IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

Soft skills VS Hard skills - Tech ინდუსტრია გელოდება შენ!

1000

მოტივაცია

03.04.2024

3498 დათვალიერება

იცი სამსახურის მაძიებლების უმეტესობა რა შეცდომას უშვებს CV-ის შექმნისას? - რბილი და ტექნიკური უნარების სათანადოდ არ დაფასება!

სამუშაოს აღწერილობაში დამსაქმებლები ხშირად ითხოვენ soft და hard (იგივე რბილი და ტექნიკური) უნარების კომბინაციას. ტექნიკური უნარები დაკავშირებულია სპეციფიკურ ტექნიკურ ცოდნასთან და გამოცდილებასთან, იქნება ეს აპლიკაციების გამოყენება თუ ექსელის ბრდღვნა, ხოლო რბილი უნარები არის პიროვნების თვისებები, როგორიცაა ლიდერობა, კომუნიკაცია ან დროის მენეჯმენტი. ორივე ტიპის უნარები აუცილებელია სამუშაოების უმეტესობის წარმატებით შესრულებისა და წინსვლისთვის.

 

სწორედ ამ თემაზე გვინდა გესაუბროთ და უფრო კონკრეტულად აგიხსნათ რა განსხვავებაა ამ ორ უნარს შორის და ეფექტურად როგორ უნდა გამოიყენო ის რეზიუმეს შექმნისას.

 

განსხვავება

ძირითადი განსხვავებები ტექნიკურ უნარებსა და რბილ უნარებს შორის არის ის, თუ როგორ ხდება მათი შეძენა და გამოყენება სამუშაო ადგილზე. ტექნიკური უნარები ხშირად მიიღება სწავლის, კურსის გავლის ან სპეციფიური ტრენინგის საშუალებით. ისინი მოიცავს კომპეტენციებს, როგორიცაა გარკვეული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება სამუშაო გარემოში.

 

ტექნიკური უნარებია:

  • ვიდეო რედაქტირება
  • მონაცემთა ბაზის მართვის გამოცდილება
  • Adobe პროგრამის და Excel-ის ცოდნა
  • SEO/SEM მარკეტინგი
  • სტატისტიკური ანალიზი
  • მონაცემების მოპოვება
  • Mobile development
  • პროგრამული ენების ცოდნა, როგორებიცაა Perl, Python, Java, Ruby და სხვა.

 

რბილი უნარები უფრო ხშირად განიხილება, როგორც პიროვნული თვისებები, რომელთა განვითარებასაც შესაძლოა მთელი ცხოვრება მოუნდე. ისინი მეტყველებს იმაზე, თუ როგორ მართავ დროს, როგორ ესაუბრები ადამიანებს ან როგორ უმკლავდები რთულ სიტუაციებს. 

 

რბილი უნარებია:

  • საიმედოობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • გონებაგახსნილობა და კრეატიულობა
  • გუნდური მუშაობა
  • პრობლემის გადაჭრის უნარი
  • კრიტიკული აზროვნება
  • ადაპტაციის უნარი
  • ორგანიზებულობა
  • სწავლისა და განვითარების სურვილი
  • თანაგრძნობის განცდა

 

 

არსებობს წარმოდგენა, რომ ვებ-გვერდის აწყობა მხოლოდ ტექნიკური განათლების მქონე ადამიანს შეუძლია ისწავლოს. არადა, რაც დრო გადის საპირისპიროს ვხედავთ. სულ უფრო მეტი, სხვადასხვა პროფესიის ადამიანი სწავლობს პროგრამირებას, სხვადასხვა სირთულის აპლიკაციებს ქმნის და თავად აწყობს ვებ-საიტებს - შეისწავლე Front-end ვებ დეველოპმენტი, ვებ-გვერდების აწყობა 0-დან და დაეუფლე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიებს საერთაშორისო აკადემიაში

→დარეგისტრირდი მარტივად

 

დღეს Tech ინდუსტრია ყველაზე მოთხოვნადი სფეროა სამუშაოს მაძიებლებისათვის, შესაბამისად, დასაქმება რბილი და ტექნიკური უარების გარეშე წარმოუდგენელია...

 

Tech ტალანტებისთვის ყოველდღიურად ათასობით ვაკანსია ცხადდება შემდეგი მიმართულებით

 

1. IT პროექტების მენეჯმენტი
IT პროექტის მენეჯერები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. ისინი პასუხისმგებელნი არიან IT პროექტების დაგეგმვაზე, შესრულებასა და მონიტორინგზე, რათა უზრუნველყონ, რომ პროექტი ბიუჯეტის შესაბამისად დედლაინების დაცვით შესრულდეს, და რაც მთავარია, ისინი აკავშირებენ სტეიკჰოლდერებსა და Tech გუნდს.

 

ძირითადი პასუხისმგებლობა მოიცავს:

  • პროექტის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრას
  • ზუსტი გეგმების, ვადების და ბიუჯეტის შედგენას
  • პროექტის გუნდებისა და რესურსების მართვას
  • რისკების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი პროცესების დაგეგმვას
  • სტეიკჰოლდერებისთვის პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას
  • პროექტის განხორციელებას შესაბამისი სტანდარტების მიხედვით

 

Full-Stack დიზაინი

პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება, როგორც Front-end, ასევე Back end-ის ვებ განვითარების სფეროში. ისინი პასუხისმგებელნი არიან შექმნან და განავითარონ მომხმარებლისთვის მეგობრული (user friendly) და ვიზუალურად მიმზიდველი ვებსაიტების და აპლიკაციების დიზაინი

 

მოცანები მოიცავს:

  • მომხმარებლის ინტერფეისების (UI) და მომხმარებლის გამოცდილების (UX) შექმნას
  • HTML, CSS, JavaScript და back-end ტექნოლოგიების კოდირებას
  • მონაცემთა ბაზებისა და სერვერის ფუნქციების ინტეგრირებას
  • ბრაუზერის და მოწყობილობებთან თავსებადობის უზრუნველყოფას
  • ვებსაიტის ფუნქციონირების და უსაფრთხოების ოპტიმიზაციას

 


3. ვებ დეველოპმენტი
ვებ პროგრამისტები, რომლებსაც ხშირად უწოდებენ ვებ დეველოპერებს, პასუხისმგებელნი არიან უზრუნველყონ ვებ საიტებისა და აპლიკაციების კოდირება, რომ პროდუქტმა გამართულად, უსაფრთხოდ და ოპტიმიზირებულად იმუშაოს

 

მათი საქმე მოიცავს:

  • კოდის წერას HTML, CSS, JavaScript და ვებ განვითარების სხვადასხვა ჩარჩოების გამოყენებით
  • Back-end ფუნქციების დანერგვას ისეთი ენებით, როგორიცაა PHP, Python ან Ruby
  • მონაცემთა ბაზების შექმნასა და შენარჩუნებას
  • ვებსაიტის ფუნქციონირების და უსაფრთხოების უზრუნველყოფას

 

შენ უკვე გაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ ვაკანსიის მოთხოვნებს სწორად უპასუხო და საჭირო უნარები ერთმანეთისგან გამიჯნო. ამიტომ ახლა უკვე დროა Step აკადემიის მთავარ გვერდზე დაბრუნდე, ჩვენს სასწავლო კურსებს გადახედო და დაეუფლო აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა