IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

Soft Skill-ები, რომლებიც ყველა ტექ პროფესიონალს სჭირდება

თათია გოჩაშვილი

30.06.2023

1133 დათვალიერება

 

Soft Skill-ები, იგივე მოქნილი უნარები არის ის თვისებები და ინტერპერსონალური უნარები, რომლებიც ადამიანს გააჩნიათ და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებაში ეხმარება. 

 

მოქნილი უნარები მოიცავს ჩვენს ხასიათს, დამოკიდებულებებს, მოქნილობას, მოტივაციას და მანერებს. სწორედ ამიტომ, ისინი მნიშვნელოვანია, როგორც პირადი ცხოვრების წარმართვაში, არამედ კარიერულ წინსვლაში. 

 

ჰარვარდის უნივერსიტეტის   კვლევის  მიხედვით, სამსახურში წარმატების 85%-ი, სწორედაც, რომ კარგად განვითარებულ მოქნილ უნარებზე არის დამოკიდებული, მხოლოდ 15%-ი ტექნიკურ უნარებსა და ცოდნაზე. 

 

ადამიანები, რომლებიც მოქნილი და მყარი უნარებს ფლობენ, უფრო მოთხოვნადები არიან შრომით ბაზარზე. მაგალითად, ხშირად, დამქირავებელი უპირატესობას ანიჭებს ისეთ ადამიანს, რომელსაც სამუშაოს დროულად შესრულება შეუძლია, აქვს კომუნიკაციის ძლიერი უნარი და კარგად ესმის კომპანიის სერვისები და პროდუქტები. 

 

ამავდროულად, კომპანიის ლიდერები ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც მოქნილ უნარებს ყველაზე ეფექტურად იყენებენ. ლიდერებს მოეთხოვებათ, რომ ჰქონდეთ გამართულად კომუნიკაციის უნარი, შეეძლოთ თანამშრომლების მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება, წარმატებულად წარმართავდნენ  მოლაპარაკებებს, ფოკუსირდებოდნენ მიზნებსა და სამუშაო პროცესზე. 

 

 

 

 

მოქნილი უნარები განსაკუთრებით ტექ პროფესიონალებისთვის არის მნიშვნელოვანი. ტექნოლოგიური ინდუსტრია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ზრდადი ინდუსტრიაა. ამიტომაც, მოთხოვნა ტექ პროფესიონალზე ძალიან მაღალია.

 

Forbes-ის მიხედვით, 2031 წლამდე:


 

  • მოთხოვნა მონაცემთა მეცნიერებზე გაიზრდება 36%-ით
  • მოთხოვნა კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებზე გაიზრდება 35%-ით
  • მოთხოვნა ვებ დეველოპერებზე გაიზრდება 30%-ით

 

ხშირად მიაჩნიათ, რომ ტექ ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ მყარი უნარების, ანუ სპეციალური ტექნიკური უნარებისა და ცოდნის ქონა. თუმცა, ნებისმიერ სამუშაო გარემოში, სწორედ მოქნილი უნარები განასხვავებს ერთმანეთისგან - თანამშრომელსა და გუნდის მნიშვნელოვან წევრს.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები ტექ პროფესიონალებისთვის:

 

 

1. კომუნიკაციისა უნარი:

 

წარმატებულ ტექ პროფესიონალს კარგი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს, როგორც გუნდის, ასევე კომპანიის სხვა წევრებთან.

 

ხშირად ადამიანები, ვისთანაც გიწევთ კომუნიკაცია ტექ პროფესიონალები არ არიან - ამიტომაც, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარება არატექნიკური ტერმინებითაც უნდა შეგეძლოთ.

 

ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება შეგიძლიათ შეხვედრებზე, მეილებით ან ბლოგის დაწერითაც კი. 


 

2. დროის მენეჯმენტის უნარი:

 

ტექნოლოგიური ინდუსტრიები მცირე დედლაინებში მუშაობენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ტემპს ფეხი აუწყოთ. განსაკუთრებით გუნდში მუშაობისას, რადგან დროის არასწორი მენეჯმენტით შესაძლებელია, რომ სხვებს პრობლემები შეუქმნათ. 

