება.

გახსოვდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ აურიოთ და დაამთხვიოთ სტილებიც, ვთქვათ ტრადიციული შპალერი, თანამედროვე ავეჯით ან გამორჩეული ვინტაჟური ავეჯი მინიმალისტურ ოთახში.

 

 

 

 

კედლის პანელის გაყოფა საწოლის თავის ფიცრის სირბილით

შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ქსოვილი, მაგრამ ხავერდოვანი ნაჭრები კარგად მუშაობს სივრცის დასარბილებლად. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ხის პანელები გაქვთ. გადახედეთ თქვენი საწოლის თავზე ბალიშების დაკიდების იდეას, რათა კიდებ უფრო მყუდრო გახადოთ თქვენი საძინებელი.

 

 

 

 

დაამონტაჟეთ „მშვიდი“ განათება

შექმენით სკანდინავიური სტილის საძინებელი მშვიდი და შედარებით მკრთალი განათებების შენარჩუნებით. შეიძინეთ თბილი ტონალობის განათებები და მოათავსეთ პატარა ნათურები მთელს ოთახში, რათა შექმნათ სინათლის სხვადასხვა კერები და არა მხოლოდ მკვეთრი ზედა განათება. ოთახში ყოფნისას შეგიძლიათ თქვენ ხასიათს შეუსაბამოთ ნათება, ან თუნდაც აანთოთ სანთლები

 

 

 

 

როგორ შევქმნათ სკანდინავიური საძნებლის დიზაინი ?  

სკანდინავიური საძნებლის სტილის შექმნისას, პირველ რიგში, იფიქრეთ იმაზე, თუ რა სახის დიზაინის შერჩევა გსურთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სკანდინავიური სტილი მართლაც მრავალფეროვანია. გადაწყვიტეთ ტრადიციულ მარშრუტს აირჩევთ, თუ უფრო თანამედროვე მინიმალისტურ ვიზუალს გადაწყვეტთ. თუ მათ კომბინაციას გააკეთებთ? რომელიც არ უნდა აირჩიოთ, ფერების სქემის გადაწყვეტა საუკეთესოა დასაწყისისთვის. სკანდინავიური საძინებლების ფერების პალიტრის უმეტესობა თეთრი, კრემისფერი, ნაცრისფერი და შავი ფერებითაა წარმოდგენილი. თუ სხვა ტონების დამატება გსურთ, ეცადეთ შემოიტანოთ „ჩამქვრალი“ ფერები - მორუხო მწვანე, ფერმკრთალი ყვითელი, ღია ლურჯი და მოწითალო ჟანგისფერი ტონალობები.

 

იმის გამო, რომ ტექსტურა მნიშვნელოვანია საძინებლის იერსახისთვის, ავეჯს დაამატეთ რუსტიკული ხის შტრიხებიც, ხის თაროც კი შეძლებს ოთახში ატმოსფეროს ცვლილებას. გამოკვეთეთ რბილი ფორმების მქონე დეკორაციები. დააგეთ ხალიჩა, დაამატეთ ფარდები და ბალიშები. მინიმალისტური გადაწყვეტილებების მიღებისას შეინარჩუნეთ საძინებლის მყუდროება და მიმზიდველობა.

 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდითსტეპერებისდიდოჯახში!

IT Academy StepლიდერიITსფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ზრდასრულთათვის

რატომ ვერ პოულობ უკეთეს სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილება გაქვს

აღმოაჩინე ის ფარული ბარიერები, რომლებიც ხელს გიშლის კარიერულ ზრდაში და შეიტყვე, როგორ უნდა აქციო არსებული პროფესიული გამოცდილება ახალ შესაძლებლობებად.

სავარაუდო გამოცდილების პარადოქსი: რატომ ჩერდები ერთ ადგილას? ხშირად გვგონია, რომ რაც მეტი წელი გადის ჩვენს პროფესიულ ცხოვრებაში, მით უფრო მარტივი უნდა იყოს სასურველი ვაკანსიის პოვნა და უკეთეს პოზიციაზე გადასვლა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვანაირია: გამოცდილმა პროფესიონალებმაც კი შესაძლოა თვეების განმავლობაში ვერ შეძლონ სასურველი შედეგების მიღწევა. პრობლემა იმაშია, რომ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

5 უნარი, რომელიც 2026 წელს შენს CV-ს რეალურად აძლიერებს

2026 წელს კარგი CV მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების ჩამონათვალი აღარ არის. გაიგე, რომელი 5 უნარი დაგეხმარება კონკურენტულ სამუშაო ბაზარზე საკუთარი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენაში და რატომ არის ტექნიკური ცოდნა, AI, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და პრაქტიკული გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

ტექნიკური ცოდნა და AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი 2026 წელს დამსაქმებლისთვის მხოლოდ ის აღარ არის მნიშვნელოვანი, რა პროფესია გაქვს მითითებული CV-ში. ტექნოლოგიები სწრაფად ცვლის სამუშაო პროცესებს და თითქმის ყველა სფეროში იზრდება მოთხოვნა ადამიანებზე, რომლებსაც შეუძლიათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, ახალი პროგრამების სწრაფად ათვისება და ტექნოლოგიებთან ადაპტირება. გ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

Gap Year საქართველოში: „დაკარგული დრო“ თუ საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ მომავალში?

Gap Year არ არის დროის კარგვა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, გაერკვე შენს ინტერესებში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და აითვისო ის უნარები, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.

რატომ არის Gap Year შანსი და არა დროის ფუჭი კარგვა? ალბათ ხშირად გსმენია ფრაზა, რომ Gap Year მხოლოდ "დროის კარგვაა" და აუცილებელია სწავლის გაგრძელება უშუალოდ სკოლის დასრულებისთანავე. სინამდვილეში, Gap Year (შუალედური წელი), არის შეგნებული პაუზა, რომელსაც ახალგაზრდები სკოლის დასრულებისა და უნივერსიტეტში ჩაბარებას შორის იღებენ საკუთარი პოტენციალის გამოსაკვლევად. ეს პერიოდი შენთვის საუკá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

ადამიანური უნარები ციფრულ ეპოქაში რა დაგვიცავს რობოტებთან კონკურენციისგან?

ხელოვნური ინტელექტისა და მასშტაბური რობოტიზაციის ეპოქაში, უნიკალური ადამიანური უნარების როლი შრომის ბაზარზე კიდევ უფრო კრიტიკული და ფასდაუდებელი ხდება. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი პიროვნული და ინტელექტუალური თვისებები დაგვიცავს მანქანებთან კონკურენციისგან და როგორ უნდა ვაქციოთ ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენს მთავარ მოკავშირედ კარიერულ წინსვლაში.

ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა და ადამიანური ფაქტორი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება და ავტომატიზაცია წარმოუდგენელი ტემპით ვითარდება, სულ უფრო მეტი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს კითხვას: რა არის ის უნიკალური თვისება, რაც ჩვენ მანქანებზე უპირატესს გვხდის? რობოტებსა და ალგორითმებს შეუძლიათ მილიარდობით მონაცემის

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა