IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

STEM რეალური ძალა ბავშვებისთვის: ინვესტირება მომავალში!

111

მშობლებისთვის

19.06.2023

737 დათვალიერება

სწრაფად განვითარებად  სამყაროში STEM (Science - მეცნიერება, Technology - ტექნოლოგია, Engineering - ინჟინერია, Mathematics - მათემატიკა) და კომპიუტერული განათლება ბავშვებისთვის შუეძლებელია ზედმეტი იყოს. ეს სფეროები ინოვაციების წინა პლანზეა და ჩვენი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა ასპექტის პროგრესს უწყობს ხელს. ბავშვებისთვის STEM და კომპიუტერული უნარებით აღჭურვით, ჩვენ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, რომ განვითარდნენ ციფრულ ეპოქაში, გახდნენ კრიტიკული მოაზროვნეები, პრობლემების გადამჭრელები და გამომგონებლები. მოცემულ ბლოგში აღმოვაჩენთ STEM-ისა და კომპიუტერული განათლების საჭიროებას ბავშვებისათვის და ხაზს გავუსვამთ მის ძალას, რომელიც ბავშვებს მომავალში აუცილებლად დაეხმარებათ. 

 

STEM ჩვენი მომავლის ფონდია

STEM და კომპიუტერული განათლება ბავშვისთვის მნიშვნელოვანია სამომავლო წარმატებისთვის. ციფრულ სამყაროში ტექნოლოგიებისა და მეცნიერული აზროვნების ცოდნა გადამწყვეტია წინ მდგომი გამოწვევებისა და შესაძლებლობების ნავიგაციისთვის. ბავშვებს STEM კონცეფციების ადრეულ ასაკში გაცნობით, ვაძლევთ ისეთი არსებითი უნარების განვითარების საშუალებას, როგორიცაა ანალიტიკური აზროვნება, ლოგიკური მსჯელობა და პრობლემის გადაჭრის უნარი.მოცემული უნარები მათ ნებისმიერ კარიერაში დაეხმარებთ, არ დაგვავიწყდეს, რომ გლობალური სამუშაო მარკეტის ფორმირება ტექნოლოგიები განსაზღვრავენ. 

 

კრეატივის გაღვივება და ინვაციურად აზროვნების ხელშეწყობა ჩვენი შვილებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, STEM სფერო ბავშვებს აიძულებს იფიქრონ გლობალურად, იყვნენ ცნობისმოყვარენი და არ შეუშინდნენ ახალი იდეების განხორციელებას. კოდირებიდან და რობოტიკიდან დაწყებული სამეცნიერო ექსპერიმენტებითა და საინჟინრო პროექტებით დამთავრებული, ბავშვებს ეძლევათ საშუალება შექმნან, პროტოტიპები და გამოსცადონ საკუთარი გადაწყვეტილებების შედეგები.პრაქტიკულ STEM აქტივობებში ჩართვით ბავშვები სწავლობენ წარუმატებლობის აღქმას, როგორც წარმატების საფეხურს, ავითარებენ ზრდის აზროვნებასა და წარმოსახვის უნარს. 

 

კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უანრების შეძენა: 

სამყაროში, რომელიც სავსეა კომპლექსური გამოწვევებით, კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემების გადაჭრის უნარზე ძვირფასი არაფერია. STEM და კომპიუტერული განათლება ბავშვებს, ამ უნარების ადრეული ასაკიდანვე შეძენაში ეხმარება. აქტივობებში ჩართვით, რომლებიც საჭიროებენ ანალიზს, ლოგიკურ მსჯელობას და პრობლემის გადაჭრის სისტემატურ მიდგომებს, ბავშვები სწავლობენ რთული პრობლემების მართვად ეტაპებად დაყოფას.მათ უვითარდება უანრები, რომ იპოვონ ინოვაციური გადაწყვეტილებები და კრიტიკულად იფიქრონ თავიანთი არჩევანის შედეგებზე.

 

მზადება ტექნოლოგიური მიღწევებისთვის: 

ტექნოლოგია წინსვლას გასაოცარი ტემპებით აგრძელებს, მან რევოლუცია მოახდინა ინდუსტრიებში და გარდაქმნა ჩვენი საზოგადოება. ბავშვებისთვის STEM და კომპიუტერული განათლების მიწოდებით, ჩვენ მათ მომავლისთვის ვამზადებთ და ტექნოლოგიურ წინსვლასთან ადაპტაციის უნარებით ვამარაგებთ. იქნება ეს ხელოვნური ინტელექტი, რობოტიკა, მონაცემთა მეცნიერება თუ კიბერუსაფრთხოება, STEM და კომპიუტერული განათლების საფუძველი ბავშვებს საშუალებას მისცემს აითვისონ და გამოიყენონ ტექნოლოგოგიები თავის სასარგებლოდ და მიაღწიონ წარმატებას ციფრულ სიცრცეში. 

 

მრავალფეროვნებისა და ჩართულობის წახალისება: 

ბავშვებისთვის STEM და კომპიუტერული განათლების წახალისება ხელს უწყობს ამ სფეროებში მრავალფეროვნებისა და ჩართულობის განვითარებას. ისტორიულად, STEM-თან დაკავშირებულ კარიერებში გენდერული დისბალანსი და უმცირესობების წარმომადგენლების ნაკლებობა იგრძნობოდა. STEM-ის გაცნობითა და მეტი ჩართულობით ჩვენ შევქმნით უფრო კონკურენციის უნარიან გარემოს. გოგონებისა და უმცირესობაში მყოფი ჯგუფების ჯართულობით ჩვენ არა მხოლოდ მათ ოცნებებს შევასხამთ ფრთას, არამედ ინდუსტრიას უფრო მეტ პერსპექტივასა და იდეას შევძენთ. 




განვითარებულ ქვეყნებში ბავშვების ტექნიკურ განვითარებას უდიდესი ყურადღება ეთმობა - შემოგვიერთდით და ერთად გავაკეთოთ ინვესტირება მომავალში!

დარეგისტრირდი მარტივად

 

ძალიან ბევრი მოდელია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რომლის დახმარებითაც შეიძლება ბავშვმა ნაყოფიერად დაიწყოს პროგრამირებასთან ან გრაფიკულ დიზაინთან ურთიერთობა, სწავლის პარარელურად დაიწყოს ასევე სოლიდური ფინანსების გამომუშავებაც ადრეული ასაკიდან

 

დიახ, არ მოგესმათ, ფინანსების გამომუშავება შეუძლია ყველა STEM-ში გარკვეულ ახალგაზრდას, ეს ნამდვილად იქნება პირველი სამსახური და უდიდესი გამოცდილება, სკოლის გარეთ გარკვეული უნარების შეძენა თინეიჯერებისთვის ძალიან სასარგებლოა. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ საუკეთესო ონლაინ სამუშაოებს თინეიჯერებისთვის, ვინც იცის უცხო ენები და ჩართულია STEM ცხოვრებაში. აუცილებლად ნახეთ და თქვენს გარშემო მყოფ ყველა ახალგაზრდას გაუზიარეთ.

 

 

ფრილანს გრაფიკული დიზაინერი:

საშუალო ანაზღაურება: $19.88 საათში. (ამერიკა და ევროპის კონტინენტი)

პირდაპირი მოვალეობები: გრაფიკული დიზაინერის მთავარი მოთხოვნაა, რომ მას შეეძლოს დიზაინისა და ციფრული “ხელოვნების” შექმნა განსაზღვრული პროგრამული უზრუნველყოფებითა და ელექტრონული მოწყობილობებით. თუ თქვენ ქმნით გრაფიკულ დიზაინს და მოგწონთ ის, აუცილებლად უნდა სცადოთ ფრილანს დიზაინერის სამუშაო. 

პროექტის სირთულიდან გამომდინარე  თქვენ ხშირად საკუთარი ტარიფების დაწესება მოგიწევთ. 

სამუშაო მოთხოვნები: მოცემული სამსახური არტისტულ უნარებთან ერთად ტექნოლოგიებისა და გრაფიკული დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფების ცოდნასაც მოითხოვს. შეიძლება შესაძლოა პორტფოლიოს შექმნა ანაზღაურების გარეშე მოგიხდეთ, მაგალითად - პროექტები სტუდენტური ორგანიზაციებისთვის, არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, პოლიტიკური ჯგუფებისთვის, მეგობრებისა და ოჯახისთვის და ადგილობრივი ინსტიტუტებისთვის. მას შემდეგ რაც შექმნით პორტფოლიოს, თქვენ აუცილებლად შეძლებთ კლეინტების მოძიებას. 

 

ვიდეო რედაქტორი

საშუალო ანაზღაურება: $20.61 საათში. (დიდი ბრიტანეთი, ამერიკა და ევროპის კონტინენტი)

ძირითადი მოვალეობები: დღესდღეობით უამრავი კომპანია იყენებს ვიდეო კონტენტს თავის სოც-არხებზე. ამიტომ მათ სჭირდებათ ფრილანს რედაქტორები, რომლებიც ამბის თხრობას კოლაჟების, აუდიოსა და გრაფიკული გამოსახულებების საშუალებით შეძლებენ. ვიდეო რედაქტორის მოვალეობაა ნედლი ვიდეო მასალის ხანგრძლივობა, ხმა და ხარისხი შეცვალოს. მათ ასევე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ფილმის შექმნის პროცესში, პროდაქშენის ან ფოსთ-ფროდაქშენის ფაზაში. 

 

სამუშაო მოთხოვნები: მანამ სანამ რეალურ, ანაზღაურებად პროექტებზე გადახვალთ, უნდა განავითაროთ თქვენი უნარები და შექმნათ პორტფოლიო. კომუნიკაციისა და დროის მენეჯმენტის უნარები ასევე მნიშვნელოვანია ფრილანსერებისთვის, რათა შეძლონ მაქსიმალური მოგების მოპოვება. 

 

 

ფრილანს ვებ დეველოპერი 

საშუალო ანაზღაურება: $22.93-დან $30.05-მდე საათში. (დიდი ბრიტანეთი, ამერიკა და ევროპის კონტინენტი)

ტექნოლოგიები კრეატიული ადამიანებისთვის საუკეთესო ადგილია. კოდის წერა მოითხოვს დეტალების გააზრებას, ყურადღებას, მუდმივად ახალ დავალებებთან და პრობლემებთან გამკლავებას, ამ პროცესში კი სულ რაღაც ახალს სწავლობ და ვითარდები. მოკლედ რომ ვთქვათ მუდამ განვითარების და კრეატივის ძიების პროცესში ხარ, ამიტომ არ არსებობს ორი ერთნაირი დღე და ორი ერთნაირი დავალება

 

სამუშაო მოთხოვნები: მუდმივი განვითარება, ყველა კომპანიას სჭირდება გამართული ვებგვერდი, ამიტომ ამ პროცესში დეველოპერის ჩართულობა აუცილებელია. Indeed.com-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიებს ძალიან უჭირთ დეველოპერის მოძებნა, რადგან ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანების რიცხვი სხვა პროფესიებთან შედარებით ძალიან მცირეა, მოთხოვნა კი მაღალია.

 

ფრილანს კონტენტ მწერალი

საშუალო ანაზღაურება: $13.24 საათში. 

ძირითადი მოვალეობები: კონტენტის ავტორები ქმნიან ონლაინ ბლოგის სტატიებს და სხვა ვებ გვერდის შინაარსს ბიზნესისთვის. მათი ანაზღაურება განისაზღვრება სიტყვების ან გვერდების რაოდენობით. თუ თქვენ გაქვთ წერის კარგი ენა და ამასთანავე კარგად ფლობთ გრამატიკას, აუცილებლად შეძლებთ ფრილანს კონტენტ მწერალის პოზიციაზე დასაქმებას. 

 

სამუშაო მოთხოვნები: იმისათვის, რომ იყოთ ფრილანსერ მწერალი, დაგჭირდებათ კარგი წერის და რედაქტირების უნარები. კარგია თუ შექმნით ონლაინ პორტფოლიოსაც. თქვენ ასევე უნდა შეძლოთ თქვენი დროის კარგად მართვა და გქონდეთ ძლიერი კომუნიკაციის უნარი, რათა იყოთ წარმატებული ფრილანსერი.

 

 

 

ონლაინ რეპეტიტორი

საშუალო ანაზღაურება: $14.79 საათში.

ძირითადი მოვალეობები: რეპეტიტორობა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ანაზღაურებად სამუშაოს, რომელიც სტუდენტს შუეძლია შეასრულოს. მიუხედევად იმისა, რომ ონლაინ რეპეტიტორები უფრო მეტაად მოზრდილი სტუდენტები არიან, რამდენიმე პლატფორმა თინეიჯერებსაც აძლევთ საშუალებას ამეცადინონ თავიანთი თანატოლები ანაზღაურების სანაცვლოდ. თინეიჯერები სხვებს იმ საგნებში ამეცადინებენ რაც ყველაზე კარგად იციან, ან უცხოენოვან ადამიანებს ენის შესწავლაში ეხმარებიან. 

 

სამუშაო მოთხოვნები: ონლაინ რეპეტიტორიბის დაწყებამდე ხშირად თინეიჯერებს თავიანთი ცოდნის სხვადასხვა ტესტებით გადამოწმება უწევთ. ზოგიერთ პლარფორმაზე მოთხოვნაა, რომ რეპეტიტორი აუცილებლად 18 წლის ან მეტის უნდა იყოს, ამასთანავე შესაძლოა სამუშაოს დაწყებამდე საჭირო იყოს მოსამზადებელი სესიების გავლა. პლატფორმების უმეტესობაზე საჭიროა, რომ რეპეტიტორს ჰქონდეს კამერა, რადგან შეხვედრების უმეტესობა ვიდეო კონფერენციების სახით ტარდება. 

 

 

შექმენით Youtube არხი 

Youtube არხის შესაქმნელად აუცილებლად დაგჭირდებათ, რომ გქონდეთ ვიდეოს რედაქტირებისა და კომპიუტერის გამოყენების კარგი უნარები. იმისათვის, რომ გქონდეთ კარგი Youtube არხი, მასზე მუდმივად მიმზიდველი კონტენტი და ხარისხიანი ვიდეოები უნდა განათავსოთ. 

აუცილებლად უნდა გააკეთოთ არჩევანი ვიდეოების სტილსა და მის ჟანრზე, მაგ: ვლოგინგი, სპეციალიზებული კონტენტი და ა.შ. თქვენ მოგიწევთ გადაიღოთ ვიდეოები, დაარედაქტიროთ ისინი, მოიფიქროთ სათაურები, დაწეროთ Youtube თეგები და მოახდინოთ ვიდეოების ოპტიმიზაცია მონეტიზაციის გასააქტიურებლად. დრო დაუთმეთ იუთუბის ალგორითმის შესწავლასა და თქვენი ვიდეოს პოპულარიზაციას. ამ ყველაფერში შესაძლოა სწორი აღჭურვილობა, მაღალი ხარისხის ვიდეოების შექმნა და SEO (Search Engine Optimization) მეთოდების გამოყენება დაგეხმაროთ. 

 

მონაცემთა შეყვანა:

ანაზღაურება: $16-დან $20-მდე საათში. (ამერიკა და ევროპის კონტინენტი)

ძირითადი მოვალეობები: მონაცემთა შეყვანა საკანცელარიო სამუშაოს სახეობას წარმოადგენს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა პროცესების გამოყენებას, როგორიცაა აკრეფა და ხმის ჩაწერა კომპიუტერში მონაცემების შესატანად. მონაცემთა შეყვანის თანამშრომლებს შეუძლიათ იმუშაონ სხვადასხვა ინდუსტრიაში, მათ შორის ჯანდაცვის, ფინანსების, საცალო ვაჭრობისა და ტრანსპორტირების ჩათვლით.

 

შეჯამება: 

STEM არ არის მხოლოდ ხმაურიანი სიტყვა, იგი ბავშვებისთვის განათლების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ სფეროების ათვისებით, ჩვენ ვხსნით მათ პოტენციალს, ვავითარებთ მათ ცნობისმოყვარეობას და ვამზადებთ მომავლის გამოწვევებისთვის, შეუზღუდავი შესაძლებლობებისთვის!

 

STEM განათლება ხელს უწყობს კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემის გადაჭრის უნარს და კრეატიულობას, ასევე იგი საფუძველს უყრის ინოვაციას და ადაპტირებას. ბავშვები აუცილებელი STEM-ის დახმარებით მოვამზადოთ ციფრულ სამყაროში ცხოვრებისათვის. მოვცეთ ინპირაცია და შესაძლებლობა შემდეგ თაობას STEM-ისა და კომპიუტერული განათლების საშუალებით, რათა მათ უფრო ნათელი მომავლის ფორმირებაში მიიღონ მონაწილეობა. 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Stepლიდერი IT სფეროში,ახლაუკვე100+ფილიალით!

+995 577 538 549ქ.თელავი,ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51ქ.თბილისი,ა.ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge

 



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

Cloud ინჟინერი - ვინც აშენებს ციფრულ ქალაქებს ცაში

გაინტერესებთ, როგორ ახერხებენ ისეთი გიგანტები, როგორიცაა YouTube ან ონლაინ ბანკები, მილიონობით ადამიანის შეუფერხებელ მომსახურებას? Cloud ინჟინერია სწორედ ის პროფესიაა, რომელიც ციფრულ სამყაროს "ცაში" აშენებს. გაიგეთ, როგორ იქმნება მასშტაბური ინფრასტრუქტურა AWS-ისა და Kubernetes-ის დახმარებით და რატომ არის Cloud ინჟინერი თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს მთავარი არქიტექტორი, რომელიც სისტემების სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

როცა YouTube-ს რთავთ, ფულს რიცხავთ ან ფოტოებს ინახავთ, ეს ყველაფერი ფიზიკურად თქვენს მოწყობილობაში არ არის. ის "ციფრულ ღრუბელშია" - კომპიუტერული ინფრასტრუქტურების უზარმაზარ ქსელში, რომელიც მიწაზე დგას, მაგრამ ვირტუალურ სივრცეში მუშაობს. ამ რთული სისტემის დაგეგმვა, აშენება და მართვა კი Cloud ინჟინერის საქმეა. რა არის Cloud და რატომ შეიცვალა სამყარო? წარსულში ყველა აპლიკაცია ერთ კონკრ

ШАГ логотип

შენ ქმნი სისტემას DevOps – ის, ვინც აკავშირებს კოდს რეალურ სამყაროსთან

გაიგე, როგორ იქცევა სტატიკური კოდი ცოცხალ ციფრულ პროდუქტად DevOps მეთოდოლოგიის დახმარებით. ეს მნიშვნელოვანი პროფესია თანამედროვე ტექნოლოგიების ხერხემალია, სადაც Docker-ის, Kubernetes-ისა და Cloud სისტემების მართვა უწყვეტ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. აღმოაჩინე ის უნარები, რომლებიც დამწყებ სპეციალისტს საერთაშორისო ბაზარზე წარმატების მისაღწევად სჭირდება.

ხშირად გვგონია, რომ დეველოპერის მთავარი ამოცანა მხოლოდ კოდის დაწერაა, თუმცა რეალობაში ეს მხოლოდ დასაწყისია. იმისათვის, რომ პროგრამამ გამართულად იმუშაოს, განახლდეს შეფერხების გარეშე და რეალურ მომხმარებელზე სწორი ზემოქმედება მოახდინოს, საჭიროა სპეციალური მიდგომა. სწორედ აქ ჩნდება DevOps-ის როლი. ეს არის დეველოპმენტისა (Development) და ოპერაციების (Operations) ჰარმონიული სინთეზი - მეთოდოლოგი

ШАГ логотип

QA ტესტერი - ვინც დარწმუნებულია, რომ ყველაფერი მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს

QA ტესტერი - პროგრამის უხილავი მცველი და ხარისხის მაკონტროლებელი. სანამ აპლიკაცია თქვენს ეკრანზე გამოჩნდება, მან რთული და საინტერესო შემოწმების გზა უნდა გაიაროს. გაეცანი QA ტესტერის პროფესიას: როგორ ეძებენ ისინი დამალულ შეცდომებს, რა როლს ასრულებენ დეველოპერულ გუნდში და რატომ არის ხარისხის კონტროლი გადამწყვეტი ნებისმიერი წარმატებული სისტემის შესაქმნელად.

QA ტესტერი - ადამიანი, რომელიც ხარისხზე აგებს პასუხს სანამ მომხმარებელი ვებგვერდს ეწვევა, ღილაკს დააჭერს ან აპლიკაციას გამოიყენებს, არსებობს ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი უკვე დეტალურად გადაამოწმა. ამ პროფესიას QA ტესტერი ჰქვია. აბრევიატურა QA (Quality Assurance) ხარისხის უზრუნველყოფას ნიშნავს და მისი მთავარი მიზანია, პროგრამა მუშაობდეს შეცდომების გარეშე, არ გაითიშოს და მომხმარებლი

ШАГ логотип

შენ ქმნი სისტემას მონაცემთა ბაზების სპეციალისტი ვინც ინახავს ყველაფერს, რაც ვებსივრცეში არსებობს

გაიგე, როგორ მუშაობს ციფრული სამყაროს მეხსიერება და რა როლს ასრულებს მონაცემთა ბაზების სპეციალისტი თანამედროვე ტექნოლოგიებში. სტატიაში მიმოხილულია ინფორმაციის შენახვისა და მართვის პრინციპები, SQL და NoSQL სისტემებს შორის განსხვავება და ის გზა, რომელსაც სტუდენტები IT აკადემია STEP-ში ამ მოთხოვნადი პროფესიის დასაუფლებლად გადიან.

ვინ ინახავს შენს პროფილს სოციალურ ქსელში, შენს ფოტოებს თუ კალათაში გადადებულ პროდუქტებს? ყველაფერი, რაც ვებსივრცეში „არსებობს“, სინამდვილეში კარგად ორგანიზებულ ციფრულ საცავებში - მონაცემთა ბაზებში ინახება. სწორედ ამ სისტემების შექმნაზე, განახლებასა და ოპტიმიზაციაზე მუშაობს მონაცემთა ბაზების სპეციალისტი, რომელიც ციფრული ინფორმაციის უსაფრთხოებასა და ხელმისაწვდომობას

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა