IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

თბილისი
ШАГ логотип

რას არის STEPN თამაში? - რა უნდა ვიცოდეთ ციფრული ბოტასების შესახებ?

3

News

01.05.2022

5601 ხედი

დღეს სამი თვე შესრულდა მას შემდეგ რაც ბლოკჩეინის, კრიპტოვალუტებისა და ტოკენების მოყვარულთა საზოგადოებამ ციფრულ ბოტასებსის მოხმარება დაიწყო, რომელთა მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ სუფთა ჰაერზე სეირნობით, ძუნძულითა და სირბილით, რეალური ფული გამოიმუშაონ. საუბარია ბლოკჩეინ Solana-ზე აგებულ აპლიკაციაზე STEPN, რომელმაც მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც, განსაკუთრებული პოპულარობის მოპოვება მოახერხა - ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში გავლენის მქონე ექსპერტების უმეტესი ნაწილი ამ სიახლეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საშუალებადაც კი მიიჩნევს


STEPN-ში თამაშის დასაწყებად, მომხმარებელს თავდაპირველად NFT-ბოტასების შეძენა უწევს, რომელთა ფასიც დღეის მდგომარეობით, 13-15 SOL-ის ფარგლებში მერყეობს, რაც დაახლოებით 4700 ეკვივალენტია ლარში. ბოტასების მფლობელები, თამაშის შიგნით არსებულ მონეტებს − GST (GreenSatoshi)-ს აგროვებენ, რომლის ფასიც ამჟამად 3,4 დოლარს შეადგენს. მოგვიანებით, მომხმარებლებს შეუძლიათ GST გადაცვალონ Sol-ზე ან USDC-ზე − კრიპტომონეტებზე, რომლებსაც რეალურ ფულად გაანაღდებენ

 

თამაშს მარტივი პრინციპი აქვს, მომხმარებელი იღებს NFT-ტოკენს − ბოტასს, რის შემდეგაც სეირნობით ან სირბილით შეუძლია სათამაშო კრიპტოვალუტა გამოიმუშაოს, რომელსაც რეალურ თანხად გადაცვლის

მწარმოებლები აცხადებენ რომ Stepn-ის მთავარი მიზანია, აიძულოს ადამიანები გავიდნენ გარეთ, იმოძრაონ და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდიონ

აქვე აღსანიშნავია, რომ თითოეული ჩვენგანი დღეში მაქსიმუმ 2500-3500 ნაბიჯს დგამს, თუმცა Stepn-ში მონეტების მოსაგროვებლად, ადამიანს დაახლოებით 11,000 ნაბიჯის გავლა დასჭირდება.

 

STEPN-ის თამაშში სულ 30 დონეა და დამწყები მოთამაშე, თავდაპირველად, პროცესში პირველი დონიდან ერთვება. ახალ დონეებზე გადასვლას სჭირდება თამაშის შიდა ფული, ანუ GST და დრო. ყოველ მომდევნო დონეზე გადასასვლელად, მოთამაშეს სულ უფრო მეტი კრიპტოვალუტისა და დროის დახარჯვა მოუწევს.საბოლოო ჯამში, STEPN არის შესაძლებლობა, რომ არცთუ მცირე ინვესტიციის სანაცვლოდ, საკმაოდ სერიოზული თანხის გამომუშავება მოახერხოთ, თუმცა დიდი რისკის ფასად, ვინაიდან GMT, ბევრი სხვა ციფრული ერთეულის მსგავსად, არაფრით არაა გამყარებული და მთელი მისი ღირებულება, მომხმარებელთა და თავად შემქმნელთა ნდობასა და იმედებს ეფუძნება, რომ პროექტი გაამართლებს და წარმატებას მიაღწევს

 

განთავისუფლდი ბანალური საგანმანათლებლო სისტემისგან, დაიწყე დიზაინის სწავლა სრულიად ახალი მეთოდებით და გახდი წარმატებული სტეპერი!

→ დარეგისტრირდი ახლავე!

 

როგორ ჩავერთოთ STEPN თამაშში?
თამაშში ჩასართავად საჭიროა ჩამოწეროთ მობილური აპლიკაცია, მიიღოთ თამაშის აქტივაციის კოდი, აპლიკაციაშივ მარტივად გახსნათ Solana-ს საფულე და შეიძინოთ სასურველი ბოტასი


როგორ შევარჩიო STEPN ბოტასი?
ბოტასი 4 ტიპის არსებობს: Walker, Jogger, Runner, Trainer. განსხვავება ისაა, რომ სიარულის პროცესში, Walker-ით მხოლოდ უნდა იაროთ, Jogger-ით იძუნძულოთ, Runner-ით ირბინოთ და Trainer-ი რომლითაც ყველაფერი შეგიძლიათ, თუმცა ყველაზე ძვირი ღირს


ბოტასის ხარისხებში არის უამრავი სხვაობა, Common, Uncommon, Rare, Epic და Legendary. Common ხარისხი ყველაზე იაფი და ხშირად გამოყენებადია. ყველა ბოტასს 4 მთავარი მახასიათებელი აქვს: Efficiency, Luck, Comfort და Resilience. ამ პარამეტრებს, მიწერილი აქვთ ქულები 1-დან 10-ის ჩათვლით Walker-ის შემთხვევაში. კარგ ბოტასს, სულ ცოტა 8 ან მეტი ქულა უნდა ჰქონდეს ყველა ზემოთჩამოთვლილ პარამეტრში. ეს ქულები განსაზღვრავს, იმას თუ რამდენად ეფექტური იქნება თქვენი ბოტასი თამაშში და რამდენ ფულს გამოიმუშავებთ.