 

ადამიანები, რომელიც საქმეს დათქმულ ვადაში ასრულებს კოლეგებისთვის, კლიენტებისთვის და სტეიკჰოლდერებისთვის სანდო თანამშრომლები არიან. ხოლო, როდესაც ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, მას სწორედ ისეთ ადამიანს ჩააბარებენ, რომელსაც საქმის ყველაზე ეფექტურად შესრულება შეეძლება. 


 

3. ანალიტიკურად აზროვნების უნარი:

 

ანალიტიკური აზროვნების უნარი აუცილებელია ნებისმიერი ტექ პოზიციისთვის. ტექ პროფესიონალებს მუდმივად უწევთ პრობლემების გადასაჭრელად ახალი და კრეატიული გზების პოვნა. 

 

კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებს მოქნილობაც ახასიათებთ. ამ დროს პროფესიონალები უკვე არსებულ პრაქტიკებს ეჭვქვეშ აყენებენ და ალტერნატიულ გზებს ეძებენ, იყენებენ ახალ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს. ამიტომაც, ასეთი ტექ პროფესიონალებს ორგანიზაციაში ინოვაციების შემოტანა შეუძლიათ. 



 

4. კოლაბორაციის უნარი:

 

კოლაბორაციის უნარი მნიშვნელოვანია ყველა ინდუსტრიაში, რადგან  ის გამოწვევებისა და პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. 

 

კოლაბორაციისას, არა მარტო საკუთარი იდეების გაჟღერებას ცდილობთ, არამედ ღია ხართ სხვა ადამიანების მიმართ. ხოლო, ყველაზე კარგი იდეები სწორედაც რომ თავისუფალ დისკუსიებში ჩნდება. ძლიერი კოლაბორაციის უნარი უბარიერო დიალოგის შექმნის საშუალებას იძლევა. 


 

5. თანაგრძნობის უნარი:

 

ახალი პროდუქტის შექმნის მთავარი მიზანი უკვე არსებული პრობლემების მოგვარებაა. თუმცა, ეს უკანასკნელი თანაგრძნობის უნარის გარეშე შეუძლებელია.  

 

ყველაზე ცუდი პროდუქტი ის არის, რომელიც დიზაინერებმა და ინჟინრებმა მომხმარებლის ყოველდღიური საჭიროებების გაგების და მათზე მორგების გარეშე შექმნეს.

 

მნიშვნელოვანია, რომ შეგეძლოს შენი მომხმარებლის პრობლემის მოსმენა და თანაგრძნობა, რათა პროდუქტი მათ საჭიროებებს სრულიად შეესაბამებოდეს. 

 

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ამიტომაც, მოქნილი უნარები ყველას სხვადასხვა დოზით გვაქვს განვითარებული. მაგრამ, არ დაგავიწყეთ, რომ ყველა უნარის შესწავლა არის შესაძლებელი. 

 

იმისათვის, რომ საჭირო რბილი უნარები განავითაროთ, აუცილებელია, რომ დააკვირდეთ თქვენს თავს. შეგიძლიათ მოითხოვოთ უკუკავშირი თქვენი დამსაქმებლისგან ან მენტორისგან, ან ჰკითხოთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. 

 

ისეთი უნარების, როგორებიცაა კომუნიკაცია და ლიდერობა, განსავითარებლად შეგიძლიათ რომ ონლაინ კურსები გაიაროთ. ზოგიერთი პლატფორმა, მაგალითად LinkedIn-ი და Udemy-ი მსგავს კურსებს ყველას სთავაზობს. ამასთან ერთად, შეიძლება თქვენს კომპანიასაც ჰქონდეს რელევანტური კლასები. 

 

ასევე, არ მოგერიდოთ ახალი უნარების თქვენს კოლეგებთან და ახლობლებთან გამოცდა. შეგიძლიათ, რომ რბილი უნარების დასახვეწად თქვენი ჰობი გამოიყენოთ. მაგალითად, თუ სპორტის გიყვართ, სპორტის მოყვარულ კოლეგებთან ერთად შეგიძლიათ დაესწროთ თამაშს, ან შექმნათ თქვენი გუნდი. ეს ნეთვორქინგის უნარის განვითარებაში დაგეხმარებათ, რაც ხელს შეუწყობს გუნდურობის და კომუნიკაციის გაძლიერებას. 

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა