IT აკადემია STEP! ჩვენ 1999 წლიდან ვსწავლობთ. მაღალი ხარისხის კომპიუტერულ განათლებას მოზრდილებში და ბავშვებში.

Your browser is out of date!

You are using an outdated browser Internet Explorer. This version of the browser does not support many modern technologies, that's why many pages of the website are not displayed correctly, and may not work some of functions . We recommend viewing the website using the latest versions of the browsers Google Chrome, Safari, Mozilla Firefox, Opera, Microsoft Edge

ШАГ логотип

ტექნიკური უნარები, რომლებიც უნდა გამოიმუშაოთ მიმდინარე და მომავალი წლებისთვის

1000

ტექნოლოგიები

16.03.2024

938 დათვალიერება

ყოველდღიურად უამრავი პროფესია ყალიბდება და ვითარდება, ხოლო იმის არჩევისას თუ რა უნდა ისწავლოთ ან რა იქნება მეტად ღირებული და თქვენზე მორგებული, შესაძლოა დაიბნეთ, ვერ გააკეთოთ სწორი აქცენტები ახალი პროფესიის არჩევისას, სწორედ ამიტომ, ჩვენ შემოგთავაზებთ ტექნოლოგიების მიმართულებით უნარებს, რომლებიც ორიენტირებულია განვითარებაზე და მათი სწავლა და გამომუშავება დაგეხმარებათ, როგორც მიმდინარე, რომ ეს წელი საუკეთესო იყოს თქვენს პროფესიულ კარიერაში, ასევე მომდევნო წლებში.

 

მომავლის დაგეგმვა რთული ამოცანა შეიძლება იყოს. ბოლოს და ბოლოს, როგორ შეგვიძია ვიცოდეთ ზუსტად რა იქნება მოთხოვნადი ერთი წლის შემდეგ, ან თუნდაც რამდენიმე თვის შემდეგ? როგორიც არ უნდა იყოს თქვენი დასახული მიზნები, იმის ცოდნა, თუ რა გელით 2024-25 წლებში, დაგეხმარებათ თქვენი გეგმების ხარისხიანად შედგენაში და ჩამოყალიბებაში.

 

დასაწყისისთვის, დაუსვით საკუთარ თავს ეს კითხვები:

  • რისი მიღწევა მინდა წელს?
  • არის რამე ჩემს ამჟამინდელ პოზიციაში, რისი გაუმჯობესებაც შემიძლია?
  • მსურს თუ არა სხვა პოზიციაზე გადასვლა?
  • რა ახალი უნარები უნდა ვისწავლო?

 

პასუხები ამ კითხვებზე დაგეხმარებათ დაინახოთ მხარეები, სადაც მეტი მუშაობა გჭირდებათ, დაგანახებთ სად გადადგათ პირველი ნაბიჯები. მაგრამ არ ინერვიულოთ: ეს არ არის ერთადერთი გზა იმის გასაგებად მზად ხართ თუ არა ახალი გამოწვევისთვის. ჩვენ შევადგინეთ 2024 წელს შესასწავლი საუკეთესო ტექნიკური უნარების ეს გზამკვლევი იმისთვის, რომ გაეცნოთ უახლეს ტექნიკურ ტენდენციებს და გააკეთოთ თქვენთვის  საუკეთესო არჩევანი.

 

თუმცა, სანამ მთავარზე გადავალთ, მიმოვიხილოთ ტექნიკური ინდუსტრიის მომხიბვლელობა და რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ვიყოთ უახლესი მიღწევების საქმის კურსში

 

რატომ უნდა ვიყო ინფორმირებული ტექნოლოგიების ახალი ტენდენციების შესახებ?

თუ თავდაჯერებული ხართ თქვენს ამჟამინდელ უნარებში, ეს ფანტასტიკურია! მაგრამ მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი იცით რაც უნდა იცოდეთ, გახსოვდეთ, რომ ტექნიკური ინდუსტრია სწრაფად ვითარდება და იცვლება და ის, რაც დღეს იცით, შესაძლოა ხვალ აღარ დაგჭირდეთ. რაც უფრო მეტი უნარ ჩვევები  გექნებათ, მით უფრო ღირებული იქნება თქვენი კანდიდატურა მომავალ ვაკანსიებზე.

 

იმისთვის რომ მიჰყვეთ ახალ ტექნოლოგიურ ტენდენციებს გაითვალისწინეთ:

  • ტექნოლოგიური მიღწევების დიდი უმრავლესობა თქვენი ცხოვრების გამარტივებას ემსახურება და საშუალებას გაძლევთ სარგებლობა მიიღოთ თქვენი ამჟამინდელი პოზიციით. მაგალითად, ახალ ტექნოლოგიას შეუძლია შეგიმსუბუქოთ დამღლელი ამოცანების ავტომატიზაცია, რომლებზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი და გამოათავისუფლოს დრო იმ საქმისთვის, რაც ნამდვილად მოითხოვს თქვენი გონების დაძაბვას.

  • გარდა იმისა, რომ ტექნოლოგიური ინსტრუმენტები ცხოვრებას გიადვილებთ, ისინი საშუალებას გაძლევენ მიიღოთ უკეთესი გადაწყვეტილებები, დიდი რაოდენობით მონაცემების ანალიზისა და ტენდენციების იდენტიფიცირების უნარის წყალობით, რაც შეუძლებელია ადამიანებისთვის. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი წარმატებულ საქმეში გამოიხატება.

  • რაც უფრო მეტი იცით, მით მეტი გარანტია გაქვთ, რომ იქნებით დასაქმებული. იმის ცოდნა, თუ რა მოთხოვნებია ბაზარზე მთავარი და რომელი აღარ არის რელევანტური, დაგეხმარებათ მოარგოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო ახალ ვაკანსიებს და წარმოაჩინეთ როგორც მცოდნე კანდიდატი.

 

ისწავლე IT მხარდაჭერა, ქსელები და კიბერუსაფრთხოება 0-დან და დაეუფლე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიებს საერთაშორისო აკადემიაში

→დარეგისტრირდი მარტივად

 

2024 - 25 წლებში შესასწავლი ტოპ ტექნიკური უნარები

რადგან გაქვთ მკაფიო პასუხი იმის შესახებ, თუ რატომ არის გადამწყვეტი უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ საქმის კურსში ყოფნა, დროა გადახვიდეთ აუცილებლად შესასწავლ ტოპ ტექნიკურ უნარებზე. აუცილებელია გაწეროთ პრიორიტეტები თქვენს უწყვეტ განათლების პროცესში - ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

 

Კიბერ უსაფრთხოება

არაერთხელ გსმენიათ, რა საოცარია ხელოვნური ინტელექტი და როგორ გააადვილა მან ბევრი რამ, როგორ დაგვეხმარა დიდი რაოდენობით მონაცემების დამუშავებაში და დამღლელი ამოცანების ავტომატიზაციაში. მაგრამ რამდენადაც უფრო დახვეწილი ხდება  ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები ადამიანის ქცევების და ტექსტების იმიტაციაში, მით უფრო იზრდება კიბერუსაფრთხოების საფრთხეები, როგორიცაა ფიშინგი და მავნე პროგრამებით თავდასხმა. რაც იწვევს კიდევ უფრო დიდ შეშფოთებას მომხმარებლების კიბერთავდასხმებისგან დაცვის საკითხში.

კიბერ პროფესიონალები, რომლებიც ფლობენ ცოდნას და შეუძლიათ იდენტიფიცირება  მავნე ხელოვნური ინტელექტის თავდასხმების, მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ მიმდინარე და მომავალ წლებში.

 

ბუნებრივი ენის დამუშავება

უკვე დიდი ხანია AI სპეციალისტების მიზანს ისეთი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების შექმნა წარმოადგენს, რომლებსაც შეეძლებათ ადამიანის საუბრის იმიტაცია  ან კარნახზე რეაგირება. ამ რეალობას ისეთი ინსტრუმენტების დანერგვით ვუახლოვდებით, როგორიცაა ChatGPT და Google Bard. რაც უფრო მეტი კომპანია იქნება, განსაკუთრებით ისეთები, როგორიცაა ჯანდაცვის კომპანიები ან ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც კლიენტებთან კომუნიკაციისთვის ხელოვნურ ინტელექტის ინსტრუმენტებს იყენებენ, მით უფრო მოთხოვნადი გახდებიან ბუნებრივი ენის დამუშავებაში გამოცდილი სპეციალისტები.

 

Მონაცემთა ანალიზი

საუკეთესო გადაწყვეტილებები დაფუძნებულია მონაცემებზე და თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაცემებს დავეყრდნობით, მომსწრე ვხდებით გაუმჯობესებული შედეგების ბიზნესის ნებისმიერ სფეროში. შეიძლება ფიქრობთ,  რომ დიდი ნაბიჯები მონაცემთა ანალიზის სფეროში არ გადადგმულა, მაგრამ ცდებით. რაც უფრო მეტი ინსტრუმენტი ჩნდება, რომლებსაც შეუძლიათ დიდი რაოდენობით მონაცემების დამუშავება, სწორად დახარისხება და თვალყურის დევნება, მით უფრო გაიზრდება მოთხოვნა ისეთ სპეციალისტებზე, რომლებსაც შეუძლიათ არა მხოლოდ გაგება და პრეზენტირება შეძლონ ამ მონაცემების, არამედ იმუშაონ კიდევაც ხელოვნური ინტელექტის ამ ინსტრუმენტებთან.


 

DevOps

კიდევ ერთი სწრაფად მზარდ სფეროს DevOps წარმოადგენს, რომელიც ფოკუსირებულია სწრაფად მზარდი ტექნიკური გუნდების მართვაზე. DevOps-ის პრინციპი მარტივია: DevOps-ის სპეციალისტს ევალება პროექტის მიმდინარეობის ზედამხედველობა და იმის გარანტირება, რომ პროექტის ვადები არ იქნება დარღვეული. ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ ეს პოზიცია  ტექნიკური ცოდნის მიღმაა, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. DevOps-ის სპეციალისტებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ მუშაობს თითოეული კონკრეტული ტექნიკური როლი იმისის, რომ სწორად მართონ გუნდი, რომ გუნდის ყველა წევრი იცავდეს ვადებს და სწორად ახორციელებდეს პროექტებს.

როდესაც ტექნოლოგიურ პროექტებზე მომუშავე გუნდები აგრძელებენ ზრდას, უფრო და უფრო მეტი კომპანია ირჩევს მიჰყვეს DevOps პრინციპებს პროექტების სამართავად. შესაბამისად მათი როლი სულ უფრო იზრდება საერთაშორისო კომპანიებში და ჩნდება მეტი ვაკანტური ადგილი.

 

როგორ გამოვიმუშავოთ ახალი ტექნოლოგიური უნარები

როგორ უნდა აითვისოთ ეს უნარები და იყოთ დარწმუნებული, რომ მზად ხართ ახალი სამუშაოსთვის ან დაწინაურებისთვის? ახალი უნარების შესწავლის იდეა შეიძლება დამღლელი იყოს, განსაკუთრებით ისეთ სფეროში როგორიც ტექნოლოგიებია, სადაც ყოველდღიურად უამრავი სიახლეა და მუდმივად გიწევთ ამ სიახლეებისთვის ფეხის აწყობა. თუმცა, სწორედ ამაში მდგომარეობს  სფეროს მომხიბვლელობაც, სადაც არასოდეს მოიწყენთ და მუდმივად განვითარებაზე  და საკუთარი შესაძლებლობების გაფართოებაზე იქნებით ორიენტირებული.

IT Step Academy-ს ონლაინ კურსები შესანიშნავი საშუალებაა მიიღოთ ცოდნა და მზად იყოს სამუშაოდ  სულ რამდენიმე თვეში, მიიღოთ განათლება პროფესონალებისგან და დაეუფლოთ ახალ პროფესიას სიღრმისეულად. სანამ კურსებზე დარეგისტრირდებით აუცილებელია კარგად გათვალოთ, თუ რამდენი დრო და ძალისხმევა შეგიძლიათ დაუთმოთ მას, მოარგეთ თქვენს ყოველდღიურობას ახალი უნარების დაუფლება, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღოთ კურსისგან. თუ მზად ხართ გადადგათ ნაბიჯები ტექნიკური ცოდნის გასაუმჯობესებლად, სწორ ადგილას ხართ. 

 

დაეუფლე აქტუალურ პროფესიებს - შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

IT Academy Step ლიდერი IT სფეროში, ახლა უკვე 100+ ფილიალით!

+995 577 538 549 ქ.თელავი, ნადიკვრის#23

+995 (32) 215-55-51 ქ.თბილისი, ყაზბეგის34/34ბ

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში

Instagram.com/itstep.ge/

Facebook.com/itstep.ge



ავტორის სწავლების ტექნოლოგიები::

IT აკადემია STEP

მშობლებისთვის

რატომ არ არის ტრაგედია, თუ თქვენი შვილი წელს უნივერსიტეტში არ წავიდა (თანამედროვე შრომის ბაზრის რეალობა)

უნივერსიტეტში წაუსვლელობა არ ნიშნავს განათლების დასასრულს. თანამედროვე შრომის ბაზარზე პრაქტიკული უნარები და ტექნოლოგიური წიგნიერება არის ის მყარი საფუძველი, რომელიც შვილის წარმატებულ კარიერას განსაზღვრავს.

აკადემიური დიპლომის მიღმა: თანამედროვე რეალობა დღევანდელ მუდმივად ცვალებად შრომის ბაზარზე, უმაღლესი განათლების შესახებ წარმოდგენები ფუნდამენტურად შეიცვალა. ტრადიციული ხედვა, სადაც უნივერსიტეტის დიპლომი წარმატების ერთადერთ გარანტად ითვლებოდა, თანდათან პოზიციებს თმობს. დამსაქმებლები სულ უფრო მეტად აფასებენ არა ფორმალურ განათლებას, არამედ კონკრეტულ, პრაქტიკულ უნარ

ШАГ логотип

მოტივაცია

„ყველამ ჩააბარა, ჩემს გარდა“ - როგორ გავუმკლავდეთ საზოგადოების წნეხს და ვიპოვოთ ჩვენი გზა

გრძნობ საზოგადოების წნეხს და გეჩვენება, რომ „ყველამ ჩააბარა, შენს გარდა“? გაიგე, რატომ არ განსაზღვრავს საგამოცდო ქულები შენს რეალურ პოტენციალს და როგორ გადააქციო დროებითი დაბრკოლება ახალი, ბევრად უფრო პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადი კარიერის დასაწყისად თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში.

როცა რეალობა მოლოდინებს არ ემთხვევა: საზოგადოებრივი წნეხის ფენომენი ეროვნული გამოცდების, საუნივერსიტეტო ტესტირებების ან თუნდაც სამსახურებრივი სერტიფიცირების პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე სტრესულია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. როდესაც შედეგები ცხადდება და გარშემო მხოლოდ მილოცვებსა და წარმატებულ ისტორიებს ვხედავთ, მარტივია საკუთარი თავი იზოლირებულად და ხელმოცარუ

ШАГ логотип

ზრდასრულთათვის

როგორ ვისწავლოთ პროფესია 1 წელიწადში და გავუსწროთ მათ, ვინც უნივერსიტეტში 4 წელი უნდა ისწავლოს

გაიგე, როგორ შეგიძლია 1 წელიწადში აითვისო მოთხოვნადი პროფესია, დაზოგო დრო და წარმატებით დაიწყო კარიერა ტექნოლოგიების სფეროში უნივერსიტეტის 4-წლიანი ლოდინის გარეშე.

ტრადიციული განათლების გამოწვევები და დინამიური სამყაროს მოთხოვნები დღევანდელ დინამიურ და მუდმივად განვითარებად ტექნოლოგიურ სამყაროში საბაზრო მოთხოვნები ხშირად იცვლება. კლასიკური უნივერსიტეტები თავიანთი ბიუროკრატიული და ხანგრძლივი აკადემიური პროცესებით ხშირად ვერ ასწრებენ სასწავლო პროგრამების დროულ განახლებას. შედეგად, სტუდენტები 4-წლიანი სწავლის დასრულების შ

ШАГ логотип

წარმატება დიპლომის გარეშე - ცნობილი ადამიანები, რომლებსაც უნივერსიტეტი არ დაუმთავრებიათ

უნივერსიტეტის დიპლომი დიდი ხანია წარმატების ერთადერთი გარანტია აღარ არის - ამას ბილ გეითსის, სტივ ჯობსისა და კვენტინ ტარანტინოს მაგალითებიც ადასტურებს. სტატიაში იმ ცნობილ ადამიანებზე გიამბობთ, რომლებმაც მსოფლიო აკადემიური ხარისხის გარეშე შეცვალეს. გაიგე, რა ძალა აქვს თვითგანათლებას, პრაქტიკულ უნარებსა და თანამედროვე ციფრულ პროფესიებს და აღმოაჩინე, როგორ ააწყო წარმატებული კარიერა ტრადიციული უნივერსიტეტის მიღმა.

ტექნოლოგიური გიგანტები, რომლებმაც წესები შეცვალეს თანამედროვე საზოგადოებაში ხშირად შეხვდებით სტერეოტიპს, რომ უმაღლესი განათლება და წითელი დიპლომი კარიერული წინსვლისა და ფინანსური სტაბილურობის ერთადერთი საწინდარია. თუმცა, თუ გადავხედავთ იმ სფეროებს, რომლებმაც ჩვენი ყოველდღიურობა ფუნდამენტურად შეცვალეს, აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე დიდი რევოლუციები სწორედ მათ მიერ მოხ

ШАГ логотип

ამ საიტზე გამოიყენება Cookies

Კონფიდენციალურობის პოლიტიკა