რა დატვირთვა აქვთ ამ ქულებს და პარამეტრებს?
Efficiency-ის ქულა, განსაზღვრავს იმას, თუ რამდენ კრიპტოს/ფულს გამოიმუშავებთ სიარულისას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია. Luck-ის ქულა განსაზღვრავს გათამაშებებში მონაწილეობისას გამართლების ალბათობას. Comfort ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლებად საჭიროა, მაგრამ ამბობენ ბოლო level-ზე დაგჭირდებათო. Resilience-ის ქულა განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად გაგიცვდებათ ბოტასი. კი ცვდება და მერე შეკეთება ფული ღირს.

 

არის თუ არა STEPN პირამიდა?
თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ პროექტის მხარდამჭერები საერთაშორისო ფონდები და გიგანტური კომპანიები არიან (Addidas, SEQUOIA კაპიტალი, რომელმაც თავის დროზე ინვესტიცია გააკეთა შემდეგ კომპანიებში WhatsApp, Instagram, LinkedIn, Zappos. Solana Ventures, Binance და Alameda Research) ამ შემთხვევაში STEPN პირამიდა ვერ იქნება, თანხის ინვესტირებასთან ერთად, თამაშის პროცესში ბევრი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. საჭიროა რკინის დისციპლინა რაციონალური აზროვნების მაღალი ხარისხი

ახლახანს STEPN-ის გუნდმა შეგნებულად დააგდო GST ღირებულება, მასზე მოთხოვნის ხელოვნურად შემცირებით.
GST-ის ფასის რეაქტიულად სწრაფი ზრდა, ბოტასების ფასის ზრდას იწვევს, რადგან, რაც მეტ ფულს გამოიმუშავებს ბოტასი, მით მეტი ინესტიცია შედის ხალხისგან. NFT ბოტასის მაღალი ფასი კი, გადაულახავ ბარიერს უქმნის, ახალ, დაბალშემოსავლიან მომხმარებელს პროექტში ჩასართველად

როგორ დაწიეს ფასი?
ბოტასების დასამინტად, აქამდე საჭირო იყო ორივე GST და GMT, რომლებიც მინტინგის პროცესში იწვებოდა (burn mechanism). დრობით, STEPN გუნდმა, “აქცია” გამოაცხადა და თქვა, რომ შემდეგი გარკვეული პერიოდი (არ დაუკონკრეტებიათ დრო) მხოლოდ 200 GMT იქნება საჭირო ბოტასების დასამინტად და თან 2 ბოტასის დამინტვის შანსი 300%-ით გაზატდეს. შესაბამისად, GST-ზე მოთხოვნა დავარდა და ეს, როგორც მის ფასზე, ისე ბოტასის ფასზე აისახა. ასევე, ამ "აქციის" პერიოდში, ბევრად მეტი დამინტავს 2 ბოტასს ერთი "გასროლით" და გაზრდილი ბოტასების მიწოდება ფასს ნეგატიურად დააწვება, ეს არ ნიშნავს, რომ ბოტასები აუცილებლად გაიაფდება!

 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული, ე.წ. Moveto Earn კრიპტო-ტოკენ Stepn-ის (GMT) ფასი საგრძნობლად, თითქმის 3500%-ით გაიზარდა. Coin Geckos-ს მონაცემების თანახმად, თუკი ტოკენის ფასი 11 მარტს 0,1 დოლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით, მისი ღირებულება 3 დოლარის ნიშნულს სცდება.

 

GMT-მონეტა უკვე ზედიზედ რამდენიმე კვირაა, რაც ყველაზე პოპულარული კრიპტო-ტოკენის ტიტულს არ თმობს Coin Market Cap-ის პლატფორმაზე და ვინაიდან ინტერესი ამ მონეტისა და Stepn-ის თამაშის მიმართ კვლავ იზრდება, ექსპერტების პროგნოზებით მისი ფასი უახლოესი 1 თვე სტაბილურად მზარდი დარჩება.

Coin Market Cap-ის მონაცემით, Stepn-ტოკენის საერთო საბაზრო კაპიტალიზაციამ ორ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამჟამად, იგი კრიპტოვალუტების ბაზარზე კაპიტალიზაციის ზომით 44-ე ადგილს იკავებს და კრიპტოვალუტის საერთო საბაზრო ფასის 0,15%-ს შეადგენს.

 

და ბოლოს,

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ NFT-ების და სხვა ციფრული აქტივებში ინვესტირება დიდ სიფრთხილეს და ამ მიმართულების საფუძვლიანად შესწავლას მოითხოვს, ამიტომ მსგავსი სარისკო გადაწყვეტილებების მიღებისას, თითოეულ პოტენციურ ინვესტორს საფრთხეებისა და შესაძლებლობების კარგად აწონ-დაწონა მართებს.

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - მოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში! 

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში , ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის #23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ა.ყაზბეგის 34/34 ბ

https://www.facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

ყოველდღე მუშაობ, მაგრამ წინ ვერ მიდიხარ - 5 ნიშანი, რომ ცვლილების დროა

გაიგე კარიერული სტაგნაციის 5 მთავარი ნიშანი, მიხვდი, როდის არის დრო ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და აღმოაჩინე პრაქტიკული გზები, როგორ განავითარო შენი პროფესიული უნარები ნამდვილი წარმატებისთვის.

როცა შრომა შედეგს აღარ იძლევა: კარიერული სტაგნაციის რეალობა ბევრი ჩვენგანი ყოველდღიურად საათებს ატარებს სამუშაო მაგიდასთან, კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა დავალებას, თუმცა დღის ბოლოს მაინც სტაგნაციის მძიმე განცდა რჩება - გრძნობ, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, წინ ვერ მიდიხარ. თუ გაქვს მუდმივი განცდა, რომ შენი ძალისხმევა შეუმჩნეველია, ხოლო კარიერული ზრდა სრულად შეáƒ

ШАГ логотип

AI-ს ყველაფერი შეუძლია - მაშინ რაში გვჭირდება პროგრამისტი

თუ AI კოდს წერს და საიტის შექმნაშიც გვეხმარება, რაში გვჭირდება პროგრამისტი? გაიგე, რა განსხვავებაა გენერირებულ კოდსა და საიმედო ციფრულ პროდუქტს შორის, რატომ სჭირდება AI-ის პასუხებს გადამოწმება და რა ცოდნა დაგეხმარება პროგრამირების შესწავლაში თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით.

კოდის შექმნიდან რეალური პრობლემის გადაჭრამდე წარმოიდგინე, ხელოვნურ ინტელექტს სთხოვ: „შემიქმენი ონლაინმაღაზია“ და ცოტა ხანში ეკრანზე პროდუქტების ჩამონათვალი, კალათა და შეკვეთის ღილაკი ჩნდება. ბუნებრივია, გაგიჩნდეს კითხვა: თუ ტექნოლოგია ამას უკვე აკეთებს, რატომ უნდა დახარჯო დრო პროგრამირების სწავლაში? AI-ს შეუძლია კოდის დაწერა, არსებული კოდის ახსნა, ცვლილებების შეთავაზáƒ

ШАГ логотип

მშობლებისთვის

შენი შვილი Roblox-ს თამაშობს - აი, რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა

თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს? გაიგეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების პარამეტრებში, როგორ შეთანხმდეთ თამაშის წესებზე და როგორ დაეხმაროთ ბავშვს, თამაშის ინტერესიდან პირველი საკუთარი პროექტის შექმნაზე გადავიდეს.

რა იზიდავს ბავშვს Roblox-ში „კიდევ ხუთი წუთი!“ - თუ თქვენი შვილი Roblox-ს თამაშობს, ეს ფრაზა ალბათ ნაცნობია. ეკრანზე ფერად პერსონაჟებს ხედავთ, ბავშვი კი მეგობრებთან ერთად დაბრკოლებებს გადის, ვირტუალურ სახლს აწყობს ან ახალ სამყაროს იკვლევს. ბუნებრივია, გიჩნდებათ კითხვები: რას აკეთებს ამდენ ხანს? ვის ესაუბრება? შეიძლება ამ ინტერესს სასარგებლო გაგრძელებაც ჰქონდეს? პასუხების მოსაძებნá

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს?

რომელი პროფესიების სწავლა აღარ ღირს 2026 წელს და როგორ ავიცილოთ არასწორი არჩევანი? გაიგე, რატომ არის სარისკო მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ან განმეორებადი დავალების შესწავლაზე გაჩერება, როგორ იცვლება პროგრამირების, დიზაინისა და მარკეტინგის სამუშაო პროცესები და რას უნდა მიაქციო ყურადღება სასწავლო კურსის შერჩევისას.

როცა პროფესიის ნაცვლად მხოლოდ ერთი დავალების შესრულებას სწავლობ „ამ პროფესიას AI ჩაანაცვლებს“, „ამის სწავლას აზრი აღარ აქვს“, „სანამ კურსს დაამთავრებ, ეს ცოდნა მოძველდება“ - მსგავსი ფრაზების მოსმენის შემდეგ პროფესიის არჩევა კიდევ უფრო რთული ხდება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლაში დროისა და თანხის ჩადებას გეგმავ და გინდა, გადაწყვეტილებამ რეალური შესაძლებლობები შეგიქáƒ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა