IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

Microsoft Azure Quantum-ის კვანტური პროგრამის ფარგლებში მეცნიერებმა ახალი ტიპის ქუბიტები შექმნეს

..

ტექნოლოგიები

19.03.2022

926 დათვალიერება

Microsoft Azure Quantum-ის კვანტური პროგრამის ფარგლებში მეცნიერებმა შეძლეს და შექმნეს არაერთი მოწყობილობა, რომლებიც საჭირო კვანტურ თვისებებს  ავლენენ და ინარჩუნებენ. ამის შესახებ Microsoft თავის ბლოგში გვიყვება.

Microsoft-ის თქმით, ეს არის გარღვევა, რომელსაც შეუძლია მიგვიყვანოს კვანტური გამოთვლების ახალ ერამდე. ამ ყველაფერს კი სინქრონულად მომუშავე მილიონობით ქუბიტი უზრუნველყოფს.

"გასაოცარია, რომ ადამიანებმა შეძლეს და შექმნეს ისეთი სისტემა, რომელსაც ფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური გამოვლინების დემონსტრაცია შეუძლია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აქედან სარგებელს მივიღებთ. ნამდვილი კვანტური მოწყობილობით ჩვენ გამოთვლების საერთოდ ახალ სამყაროში გადავაბიჯებთ, რაც კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს ბუნება" — ამბობს Krysta Svore, Microsoft-ის კვანტური სოფთვეარ პროგრამის წამყვანი ინჟინერი.

რას მიაღწიეს მკვლევარებმა? მათ შექმნეს აპარატურა რომლითაც შესაძლებელია წყვილი მაიორანული ნულოვანი "მოდი-თ" გაერთიანებული, მატერიის (ნივთიერების) ტოპოლოგიური ფაზის ინდუცირება. მაიორანული ნულოვანი "მოდი" ესაა კვანტური "აღგზნების" გარკვეული ტიპი, რომლის თეორიული საფუძვლები პირველად შეიმუშავა იტალიელმა ფიზიკოსმა ეტტორე მაიორანამ.

მაიორანული ნულოვანი მოდი კვანტური ინფორმაციის შენახვისთვის აუცილებელი კომპონენტია. ამით მეცნიეებმა ქუბიტის უნიკალური ტიპის, ტოპოლოგიური ქუბიტის შექმნა შეძლეს. სწორედ მათ გამოიყენებს მაიქროსოფტის კვანტური კომპიუტერები.

კვანტური კომპიუტერი, რომელიც ასეთ ქუბიტებზე იმუშავებს, სხვა მოწყობილობებთან შედარებით ბევრად სტაბილური იქნება, ამით კი ის პრობლემა გადაიჭრება, რაც ამჟამად კვანტური კომპიუტერების უმეტესობას აწუხებს.



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა