IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

Soft Skill-ები, რომლებიც ყველა ტექ პროფესიონალს სჭირდება

თათია გოჩაშვილი

30.06.2023

1057 დათვალიერება

 

Soft Skill-ები, იგივე მოქნილი უნარები არის ის თვისებები და ინტერპერსონალური უნარები, რომლებიც ადამიანს გააჩნიათ და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებაში ეხმარება

 

მოქნილი უნარები მოიცავს ჩვენს ხასიათს, დამოკიდებულებებს, მოქნილობას, მოტივაციას და მანერებს. სწორედ ამიტომ, ისინი მნიშვნელოვანია, როგორც პირადი ცხოვრების წარმართვაში, არამედ კარიერულ წინსვლაში

 

ჰარვარდის უნივერსიტეტის   კვლევის  მიხედვით, სამსახურში წარმატების 85%-, სწორედაც, რომ კარგად განვითარებულ მოქნილ უნარებზე არის დამოკიდებული, მხოლოდ 15%- ტექნიკურ უნარებსა და ცოდნაზე

 

ადამიანები, რომლებიც მოქნილი და მყარი უნარებს ფლობენ, უფრო მოთხოვნადები არიან შრომით ბაზარზე. მაგალითად, ხშირად, დამქირავებელი უპირატესობას ანიჭებს ისეთ ადამიანს, რომელსაც სამუშაოს დროულად შესრულება შეუძლია, აქვს კომუნიკაციის ძლიერი უნარი და კარგად ესმის კომპანიის სერვისები და პროდუქტები

 

ამავდროულად, კომპანიის ლიდერები ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც მოქნილ უნარებს ყველაზე ეფექტურად იყენებენ. ლიდერებს მოეთხოვებათ, რომ ჰქონდეთ გამართულად კომუნიკაციის უნარი, შეეძლოთ თანამშრომლების მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება, წარმატებულად წარმართავდნენ  მოლაპარაკებებს, ფოკუსირდებოდნენ მიზნებსა და სამუშაო პროცესზე

 

 

 

 

მოქნილი უნარები განსაკუთრებით ტექ პროფესიონალებისთვის არის მნიშვნელოვანი. ტექნოლოგიური ინდუსტრია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ზრდადი ინდუსტრიაა. ამიტომაც, მოთხოვნა ტექ პროფესიონალზე ძალიან მაღალია.

 

Forbes-ის მიხედვით, 2031 წლამდე:


 

  • მოთხოვნა მონაცემთა მეცნიერებზე გაიზრდება 36%-ით
  • მოთხოვნა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებზე გაიზრდება 35%-ით
  • მოთხოვნა ვებ დეველოპერებზე გაიზრდება 30%-ით

 

ხშირად მიაჩნიათ, რომ ტექ ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ მყარი უნარების, ანუ სპეციალური ტექნიკური უნარებისა და ცოდნის ქონა. თუმცა, ნებისმიერ სამუშაო გარემოში, სწორედ მოქნილი უნარები განასხვავებს ერთმანეთისგან - თანამშრომელსა და გუნდის მნიშვნელოვან წევრს.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები ტექ პროფესიონალებისთვის:

 

 

1. კომუნიკაციისა უნარი:

 

წარმატებულ ტექ პროფესიონალს კარგი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, როგორც გუნდის, ასევე კომპანიის სხვა წევრებთან.

 

ხშირად ადამიანები, ვისთანაც გიწევთ კომუნიკაცია ტექ პროფესიონალები არ არიან - ამიტომაც, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარება არატექნიკური ტერმინებითაც უნდა შეგეძლოთ.

 

ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება შეგიძლიათ შეხვედრებზე, მეილებით ან ბლოგის დაწერითაც კი


 

2. დროის მენეჯმენტის უნარი:

 

ტექნოლოგიური ინდუსტრიები მცირე დედლაინებში მუშაობენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ტემპს ფეხი აუწყოთ. განსაკუთრებით გუნდში მუშაობისას, რადგან დროის არასწორი მენეჯმენტით შესაძლებელია, რომ სხვებს პრობლემები შეუქმნათ

 

ადამიანები, რომელიც საქმეს დათქმულ ვადაში ასრულებს კოლეგებისთვის, კლიენტებისთვის და სტეიკჰოლდერებისთვის სანდო თანამშრომლები არიან. ხოლო, როდესაც ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, მას სწორედ ისეთ ადამიანს ჩააბარებენ, რომელსაც საქმის ყველაზე ეფექტურად შესრულება შეეძლება


 

3. ანალიტიკურად აზროვნების უნარი:

 

ანალიტიკური აზროვნების უნარი აუცილებელია ნებისმიერი ტექ პოზიციისთვის. ტექ პროფესიონალებს მუდმივად უწევთ პრობლემების გადასაჭრელად ახალი და კრეატიული გზების პოვნა

 

კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებს მოქნილობაც ახასიათებთ. ამ დროს პროფესიონალები უკვე არსებულ პრაქტიკებს ეჭვქვეშ აყენებენ და ალტერნატიულ გზებს ეძებენ, იყენებენ ახალ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს. ამიტომაც, ასეთი ტექ პროფესიონალებს ორგანიზაციაში ინოვაციების შემოტანა შეუძლიათ



 

4. კოლაბორაციის უნარი:

 

კოლაბორაციის უნარი მნიშვნელოვანია ყველა ინდუსტრიაში, რადგან  ის გამოწვევებისა და პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ

 

კოლაბორაციისას, არა მარტო საკუთარი იდეების გაჟღერებას ცდილობთ, არამედ ღია ხართ სხვა ადამიანების მიმართ. ხოლო, ყველაზე კარგი იდეები სწორედაც რომ თავისუფალ დისკუსიებში ჩნდება. ძლიერი კოლაბორაციის უნარი უბარიერო დიალოგის შექმნის საშუალებას იძლევა


 

5. თანაგრძნობის უნარი:

 

ახალი პროდუქტის შექმნის მთავარი მიზანი უკვე არსებული პრობლემების მოგვარებაა. თუმცა, ეს უკანასკნელი თანაგრძნობის უნარის გარეშე შეუძლებელია.  

 

ყველაზე ცუდი პროდუქტი ის არის, რომელიც დიზაინერებმა და ინჟინრებმა მომხმარებლის ყოველდღიური საჭიროებების გაგების და მათზე მორგების გარეშე შექმნეს.

 

მნიშვნელოვანია, რომ შეგეძლოს შენი მომხმარებლის პრობლემის მოსმენა და თანაგრძნობა, რათა პროდუქტი მათ საჭიროებებს სრულიად შეესაბამებოდეს

 

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ამიტომაც, მოქნილი უნარები ყველას სხვადასხვა დოზით გვაქვს განვითარებული. მაგრამ, არ დაგავიწყეთ, რომ ყველა უნარის შესწავლა არის შესაძლებელი

 

იმისათვის, რომ საჭირო რბილი უნარები განავითაროთ, აუცილებელია, რომ დააკვირდეთ თქვენს თავს. შეგიძლიათ მოითხოვოთ უკუკავშირი თქვენი დამსაქმებლისგან ან მენტორისგან, ან ჰკითხოთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს

 

ისეთი უნარების, როგორებიცაა კომუნიკაცია და ლიდერობა, განსავითარებლად შეგიძლიათ რომ ონლაინ კურსები გაიაროთ. ზოგიერთი პლატფორმა, მაგალითად LinkedIn- და Udemy- მსგავს კურსებს ყველას სთავაზობს. ამასთან ერთად, შეიძლება თქვენს კომპანიასაც ჰქონდეს რელევანტური კლასები

 

ასევე, არ მოგერიდოთ ახალი უნარების თქვენს კოლეგებთან და ახლობლებთან გამოცდა. შეგიძლიათ, რომ რბილი უნარების დასახვეწად თქვენი ჰობი გამოიყენოთ. მაგალითად, თუ სპორტის გიყვართ, სპორტის მოყვარულ კოლეგებთან ერთად შეგიძლიათ დაესწროთ თამაშს, ან შექმნათ თქვენი გუნდი. ეს ნეთვორქინგის უნარის განვითარებაში დაგეხმარებათ, რაც ხელს შეუწყობს გუნდურობის და კომუნიკაციის გაძლიერებას

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

მშობლებისთვის

რატომ არ არის ტრაგედია, თუ თქვენი შვილი წელს უნივერსიტეტში არ წავიდა (თანამედროვე შრომის ბაზრის რეალობა)

უნივერსიტეტში წაუსვლელობა არ ნიშნავს განათლების დასასრულს. თანამედროვე შრომის ბაზარზე პრაქტიკული უნარები და ტექნოლოგიური წიგნიერება არის ის მყარი საფუძველი, რომელიც შვილის წარმატებულ კარიერას განსაზღვრავს.

აკადემიური დიპლომის მიღმა: თანამედროვე რეალობა დღევანდელ მუდმივად ცვალებად შრომის ბაზარზე, უმაღლესი განათლების შესახებ წარმოდგენები ფუნდამენტურად შეიცვალა. ტრადიციული ხედვა, სადაც უნივერსიტეტის დიპლომი წარმატების ერთადერთ გარანტად ითვლებოდა, თანდათან პოზიციებს თმობს. დამსაქმებლები სულ უფრო მეტად აფასებენ არა ფორმალურ განათლებას, არამედ კონკრეტულ, პრაქტიკულ უნარ

ШАГ логотип

მოტივაცია

„ყველამ ჩააბარა, ჩემს გარდა“ - როგორ გავუმკლავდეთ საზოგადოების წნეხს და ვიპოვოთ ჩვენი გზა

გრძნობ საზოგადოების წნეხს და გეჩვენება, რომ „ყველამ ჩააბარა, შენს გარდა“? გაიგე, რატომ არ განსაზღვრავს საგამოცდო ქულები შენს რეალურ პოტენციალს და როგორ გადააქციო დროებითი დაბრკოლება ახალი, ბევრად უფრო პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი კარიერის დასაწყისად თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში.

როცა რეალობა მოლოდინებს არ ემთხვევა: საზოგადოებრივი წნეხის ფენომენი ეროვნული გამოცდების, საუნივერსიტეტო ტესტირებების ან თუნდაც სამსახურებრივი სერტიფიცირების პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე სტრესულია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. როდესაც შედეგები ცხადდება და გარშემო მხოლოდ მილოცვებსა და წარმატებულ ისტორიებს ვხედავთ, მარტივია საკუთარი თავი იზოლირებულად და ხელმოცარუ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ პროფესია 1 წელიწადში და გავუსწროთ მათ, ვინც უნივერსიტეტში 4 წელი უნდა ისწავლოს

გაიგე, როგორ შეგიძლია 1 წელიწადში აითვისო მოთხოვნადი პროფესია, დაზოგო დრო და წარმატებით დაიწყო კარიერა ტექნოლოგიების სფეროში უნივერსიტეტის 4-წლიანი ლოდინის გარეშე.

ტრადიციული განათლების გამოწვევები და დინამიური სამყაროს მოთხოვნები დღევანდელ დინამიურ და მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროში საბაზრო მოთხოვნები ხშირად იცვლება. კლასიკური უნივერსიტეტები თავიანთი ბიუროკრატიული და ხანგრძლივი აკადემიური პროცესებით ხშირად ვერ ასწრებენ სასწავლო პროგრამების დროულ განახლებას. შედეგად, სტუდენტები 4-წლიანი სწავლის დასრულების შ

ШАГ логотип

წარმატება დიპლომის გარეშე - ცნობილი ადამიანები, რომლებსაც უნივერსიტეტი არ დაუმთავრებიათ

უნივერსიტეტის დიპლომი დიდი ხანია წარმატების ერთადერთი გარანტია აღარ არის - ამას ბილ გეითსის, სტივ ჯობსისა და კვენტინ ტარანტინოს მაგალითებიც ადასტურებს. სტატიაში იმ ცნობილ ადამიანებზე გიამბობთ, რომლებმაც მსოფლიო აკადემიური ხარისხის გარეშე შეცვალეს. გაიგე, რა ძალა აქვს თვითგანათლებას, პრაქტიკულ უნარებსა და თანამედროვე ციფრულ პროფესიებს და აღმოაჩინე, როგორ ააწყო წარმატებული კარიერა ტრადიციული უნივერსიტეტის მიღმა.

ტექნოლოგიური გიგანტები, რომლებმაც წესები შეცვალეს თანამედროვე საზოგადოებაში ხშირად შეხვდებით სტერეოტიპს, რომ უმაღლესი განათლება და წითელი დიპლომი კარიერული წინსვლისა და ფინანსური სტაბილურობის ერთადერთი საწინდარია. თუმცა, თუ გადავხედავთ იმ სფეროებს, რომლებმაც ჩვენი ყოველდღიურობა ფუნდამენტურად შეცვალეს, აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე დიდი რევოლუციები სწორედ მათ მიერ მოხ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა