IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

Star Trek - პირველად ტელეეკრანებზე 1966 წლის 8 სექტემბერს გამოვიდა

05.09.2021

699 დათვალიერება

 

 

Star Trek (ვარსკვლავური გზა), თუ არ გინახავთ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაგიგიათ მისი სახელი. სამეცნიერო ფანტასტიკური სატელევიზიო სერიალი ცნობილმა ამერიკელმა პროდიუსერმა ჯინ როდენბერიმ შექმნა, წლების განმავლობაში კი მილიონობით ფანი გაიჩინა.

სერიალის დებიუტი 1966 წლის 8 სექტემბერს NBC-ზე შედგა. მოქმედება 23-ე საუკუნის სამყაროში ხდება. ყველაფერს მომავლის საზოგადოება - „პლანეტების გაერთიანებული ფედერაცია“ (UFP) განაგებს. კონფლიქტისგან დაცლილ სამყაროში კაპიტანი კირკი და მისი ეკიპაჟი კოსმოსური ხომალდით - „Enterprise-ით“ მოგზაურობენ.

 

 

 

 

თუმცა, Star Trek-ის ყველაზე მიმზიდველი ნაწილი მომავლის ადამიანების კოსმოსური ოდისეა არ არის. როდენბერს სურდა, რომ თითოეული სერიაში მორალური თუ ეთიკური პრობლემები წამოეყენებინა. სწორედ ამიტომ, ეპიზოდები ეხება კულტურულ რეალობასა და კონფლიქტებს: ომსა და მშვიდობას, სექსიზმს, ადამიანის უფლებებს, რელიგიას, ეკონომიკას, ერთგულებას, რასიზმსა და ტექნოლოგიებს. ყველა იმ თემას, რომელიც 70-იანი წლების მსოფლიოში აქტუალური იყო.

Star Trek-ის ორიგინალური სერიალი მე-3 სეზონის შემდეგ დაიხურა დაბალი რეიტინგის გამო, თუმცა ფანების დიდი აქტიურობის წყალობით, ისტორია მალევე გაგრძელდა. დღეს კი Star Trek-ის გავლენა ჩვენს კულტურასა და ტექნოლოგიურ განვითარებაზე შეუფასებელია. იცოდით, რომ სწორედ ფანების აქტიურობით - 1976 წელს NASA-ს პირველი კოსმოსურ ხომალდის (შატლის) პროტოტიპს „Enterprise“ დაარქვეს. (ხომალდი კოსმოსში არასოდეს გაუშვიათ).

 

 

კოსმოსურ ხომალდი „Enterprise“

 

 

ახლა კი წარმოგიდგენთ 3 ტექნოლოგიას, რომლის ინსპირაციის წყაროს Star Trek-ი გახდა.

1. Communicator - კომუნიკატორი

 

 

 

კომუნიკატორი Star Trek-ის სამყაროში ისეთივე ფუნქციებით გამოირჩევა, როგორითაც თანამედროვე ტელეფონი. მისი საშუალებით ეკიპაჟის წევრები ერთმანეთს უკავშირდებიან და ინფორმაციას გადასცემენ. სწორედ კომუნიკატორს იყენებენ ეკიპაჟის წევრები, როდესაც იკარგებიან ან რაიმე პრობლემა ექმნებათ.

მარტინ კუპერი, ადამიანი, რომელმაც პირველი მობილური ტელეფონი გამოიგონა - სწორედ Star Trek-ის ეპიზოდს ასახელებს ინსპირაციის წყაროდ კაპიტანი კირკი კომუნიკატორს იყენებს ეკიპაჟის დაშავებული წევრის - სპოკის დასახმარებლად.

 

 

2.   Universal Translator (UT) - უნივერსალური თარჯიმანი

 

 

 

 უცხოპლანეტელებით სავსე სამყაროში მართლაც საჭიროა უნივერსალური თარჯიმნები, რომლებიც ყველა ენის გადათარგმნას შეძლებენ. სწორედ ასეთი მოწყობილობა არის UT, რომელიც უკავშირდება კომუნიკატორს,  ტვინის ტალღების სიხშირეს იჭერს და თარგმნის.

დღეს, უამრავი პროგრამა თუ აპლიკაცია არსებობს, რომელსაც მსოფლიოს ენების თარგმნა სინქრონულ რეჟიმში შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯერ უნივერსალური სახე არ აქვთ, ბევრი არ დარჩა იმ დრომდე, როდესაც ერთი მოწყობილობის საშუალებით დედამიწის ნებისმიერ მოქალაქესთან შეძლებ კომუნიკაციას.

 

 

3. Synthesizer - სინთეზატორი

 

 

 

Star Trek-ში სინთეზატორი არის მანქანა, რომელსაც ეკიპაჟის წევრებისთვის საჭმლისა და წყლის სინთეზირება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ სინთეზატორის მიერ შექმნილი საჭმელი ხშირად დაპირისპირებასაც იწვევს, ის არის ხომალდზე საჭმლისა და წყლის მთავარი წყარო. მოგვიანებით მას ახალი ფუნქციებიც ემატება და სახელი ეცვლება. უკვე ახალ ტექნოლოგიას - რეპლიკატორს საჭიროების შემთხვევაში, ჟანგბადის შექმნა შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში ასეთი ტიპის მანქანები ჯერ არ არსებობს - ალბათ მისი შექმნისგან ძალიან შორსაც არ ვართ. თანამედროვე 3D პრინტერების საშუალებით უამრავი რაიმის შექმნა არის შესაძლებელი - სამკაულებიდან დაწყებული, სახლებით დასრულებული.

Enterprise-ის მოგზაურობა ისევ გრძელდება. ისტორიის შემდეგი ნაწილის გამოსვლა 2023 წლისთვის არის დაგეგმილი. მანამდე კი ჩაუჯექით ორიგინალურ სერიას და იმოგზაურეთ კოსმოსში სტეპის კინოკლუბში !

 

ფილმი სრულად ნახეთ აქ :  ფილმის ლინკი 

 

 

 

დაეუფლე მომავლის პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რატომ იღებს შენზე მეტ ხელფასს ადამიანი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს

ნაკლები გამოცდილება ყოველთვის დაბალ ხელფასს არ ნიშნავს. ანაზღაურებაზე შეიძლება გავლენა ჰქონდეს პასუხისმგებლობებს, კონკრეტულ უნარებს, დასაქმების პირობებსა და მოლაპარაკების ისტორიას. გაიგე, როგორ შეაფასო საკუთარი მდგომარეობა, მოემზადო ხელფასზე საუბრისთვის და დაგეგმო შემდეგი პროფესიული ნაბიჯი.

გამოცდილების წლები ხელფასის მხოლოდ ერთი ნაწილია  ხუთი წელია მუშაობ, პასუხისმგებლობებს კეთილსინდისიერად ასრულებ და გუნდშიც ხშირად შენ გეკითხებიან რჩევას. შემდეგ იგებ, რომ თანამშრომელი, რომელსაც ნაკლები გამოცდილება აქვს, შენზე მეტ ანაზღაურებას იღებს. პირველი რეაქცია შეიძლება უსამართლობის განცდა იყოს: თუ მეტი დრო გაქვს დახარჯული პროფესიის შესწავლასა და პრაქტიკაში, რატá

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა